განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4168-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ნ----- ქ--------–-–---–ის
ბრალდებულ _ კ---- მ------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ კ---- გ---ს ძე მ------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------–-სს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ყ--------------------------–-----–---ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–---–-----------–---–--------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ---- მ------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კ---- მ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 03:25 საათზე, ქ.თბილისში, თ------–---–----------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ბარის დაცვის თანამშრომელმა კ---- მ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯ--–--– ი-------ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალის არეში და რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რა დროსაც ჯ--–--– ი-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. კ---- მ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა კ---- მ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ კ---- მ------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, პირის ამოცნობის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ---- მ------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმის მასალების მიხედვით კ---- მ------–---–ს რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ერთის მხრივ, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ძალადობრივი ქმედება ჩადენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სადაც მას წესრიგის დაცვა და კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა ევალება, ხოლო მეორეს მხრივ, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია დაზარალებულის აგრესიულმა ქცევამ და შეურაცხყოფამ (რაც ბრალდებულის თქმით, გამოიხატა გინებაში). ამასთან, ძალადობა არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, რაც ბრალდებულის პიროვნების მომეტებულ საშიშროებაზე მიუთითებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის, ჩადენილი დანაშაულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების (იგი აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს) და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს ჰყავს ოჯახი - მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია, სასამართლოს კ---- მ------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება საჭიროდ არ მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დასაქმებულია (მუშაობს ბ-----------ში, დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე) და აქვს საკუთარი შემოსავალი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის დაკისრება, რომლის გადახდის შესაძლებლობაც მას აქვს, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ხელი შეეშლება ზემოაღნიშნული საქმიანობის გაგრძელებაში, საიდანაც მიღებული ანაზღაურება მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომლის გარეშე დარჩენა უარყოფითად აისახება მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის განაჩენით კ---- მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–----------ის განაჩენით დარჩა უცვლელად.
სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს წერილის თანახმად, კ---- მ------–---–ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2016 წლის 31 მარტს, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 5 აგვისტოს წერილის თანახმად, ზემოაღნიშნული განაჩენით დაკისრებული ჯარიმა ბრალდებულის მიერ გადახდილია ნაწილობრივ, კერძოდ, 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხის - 2.000 (ორი ათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ბრალდებულს არ წარუდგენია, რის გამოც რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. შესაბამისად, კ---- მ------–---–ის მიერ მის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა არ არის სრულად მოხდილი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ---- მ------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (იგი დასაქმებულია და აქვს საკუთარი სტაბილური შემოსავალი), სასჯელის მიზნების მისაღწევად სასამართლოს საკმარისად მიაჩნია ჯარიმის გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ---- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2019 წლის 31 ივლისიდან - 2019 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. გაუქმდეს კ---- მ------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ბ-----------ის ვიდეო-ჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი