განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
330100119003181547
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4174-13

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ----- ყ------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-–-- ტ---------- ძე კ--–--ე,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1--- წლის 3-------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ვ---- ო--–--------------ის ქ.#4--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- მ-------- მ---- მ/რაიონი, კორპ.#1-- ბინა #5--–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 03:30 საათზე, თ---–--–-- მ-------- მ--- მიკრორაიონის #5--- მიმდებარედ, ნასვამ ი-–-- კ--–--ეს შელაპარაკება მოუვიდა ტრანსგენდერებთან: მ-----– (----- ბ---–----–---–სა და თ---------–--- (ნ----) ჯ--------ან მათი გენდერული იდენტობის გამო. შელაპარაკებისას, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ი-–-- კ--–--ემ ერთხელ დაარტყა სახეში ხელი თ---------–--- (ნ----) ჯ------ს, ასევე რამდენჯერმე დაარტყა სხეულზე ხელი მ-----– (----- ბ---–----–---–ს, წააქცია და წაქცეულს სხეულზე ურტყამდა ხელებს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ი-–-- კ--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - მ-----–(----- ბ---–----–---–ის, თ---------–---(ნ----) ჯ------ის და მოწმეების - ა------- მ--------ის, რ-------- ზ---–-–---–ის, გ------- ა-------–ის გამოკითხვის ოქმებს, ამოცნობის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვიდეო ჩანაწერის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი-–-- კ--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა ან სხვგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმებით დადასტურდა, რომ ორივე მსხვერპლმა ცემის და ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებებით დამტკიცდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო ორი პირის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

 

3.3. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.5. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი-–-- კ--–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-–-- კ--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.

 

4.2. ი-–-- კ--–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მოტივი - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა, ასევე ქმედების ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და საჯარო ადგილას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.3.1. დანაშაულის ჩადენა გენდერული იდენტობის მოტივით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერული იდენტობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე ნორმის მ--- ნაწილის თანახმად დასახელებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.3.2. ძალადობის ჩადენა საჯარო სივრცეში.

 

5.3.3. ძალადობის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რაც გახდა მოტივატორი ძალადობის.

 

5.4.სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.4.1. დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული. გათვალისწინებული იქნა ასევე ის გარემოებაც, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.

 

5.4.2.გამოძიებასთან თანამშრომლობა: ბრალდებულმა ი-–-- კ--–--ემ გამოძიების ეტაპზევე აღიარა დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების ერთობლიობის მოპოვებას.

 

5.5. დანაშაულის მოტივის და სხვა დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის შუამდგომლობა ჯარიმის ან მინიმალური ზომით პირობითი მსჯავრის განსაზღვრის თაობაზე. სასამართლოს შეფასებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე ი-–-- კ--–--ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დაწესებული მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. სასჯელის მოხდის წესის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მ--- ნაწილის დანაწესს ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. სასამართლოს შეფასებით, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დამნაშავე პირის იზოლაციის გარეშეც მიღწევადია სასჯელის მიზნები, აღნიშნულიდან გამომდინარე ი-–-- კ--–--ეს დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, უნდა ჩაეთვალოს პირობით 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები 1(ერთი) დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-–-- კ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 10 აგვისტოდან - 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ი-–-- კ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები 1(ერთი) დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა