განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2019
საქმის ნომერი
140100119003083029
თარიღი
03.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003083029

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/300-19 03 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,ნატო თათრიშვილის მდივნობით,პროკურორ - რ--------- ლ----ის,ბრალდებულ - დ----- გ--------–---–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011300519002 საქმე დ----- ტ------–-------უჩმაზაშვილის (დაბადებული 1----–-–---------–---, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ა-----–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის და 2019 წლის 30 მაისის ეპიზოდები);

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

დ----- გ--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში 2019 წლის 29 მაისის და 2019 წლის 30 მაისის ეპიზოდები).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 29 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ დიცის საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასოფლო გზაზე, დ----- გ--------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას - თ----- ხ-------ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, შეაგინა და უთხრა, რომ დაახრჩობდა. დ----- გ--------–---–ის ქმედების შედეგად თ----- ხ-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 30 მაისს, 10:55 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ------ში მდებარე ტ------– მ-------ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში დ----- გ--------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას - თ----- ხ-------სა და ყოფილი მეუღლის მამას - ტ------– მ-------ეს და დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, შეაგინა და უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა ორივეს. დ----- გ--------–---–ის ქმედების შედეგად თ----- ხ-------სა და ტ------– მ-------ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა დ----- გ--------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

დ----- გ--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსეპერიმენტის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დ----- გ--------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის და 2019 წლის 30 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. დ----- გ--------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, სპეციფიკის, პიროვნების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დ----- გ--------–---–ს საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- გ--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის და 2019 წლის 30 მაისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- გ--------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ დ----- გ--------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ დ----- გ--------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. დ----- გ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონსძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

6. დ----- გ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 03 ივნისის ჩათვლით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე