განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119002812589
N1/12-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ----- ც---–----;
ბრალდებული - ც------- გ---------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ვ------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
ბრალდების არსი: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2010 წლიდან, 2015 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, ი---- ხ--------- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ--- გ---------სთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ა-–---------- გ--------- და მ------ გ---------. ი---- ხ--------- შვილებთან, მეუღლესა და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ვ------ში და მათთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვ------ში, ჯ--- გ---------ს საცხოვრებელ სახლში მივიდა ი---- ხ--------- არასრულწლოვანი შვილის - ა-–---------- გ---------ს წასაყვანად. აღნიშნულით განაწყენებულმა ც------- გ---------მ, არასრულწლოვანი ა-–---------- გ---------ს თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყოფილ რძალს - ი---- ხ--------ს, ხელი დაარტყა სახეში, რის შემდეგაც თმებში მოქაჩა და წააქცია ეს უკანასკნ--–-. აღნიშნული ქმედებებით, ი---- ხ--------მა, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– ხ--------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ხარაგულის რაიონის სოფელ ვ------ში, ც------- გ---------ს მეზობლად. 2017 წლის 10 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა ი---- ხ---------, თანმხლები პირებით. ი----ს წაყვა ც-------სთან სახლში. მისვლის მიზეზი იყო, რომ ბავში, ა-–---- უნდა წაეყვანა ი----ს. ადგილზე ხდებოდა გამოკითხვები. როდესაც ც------- შეიყვანეს გამოსაკითხად, ი----ს დედამ უთხრა ი----ს, რომ ბავშვი წაეყვანა. ი----მაც მოკიდა ხელი ა-–----ს და დააპირა წაყვანა, რა დროსაც ა-–----მ განაცხადა უარი წასვლაზე და დაიწყო ტირილი. მ.ხ--------მ აღნიშნულის შესახებ უთხრა ც-------ს, რა დროსაც ც------- გ--------- გავიდა ოთახიდან და არ აძლევდა ი---- ხ--------ს შვილის წაყვანის შესაძლებლობას. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს ც-------მ მიაყენა თუ არა ი----ს რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა. მხოლოდ შეესწრო ადგილზე არსებულ დაძაბულობას, რომელიც გამოწვეული იყო ი---- ხ---------ს მხრიდან შვილის, ა-–---- გ---------ს წაყვანის გამო.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც------ ჩ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებაში, სოციალურ მუშაკად. 2017 წლის 9 ნოემბერს, მას დაუკავშირდა ი---- ხ---------, რომელმაც აცნობა, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ვ------ში მიდიოდა ბავშვის წასაყვანად და სურდა მისი მონაწილეობა აღნიშნულ საკითხში და თხოვა წაყოლა. 2017 წლის 10 ნოემბერს, წაყვა ი---- ხ--------ს სოფელ ვ------ში. როდესაც ადგილზე მივიდნენ, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეხვდა არასრულწლოვან ა-–---- გ---------ს განცალკევებით, გასაუბრების მიზნით, რა დროსაც მან განუცხადა, რომ სურდა ვ------ში, მამასთან დარჩენა. როდესაც გარეთ გავიდა, იქ უკვე დაძაბულობა დახვდა. დაინახა, რომ ი---- ხ--------ს შვილი მიჰყავდა ფერდობისკენ, რა დროსაც მას დაეწია ც------- გ--------- და არ აძლევდა ბავშვის წაყვანის შესაძლებლობას. ასევე, დაინახა, რომ ც------- გ---------ს ხელში ეჭირა ი---- ხ---------ს თმები. მოწმის განმარტებით, ადგილზე როდესაც მივიდნენ, ბავშვთან შეხვედრას ვერ ახერხებდა, ვინაიდან არ აძლევდნენ ამის შესაძლებლობას. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 16-18) ნაწილი, სადაც აღნიშნულია "გამოსვლიდან მალევე, ეზოდან, გავიგონე ხმაური. გამოვედი ეზოში. იქ მყოფმა ჩემთვის უცხო მამაკაცმა, როგორც ვიცი მეზობელია, დაიძახა ც------- ბავშვი მიყავს ი----სო, ამ დროს ი---- ადიოდა ეზოში აღმართზე, ა-–---------- ეჭირა ხელში. ც------- გამოვარდა სახლიდან, დაეწია ი----ს და ართმევდა ბავშვს, ი---- არ ანებებდა. ც-------მ ი----ს თმებში მოსწია ხელით. ამ დროს იქ მყოფი ყველანი მივარდნენ მათ და დააშორეს ერთმანეთს............ ამ არეულობის შემდეგ, დავინახე, რომ ი----ს ნიკაპზე ჰქონდა სისხლი". პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
4. 2017 წლის 10 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვ------ში და წარმოადგენს ამავე სოფელში მცხოვრები ც------- გ---------ს საცხოვრებელი სახლის ეზოსა და საცხოვრებელ სახლს....... ოთახში მდგარი მაცივრის წინ, იატაკზე დაყრილია დამსხვრეული თეთრი მინის და მოყავისფრო მინის ნამსხვრევები. ც------- გ---------ს განმარტებით ორი ცალი მაღალფეხიანი თეთრი მინის ჭიქა და ერთი ცალი მოყავისფრო მინის სასალათე, ელაგა ჭურჭლის კარადაში, რაც მისმა ყოფილმა რძალმა ი---- ხ--------მა გამოიღო და დაამსხვრია იატაკზე. აღნიშნული მინის ნამსხვრევები შეფუთული იქნა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის ტომარაში ერთ პაკეტად და დაილუქა N33/14 ლუქის ბეჭდის ანაბეჭდით.
5. 2017 წლის 10 ნოემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ გ------- კ-------–---–-ს მიერ, ი---- ხ---------სგან ამოღებული იქნა ი---- ხ---------ს ტანსაცმელი, კერძოდ: მოშავო ფერის უმკლავებო, ე.წ. "დუტის" ქურთუკი, რომელსაც უკანა, მარცხენა ბეჭის მხარეს აღენიშნება ტალახის მაგვარი ლაქა, ასევე, ბოლოზე აღენიშნება ტალახის მაგვარი ლაქა; მორუხო ფერის ნახატებიანი სვიტერი, გამჭვირვალე მკლავებით, რომელსაც მარცხენა მკლავზე აღენიშნება ტალახის მაგვარი ლაქა; შავი ფერის ნაჭრის შარვალი, რომელსაც აღენიშნება ტალახის მაგვარი ლაქები და ერთი წყვილი (ორი ცალი) მოყავისფრო, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, დაზიანებული ქუსლებით. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა N33/14 ლუქის ანაბეჭდით.
6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 11.11.17 წ. 04:25-04:36 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ი---- ხ--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით ( ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს. ნიკაპის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ზოლისებრი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 1,8X0,2სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------მ.
7. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2017 წლის 14 ნოემბრის N------------- მიმართვით, 2017 წლის 7 დეკემბრის N------------- მიმართვით და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ ი---- ხ--------- (დაბადებული:------------–--–------------------) იღებს სახელმწიფო პენსიას 2004 წლის 26 ივლისიდან, ზომიერად გამოხატული მესამე ჯგუფის საფუძველზე.
8. 2011 წლის 4 ივლისის ა-–---------- გ---------ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი---- ხ---------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ჯ--- გ---------.
9. 2013 წლის 30 აგვისტოს მ------ გ---------ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ი---- ხ---------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ჯ--- გ---------.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ:
- ი---- ხ---------ს წყვილ ჩექმებზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
- დუტის ჟილეტზე, ერთ ცალ შარვალზე და ერთ ცალ სვიტერზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
- ც------- გ---------ს პერანგზე არსებული დაზიანებები ღილების წყვეტის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო----- ხ-----------მ.
11. 1985 წლის 23 ოქტომბრის ჯ--- გ---------ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ც------- გ---------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ა-–---------- გ---------.
12. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოცილაური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 16 იანვრის N--------- მიმართვით დასტურდება, რომ ი---- ხ--------- (პ/ნ------------) არის ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი და იღებს შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის სახელმწიფო გასაცემელს, სოციალურ პაკეტს თვეში 100 ლარს.
13. 2019 წლის 31 ოქტომბერს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ც------- გ---------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამავე სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების თ---------- ხ---------ს, ფ-------- მ----------ს, მ------ ხ---------ს, ნ--–- ხ---------ს, დ-------- ხ---------ს, ე----- ხ---------ს, ი---- ხ---------ს, ა-–---------- გ---------ს, ჟ--–---- კ--------ს, შ------- კ-------–---ს, ი-----–--- ხ--------ს, ნ--- ს--------–---ს, ჯ--- გ---------ს, გ------- კ-------–---–-ს, ვ------- ჩ--------ს, ი-----–- ა-------ს და ლ--–- გ---------ს დაკითხვა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
14. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
16. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
17. შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ც------- გ---------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
18. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა სახეში, ჩარტყმა, მოქაჩვა, მოჭერა, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ. ამ პუნქტში პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველია დაზარალებულის მდგომარეობა. ამასთან, დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ძალადობას, რომელსაც ახორციელებს, მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისადმი.
ასევე, დანაშაულის (სსკ 1261 მუხლი) ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ც------- გ---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 2008 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
20. ც------- გ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
22. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ც------- გ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ც------- გ--------- არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. არის პენსიონერი და სოციალურად დაუცველი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ც------- გ---------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ც------- გ---------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, ც------- გ---------ს მიმართ პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, გამოსაცდელი ვადით, შეძლებს დააფიქროს ც------- გ--------- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
23. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, ც------- გ---------ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც------- გ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ც------- გ---------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: ი---- ხ---------სგან ამოღებული ტანსაცმელი – მოშავო ფერის ქურთუკი, მორუხო ფერის ნახატებიანი სვიტერი, შავი ფერის ნაჭრის შარვალი, ორი ცალი მოყავისფრო ფეხსაცმელი დაზიანებული ქუსლებით და ც------- გ---------საგან ამოღებული პერანგი, რომლებიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში – დაუბრუნდეს ც------- გ---------სა და ი---- ხ--------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოთეთრო და მოყავისფრო დამსხვრეული მინები, რომლებიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე