განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003238307
N1/200-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
06.11.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილი
ბრალდებულ - ბო----- ბი----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ბო----- ბი----–--ლი;
მამის სახელი: ამ-----;
დაბადებული: 03.06.1----–--–-;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: არა ნასამართლევი;
რეგისტრირებული: ქ. გურჯაანი, 9 აპრილის ქ. N4-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გურჯაანი, 9 აპრილის ქ. N4-;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია:
1. ბო----- ბი----–--ლს ბრალი ედება მასში რომ ოჯახში ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ. გურჯაანში, ვ. გოძიაშვილის ქ. N--–- მცხოვრები ბო----- ბი----–--ლი და თა---- ნა--------, 2001 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლიდან ბო----- ბი----–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც ხდიდა მას აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბო----- ბი----–--ლი, არასრულწლოვანი შვილების, ნა----, მა----- და ბა------- ბი----–--ლების მიმართ, ასევე მათი თანდასწრებით მეუღლის - თა---- ნა------ძის მიმართ, სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ უმიზეზოდ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჩხუბებოდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ბო----- ბი----–--ლის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქიკურ ტანჯვას.
2. ბო----- ბი----–--ლს ბრალი ედება მასში რომ ოჯახში ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 19 :00 საათზე, ქ. გურჯაანში ვ. გოძიაშვილის ქ. N--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბო----- ბი----–--ლმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, ნა----, მა----- და ბა------- ბი----–--ლების თანდასწრებით სცემა მეუღლეს, თა---- ნა--------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბო----- ბი----–--ლი 2019 წლის 08 სექტემბერს 16:30 საათზე დააკავეს და 2019 წლის 09 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, ბო----- ბი----–--ლს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა გირაო - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც არ ყოფილა გადახდილი და უზრუნველყოფილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. ქ. გურჯაანში, ვ. გოძიაშვილის ქ. N--–- მცხოვრები ბო----- ბი----–--ლი და თა---- ნა--------, 2001 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლიდან ბო----- ბი----–--ლი ხშირად ირებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც ხდიდა მას აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბო----- ბი----–--ლი, არასრულწლოვანი შვილების, ნა----, მა----- და ბა------- ბი----–--ლების მიმართ, ასევე მათი თანდასწრებით მეუღლის - თა---- ნა------ძის მიმართ, სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ უმიზეზოდ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჩხუბებოდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ბო----- ბი----–--ლის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქიკურ ტანჯვას.
2. 2019 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 19 :00 საათზე, ქ. გურჯაანში ვ. გოძიაშვილის ქ. N--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბო----- ბი----–--ლმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, ნა----, მა----- და ბა------- ბი----–--ლების თანდასწრებით სცემა მეუღლეს, თა---- ნა--------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმე - თე----- მა-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე -თე- მა-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე რე---- ქა-----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ნა----, მა-----, ბა------- ბი----–--ლის დაბადების მოწმობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლიდან ბო----- ბი----–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც ხდიდა მას აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბო----- ბი----–--ლი, არასრულწლოვანი შვილების, ნა----, მა----- და ბა------- ბი----–--ლების მიმართ, ასევე მათი თანდასწრებით მეუღლის - თა---- ნა------ძის მიმართ, სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ უმიზეზოდ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჩხუბებოდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ბო----- ბი----–--ლის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქიკურ ტანჯვას.
2019 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 19 :00 საათზე, ქ. გურჯაანში ვ. გოძიაშვილის ქ. N--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბო----- ბი----–--ლმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, ნა----, მა----- და ბა------- ბი----–--ლების თანდასწრებით სცემა მეუღლეს, თა---- ნა--------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- მუხლის შენიშვნის თანახმად, 1261 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ქმედების სისტემატიურობა გამოიხატება, თუ ის ჩადენილია სამჯერ მაინც, დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით.
სიტყვიერი შეურაცხყოფა შეიძლება გამოიხატოს უცენზურო სიტყვების დაძახებაში, გინებაში და შეურაცხმყოფელი სახელის წოდებაში, რაც ადამიანში იწვევს სულიერ ტანჯვას.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბო----- ბი----–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რაც გამოიხატა სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც დაზარალებულების სულიერი ტანჯვა და ტკივილი გამოიწვია.
ბრალდებული აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდა თავისი ოჯახის წევრების ცოლის და შვილების მიმართ.
ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმე - თე----- მა-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე -თე- მა-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე რე---- ქა-----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ნა----, მა-----, ბა------- ბი----–--ლის დაბადების მოწმობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლიდან ბო----- ბი----–--ლი ხშირად ირებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც ხდიდა მას აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბო----- ბი----–--ლი, არასრულწლოვანი შვილების, ნა----, მა----- და ბა------- ბი----–--ლების მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ უმიზეზოდ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჩხუბებოდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ბო----- ბი----–--ლის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქიკურ ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ, თუ მას არ შესრულებია 18 წელი. ქმედება ძალადობად რომ დაკვალიფიცირდეს, ამას შედეგად უნდა მოჰყვეს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებულები მა----- ბი----–--ლი დაბადებულია 2007 წლის 18 აპრილს, ნა---- ბი----–--ლი დაბადებულია 2003 წლის 26 ოქტომბერს და ბა------- ბი----–--ლი დაბადებულია 2016 წლის 6 აგვისტოს, რომლებიც ბრალდებულის შვილები და ოჯახის წევრები არიან და რომელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს მოჰყვა მათი ფსიქიკური ტანჯვა.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმე - თე----- მა-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე -თე- მა-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე რე---- ქა-----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ნა----, მა-----, ბა------- ბი----–--ლის დაბადების მოწმობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2017 წლიდან ბო----- ბი----–--ლი ხშირად ირებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც ხდიდა მას აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბო----- ბი----–--ლი, არასრულწლოვანი შვილების, ნა----, მა----- და ბა------- ბი----–--ლების მიმართ, ასევე მათი თანდასწრებით მეუღლის - თა---- ნა------ძის მიმართ, სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ უმიზეზოდ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჩხუბებოდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ბო----- ბი----–--ლის მხრიდან, მისი იჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქიკურ ტანჯვას.
2019 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 19 :00 საათზე, ქ. გურჯაანში ვ. გოძიაშვილის ქ. N--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბო----- ბი----–--ლმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, ნა----, მა----- და ბა------- ბი----–--ლების თანდასწრებით სცემა მეუღლეს, თა---- ნა--------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ფსიქიკური ტანჯვა, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.
ძალადობრივი ქმედებები ბრალდებულმა განახორციელა ოჯახის ოთხი წევრის, ცოლის და სამი შვილის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.
საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მა----- ბი----–--ლი დაბადებული 2007 წლის 18 აპრილს, ნა---- ბი----–--ლი დაბადებული 2003 წლის 26 ოქტომბერს და ბა------- ბი----–--ლი დაბადებული 2016 წლის 6 აგვისტოს, ბრალდებულის ოჯახის წევრები და მისი შვილები არიან. ხოლო თა---- ნა-------- არის ბრალდებულის არარეგისტრიტებული ცოლი და ოჯახის წევრი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რომ ბო----- ბი----–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბო----- ბი----–--ლის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ბო----- ბი----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბო----- ბი----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია პირობითი მსჯავრის გამოყენების პირობებში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, ბო----- ბი----–--ლს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა გირაო - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც არ ყოფილა გადახდილი და უზრუნველყოფილი..
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბო----- ბი----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
2. ბო----- ბი----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ ბო----- ბი----–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
4. ბო----- ბი----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 სექტემბრის 16:30 საათიდან 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.
5. ბო----- ბი----–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.
6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულდება.
8. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე