განაჩენი

სისხლის სამართლის 28.10.2019
საქმის ნომერი
160140019003124763
დავის ტიპი
126
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160140019003124763

განაჩენი

საქართველოსსახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

საქმე№1/268-19 28 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031180719001)

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე: ღია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: სალომე ქემაშვილი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: არჩილ ცაგურია

ბრალდებული: ა------–------ ვ--–---ი

მამის სახელი: გ----

დაბადებული: 1----–-–----------–---

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.მარნეული, სოფელი ი-–-----–ო

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტები.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 18 ივლისს დაახლოებით 07:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ი-–-----–ოში, მდებარე საცხოვრებელ სახლში, პომიდვრის გაყიდვასთან დაკავშირებით მიღებული საყვედურით განაწყენებულმა ა------–------ ვ--–---მა, სათლის თავის არეში სამჯერ ჩარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ა-----ა ა-–---ას. ასევე, სათლის თავის არეში ერთჯერადი დარტყმით იძალადა ჯერ შვილზე - ფ-----ტ ვ--–---ზე, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა, ხოლო შემდეგ, აღნიშნულის ცხვირის არეში ერთხელ დარტყმით, რძალზე -წინასწარი შეცნობით ორსულ, ე----- ვ--–---აზე, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ა------–------ ვ--–---ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ა-----ა ა-–---ამ, ფ-----ტ ვ--–---მა და ე----- ვ--–---ამ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, სამი პირის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ა------–------ ვ--–---ი არის დაზარალებული ა-----ა ა-–---ას - მეუღლე, ფ-----ტ ვ--–---ი არის- მისი შვილი, ხოლო ე----- ვ--–---ი კი რძალი და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექპერტიზის N005448519 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვით ე----- ვ--–---ას 18.07.19წ აღენიშნება ნაჭდევი ცხვირის მიდამოში რომელიც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექპერტიზის N005447519 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვით ა-----ა ა-–---ას 18.07.19 წ აღენიშნება დაჟეჟლი ჭრილობა თხემის მიდამოში მარცხნივ რომელიც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექპერტიზის N005448219 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვით ფ-----ტ ვ--–---ს 18.07.19 წ აღენიშნება ნაწდევი თხემის მიდამოში რომელიც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების ა-----ა ა-–---ას, ფ-----ტ ვ--–---ისა და ე----- ვ--–---ას გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 18 ივლისის დაზარალებულების გარეგნული დათავლიერების ოქმებით, 2019 წლის 18 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო ექპერტიზის N005446519 დასკვნით, დგინდება რომ, ა------–------ ვ--–---მა მეუღლის-ა-----ა ა-–---ას, შვილის ფ-----ტ ვ--–---ის და რძლის- ე----- ვ--–---ის მიმართ განახორციელა ძალადობა.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა------–------ ვ--–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა------–------ ვ--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა------–------ ვ--–---ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების ა-----ა ა-–---ას, ფ-----ტ ვ--–---ისა და ე----- ვ--–---ას გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 18 ივლისის დაზარალებულების გარეგნული დათავლიერების ოქმები, 2019 წლის 18 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სამედიცინო ექპერტიზის N005446519 დასკვნა, სამედიცინო ექპერტიზის N005448519, N005447519 და N005448219 დასკვნები.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა------–------ ვ--–---ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ჩინგიზ რაგიმოვის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა------–------ ვ--–---მა ა-----ა ა-–---ას, ფ-----ტ ვ--–---ის და ე----- ვ--–---ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს რომ ა------–------ ვ--–---ი შერიგებულია დაზარალებულებთან. იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ა------–------ ვ--–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ა------–------ ვ--–---ს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციონაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დაადგინა:

 

ა------–------ ვ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ა------–------ ვ--–---ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 18 ივლისიდან 2019 წლის 20 ივლისის ჩათვლით.

 

ა------–------ ვ--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 2 000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ფ-----ტ ვ--–---ს (პ/ნ28001102205) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

სათლი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე