განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/3197-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აგვისტო 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ნ-----–------–ის,ბრალდებულ ჯ-------–-------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ--------------–-----------–-------–---–ის (პ/№0----------) - დაბადებულის 19---–-–------------–ს; რეგისტრირებულის ქ------–---------–--–---–----------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა--------–-----–------------- ში მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ჯ-------–-------–---–ს ბრალად ედება სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში ჯ-------–-------–---–ი მის მფლობელობაში არსებულ ა/მანქანა ,,ტოიოტა პრიუსით“ სახელმწიფო ნომრით B-------- ქ. თბილისში ლ--–-----------–----------------–------------ში მივიდა და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამავე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს ,, ს-------“ კუთვნილ 14,8 მ.კვ კერამიკულ ფილებს, სულ ღირებულს 370 ლარად, რაც ზემოხსენებულ ავტომანქანაში მოათავსა და დაუდგენელ პირებზე 150 ლარად გაასხვისა. აღნიშნული ქმედებით ჯ-------–-------–---–მა დაზარალებულ ორგანიზაცია შპს ,,ს-------“ 370 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჯ-------–-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებული ორგანიზაციის შპს ,,ს------“-ს წარმომადგენელის გ-------–-------–---–ის გამოკითვისას მოპოვებული ინფორმაცია, მოწმეების: ლ------–-----–--ის, გ--–----------–---–ის და გ-----------------ის გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ოქმი, საინჟინრო-ტეკნიკური ექსპერტიზის დასკვნა, თვით ჯ--------–-------–---–ის აღიარებითი ჩვენება, მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა ჯ-------–-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ-------–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
გაუქმდეს ჯ-------–-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი ჯ-------–-------–---–ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულები:
1. ერთი ცალი კერამიკული ფილა დალუქული სახით, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლციის მე-4 განყოფილებაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი