განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2992-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--–-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №-----------), საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თ---–--------------–-----–---------------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ----------------------ის მიმდებარე ტერიტორია.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, მ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გ--–-----------–---–მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ-----------–--ეს, ხელი დაარტყა მარჯვენა თვალში, რითაც ნ-----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. გ--–-----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი).
1.2. 2019 წლის იანვარში, ზუსტი დრო უცნობია, ქ. თბილისში, კ-------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გ--–-----------–---–ი, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ-----------–--ეს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ნ-----------–--ე თხოვდა ლომბარდიდან კუთვნილი ოქროს სამკაულის გამოტანას, რაზეც გ--–-----------–---–მა უთხრა, რომ მოკლავდა, თუ არ შეწყვეტდა აღნიშნულ საკითხზე საუბარს.
ე.ი. გ--–-----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.3. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით პერიოდში ქ. თბილისში, კ-------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში და ქ. თბილისში, მ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გ--–-----------–---–ი მეუღლეს ნ-----------–--ეს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სთხოვდა ფულს და ბანკიდან სესხების გამოტანას, ალომბარდებდა კუთვნილ ოქროს სამკაულებს, მის მიმართ ეჭვიანობდა გამუდმებით, ეჩხუბებოდა ყველა წვრილმანზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და სხეულის დაზიანებით, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, უკრძალავდა სასურველი ტანსაცმლის ჩაცმას და ეუბნებოდა, რომ მას (ნ-----------–--ეს) როგორც ქალს არ ჰქონდა არჩევანის უფლება და უნდა დამორჩილებოდა მას როგორც მამაკაცს. უმოწმებდა და უკონტროლებდა მობილური ტელეფონის ზარებს და მიმოწერას, ასევე სოციალურ ქსელში მიმოწერას და უკრძალავდა სხვა პირებთან ურთიერთობას. გ--–-----------–---–ის ქმედებებით ნ-----------–--ე განიცდიდა ტანჯვას.
ე.ი. გ--–-----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
2.2. დაზარალებულმა ნ-----------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ გ--–-----------–---–ი მისი მეუღლეა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქ. თბილისში, კ-------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში და ქ. თბილისში, მ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში.
2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, სახლში ყოფნისას, მან გ--–-----------–---–ს ჰკითხა თუ როდის გამოიტანდა ლომბარდიდან მის ცეპს, რის საპასუხოდაც გ--–-----------–---–მა მას მოულოდნელად ხელი დაარტყა მარჯვენა თვალში. დარტყმისგან მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და თვალზე ბინდი გადაეკრა. ამის შემდეგ შევიდა მეზობელთან, რა დროსაც მეორე თვალიც სტკიოდა. დარტყმული ადგილი ჰქონდა დალურჯებული.
2019 წლის იანვარში, გ--–-----------–---–მა მას უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტდა ლომბარდიდან ცეპის გამოტანის თაობაზე საუბარს, მოკლავდა. ამ სიტყვებზე მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, რადგან გ--–-----------–---–ი იყო აგრესიული, რომელიც მას ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა ხოლმე.
გარდა ამისა, გ--–-----------–---–ი მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის სხვების თანდასწრებით. სთხოვდა ფულს და ბანკიდან სესხების გამოტანას. არაერთხელ დაალომბარდა მისი კუთვნილი ოქროს სამკაულები. მასზე ხშირად ეჭვიანობდა და ეჩხუბებოდა ყველა წვრილმანზე. ასევე ემუქრებოდა მოკვლით და სხეულის დაზიანებით, ამცირებდა, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ--–-----------–---–ი მას უკრძალავდა იმ ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც მას არ მოსწონდა და იგი როგორც ქალი უნდა დამორჩილებოდა მას. გ--–-----------–---–ს უნდოდა, რომ იგი სულ სახლში ყოფილიყო. მუდმივად უმოწმებდა და უკონტროლებდა მობილურ ტელეფონს. გ--–-----------–---–ის ამ ქმედებებს იგი ძალიან განიცდიდა. ამ ეტაპზე მასთან შერიგებას და თანაცხოვრების გაგრძელებას არ აპირებს, თუმცა მის მიმართ სასჯელთან დაკავშირებით აქვს ლოიალური დამოკიდებულება და პატიობს მას.
2.3. მოწმე დ--------–------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან 2019 წლის მაისის თვეში თავისი კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, მ----------------------ში მიაქირავა ცოლ-ქმარს - გ--–-----------–---–სა და ნ-----------–--ეს. მას გ--–-----------–---–თან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2019 წლის 26 მაისს მათ ერთად იქეიფეს, რის შემდეგაც წავიდა თავის სახლში. მეორე დღეს, 27 მაისს მან ნახა ნ-----------–--ე, რომელსაც თვალი ჰქონდა შესიებული და ტიროდა. მის შეკითხვაზე, ნ-----------–--ემ უპასუხა, რომ წინა დღეს მას გ--–-----------–---–თან მოუვიდა უსიამოვნება. იმ მომენტში გ--–-----------–---–ი არ იყო სახლში. მას გაუკვირდა, რადგან გ--–-----------–---–ი პატიოსანი და დადებითი პიროვნება იყო. მეორე ან მესამე დღეს შეხვდა იგი გ--–-----------–---–ს და ჰკითხა თუ როგორ შეემთხვა ეს ფაქტი, რაზეც გ--–-მ უპასუხა, რომ თვითონაც არ იცოდა.
2.4. გამომძიებელმა თ--------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 27 მაისს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში დაიწყო გამოძიება ნ-----------–--ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შესული შეტყობინება, რომ ნ-----------–--ის მიმართ თავისი მეუღლის - გ--–-----------–---–ის მიერ ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ მიერ გამოიკითხა როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებული და სხვა მოწმეები. ვიზუალურად დათვალიერდა ნ-----------–--ე, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები. გამოკითხვის დროს ნ-----------–--ე იყო აღელვებული, ტიროდა, აღნიშნავდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რომელიც დაფიქსირდა გამოკითხვის ოქმში. დაზარალებულმა წაიკითხა ეს ოქმი და დაადასტურა ხელმოწერით. საქმეზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზები, როგორც ნ-----------–--ის მიმართ, ისევე მისი მეუღლის - გ--–-----------–---–ის მიმართ. ბრალდებული გაეცნო ბრალდების შესახებ დადგენილებას. ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის სრული დაცვით.
2.5. ბრალდებულმა გ--–-----------–---–მა დაადასტურა, რომ მეუღლესთან - ნ-----------–--ესთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რა დროსაც მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე 2019 წლის 26 მაისს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თვალის არეში, ხოლო 2019 წლის იანვრის თვეში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი ისეთი გაბრაზებული იყო, შეიძლება ნ-----------–--ეს დაემუქრა კიდეც მოკვლით.
2.6. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა გ--–-----------–---–მა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით. აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით:
2.7. შეტყობინების №------- აქტით დასტურდება, რომ 2019 წლის 27 მაისს, 00:09 საათზე ნ-----------–--ემ შეატყობინა 112-ს, რომ ქ. თბილისში, ა----–----------–-ბა, მ----------------------ის მიმდებარედ, მისმა მეუღლემა გ--–-----------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 3).
2.8. 2019 წლის 27 მაისის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ნ-----------–--ეს ვიზუალური დათვალიერების შედეგად მარჯვენა თვალის ქვემოთ აღენიშნებოდა დაზიანება (ს.ფ. 9-16).
2.9. თ----–---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს მ----------------------ის მიმდებარედ. მისი მეზობლები არიან ცოლ-ქმარი ნ-----------–--ე და გ--–-----------–---–ი. 2019 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში შეესწრო ნ-----------–--ისა და გ--–-----------–---–ის შელაპარაკებას. კამათის მიზეზი არ იცის. აღნიშნული ხდებოდა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე იზოლირებულ ოთახში. ვინაიდან არ სურდა კამათისთვის ეყურებინა და ესმინა, თავი განარიდა და შევიდა თავის ოთახში. მეორე დღეს, დილით შეიტყო, რომ ნ-----ა და გ--–-ს კონფლიქტი გაგრძელებულა, რა დროსაც გ--–-----------–---–ს ნ-----------–--ისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დღეს, როდესაც მან ნახა ნ-----------–--ე, მას თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, რაზეც განუმარტა, რომ დაზიანება გ--–-----------–---–მა მიაყენა (ს.ფ. 50-53).
2.10. 2019 წლის 6 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნით დასტურდება, რომ ნ-----------–--ეს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 105-106).
2.11. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ გ--–-----------–---–ის მიერ ნ-----------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების, სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებს. დაზარალებულმა ნ-----------–--ემ სასამართლოს დეტალურად და თანმიმდევრობით აღუწერა თუ როგორ იძალადა მასზე გ--–-----------–---–მა, რითაც განიცადა ტკივილი, ასევე განმარტა, რომ მისი მეუღლე ქორწინების პერიოდში სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც განიცდიდა ტანჯვას, ხოლო 2019 წლის იანვრის თვეში მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები ასევე დაადასტურა თავად ბრალდებულმაც. აგრეთვე მნიშვნელოვანია დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმი და გამომძიებელ თ--------------ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ ნ-----------–--ეს თვალზე აღენიშნებოდა დაზიანება.
მეზობლების დ--------–------–-–---–ის ჩვენებით და თ----–---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ მათ შემთხვევიდან მეორე დღეს ნახეს ნ-----------–--ე, რომელსაც თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და განუცხადა, რომ თვალში გ--–-----------–---–მა დაარტყა.
2.12. ბრალდებულ გ--–-----------–---–ის ძალადობრივი ქმედება ასევე დადასტურდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
2.13. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის, როგორც დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში მას არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.
მსხვერპლის შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმით, კერძოდ, მხედველობაში იღებს დამმუქრებლის პიროვნებას, ურთიერთამოკიდებულებას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის (იგი სისტემატურად აყენებდა მსხვერპლს სიტყვიერ შეურაცხყოფას; მეუღლეებს ჰქონდათ კომფლიქტური ურთიერთობა) და მუქარის გამოხატვის ხერხს (კონფლიქტის პირობებში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანს (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების შიში.
ასევე ნ-----------–--ეზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად დაზარალებულს თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებები. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავად დაზარალებულ ნ-----------–--ის, გამომძიებელ თ--------------ის ჩვენებებს და მოწმე თ----–---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული განიცდიდა ტკივილს. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----------–--ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია მისი ფიზიკური ტკივილი.
2.14. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია საკმარის და უტყუარ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, წარდგენილ ბრალებაში გ--–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ--–-----------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
3.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
3.3. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ გ--–-----------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.
3.4. საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ ,,ადამიანის ღირსება ხელშეუვალია”.
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.6. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; სისტემატურ შეურაცხყოფაში ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
3.7. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა. ამავე კონვენციის 55-ე მუხლი კი, წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ დანაშაულის გამოძიების ჩატარება ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ, სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნული ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს (აღნიშნული კონვენცია საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან).
3.8. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
3.9. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
3.10. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე.
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ-----------–--ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან გ--–-----------–---–ი იყო აგრესიული და გაბრაზებული მასზე, რომელიც მასზე ფიზიკურადაც ძალადობდა. დაზარალებულის განმარტებით, მას ამ დროს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
3.12. ამდენად, დაზარალებულ ნ-----------–--ის ჩვენებით, მოწმეების ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით და ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება 1.1.-1.3. პუნქტებში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები.
3.13. შესაბამისად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ--–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–-----------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–-----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს ჩადენილ ქმედებებს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ მუქარა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, სისტემატური შეურაცხყოფა კი - გენდერული ნიშნით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
5.3. შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ--–-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც გ--–-----------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.5. სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
5.6. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულთათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.7. შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს, რომ გ--–-----------–---–ი აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი და დაზარალებულს მის მიმართ აქვს ლოიალური დამოკიდებულება, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ--–-----------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდება ორი წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
გ--–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
გ--–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საბოლოოდ გ--–-----------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
მსჯავრდებულ გ--–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. გ--–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ გ--–-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ გ--–-----------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ერთი ცალი ელექტრონული დისკი ნ-----------–--ის ვიზუალური დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამო ცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე