განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
080100119002958723
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1-327 01.11.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი ა---------– ბ----------ე

 

ბრალდებული: გ---- გ------ის ძე ძ---–--ე

დაბადების თარიღი: 17.11.1967 წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ტყიბულის რაიონი სოფელი გ------

 

სისხლის სამართლის საქმე: №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ---- ძ---–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 21 ნოემბერს დაახლოებით 23:00 საათზე ტყიბულის რაიონის სოფელ გ------ში თავისსავე საცხოვრებელ სახლში გ---- ძ---–--ემ, ხელი დაარტყა ზურგის არეში არასრულწლოვან შვილს თ-----ი ძ---–--ეს, ასევე დაზიანებები მიაყენა ხელის არეში. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ---- ძ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2018 წლის 22 ნოემბერს, ტყიბულის რაიონის სოფელ გ------ში მცხოვრებმა გ---- ძ---–--ემ, ძალადობა (ცემა) განახორციელა არასრულწლოვანი შვილის თ-----ი ძ---–--ის მიმართ.

 

გ---- ძ---–--ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 22 ნოემბერს 03:05 საათზე ტყიბულის რაიონის სოფელ გ------ში, მის საცხოვრებელ სახლში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით ირკვევა, რომ 22.11.2018წ. 07:06-07:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ-----ი ძ---–--ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. პირადი გასინჯვის მონაცემებით: ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს იმ მოტივით, რომ სხეულზე დაზიანება არ აქვს.

 

მოწმე გ-----–------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ ნოემბრის თვეში როდესაც ის სამსახურში მორიგე ნაწილში იმყოფებოდა 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ გ------ში ოჯახურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. შეტყობინებას აკეთებდა ქალბატონი. რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, აღმოჩნდა გ---- ძ---–--ის მეუღლე. ამის გამო ის და ორი თანამშრომელი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ოჯახში დახვდათ გ---- ძ---–--ე, მისი მეუღლე და ბავშვი. ოჯახურ კონფლიქტს ამ დროს ადგილი არ ჰქონია, გ---- ძ---–--ე კი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. გ----ს მეუღლე აცხადება, რომ გ---- ძ---–--ე იყო ნასვამ მდგომარეობაში, აგინებდა მას და შეურაცხყოფას აყენებდა. ბავშვის განმარტებით კი მამამ ზურგის არეში დაარტყა ხელი და „ხელზე ხელი მომიჭირა და განვიცადე ტკივილიო“. რის საფუძველზეც დაკავებული იქნა გ---- ძ---–--ე და გადაყვანილი იქნა განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, მის მიერ იქნა შედგენილი დაკავების ოქმი. ასევე მის მიერ იქნა განმარტებული ბრალდებულისათვის მისი უფლება-მოვალეობები და ოქმის ასლი მას გადასცა განყოფილებაში. სხვა საგამოძიებო მოქმედება გ-----–------ეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არ განუხორციელებია.

 

მოწმე დ----- ი------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ ტყიბულის რაიონულ სამმართველოში გ--–---ის პოლიციის განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით, მამიდან შვილის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ტყიბულის რაიონის სოფელ გ------ში მცხოვრები გ---- ძ---–--ე. საქმეზე ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაკითხული იქნა საქმის მოწმეები. ბრალდებულმა ისარგებლა დუმილის უფლებით. ასევე ბრალდებულს გადაეცა საქმის მასალები. საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზები. მოწმის განმარტებით, მან იმუშავა დაზარალებულთან, რადგან მას გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური კურსები. დაზარალებული იყო თ----- ძ---–--ე - ბრალდებულის შვილი. დაზარალებულმა და დაზარალებულის დედამ დაადასტურეს იმ დღეს მომხდარი ფაქტი და ასევე მეზობელმა. მან განუმარტა დაზარალებულს მისი უფლება-მოვალეობები სოციალურ მუშაკთან ერთად.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა თ----- ძ---–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე მ------ კ----–---მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა გ---- ძ---–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი). ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ---- ძ---–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულ გ---- ძ---–--ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მისთვის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

კერძოდ, 2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულმა თ-----ი ძ---–--ემ უარი განაცხადა მისი მამის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე. ასევე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით მოწმე მ------ კ----–---მ და უარი განაცხადა მისი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც მხარეთა შეთანხმებით უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებული დასკვნა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 22.11.2018წ. 07:06-07:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ-----ი ძ---–--ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. პირადი გასინჯვის მონაცემებით: ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს იმ მოტივით, რომ სხეულზე დაზიანება არ აქვს. სასამართლო განმარტავს, რომ ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს გ---- ძ---–--ის მიერ თ-----ი ძ---–--ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, რომლის შედეგად თ-----ი ძ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოცემულ შემთხვევაში წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გ---- ძ---–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ---- ძ---–--ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს, ტყიბულის რაიონის სოფელ გ------ში მცხოვრებმა გ---- ძ---–--ემ, ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილის თ-----ი ძ---–--ის მიმართ. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მტკიცებულებას გააჩნია მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ---- ძ---–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ვარაუდზე, რომ გ---- ძ---–--ემ იძალადა შვილზე და ამ ძალადობის შედეგად თ-----ი ძ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ---- ძ---–--ემ იძალადა შვილზე და ამ ძალადობის შედეგად თ-----ი ძ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ---- ძ---–--ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ---- ძ---–--ის ბრალეულობაში, რის გამოც, გ---- ძ---–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---- ძ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

გ---- ძ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (მ--- ძ---–--ეს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

განემარტოს გ---- ძ---–--ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე