განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
120100119003040489
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 126 1
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/155-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გელა მაღრაძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მალხაზ მერაბიშვილი (დაბადებული 19.04.1963წ., პ/ნ 03001002916, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ადიგენი, სოფელი უდე)

 

ადვოკატი - ნოდარ აკოფაშვილი

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებული ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება

სასამართლომ დადგინა:

2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მდებარე მალხაზ მერაბიშვილის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მალხაზ მერაბიშვილმა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ძმას ბიძინა მერაბიშვილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ყელში სწვდა და ხელი ძლიერად მოუჭირა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ ბიძინა მერაბიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს მეუღლესთან ცირა მერაბიშვილთან ერთად მივიდა მშობლების დანატოვარ სახლში, სადაც ცხოვრობს მისი ძმა მალხაზ მერაბიშვილი. სახლში მისვლისას დახვდათ მალხაზ მერაბიშვილის მეუღლე ინგა მერაბიშვილი, ხოლო მალხაზ მერაბიშვილი იყო ნასვამი და ეძინა. ინგამ მალხაზი გააღვიძა. ძმებმა მოიკითხეს ერთმანეთი. საუბარში ბიძინა მერაბიშვილმა ძმას უთხრა, რომ სახლი არ ჰქონდა და ეს სახლი იყო მისი, რაზეც შელაპარაკდნენ და მალხაზი ყელში სწვდა ბიძინა მერაბიშვილს, მიაყუდა კედელზე და ისე მოუჭირა ხელი, რომ სუნთქვა უჭირდა, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ცირა მერაბიშვილი ცდილობდა მალხაზის შეკავებას, თუმცა ვერ შეძლო.

 

ცირა მერაბიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს მეუღლესთან ბიძინა მერაბიშვილთან ერთად მივიდა სოფელ უდეში მდებარე მამაპაპურ დანატოვარ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს მალხაზ მერაბიშვილი. სახლში დახვდათ მალხაზ მერაბიშვილის მეუღლე ინგა მერაბიშვილი, მალხაზ მერაბიშვილს კი ეძინა. ინგა მერაბიშვილმა გააღვიძა მეუღლე. ძმებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ბიძინამ მის ძმას უთხრა, რომ სახლი დაეცალა, რადგან გადმოსვლას აპირებდა ამ სახლში, ამაზე მალხაზი აგრესიული გახდა, ბიძინას ხელი წაუჭირა ყელში, დაუწყო გინება.

ინგა მერაბიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ოჯახი სამუშაოდ წასული იყო ქობულეთში, ვინაიდან იყო აღდგომების პერიოდი ჩამოვიდნენ სოფელ უდეში, 2019 წლის 27 აპრილს იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან მალხაზ მერაბიშვილთან ერთად, რა დროსაც ბიძინა მერაბიშვილი და ცირა მერაბიშვილი, მივიდნენ, მალხაზს ეძინა, მოიკითხეს მალხაზი სად იყო, რაზეც ინგამ გააღვიძა და უთხრა, რომ მისი ძმა იყო მისული, მალხაზმა მოიკითხა მისი ძმა, რაზეც ბიძინამ უთხრა, რომ სახლიდან უნდა წასულიყვნენ და დაეცალათ სახლი. მალხაზმა უთხრა, რომ შეეძლო მისულიყო და ორივე ოჯახს ერთად ეცხოვრათ, ამაზე გაბრაზდა ბიძინა და დაარყა მალხაზს, ასევე დაარყა ბიძინას მეუღლემაც, შემოახია ყველაფერი ვეღარ აშველებდა ინგა მერაბიშვილი, რომელსაც ასევე ხელი ჰკრა ბიძინა მერაბიშვილმა, ვინაიდან ვერ მოიგერიეს დარეკეს პოლიციაში.

 

ბრალდებულმა მალხაზ მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ და მიუთითა, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, 2019 წლის 26 აპრილს მეუღლესთან ინგა მერაბიშვილთან ერთად ჩავიდა სოფელ უდეში ქ. ქობულეთიდან, ვინაიდან იყო აღდგომა და 28 აპრილს უნდა გასულიყო სასაფლაოზე. იმყოფებოდა ეზოში და აწესრიგებდა. ახლობელი ესტუმრა ოჯახში და მასთან ერთად ერთი ჭიქა შესანდობარი დალია. ვინაიდან იყო დაღლი, დაწვა დასასვენებლად. მეუღლეც სახლში იმყოფებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გააღვიძა მეუღლემ, რომ მისი ძმა ბიძინა მერაბიშვილი და ძმის ცოლი ესტუმრნენ. ძმა დიდი ხნის უნახავი ჰყავდა, მოიკითხა, რაზეც ბიძინამ უთხრა, რომ კიდევ ცოცხალი ხარო? ამაზე მალხაზ მერაბიშვილმა ჰკითხა თუ რა ხდებოდა, ბიძინამ კი უთხრა, ეს სახლი იყო მისი და წასულიყო. დაუწყო ყვირილი, ლანძღვა-გინება, დაარტყა ხელი, ასევე წიხლებსაც ურტყავდა, რაზეც მალხაზ მერაბიშვილმაც ხელი მიკრა, ცირა მერაბიშვილიც ეხმარებოდა მის მეუღლეს ძალადობაში. ამ დროს ინგა მერაბიშვილი შუაში ჩადგა გაშველების მიზნით, ამაზე ინგასაც დაუწყეს ჩხუბი, ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. მალხაზი ცდილობდა მათ სახლიდან გაშვებას უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა, ინგამ რამდენჯემრე გააშველა ისინი, მაგრამ კვლავ სცემდნენ მალხაზ მერაბიშვილს, შემოახიეს პერანგი და ყელში უჭერდნენ. თავად კი მხოლოდ ხელი მიჰკრა მოგერიების მიზნით.

 

მოწმე ირაკლი გიორგაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 27 აპრილს იყო მორიგე და ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოვალეობას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მამუკა ივანიძესთან ერთად. რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ სოფელ უდეში მერაბიშვილების ოჯახში ტყუპ ძმებს ჰქონდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ადგილზე მისულებს ბიძინა მერაბიშვილი და მისი მეუღლე ეუბნებოდნენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მალხაზ მერაბიშვიილმა, ხოლო მალხაზი და მისი მეუღლე აცხადებდნენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა ბიძინა მერაბიშვილის მხრიდან და იგი მხოლოდ თავს იცავდა ჯერ დანით, ხოლო შემდეგ თოხით.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მამუკა ივანიძემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მან ფაქტზე ამოწერა შემაკავებელი ორდერი ორივე ძმის მიმართ.

 

მოწმე ნოდარ ივანეიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში, 2019 წლის 27 აპრილს შეტყობიენების საფუძველზე შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან დააკავა მალხაზ მერაბიშვილი, რომელსაც დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე მისგან ამოიღო დახეული მაისური.

 

2019 წლის 28 აპრილის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მალხაზ მერაბიშვილი დაკავებულ იქნა ადიგენის რაიონის სოფელ უდეში თავის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ადიგენის რაიონული სანმმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის ნოდარ ივანეიშვილის და ირაკლი გიორგაძის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები შოთა პეტაშვილი და ელგუჯა ტაბატაძე, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოწმედებების სისწორე.

 

მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა დაადასტურა მის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.

 

2019 წლის 30 აპრილის N312/05/9-3 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მალხაზ მერაბიშვილის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2019 წლის 02 მაისის N316/05/9-3 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბიძინა მერაბიშვილს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

2019 წლის 27 აპრილის N006794 შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ იგი ამოიწერა მალხაზ მერაბიშვილის მიერ ბიძინა მერაბიშვილზე 27.04.2019 წელს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

 

2019 წლის 27 აპრილის N006761 შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ იგი ამოიწერა ბიძინა მერაბიშვილის მიერ მალხაზ მერაბიშვილზე 27.04.2019 წელს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მალხაზ მერაბიშვილმა ძმას ბიძინა მერაბიშვილს საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებას, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს. წარმოდგენილია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას. ამასთან, ბრალდებული და ასევე მოწმის სახით დაკითხული მისი მეუღლე ინგა მერაბიშვილი ადასტურებენ ბრალად წარდგენილი ქმედებებში აღწერილ კონფლიქტს, მაგრამ ცდილობენ წარმოაჩინოს ისეთი სახით, რომ ბრალდებულის ქმედებებს არ მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია, თუმცა ამგვარი განმარტებები გამოწვეულია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და რეალური ვითარება ასახულია მოწმეებისა და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ თავად მალხაზ მერაბიშვილსაც აღენიშნება სხეულის დაზიანებები, არ გამორიცხავს მისი მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

დაზარალებული ბიძინა მერაბიშვილი პირდაპირ ამხელს ძმას, მალხაზ მერაბიშვილს მის მიმართ ძალადობაში, რაც, ძირითადში ყელში ხელების მოჭერაში გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე უტყუარად დასტურდება ასევე ცირა მერაბიშვილის ჩვენებით, რომლის თანახმადაც, ის უშუალოდ შეესწო ინციდენტს და მისი სიმწვავიდან გამომდინარე, დაზარალებულის დახმარებასაც ცდილობდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მალხაზ მერაბიშვილის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია და ეს სადავოც არ არის, რომ მალხაზ მერაბიშვილი და ბიძინა მერაბიშვილი არიან ძმები. შესაბამისად, მალხაზ მერაბიშვილი არის ოჯახური დანაშაულის სუბიექტი.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული მალხაზ მერაბიშვილის ქმედებაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მალხაზ მერაბიშვილის დამნაშავედ ცნობისა და სისხლისსამართლებრივი ღონისძიების სახით მისთვის სასჯელის დაწესების სამართლებრივი საფუძველი.

II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება

სასამართლომ დადგინა:

2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მდებარე მალხაზ მერაბიშვილის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მალხაზ მერაბიშვილმა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ძმას - ბიძინა მერაბიშვილს, კერძოდ, მან საცხოვრებელი სახლის სამზარეულოდან ხელში აიღო სამზარეულოს დანა და გინებითა და მოკვლის მუქარით წამოვიდა ბიძინა მერაბიშვილისკენ, ოთახიდან გამოსულმა კი აიღო საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კართან მიყუდებული თოხი და დაემუქრა ძმას ჯანმრთელობის დაზიანებით, რითაც ბიძინა მერაბიშვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ ბიძინა მერაბიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს მეუღლესთან ცირა მერაბიშვილთან ერთად მივიდა მშობლების დანატოვარ სახლში, სადაც ცხოვრობს მისი ძმა მალხაზ მერაბიშვილი. სახლში მისვლისას საყოფაცხოვრებო უთანხმოების კერძოდ, საცხოვრებელი სახლის საკუთრებასთან დაკავშირებით, მოუვიდათ კამათი, რა დროსაც მალხაზ მერაბიშვილი დანით დაემუქრა ბიძინა მერაბიშვილს, რის დანახვაზეც მალხაზ მერაბიშვილის მეუღლე ინგა მერაბიშვილმა დანა გააგდებინა ხელიდან. გარეთ გამოსულებს კი მალხაზ მერაბიშვილი თოხით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დაედევნა ძმას.

 

ცირა მერაბიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს მეუღლესთან ბიძინა მერაბიშვილთან ერთად მივიდა სოფელ უდეში მეუღლის მამაპაპურ დანატოვარ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს ბიძინა მერაბიშვილის ძმა - მალხაზ მერაბიშვილი. საცხოვრებელი სახლის თაობაზე ძმებს მოუვიდათ უთანხმოება, რაზეც ბიძინამ ძმას უთხრა, რომ სახლი დაეცალა, რადგან გადმოსვლას აპირებდა ამ სახლში. ამაზე მალხაზი აგრესიული გახდა, წამოიტაცა დანა და დაემუქრა, რომ მოკლავდა. დანა დააგდებინა ინგა მერაბიშვილმა. ამის შემდეგ მალხაზ მერაბიშვილმა აიღო თოხი და ცდილობდა დაერტყა.

 

ინგა მერაბიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს მალხაზ მერაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა სოფელ უდეში მათ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ბიძინა მერაბიშვილი და ცირა მერაბიშვილი მივიდნენ. მალხაზმა მოიკითხა მისი ძმა, რაზეც ბიძინამ უთხრა, რომ სახლიდან უნდა წასულიყვნენ და დაეცალათ სახლი, რაზეც მოუხდათ უთანხმოება და ბიძინამ დაარტყა მალხაზს, ასევე დაარყა ბიძინას მეუღლემაც, ხოლო მალხაზმა მოგერიების და შეშინების მიზნით გამოიყენა ოთახიდან აღებული დანა, ვინაიდან ბიძინა კვლავ აგრძელებდა ჩხუბს, მალხაზი ცდილობდა მის გაგდებას და ეზოში გასვლისას შეშინების და თავის დაცვის მიზნით აიღო თოხი, რათა შეეშინებინა ბიძინა.

 

ბრალდებულმა მალხაზ მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ და მიუთითა, რომ მისი მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია, 2019 წლის 26 აპრილს მეუღლესთან ინგა მერაბიშვილთან ერთად ჩავიდა სოფელ უდეში, რა დროსაც სახლში ესტუმრა მისი ძმა ბიძინა მერაბიშვილი მეუღლით. ბიძინამ ძმას მოსთხოვა, რომ სახლიდან წასულიყო, ვინაიდან სახლი მისი საკუთრება იყო და უნდა ეცხოვრა. აღნიშნულზე ძმებს მოუვიდათ კამათი, რა დროსაც ბიძინამ მალხაზს დაუწყო ყვირილი, ლანძღვა-გინება, დაარტყა ხელი, ასევე წიხლებსაც ურტყავდა, რაზეც მალხაზ მერაბიშვილი თავს იცავდა, მოგერიების და შეშინების მიზნით გამოიყენა დანა და თოხი.

 

მოწმე თამაზი აფრიამაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 27 აპრილს იყო მორიგე, სამმართველოში შევიდა მალხაზ მერაბიშვილის მეუღლის ინგა მერაბიშვილის შეტყობინება ძალადობასთან დაკავშირებით, რაზეც დაიწყო გამოძიება. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სადაც მალხაზ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოიღო ხისტარიანი თოხი, ხოლო სახლში ოთახიდან ამოიღო დანა. ასევე საქმეზე ჩაატარა სახვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხა მოწმეები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 აპრილს შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თამაზ აფრიამაშვილის მიერ ექსპერტების ფრიდონ ძინძიბაძის, ნუგზარ გლუნჩიძის, გამომძიებელ გოჩა ვაშაკიძის და ინგა მერაბიშვილის მონაწილეობით 00:20 საათიდან 01.00 საათის შუალედში დათვალიერებულ იქნა ადიგენის რაიონის სოფელ უდეში მდებარე ინგა მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები. საცხოვრებელი სახლის ეზოს შესასვლელში, საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით ხუთ მეტრში, მარჯვენა მხარეს ძირს ეგდო 1,30 მეტრი სიგრძის ხისტარიანი თოხი, საცხოვრებელ სახლში, სამზარეულო მაგიდაზე სხვადასხვა დასახელების ჭურჭელთან ერთად იდო სამზარეულო დანა. დათვალიერების შედეეგად ამოღებული იქნა დანა და ხისტარიანი თოხი, რომლებზეც არ შეინიშნებოდა დაზიანების ან სხვა ძალადობის განხორციელების მანიშნებელი კვალი.

 

მოწმე გოჩა ვაშაკიძის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 27 აპრილს იყო მორიგე, მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სადაც მალხაზ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულ ინქა ხისტარიანი თოხი, ხოლო სამზარეულოდან დანა. საგამოძიებო მოქმედებაში ასევე მონაწილეობდა ინგა მერაბიშვილი.

 

მოწმე ფრიდონ ძინძიბაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად, 2019 წლის 28 აპრილს ექსპერტ ნუგზარ გლუნჩიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში სოფელ უდეში. დათვალიერებისას სახლის ეზოდან ამოღებულ იქნა თოხი, ხოლო სახლში მაგიდიდან დანა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ მალხაზ მერაბიშვილის განმარტებებს მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ცალსახად დგინდება, რომ იგი ძმას ბიძინა მერაბიშვილს უთანხმოების ნიადაგზე დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო ეზოში გასული კი თოხით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. დაზარალებულმა ბრალდებულის მუქარა აღიქვა რეალურად, ვინაიდან მუქარას წინ უსწრებდა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მალხაზ მერაბიშვილმა ბიძინა მერაბიშვილს ყელში ხელების წაჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა და მოწმე ცირა მერაბიშვილმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ მალხაზ მერაბიშვილმა მკაფიოდ და გარკვევით გამოხატა მუქარას ბიძინა მერაბიშვილის მიმართ, რაც მათ მიერ რეალურად იქნა აღქმული, შეეშინდათ და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გაერიდნენ.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

ამ საკითხის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ: მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა განისაზღვროს ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი კონკრეტულ მუქარას რეალურად. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, ფორმა, არაერთჯერადი ხასიათი, ფიზიკური კონდიციები მუქარის წარმოთქმისას და ობიექტური დაბრკოლებების არსებობა/არარსებობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია და სადავოც არ არის, რომ მალხაზ მერაბიშვილი და ბიძინა მერაბიშვილი არიან ძმები. შესაბამისად, მალხაზ მერაბიშვილი არის ოჯახური დანაშაულის სუბიექტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მალხაზ მერაბიშვილი მის ძმას ბიძინა მერაბიშვილს დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო ეზოში გამოსულს კი თოხით - ჯანმრთელობის დაზიანებით, რითაც ბიძინა მერაბიშვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის/ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ნებისმიერ, ჩვეულებრივი, ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს შეუქმნიდა განცდას მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით. ამასთან, დამმუქრებლის მდგომარეობის (იყო ნასვამი), დამნაშავესა და მსხვერპლს შორის გამწვავებული ურთიერთდამოკიდებულების, მუქარის გამოხატვის ხერხისა და დაზარალებულის განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მალხაზ მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

III. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება

სასამართლომ დადგინა:

2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მდებარე მალხაზ მერაბიშვილის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მალხაზ მერაბიშვილმა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ცირა მერაბიშვილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: განზრახ დაარტყა მარჯვენა მუშტი მას სახის მიდამოში, რის შედეგადაც გაუსკდა ტუჩი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ ცირა მერაბიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს მეუღლესთან ბიძინა მერაბიშვილთან ერთად მივიდა სოფელ უდეში მდებარე მეუღლის მამაპაპურ დანატოვარ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს მალხაზ მერაბიშვილი. საცხოვრებელი სახლის თაობაზე ძმებს მოუვიდათ უთანხმოება, რაზეც ბიძინამ ძმას უთხრა, რომ სახლი დაეცალა, რადგან გადმოსვლას აპირებდა ამ სახლში. ამაზე მალხაზ მერაბიშვილი აგრესიული გახდა, აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე მალხაზ მერაბიშვილმა ხელი მოუქნია ცირა მერაბიშვილს, ერთხელ დაარტყა მუშტი ტუჩებში, რის შედეგადაც გაუსკდა ტუჩი, წამოუვიდა სისხლი და განიცადა ტკივილი.

 

ბიძინა მერაბიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს მეუღლესთან ცირა მერაბიშვილთან ერთად მივიდა მშობლების დანატოვარ სახლში სადაც ცხოვრობს მისი ძმა მალხაზ მერაბიშვილი, ძმებს სახლის გამო მოუვიდათ კამათი, რა დროსაც მალხაზ მერაბიშვილმა მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. რა დროსაც მალხაზ მერაბიშვილმა ასევე ხელი დაარტყა ცირა მერაბიშვილს, რომელსაც გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი.

 

ინგა მერაბიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს მალხაზ მერაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა სოფელ უდეში მათ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მივიდნენ ბიძინა მერაბიშვილი და ცირა მერაბიშვილი. მალხაზმა მოიკითხა მისი ძმა, რაზეც ბიძინამ უთხრა, რომ სახლიდან უნდა წასულიყვნენ და დაეცალათ სახლი, რაზეც მოუხდათ უთანხმოება და ბიძინამ დაარყა მალხაზს, ასევე დაარყა ბიძინას მეუღლემაც, ხოლო მალხაზი ცდილობდა მათ მოგერიებას და მისი მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას და ძალადაობას ცირა მერაბიშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია, პირიქით ცირა მერაბიშვილი აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

ბრალდებულმა მალხაზ მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ და მიუთითა, რომ მისი მხრიდან ცირა მერაბიშვილის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ცირა მერაბიშვილი ბიძინა მერაბიშვილთან ერთად ესტუმრა მათ და მოსთხოვეს სახლიდან წასვლა, ვინაიდან სახლი მათი საკუთრება იყო. დაუწყო ყვირილი, ლანძღვა-გინება, დაარტყა ხელი, ასევე წიხლებსაც ურტყავდა, რაზეც მალხაზ მერაბიშვილი თავს იცავდა. ხელის კვრით ცდილობდა ცირა მერაბიშვილის და ბიძინა მერაბიშვილის მოგერიებას, საშუალებაც არ ჰქონდა, რომ ხელი ვინმესთვის დაერტყა.

 

მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა დაადასტურა მის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.

 

2019 წლის 02 მაისის N317/05/9-3 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N249-ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით ცირა მერაბიშვილს აღენიშნებოდა ზემო ტუჩის შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანას მხრიდან ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლომ შეაფასა რა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია მალხაზ მერაბიშვილის უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მალხაზ მერაბიშვილმა ფიზიკურად იძალადა დაზარალებულ ცირა მერაბიშვილზე, რითაც ამ უკანასკნელს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

დანაშაულის ჩადენაში მალხაზ მერაბიშვილის მამხილებელი უმთავრესი მტკიცებულება, ცხადია, დაზარალებულის ჩვენებაა, რომლის თანახმადაც 2019 წლის 27 აპრილს მალხაზ მერაბიშვილმა საცხოვრებელ სახლში უთანხმოების ნიადაგზე მუშტი გაარტყა სახეში (ტუჩებში), რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცირა მერაბიშვილის ზემოაღნიშნული ჩვენების უტყუარობა ეჭვს არ იწვევს, რადგან დასტურდება სხვა, სანდოობის სათანადო ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბიძინა მერაბიშვილის ჩვენებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ცირა მერაბიშვილს აღენიშნებოდა დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.

ამასთან, ბრალდებული და ასევე მოწმის სახით დაკითხული მისი მეუღლე ინგა მერაბიშვილი ადასტურებენ ბრალად წარდგენილი ქმედებებში აღწერილ კონფლიქტს, მაგრამ ცდილობენ წარმოაჩინოს ისეთი სახით, რომ ბრალდებულის ქმედებებს არ მიეცეს დანაშაულის კვალიფიკაცია, თუმცა ამგვარი განმარტებები გამოწვეულია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და რეალური ვითარება ასახულია მოწმეებისა და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მალხაზ მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებული ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც, ამავე მუხლის დისპოზიციის თანახმად, ობიექტური მხრივ გამოიხატება ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში (ქმედება); მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალადობრივ აქტს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მალხაზ მერაბიშვილმა ცირა მერაბიშვილის მიმართ განახორციელა „სხვაგვარი ძალადობა“, რაც ერთჯერადად მისთვის სახის მიდამოში (ტუჩებში) მუშტის დარტყმაში გამოიხატა.

მალხაზ მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, მალხაზ მერაბიშვილს მსჯავრი უნდა დაედოს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის და სასჯელად უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მალხაზ მერაბიშვილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო ასევე აღნიშნავს რომ, მხოლოდ ის რომ მალხაზ მერაბიშვილი წარსულში ნასამართლევი იყო, ვერ გახდება მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი. გასათვალისიწნებელია, რომ იგი ნასამართლევია გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო მხედველობაში იღებს ძალადობის მასშტაბს, ეპიზოდთა სიმრავლეს (ჩადენილია დანაშაულის 3 ეპიზოდი), რაც მიუთითებს ძალადობის განმეორების რისკზე. ძალადობის და მუქარის ეპიზოდში პასუხისმგებლობას ამძიმებს დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, მალხაზ მერაბიშვილს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მალხაზ მერაბიშვილის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

საქმეზე წარმოდგენილია ნივთიერი მტკიცებულება - მალხაზ მერაბიშვილის ტანცსაცმელი, ხისტარიანი თოხი და დანა.

 

საქმეში წარმოდგენილია დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ, რომლის თანახმადაც, ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე მალხაზ მერაბიშვილის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტზე, შესაბამისად საქმეზე წარმოდგენილია ნივთიერი მტკიცებულების მალხაზ მერაბიშვილის ტანცსაცმელის საკითხი უნდა დარჩეს ღია, ხოლო ხისტარიანი თოხი და დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, გადანდგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მალხაზ მერაბიშვილი (პ/ნ03001002916) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით.

 

მალხაზ მერაბიშვილი (პ/ნ03001002916) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით.

 

მალხაზ მერაბიშვილი (პ/ნ03001002916) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მალხაზ მერაბიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2015 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 000 ლარი.

 

საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ მალხაზ მერაბიშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 44-ე და 62-ე მუხლების საფუძველზე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით) პროპორციულად შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მალხაზ მერაბიშვილს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 საათის ოდენობით.

 

3. მალხაზ მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ მალხაზი კაკოშვილის (პ/ნ 47001035129) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ადიგენის რაიონი სოფელი უდე, N21, ჩიხი პირველი, სახლი 6, ს.კ.61.14.29.048. ( 2019 წლის 03 მაისის №12/005-19წ. განჩინება)

 

4. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ხისტარიანი თოხი და დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, გადანდგურდეს.

 

5. განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა