გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/8722-16 5 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - მ----------–---–ი
წარმომადგენლები - მ--------------ე, თ-------------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები - თ-------–----------ა, თ--------–--ე, გ------------------ი
მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მესამე პირი - თ-------------–---–ი, ქ-------------–---–ი
წარმომადგენელი - ა-----–--–---------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. თ-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 1 თებერვლის N-- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. მ----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 31 ოქტომბრის N1----- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.3. მ----------–---–ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 7 ნოემბრის N1----- ბრძანების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. თ-------------–---–ის და ქ-------------–---–ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 29 ოქტომბრის N0------ ბრძანებით ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი მ---–-----ა), ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მ----------–---–ისა და ქ-------------–---–ის კუთვნილ ობიექტზე სარეკლამო ქილის განთავსების არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა და Nნ------- მშენებლობის სანებართვო მოწმობა გაიცა. დასახელებული ბრძანება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მ----------–---–ს 2015 წლის 23 თებერვალს ფოსტის მეშვეობით პირადად ჩაბარდა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 29 ოქტომბრის N0------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 151); Nნ------- მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 150); თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვა გზავნილზე, თანდართული დოკუმენტები და მისი ჩაბარების თაობაზე საინფორმაციო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 186, 188-191, 196).
4.2. 2015 წლის 9 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მდებარე, N01.15.03.023.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება თ-------------–---–ის, თი-------------–---–ის, მ------------–---–-სა და მ----------–---–ის თანასაკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო 2019 წლის 4 მარტის მდომარეობით მითითებული ქონების თანამესაკუთრეებად თი-------------–---–ის, მ------------–---–-ს, მ----------–---–ისა და ქ-------------–---–ის რეგისტრაცია დაფიქსირდა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერები (ტომი 1, ს.ფ. 132-133, ტომი 2, ს.ფ. 203-303).
4.3. 2015 წლის 3 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თ-------------–---–ის მიმართ N0----- მითითება შეადგინა. აღნიშნული მითითების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში და მის მიმდებარედ, თ-------------–---–ის კუთვნილი ფართის ფასადზე განთავსებული იყო მსუბუქი კონსტრუქციის სარეკლამო აბრები და საჰაერო (გამწოვი) მილი, ასევე, აღნიშნული ობიექტის წინ ქ-----–ის ქუჩის მხარეს მდებარე ტროტუარზე განთავსებული იყო მსუბუქი კონსტრუქცია - ლითონის ბოძი სარეკლამო აბრით, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე აქტით თ-------------–---–ს 20 კალენდარული დღის ვადა მიეცა ობიექტის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 3 ივლისის N0----- მითითება (ტომი 1, ს.ფ. 128-129).
4.4. 2015 წლის 24 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა N0----- შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2015 წლის 3 ივლისის N0----- მოთხოვნათა ნაწილობრივ შესრულების ფაქტი დააფიქსირა, კერძოდ, დემონტირებული იყო ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციები (სარეკლამო აბრები) და ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის მიმდებარედ განთავსებული ლითონის ბოძი სარეკლამო აბრებით, ხოლო არ იყო დემონტირებული ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე განთავსებული საჰაერო (გამწოვი) მილი.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის N0----- შემოწმების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 123-124); ფოტოები (ტომი 1, ს.ფ. 125-127).
4.5 2015 წლის 13 აგვისტოს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თ-------------–---–ის მონაწილეობით 2015 წლის 3 ივლისის N0----- მითითებისა და 2015 წლის 24 ივლისის N0----- შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. განხილვისას თ-------------–---–მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამართალდარღვევები გამოსწორებული იყო, ხოლო დარჩენილი საჰაერო მილი მოწყობილი იყო ,,თბილქალაქპროექტის“ გაზიფიცირების განყოფილების მიერ შედგენილი პროექტის შესაბამისად. მანვე აღნიშნა, რომ პროექტზე ტექნიკური ინსპექტირება განხორციელებული იყო შესაბამისი დეპარტამენტის მიერ, ხოლო პროექტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოები აწარმოა მრეწვგაზმა.
მტკიცებულება: 2015 წლის 13 აგვისტოს ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 115).
4.6. 2015 წლის 23 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს მ---–-----ის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის მ-----–----------ას მიერ N--- მოხსენებითი ბარათი შედგა, რომლის თანახმად, თ-------------–---–ის მიერ არ იყო დემონტირებული ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე უნებართვოდ განთავსებული საჰაერო (გამწოვი) მილი.
მტკიცებულება: 2015 წლის 23 სექტემბრის N--- მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 113); ფოტო (ტომი 1, ს.ფ. 114).
4.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის N0----- დადგენილებით თ-------------–---–ი 4000 (ოთხიათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე უნებართვოდ საჰაერო (გამწოვი) მილის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით თ-------------–---–ს ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე უნებართვოდ განთავსებული საჰაერო (გამწოვი) მილის დემონტაჟი დაევალა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის N0----- დადგენილება (ტომი 1, ს.ფ. 84-86).
4.8. 2015 წლის 16 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თ-------------–---–ის N8------- ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საჩივრის ავტორის განმარტებით, ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მდებარე სახლი არის თანასაკუთრება, ამასთან, გაზის გამწოვი მილის დამონტაჟებისას თ-------------–---–ი სახლის თანამესაკუთრე არ იყო და შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა მშენებლობის მწარმოებელი პირი. მისივე განმარტებით, 2003 წლით დათარიღებული პირველი სართულის გეგმაზე გაზგაყვანილობის სქემასთან ერთად დატანილი იყო სავენტილაციო საკვამლე მილის გაყვანილობის სქემა და ზომები და იმის გათვალისწინებით, რომ გეგმა დამოწმებული იყო ბეჭდითა და ხელმოწერით თბილქალაქპროქტისა და ქალაქ თბილისის ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის მიერ, იგი ადასტურებდა სადავო ობიექტის კანონიერებას.
მტკიცებულება: საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 70-73).
4.9. 20-- წლის 28 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ----------–---–ის N2------- ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 29 ოქტომბრის N0------ ბრძანების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 147-148).
4.10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანებით თ-------------–---–ის 2015 წლის 16 ნოემბრის N8------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის N0----- დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი. ბრძანების საფუძვლად მიეთითა მასზე, რომ საქმეზე წარდგენილი იყო შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2015 წლის 16 ნოემბრის N---------- წერილი, რომელზეც თანდართული ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მდებარე შპს ,,ნ--–-ს“ (ყოფილი ,,რ-–-“) ობიექტის გაზმომარაგების ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის თბილქალაქპროექტის მიერ მომზადებული ტექნიკური სამუშაო პროექტის მიხედვით დაფიქსირებული იყო გაზის დანადგარების, მათ შორის სადავო სავენტილაციო მილის სიგრძე. წარდგენილი სამშენებლო პასპორტისა და მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 2003 წლის 8 მაისის აქტის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ სადავო საჰაერო (გამწოვ) მილი იყო კანონიერი. ამდენად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანების მიხედვით, 2015 წლის 23 სექტემბრის N0----- დადგენილების გამოტანისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სათანადოდ არ გამოიკვლია, საქმის გარემოებები, რაც მითითებული დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი იყო.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 11-19).
4.11. 20-- წლის 6 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ----------–---–ის N1-------- ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი, ხოლო 20-- წლის 19 მაისის N1-------- განცხადებით მ----------–---–მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი ორგანოებიდან არ იყო გაცემული ნებართვა ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე უნებართვოდ განთავსებული საჰაერო (გამწოვი) მილის განთავსების თაობაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, თ-------------–---–ის მიერ დამონტაჟებული გაზის გამწოვი მილით ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის განხილვის დროს არ ჩართო დაინტერესებულ მხარედ.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 208-210), განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 215).
4.12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 31 ოქტომბრის N1----- ბრძანებით მ----------–---–ის 20-- წლის 28 იანვრის N2------- ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 29 ოქტომბრის N0------ ბრძანებაზე განუხილველი დარჩა იმაზე მითითებით, რომ გასული იყო სადავო აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 31 ოქტომბრის N1----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 27-30).
4.13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 07 ნოემბრის N1----- ბრძანებით მ----------–---–ის 20-- წლის 6 აპრილის N1-------- განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სადავო ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 07 ნოემბრის N1----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 23-24).
4.14. თ-------------–---–ის 2015 წლის 16 ნოემბრის N8------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სათანადოდ არ შეაფასა მასთან წარდგენილი დოკუმენტები და არასწორად დაადგინა საქმის გარემოებები.
შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ გამოთხოვილ, ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მდებარე შპს ,,ნ--–-ს“ (ყოფილი შპს ,,რ-–-“) ობიექტის გაზმომარაგების ტექნიკურ დოკუმენტაციას ერთვის მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 2003 წლის 8 მაისის აქტი, სამშენებლო პასპორტი და შესრულებული სამუშაოს აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,რ-–-ს“ დაკვეთით ,,თბილქალაქპროექტის“ მიერ შემუშავებული პროექტისა და წარმოებული სამუშაოების შედეგად, ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში დამონტაჟებული გაზის მილი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული (შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წერილი, მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 2003 წლის 8 მაისის აქტი, სამშენებლო პასპორტი, შესრულებული სამუშაოს აქტი - ტომი 1, ს.ფ. 76, 77-78, 79-80, 81);
შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2018 წლის 24 მაისის N0---------- და 2018 წლის 18 ივნისის N0------- წერილების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში შპს ,,ნ--–-ს“ (ყოფილი შპს ,,რ-–-ს“) საკვამლე მილის (გამწოვის) ტექნიკური დოკუმენტაცია და თ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე მომზადებული გაზგაყვანილობის პროექტი შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურ არქივში არ ინახება (შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წერილები - ტომი 2, ს.ფ. 181, 179);
შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2018 წლის 30 აგვისტოს N0---------- წერილის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში პირველ სართულზე მდებარე ობიექტის (შპს ,,ნ--–-) გაზგაყვანილობის მონტაჟი შეესაბამება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. გაზსადენი გამართულ მდგომარეობაშია და გაზის გაჟონვა არ აღინიშნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ მისამართზე არსებული გაზმომარაგების სისტემა უსაფრთხოა და აკმაყოფილებს მოქმედ ნორმებს (სამშენებლო ნორმები და წესები СНИП 2.04.08-87*; СП 42.10--2003) (შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წერილი - ტომი 2, ს.ფ. 232);
მ----------–---–ის დაკვეთით დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს ,,ვექტორის“ ექსპერტის ს-----------------ის მიერ 2018 წლის 18 ივნისს ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1 გაზგაყვანილობის და გამწოვი სავენტილაციო მილის სანებართვო დოკუმენტაციასა და დღეის მდგომარეობით არსებული სიტუაციის თაობაზე N0---- დასკვნა მომზადდა, რომლის მიხედვით:
- გაზგაყვანილობის სანებართვო პროექტის ნახაზი, დათარიღებული 1980 წლის 26 ივნისს და დაკორექტირებული 2003 წელს, წარმოადგენს რამოდენიმე ნახაზის ანაკრებს, შესრულებული სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დანიშნულებით. ექსპერტიზის წარმოების პროცესში ადგილზე ჩატარებული კვლევით და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მდებარე შენობის ეზოში გამავალი გამწოვი სავენტილაციო მილის დამონტაჟების ადგილი არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტაციას. კერძოდ, დღესდღეობით გამწოვი მილი განლაგებულია ამოშენებული აივნის გარე კედელზე რამდენიმე მეტრის დაშორებით იმ ადგილიდან, რაც პროექტითაა ნაჩვენები (1997 წელს მიშენების გარე კედელი). დღეის მდგომარეობით წყლის გამაცხელებელის გამწოვი მილი ნახშიროჟანგის ნამწვის აირების გასაწოვად პირდაპირ გამოდის დახურულ ეზოში, რომელიც არ ნიავდება. სამზარეულო გადმოტანილია ამოშენებული აივნის მომიჯნავე ოთახში. სამზარეულოს და გამწოვი მილის დღევანდელი განლაგება არ არის ასახული არც ერთ წარმოდგენილ ნახაზზე. სანებართვო დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი. კერძოდ, ნახაზზე არ არის გათვალისწინებული იმ დროისათვის (2003 წელი) არსებული სიტუაციური გეგმა, დასამონტაჟებელი გაზზე მომუშავე აპარატები და სპეციფიკაცია. ამასთანავე, არ არსებობს სავენტილაციო მილის ვარგისიანობის შემოწმების აქტი. წარმოდგენილ დოკუმენტებში აღნიშნულია შეზღუდვები და ნებართვები 1980 წლის მდგომარეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მდებარე შენობის გაზგაყვანილობის ნებართვის გაცემისათვის აუცილებელი საპროექტო ნახაზი/პროექტი (2003 წლიდან დღემდე დროის პერიოდში) არ არსებობს (სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს ,,ვექტორის“ 2018 წლის 18 ივნისს N0---- დასკვნა, ტომი 2, ს.ფ. 170-173);
- მითითებული დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო თ-------------–---–ის 2011 წლის 16 ნოემბრის ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მდებარე შპს ,,ნ--–-ს” ყოფილი შპს ,,რ-–-ს“ ობიექტის გაზმომარაგების ტექნიკური დოკუმენტაციის ასლები და თბილპროექტის გაზიფიკაციის განყოფილების მიერ შედგენილი გეგმა (ნახაზი), გენ-გეგმა და აქსინომეტრიული სქემა დათარიღებული 1980 წლის 23 აპრილით. აგრეთვე, 0---------, განცხადებების საფუძველზე ყაზტრანსგაზიდან მოპოვებული გაზგაყვანილობის გეგმა და სანებართვო დოკუმენტაცია;
- დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ გაზგაყვანილობის, სანებართვო დოკუმენტაციაში, კერძოდ საპროექტო ნახაზზე (გამოყენებულია 1980 წელს, თბილქალაქპროექტის გაზიფიკაციის განყოფილების მიერ გაზგაყვანილობის საპროექტო ნახაზი) დატანილია 0--03 კორექტირება ,,თბილგაზპროექტის“ ინჟინერ მურადაშვილის მიერ, რაც მოიცავს: 1980 წლის ნახაზის მარცხენა ზედა მეოთხედში დატანილია 1997 წელს გაცემული ნებართვით მიშენების ნახაზი, რომელშიც ნაჩვენებია სამზარეულოს ლოკაცია, სადაც დასაშვებია ორი გაზქურის, წყლის გამაცხელებელი აპარატის და ,,ნიკალას“ ტიპის გამათბობელის დამონტაჟება, აგრეთვე ყოველივე ამ მოწყობილობის ნამწვი აირების განდევნისთვის გამწოვი ქოლგა, გამწოვი მილგაყვანილობა (დიამეტრით 125მმ), რომლებიც უერთდებიან 200მმ მილში და ეს სავენტილაციო მილი ამოსულია სახლის სახურავის ზემოთ. აღნიშნულ ნახაზზე სავენტილაციო მილი განლაგებულია მიშენების გარე კედელზე (1997 წელი), ხოლო მიშენების მარჯვნივ, აივანი ამოშენებული არ არის. ნახაზის მარჯვენა მხარეს მოყვანილია სამშენებლო ნორმებით და წესებით გათვალისწინებული აუცილებელი შეზღუდვები, აღნიშვნები და გაზგაყვანილობისათვის გამოსაყენებელი მილები და გაზზე მომუშავე აპარატების მარკები. ,,შენიშვნების“ ნაწილში პ.5 ,,წყალგამაცხელებელი და გამთბობ აპარატები ჩაირთოს მხოლოდ საკვამურე და სავენტილაციო არხების ვარგისიანობის აქტების წარმოდგენის შემდეგ“. აგრეთვე პ.9 ითვალისწინებს ,,АОГ-ის“ დადგმის პირობებს, აქედან დგინდება რომ ეს ჩანაწერი არ ეკუთვნის 2003 წელს დამონტაჟებულ გამათბობელს. შენიშვნაში აღნიშნული ,,ვარგისიანობის აქტები“ სანებართვო დოკუმენტაციაში წარდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ ნახაზი წარმოადგენს რამდენიმე ნახაზის ანაკრებს, შესრულებული სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დანიშნულებით. დღესდღეობით გამწოვი მილი განლაგებულია ამოშენებული აივნის გარე კედელზე 1997 წელს მიშენების მარჯვნივ. სამზარეულო გადმოტანილია ამოშენებული აივნის მომიჯნავე ოთახში. სამზარეულოს და გამწოვი მილის დღევანდელი განლაგება არ არის ასახული არც ერთ წარდგენილ ნახაზზე (გაზგაყვანილობის აქსონომეტრიული სქემა, გენ-გეგმა, ტომი 1, ს.ფ. 139-142, ტომი 2, ს.ფ. 163-168);
2019 წლის 11 მარტს სასამართლო სხდომაზე ექსპერტი ს-----------------ე დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი დოკუმენტაციის კერძოდ, 2003 წლამდე არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდა, რა დროსაც დადგინდა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას. საპროექტო დოკუმენტაცია 1980 წელს იყო შედგენილი, რომელიც 2003 წელს იყო დაკორექტირებული და დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით. ექსპერტმა დაადასტურა, რომ შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2018 წლის 30 აგვისტოს წერილი და სხვა დოკუმენტები, რომლებიც დასკვნაში არ არის მითითებული, ექსპერტიზის ჩატარების დროს არ ჰქონია და დასკვნაში მათი გათვალისწინება არ მომხდარა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა სადავო გაყვანილობის მიღება-ჩაბარების აქტი ან/და ექსპლუატაციაში მიღების აქტი, არქივში არ მოიძებნა (2019 წლის 11 მარტის სასმართლო სხდომის ოქმი, 13:02:05-13:25:13).
მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ექსპერტ ს-----------------ის 2019 წლის 20 მარტის განმარტებითი წერილი, რომლის მიხედვით, საკვამლე-სავენტილაციო არხების პერიოდული გაწმენდის შემოწმება გერმენტულობაზე 2003 წლის 15 აპრილის აქტი 2018 წლის 18 ივნისს N0---- ექსპერტიზის დასკვნის შედეგებზე გავლენას არ ახდენს, რადგან ნახაზზე დატანილი ცვლილებები განხორციელდა 2003 წლის მარტში (ნახაზზე დატანილი კორექტირების მიხედვით) ხოლო აქტის მიხედვით მორიგი შემოწმება-გაწმენდა განხორციელდა 2003 წლის აპრილში, შესაბამისად, აღნიშნული აქტი ვერ შეეხებოდა 2003 წლის მარტში ახლად დამონტაჟებულ მილს, მონტაჟიდან ერთი თვის შემდეგ. ამდენად, ექსპერტი ადასტურებს, რომ 1980 წლის 25 ივნისის გაზგაყვანილობის სანებართვო პროექტის ნახაზი და დაკორექტირებული 2003 წლის მარტში, წარმოადგენს რამოდენიმე ნახაზის ანაკრებს, შესრულებული სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დანიშნულებით. ასევე, არსებითი დარღვევაა ის, რომ ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მდებარე შენობის ეზოში გამავალი გამწოვი სავენტილაციო მილის დამონტაჟების ადგილი არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტაციას. კერძოდ, გამწოვი მილი განლაგებულია ამოშენებული აივნის გარე კედელზე რამდენიმე მეტრის დაშორებით იმ ადგილიდან, რაც პროექტითაა ნაჩვენები (1997 წელს მიშენების გარე კედელი). წყლის გამაცხელებელის გამწოვი მილი ნახშიროჟანგის ნამწვის აირების გასაწოვად პირდაპირ გამოდის დახურულ ეზოში, რომელიც არ ნიავდება. სამზარეულო გადმოტანილია ამოშენებული აივნის მომიჯნავე ოთახში. სამზარეულოს და გამწოვი მილის განლაგება არ არის ასახული არცერთ წარდგენილ ნახაზზე. სანებართვო დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი. კერძოდ, ნახაზზე არ არის გათვალისწინებული იმ დროისათვის (2003 წელს) არსებული სიტუაციური გეგმა, დასამონტაჟებელ გაზზე მომუშავე აპარატები, აქტები და სპეციფიკაცია. ექსპერტიზაზე წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია შეზღუდვები და ნებართვები 1980 წლის მდგომაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წელს ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ში მდებარე შენობის გაზგაყვანილობის ნებართვის გაცემისათვის აუცილებელი საპროექტო ნახაზი/პროექტი (2003 წლიდან დღემდე დროის პერიოდში) არ არსებობს (საკვამლე-სავენტილაციო არხების პერიოდული გაწმენდის შემოწმება გერმენტულობაზე 2003 წლის 15 აპრილის აქტი, განმარტებითი წერილი - ტომი 2, ს.ფ. 262, ტომი 3, ს.ფ. 4
მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე საჰაერო (გამწოვი) მილი უნებართვოდ არის განთავსებული და თ-------------–---–ს უფლებამოსილი ორგანოსათვის უშუალოდ აღნიშნული მილის განთავსების სანებართვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, მიიჩნევს რომ არსებობს თ-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო მ----------–---–ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 07 ნოემბრის N1----- ბრძანებისა და მ----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 31 ოქტომბრის N1----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების შეფასებისათვის უნდა იქნეს დადგენილი, დასახელებული ბრძანება გამოიცა თუ არა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად და არსებობდა თუ არა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის N0----- დადგენილებით თ-------------–---–ი 4000 (ოთხიათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე უნებართვოდ საჰაერო (გამწოვი) მილის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით თ-------------–---–ს ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე უნებართვოდ განთავსებული საჰაერო (გამწოვი) მილის დემონტაჟი დაევალა.
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს.
დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა.
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლისა. დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მითითებული კოდექსით განსაზღვრული ზოგადი ნორმები და პრინციპები გამოიყენება სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევების მიმართ, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უზრუნველყოფს. დასახელებული კოდექსის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე თავით განსაზღვრულია სამშენებლო სამართალდარღვევები, მათი დადგენისა და სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ნორმები და დადგენილია, რომ ამ ნორმების მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლი).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები (მე-15 მუხლის „ი“ პუნქტი).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულს, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ხმაურის ნორმების დაცვისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-63 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების“ (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი) პირველი მუხლის პირველი პუნქტი).
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი შემდეგი სახით განსაზღვრავს: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ქ-----–ის ქუჩა N4/1-ის ფასადზე საჰაერო (გამწოვი) მილის მოწყობის სანებართვო დოკუმენტაცია თ-------------–---–ს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის არ წარუდგენია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანების გამოცემისას კი მითითებული საჰაერო (გამწოვი) მილის კანონთან შესაბამისობა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დადგინდა. ამდენად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანებით კანონის დარღვევით გაბათილდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის N0----- დადგენილება, რის გამოც არსებობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
7.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 7 ნოემბრის N1----- ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების შეფასებისათვის უნდა იქნეს დადგენილი, არსებობდა თუ არა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;
გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;
დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;
ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში მ----------–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა მოთხოვნით, ძალადაკარგულად ყოფილიყო ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანება იმის გამო, რომ იგი გამოიცა საქმის გარემოებების არასწორად დადგენისა და დაინტერესებული პირის ჩართვის გარეშე. ამდენად, ირკვევა, რომ მ----------–---–მა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნას საფუძვლად დაუდო მისი პრეტენზიები ამ აქტის კანონიერების მიმართ, რაც წარმოადგენდა საჩივრის საგანს და არა იმგვარ ახალ გარემოებას, რაც შეიძლებოდა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი გამხდარიყო.
7.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20-- წლის 31 ოქტომბრის N1----- ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების შეფასებისათვის უნდა იქნეს დადგენილი, დაცული იყო თუ არა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 29 ოქტომბრის N0------ ბრძანების გასაჩივრების ვადა და მართლზომიერად ეთქვა თუ არა უარი მოსარჩელეს განცხადების განხილვაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 29 ოქტომბრის N0------ ბრძანება მ----------–---–ს 2015 წლის 23 თებერვალს ფოსტის მეშვეობით პირადად ჩაბარდა, ხოლო მითითებული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 20-- წლის 28 იანვარს მიმართა. ამდენად, მ----------–---–მა არ დაიცვა რა 2008 წლის 29 ოქტომბრის N0------ ბრძანების გასაჩივრების 1-თვიანი ვადა, მისი საჩივარი მართლზომიერად იქნა დატოვებული განუხილველად.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 31-32, 38-39). ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ----------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------–ის N-- ბრძანება;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისთვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია