განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
330100119003025926
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2489-19

გამოძიების #0-----------

A

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------ გ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ----–-- ლ-------–ის ძე მ-------ე,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- მ-------- მ---- მ/რაიონი, კორპ.#--- ბინა#1--

ადვოკატი- გ--------------

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ -2018 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი).

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ -2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი).

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ -2019 წლის 28 მარტის ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ---–--–-- ბ-–---–---–-- ქუჩა #2--–-- ვ----–-- მ-------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- უ-------–---–ის მიმართ, კერძოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე, რამდენჯერმე ფეხი ამოარტყა თეძოს არეში და ასევე ხელებით სცემდა ტანის არეში, რა დროსაც ნ----- უ-------–---–მა თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, ვ----–-- მ-------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ----- უ-------–---–ის დედის, ნ---- ნ------ის მიმართ, კერძოდ, ხელი მიაბჯინა ყელზე და და ძალის გამოყენებით მიაყრდნო კედელზე, რა დროსაც ნ---- ნ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს ესწრებოდა ნ----- უ-------–---–ის არასრულწლოვანი შვილი - ხ----- ზ-------–--ე.

 

1.2.2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ვ----–-- მ-------ე მობილური ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- უ-------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2018 წლის 20 აგვისტოს, თ---–--–-- ბ-–---–---–-- ქუჩა #2--–-- ვ----–-- მ-------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- უ-------–---–ის მიმართ, კერძოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა სხეულის სხვადასხვა არეში სცემა ხელებითა და ფეხებით, რა დროსაც ნ----- უ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს ესწრებოდა ნ----- უ-------–---–ის არასრულწლოვანი შვილი - ხ----- ზ-------–--ე.

 

1.4. 2019 წლის 13 მარტს, თ---–--–-- ბ-–---–---–-- ქუჩა #2--–- ვ----–-- მ-------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- უ-------–---–ის მიმართ, კერძოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ნ----- უ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს ესწრებოდა ნ----- უ-------–---–ის არასრულწლოვანი შვილი - ხ----- ზ-------–--ე.

 

1.5. 2019 წლის 28 მარტს, თბილისში ბ-–---–---–-- ქუჩა #2--–-- ვ----–-- მ-------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- უ-------–---–ზე, კერძოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ნ----- უ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს ესწრებოდა ნ----- უნაფქოშივლის არასრულწლოვანი შვილი-ხ----- ზ-------–--ე.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ვ----–-- მ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ნ----- უ-------–---–ის, ნ---- ნ------ის და მოწმეების - ხ----- ზ-------–--ის, დ----- ბ--------ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის #0--------- #--------- დასკვნებს, შემაკავებელ ორდერებს #0-----, #0------ #0----- და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ვ----–-- მ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ვ----–-- მ-------ემ, 2018 წლის 20 აგვისტოს, 2019 წლის 13 მარტს, 2019 წლის 28 მარტს და 2019 წლის 9 აპრილს, ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლურ მდგომარეობაში, ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - ნ----- უ-------–---–ზე, ბოლო შემთხვევაში 2019 წლის 9 აპრილს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა ორი პირის - მეუღლის ნ----- უ-------–---–ის და მეუღლის დედის - ნ---- ნ------ის მიმართ. ძალადობის შედეგად ორივე მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.2. რაც შეეხება, 2018 წლის 20 აგვისტოს, 2019 წლის 13 მარტის, 2019 წლის 28 მარტის და 2019 წლის 9 აპრილის ძალადობრივი ეპიზოდის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ თითოეულ შემთხვევაში, ძალადობას ესწრებოდა მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილი - 13 წლის ხ----- ზ-------–--ე.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ვ----–-- მ-------ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უსწრებდა ფიზიკური ძალადობისა და მძიმე შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა დაზარალებულში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.

 

3.4 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი ნ----- უ-------–---–ი არიან ერთი ოჯახის წევრები: მეუღლეები, ხოლო ნ---- ნ------ე მეუღლის დედა, რაც ასევე ოჯახური ძალადობის დანაშაულის დაცვის ობიექტი.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.6. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ვ----–-- მ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ - 2019 წლის 9 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით - 2018 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით - 2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით - 2019 წლის 28 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვ----–-- მ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

4.2. ვ----–-- მ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის და მსხვერპლთა სიმრავლე (დანაშაულის 5 ეპიზოდი, 2 მსხვერპლი), ძალადობის ხერხი, მასშტაბი, მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ალკოჰოლზე დამოკიდებულება რაც უარყოფითად აისახება მოძალადის ქმედებებზე და ხდება მოტივატორი ოჯახში ძალადობის ჩადენის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.3.1. მუქარა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.3.2. დანაშაულის სიმრავლე და ინტენსივობა: ჩადენილია დანაშაულის 5 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში.

 

5.3.3. მსხვერპლთა სიმრავლე: ძალადობა განხორციელდა 2 პირის მიმართ, ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდს ესწრებოდა მოწყვლადი ჯგუფის წევრი - არასრულწლოვანი.

 

5.3.4. დანაშაულის ხერხი და მასშტაბი: ფიზიკური ძალადობის თითოეულ ეპიზოდში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ დარტყმებს სხეულის სხვადასხვა არეში, ხელებით და ფეხებით.

 

5.3.5. მოძალადის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, არაფხიზელი მდგომარეობა ხდება მსხვერპლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის და მუქარის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი.

 

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნეს მიღებული პასუხისმგებლობის შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები.

 

ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ვ----–-- მ-------ის მიერ მასშტაბური ფიზიკური ძალადობა და მუქარა ჩადენილია მეუღლის მიმართ, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, მსხვერპლის მიმართ მუქარას წინ უსწრებდა ძალადობა, მოძალადის განზრახმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა მსხვერპლს მიაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა, დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

5.5.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების თაობაზე. ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ წარსულში არ არის ნასამართლევი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. ის, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებებით - დაზარალებულების და არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის ოქმებით და საქმის ვითარებით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ბრალდებული არაერთხელ ძალადობდა მსხვერპლზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. დამნაშავე პირის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, რომელიც მას კონტროლს აკარგინებს საკუთარ ქცევებზე და ხდება ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენის საფუძველი, გონივრულად მიუთითებს ოჯახში ამ კატეგორიის დანაშაულის გაგრძელების რისკებზე. ბრალდებულის ქმედების განსაკუთრებულ გასაკიცხაობას იწვევს ის გარემოებაც, რომ ძალადობის 4 ეპიზოდი ჩადენილი იქნა მსხვერპლის არასრულწლოვანი (13 წლის) შვილის თანდასწრებით, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არასრულწლოვნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. სასამართლოს შეფასებით შემამსუბუქებელ გარემოებას დანაშაულის აღიარებას მნიშვნელოვნად გადაწონის პასუხისმგებლობის დამამიმებელი გარემოებები, რაც აისახება სასჯელის სახეზე და ზომაზე. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები ასევე მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.

 

5.6. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის ალტერნატიული მოთხოვნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი მკაფიოდ განსაზღვრავს კრიტერიუმებს, თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი აღნიშნული მუხლის გამოყენება. მითითებული ნორმის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. სასამართლოს შეფასებით, განსახილველი შემთხვევა არ აკმაყოფილებს ნორმის იმპერატიულ მოთხოვნას, ვინაიდან მოცემულ საქმეში დანაშაულის აღიარებასთან ერთად კუმულაციურად არ გვაქვს გამოძიებასთან თანამშრომლობა. უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული გამოძიების ეტაპზე დანაშაულს არ აღიარებდა და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან (იყენებდა დუმილის უფლებას). ამდენად, არ არსებობს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები, გამოძიებასთან თანამშრომლობის არარსებობიდან გამომდინარე.

 

5.7. ეპიზოდთა და დაზარალებულთა სიმრავლის, ხერხის, ინტენსივობის და დანაშაულის განმეორების რისკების მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ვ----–-- მ-------ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----–-- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 9 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 5 (ხუთი) თვის ვადით.

 

2. ვ----–-- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. ვ----–-- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

4. ვ----–-- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

5. ვ----–-- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 28 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ----–-- მ-------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 5 (ხუთი) თვის ვადით.

 

7.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით ვ----–-- მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 14 აპრილიდან.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა