გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-1328-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------
წარმომადგენელი - ს------------–---
მოპასუხე - შ-- „ე-–---–--ა“
წარმომადგენელი - მ---------------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შ-- „ე-–---–--ა“-ს ს---------–-------------–------------------ (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 200 761.89 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
ს----------–-----------–------------------- (შემდგომში- შემსყიდველი) და შ-- „ე-–---–--ა“-ს (შემდგომში მიმწოდებელი) შორის 05.04.2018 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #--- ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–------------------ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში პულოვერების შესყიდვა ხელშეკრულების დანართის (შემდგომში-„საქონელი“) შესაბამისად.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში მიეწოდებინა საქონელი. ხელშეკრულების ღირებულიემამ შეადგინა 3-2320 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა რამოდენიმეჯერ და 25.04.2019 წლის #---/8 შეთანხმების ოქმის თანახმად, საბოლოოდ განისაზღვრა 2019 წლის 31 მაისი.
მოპასუხემ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კერძოდ, მის მიერ დარღვეულ იქნა საქონლის მიწოდების ვადა, რის გამოც 11.06.2019 წლის #------ აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო. დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, მაგრამ თანხა არ არის ანაზღაურებული.
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. ს----------–-----------–------------------- (შემდგომში- შემსყიდველი) და შ-- „ე-–---–--ა“-ს (შემდგომში- მიმწოდებელი) შორის 05.04.2018 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #--- ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს თ-----–-ის ს----------ს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში პულოვერების შესყიდვა ხელშეკრულების დანართის (შემდგომში- „საქონელი“) შესაბამისად.
მტკიცებულება: 05.04.2018 წლის #--- ხელშეკრულება; დანართი N1;
2.1.2 მოპასუხეს საქართველოს თ-----–-ისს ს----------ოს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ 11.01.2019 წლის #------ წერილით გაეგზავნა 05.04.2018 წლის#--- ხელშეკრულებლით ნაკისრი ვალდებულების მიმწოდებლის მხრიდან დარღვევის გამო შედგენილი პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი #----1 11.06.2019წ. და მითითებული აქტის მე-5.1 პუნქტის თანახმად, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა აქტის ჩაბარებიდან 10 დღე. კომპანიის მხრიდან დღემდე არ მომხდარა თანხის ჩარიცხვა.
მტკიცებულება: დანართი 4. ს----------–-----------–------------------ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 11.06.2019 წლის #------ წერილი;
დანართი 5. ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 17 ივლისის #------ წერილი.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში მიეწოდებინა საქონელი. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 3-2320 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა რამოდენიმეჯერ და 25.04.2019 წლის #---/8 შეთანხმების ოქმის თანახმად,საბოლოოდ განისაზღვრა 2019 წლის 31 მაისი.
მოპასუხემ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.რაც გამოიხატა საქონლის დაგვიანებით მოწოდებაში, კერძოდ: ნაცვლად 2018 წლის 4 ივნისისა საქონელი მოწოდებულ იქნა:
16.01.2019 წელს -196 დღის ვადაგადაცილებით
25.02.2019 წელს- 236 დღის ვადაგადაცილებით
18.04.2019 წელს -288 დღის ვადაგადაცილებით
02.05.2019 წელს -302 დღის ვადაგადაცილებით
მტკიცებულება: დანართი 1.05.04.2018 წლის #--- ხელ;შეკრულება;
დანართი 2. 16.01.2019წ. ელ 0427262277 სასაქონლო ზედნადები, 16,01,2019წ. #4 დროებითი შენახვის აქტი, 20/02/2019წ. #10/177577 მიღება- ჩაბარების აქტი;25/02/2019წ. #ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები, 25/02/2019წ. #-- დროებითი შენახვის აქტი, 10/04/2019წ.#28/358601 მიღება-ჩაბარების აქტი; 18/04/2019წ. #ელ-0445752022 სასაქონლო ზედნადები, 18/04/2019წ. #35 დროებითი შენახვის აქტი, 29/05/2019წ.#--/539022 მიღება- ჩაბარების აქტი; 05/05/2019წ. #ელ----------- სასაქონლო ზედნადები, 02/05/2019წ .#3- დროებითი შენახვის აქტი, 05/06/2019წ. #--/571392 მიღება-ჩაბარების აქტი.
2.2.2. ხელშეკრულების 16.1 პუნქტის შესაბამისად: მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შემსყიდველისათვის შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა: 16.1.1 საქონლის მიუწოდებლოლისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“. 16.7 პუნქტის შესაბამისად: „დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა ხდება მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულებლის მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოაბებიდან რომელი უფრო ადრე დადგება“. ხელშეკრულების 11.2 პუნქის შესაბამისად: „ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება- ჩაბარებიდ აქტის თარიღი“.
შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ 11/06/2019 წლის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ #----1 აქტის თანახმად შეადგინა 200761.89 ლარი.
მტკიცებულება: დანართი 1. 05.04.2018 წლის #--- ხელშეკრულება;
დანართი 3. 06/2019 წ. #----1 პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტი.
3.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს მოსარჩელე ს----------–-----------–----------------- მიმართ არ უნდა დაეკისროს 200 761.89 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან მოპასუხემ ობიექტური მიზეზების გამო ვადაგადაცილებით, მაგრამ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელემ მიიღო ეს შესრულება და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას, ამასთან, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულების ღირებულებასთან მიმართებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–-----------–----------------- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, და 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-- ,,ე-–---–--ას”-ს მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად არ შესრულებულა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასგანასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მასასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).“ (საქმე №ას-459-43--2015)
განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი აღნიშნულის თაობაზე, (მხარეებს შორის 2018 წლის 05 აპრილის დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2018, 16.1.; 16.1.1.; 16.7. და 11.2 პუნქტი) რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის სასამართლოს მართლზომიერად მიაჩნია.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობას მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ და კანონი დასაშვებად მიიჩნევს იმას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლოს თვლის, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე (3-2320 ლარი) პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთი არ მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთად. კანონის განმარტებიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო ექვემდებარება შემცირებას.
თბილისის სააპაელაციო სასამართლო საქმეზე N2ბ/3112-14 განმარტავს, რომ : „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.“
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. კრედიტორის ინტერესი8 პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი და მოვალე აიძულოს პირგასამტეხლოს დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანი არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება.
უზენაესმა სასამართლომ საქმეზე # ას-1451-1371-2017 მიუთითა, რომ ''პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.''
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ შესაგებელში და მის ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს მოსარჩელე ს----------–-----------–----------------- მიმართ არ უნდა დაეკისროს 200 761.89 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითებს მხარეებს შორის 25.04.2019 წლის მიღწეულ შეთანხმებას (შეთანხმების ოქმი 218.8), რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 31 მაისი, ხოლო მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულდა 2019 წლის 02 მაისს, რადგან მხარეებს შორის აღნიშნული აქტის საფუძველზე მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის ცვლილებას. რაც დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმების ოქმის 218.8 პირველი და მესამე პუქნტებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.2% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, სულ 200 761.89 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი არ არის გადაცილებულ დღეებთან მიმართებაში, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება მოხდა დაგვიანებით, შესაბამისად მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს დადგენილი ოდენობით.
7. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს (ს/ნ 2--------) აეკრძალა გასხვისება და სხვა უფლებრივი დატვირთვა მის კუთვნილ შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:
1. H-----------; ვენი; საიდენტიფიკაციო ნომერი K----------------, სახელმწიფო ნომრით E-----;
2. M------------ 208 D; სატვირთო ფურგონი; საიდენტიფიკაციო ნომერიW----------------; სახელმწიფო ნომრით E-----;
3. V---------------; მაღალი გამავლობის, სახელმწიფო ნომრით M-----;
4. M------------ L-------; სპეციალიზებული, სახელმწიფო ნომრით S----- .
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა 200 761.89 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და 55-ე მუხლების თანახმად, შ-- „ე-–---–--ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა და სარჩელის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე მუხლებით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ს----------–-----------–------------------ სარჩელი მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს მიმართ პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს (ს/ნ2--------) ს----------–-----------–----------------- (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 05.04.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროს 200761.89 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე