განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/171-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--- გო–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მი----–ი გვ--–-----ი.
მამის სახელი: გ----.
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 5----------
მცხოვრები: ხონის რაიონი სოფელი კ---ი.
ადვოკატი - რო----ტ კ---ა-–-–---–ი.
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მი----–ი გვ--–-----მა ხონი სოფელ კ---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალად მეუღლეზე იზ----–ა ალ--------ე. კერძოდ მი----–ი გვ--–-----მა მეუღლეს ხელი ერთხე დაარტყა ტუჩის არეში, ძლიერად მოქაჩა თმებში, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა კისრის არეში და ასევე უკბინა მარჯვენა ხელის მაჯის არეში, რის შედეგადაც იზ----–ა ალ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. მი----–ი გვ--–-----მა ხონი, სოფელ კ---ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება ორი ძირი მცენარე კანაფი, წონით 12.0- გრამი, რაც 2019 წლის 14 სექტემბერს ამოღებული იქნა შსს ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკითხა მოწმე (დაზარალებული) იზ----–ა ალ-----ე, ხოლო რაც შეეხება ყველა სხვა მოწმეს, ასევე ყველა წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არც ერთი მათგანი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „ დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
2.2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა იზ----–ა ალ-----ემ განაცხადა, რომ მი----– გვ--–-----ი მისი მეუღლეა და ცხოვრობენ ხონის რაიონის სოფელ კ---ში. ჰყავთ შვილი მცირეწლოვანი შვილი. მათ შორის კამათი ადრეც ყოფილა თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არასოდეს ჰქონია. 2019 წლის 14 სექტემბერს, იყვნენ სახლში. მოუვიდათ შელაპარაკება და მ. გვ--–-----მა ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ თმებში მოქაჩა და კისერში მოუჭირა ხელი, რითაც განიცადა ტკივილი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1. ბრალდებულმა მი----–ი გვ--–-----ა სასამართლოს წინაშე თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მი----–ი გვ--–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
3.4. ბრალდებულ მი----–ი გვ--–-----ის გამოკითხვის ოქმი, ჯ---- ზა------ს გამოკითხვის ოქმი, გ--- შვ--------ის გამოკითხვის ოქმი, გო----ა ხუ--–-ას გამოკითხვის ოქმი, ო----- კა-----ის გამოკითხვის ოქმი, სე----- ბო------ის გამოკითხვის ოქმი, ნ-------- ჭე-–--ის გამოკითხვის ოქმი, ფრ-----ნ გუ---ას გამოკითხვის ოქმი, გ--------------ის გამოკითხვის ოქმი, მა----ნა ჭე-–--ის გამოკითხვის ოქმი, რ---- ზა------ს გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა.
3.5. მითითებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მი----–ი გვ--–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალა----ბა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასვე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
3.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.
3.7. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.8. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მი----–ი გვ--–-----მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მი----–ი გვ--–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. მი----–ი გვ--–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
5.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
5.2 სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
5.4. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5.5. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგა----ებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალიწინებს ჯარიმას. (თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ხუთ წლამდე არაკონსტიტუციურადაა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.07.2017. №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით).
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
5.9. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----– გვ--–-----ს უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 6 (ექვსი). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მი----–ი გვ--–-----ს სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 6 თვე. რაც გახდება მომავალში მისი საზოგა----ებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგა----ებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მი----– გვ--–-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთიერი მტკიცებულება
6.1. ნივთიერი მტკიცებულება - 2 ძირი ნარკოტიკულ საშუალება კანაფის შემცველი მცენარე წონით 11,8 გრამი, რომელიც ინახება შს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს შს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარტამენტს მისი შემდგომი განადგურების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მი----–ი გვ--–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მი----–ი გვ--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მი----–ი გვ--–-----ს სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 6 თვე.
მი----–ი გვ--–-----ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 0- (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მი----–ი გვ--–-----ის ზედამხედველობა და კონტროლი დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაევალოს მი----–ი გვ--–-----ის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
მი----–ი გვ--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლოს სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანავე.
მი----–ი გვ--–-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო 2019 წლის 14 სექტემბრიდან 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება - 2 ძირი ნარკოტიკულ საშუალება კანაფის შემცველი მცენარე წონით 11,8 გრამი, რომელიც ინახება შს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს შს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარტამენტს მისი შემდგომი განადგურების მიზნით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი