გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2019
საქმის ნომერი
330210018002271629
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2----18

გადაწყვეტილება

ს----------–ოს სახელით

11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - შპს ,,ნ-------’’

წარმომადგენელი - ხ------- ი----–--ლი

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - ს----------–ოს თ-----–--- ს------------

წარმომადგენელი - ნ---- ს------–--ლი

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს "ნ-------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა

1.1.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2--დან 0,02--მდე. კერძოდ, 2017 წლის 26 დეკემბრისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შეცირება 18 893.56 ლარიდან 1 889.36 ლარამდე, ხოლო 2017 წლის 28 დეკემბრისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება 4 704.04 ლარიდან 470.40 ლარამდე. ჯამურად პირგასამტეხლო შემცირდეს 2 359.76 ლარამდე.

 

1.1.2. სს ,,ს------------- კ-------- ა-–-----ს’’ მიერ საბანკო გარანტიის საფუძველზე გადახდილ თანხას - 5 317 ლარს გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ აღიარებული პირგასამტეხლოს თანხა 2 359.76 ლარი და მოპასუხეს შპს ,,ნ-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2 958 ლარის გადახდა.

1.2. ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს სასარჩელო მოთხოვნა:

1.2.1. შპს "ნ-------სთვის’’ ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს (სახელწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 18 280.60 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელე შპს "ნ------მა" სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 14 აგვისტოს შპს ,,ნ------სა“ და ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება №4-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შემდეგი პირობებით: მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა 265 830.40 ლარის ღირებულების სპორტული ქურთუკი და შარვალი. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისთვის, მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, მიმწოდებელ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2--ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელე ხელშეკრულებით განსაზღვრული მისაწოდებელი პროდუქტის მასალას იღებდა ჩინეთიდან. აგვისტოს თვეში სამხრეთ ჩინეთში, გუანგდონგის პროვინციაში, სადაც მიმწოდებელი ფაბრიკა მდებარეობს, ტაიფუნის გამო 2017 წლის 23 აგვისტოდან ფაბრიკის მუშაობა შეცერდა 50 დღით. მოსარჩელეს ფაბრიკიდან ქსოვილი უნდა მიეღო სექტემბერში, თუმცა ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ქსოვილი მიიღო დაგვიანებით, ნოემბრის თვეში. პროდუქტის დაგვიანებით მიწოდებისა და ტაიფუნის შესახებ მოსარჩელემ მიიღო წერილი ჩინეთიდან.

 

საქონლის მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაზე თ-----–--- ს------------მ განაცხადა უარი.

 

მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით მოპასუხეს მიაწოდა საქონელი, რის შედეგად მოპასუხემ №4-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის 2017 წლის 26 დეკემბერს მიწოდებული საქონლისთვის დააკისრა 18 893.56 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო, ხოლო 2017 წლის 28 დეკემბერს მიწოდებული საქონლისთვის 4 704.04 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო, ჯამში 23 597.60 ლარი.

 

მოსარჩელესა და ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს შორის არსებობს საბანკო გარანტია N--/P--6---/0-. ბენეფიციარმა ს----------–ოს თ-----–--- ს------------მ სს ,,ს------------- კ-------- ა-–----ს“ მიმართა საბანკო გარანტიის ასამოქმედებლად. სს ,,ს------------- კ-------- ა-–----მა“ ბენეფიციარს საბანკო გარანტიის ფარგლებში გადაუხადა 5 317 ლარი. 2018 წლის თებერვალში შპს ,,ნ------მა’’ სს ,,ს------------- კ-------- ა-–----ს’’ ჩაურიცხა საგარანტიო თანხა 5 317 ლარი.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს მოთხოვნილ ოდენობამდე. მოსარჩელე პირგასამტეხლოს შემცირებას ითხოვს შემდეგ გარემობათა გამო: მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა მოხდა არა შპს ,,ნ-------ს’’ ბრალით, არამედ ფორს-მაჟორულ სიტუაციათა გამო. ვალდებულების დარღვევას მოპასუხისათვის არ მიუყენებია ზიანი, გარდა ამისა, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შპს ,,ნ------ს’’ შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს აკისრებს.

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების საფუძველი:

 

შპს "ნ------სა" და ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს შორის 2017 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული №4-- ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში 2017 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.

 

მიმწოდებელმა დაარღვია საქონლის მიწოდების ვადა და ნაცვლად 12.11.2017 წლისა საქონელი მიწოდებულ იქნა 26.12.2017 და 28.12.2017 წლებში, რამაც ჯამში შეადგინა ვადაგადაცილების 46 დღე. აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,ნ------ს’’ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 05 იანვრის №4---1 დაჯარიმების აქტით დაეკისრა პირგასამტეხლოს 23 597,60 ლარის გადახდა, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია.

 

დარიცხული პირგასამტეხლოდან 03.0-.2017 წლის N--/P--6---/0- საბანკო გარანტიის საფუძველზე სს ,,ს------------- კ-------- ა-–----მა’’ 2018 წლის თებერვლის თვეში აანაზღაურა საგარანტიო თანხა 5 317 ლარი. მოპასუხეს დარიცხული პირგასამტეხლოდან ასანაზღაურებელი დარჩა 18 280.60 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს პოზიცია შპს "ნ-------ს" სარჩელთან დაკავშირებით:

 

ს----------–ოს თ-----–--- ს------------მ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად, ამასთან ხელშეკრულების ზემოთხსენებული პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას, მხარისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების დადების მომენტიდან. აღნიშნული პუნქტი, ისევე როგორც მთლიანი ხელშეკრულება მხარის მიერ მოწონებული, შეთანხმებული და ხელმოწერილი იქნა ასევე თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად.

 

გარდა ამისა, შპს ,,ნ-------’’ თავადაც აღიარებს ხელშეკრულების პირობების დარღვევას, კერძოდ, უტყუარად არის დადგენილი, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადა და ნაცვლად 2017 წლის 12 ნოემბრისა ს------------ს ხელშეკრულების ობიექტი მიაწოდა 2017 წლის 26 და 28 დეკემბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 46 დღეს.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. შპს "ნ-------ს" პოზიცია ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

შპს ,,ნ-------ს’’ წარმომადგენელმა არ ცნო შეგებებული სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 14 აგვისტოს შპს ,,ნ------სა“ (მიმწოდებელსა) და ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს (შემსყიდველს) შორის დაიდო №4-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა 265 830.40 ლარის ღირებულების 6400 კომპლექტი სპორტული ქურთუკი და შარვალი.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №4-- (ს.ფ. 27-32).

 

3.1.2. ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისთვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიმწოდებელს დაეკისრებოდა მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2--ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №4-- (ს.ფ. 27-32).

 

3.1.3. 2018 წლის 05 იანვრის აქტით №4---1 პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ №4-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელმა შემსყიდველს 214 699,58 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტი მიაწოდა 2017 წლის 26 დეკემბერს (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 44), ხოლო 51 130,82 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტი - 2017 წლის 28 დეკემბერს (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 46).

 

შპს ,,ნ------ს’’ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 05 იანვრის №4---1 აქტით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამურად 23 597,60 ლარის ოდენობით.

 

აქტის შინაარსი (აქტში მითითებული გარემოებები - საქონლის ფაქტიური მიწოდების თარიღები და მიწოდებული საქონლის ღირებულება არ არის სადავო) მხარეებს შორის არ არის სადავო.

 

სასამართლო ემყარება შედეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 172).

აქტი №4---1 პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (ს.ფ. 114).

 

3.1.4. 2017 წლის 03 აგვისტოს სს „ს------------- კ-------- ა-–-----ს“ (გარანტი) მიერ გაცემული N--/P--6---/0- საბანკო გარანტიის საფუძველზე, გარანტმა 2018 წლის 19 თებერვალს აანაზღაურა საგარანტიო თანხა 5 317 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შედეგ მტკიცებულებებს:

სს „ს------------- კ-------- ა-–-----ს“ ინვოისი №0------- (ს.ფ. 182).

საგადახდო დავალება №---- (ს.ფ. 183).

აქტი №4---1 პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (ს.ფ. 114).

საბანკო გარანტია N--------------

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ თავდაპირველი და შეგებებული სარჩელები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის მე-400-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, შპს „ნ------ს”-ს ეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეთანხმებული საქონლის მიწოდების ვალდებულება, შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადაში შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება. ასევე დადგენილია, რომ დარიცხული პირგასამტეხლოდან სს ,,ს------------- კ-------- ა-–----მა“ 2018 წლის 19 თებერვალს აანაზღაურა საგარანტიო თანხა 5 317 ლარი.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების 16.1.1. ქვეპუნქტი). დადგენილია შპს „ნ-------ს“ მიერ შემსყიდველისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდება ვადაგადაცილებით. ამდენად, სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით 46 დღის ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 23597.60 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გარანტორმა დააკმაყოფილა ს------------ს მოთხოვნა და გადაირიცხა 5317 ლარი, ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს მოთხოვნაა შპს ,,ნ------ს’’ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 18280.60 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2--ის ოდენობით - ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 0,05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. რაც ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის (46 დღე) მიხედვით შეადგენს 6114,09 ლარს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 03 აგვისტოს N--/P--6---/0- საბანკო გარანტიის საფუძველზე გარანტმა სს „ს------------- კ-------- ა-–----მა“ 2018 წლის 19 თებერვალს აანაზღაურა საგარანტიო თანხა 5 317 ლარი (ბენეფიციარის ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს სასარგებლოდ), სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ოდენობას (6114,09 ლარი) უნდა გამოაკლდეს შემსყიდველისათვის ანაზღაურებული 5 317 ლარი, რისი გათვალისწინებითაც შპს „ნ-------სათვის“ დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვრის 797,09 ლარით. ამდენად, თავდაპირველი სარჩელის და შეგებებული სარჩელიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „ნ------ს“ ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დამატებით პირგასამტეხლოს სახით 797,09 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

შპს „ნ-------ს“ სარჩელთან დაკავშირებით:

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე შპს „ნ-------“ ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას 21 237,00 ლარის ოდენობით, სარჩელი დაკმაყოფილდა 17 483,51 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხე თ-----–--- ს------------მ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ბაჟი 524,50 ლარის ოდენობით.

 

შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე თ-----–--- ს------------ ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” ს----------–ოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის (797,09 ლარი) შესაბამისად, შპს „ნ------ს“ უნდა დაეკისროს ბაჟის 23,91 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ

ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს "ნ-------ს" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

3. მხარეთა შორის 2017 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №4-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,2- შემცირდეს 0,05%-მდე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო საერთო ჯამში განისაზღვროს 6 114.09 ლარით.

 

4. შპს ,,ნ------ს’’ ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს დარჩენილი თანხის - 7----- ლარის ანაზღაურება.

 

5. მოპასუხე ს----------–ოს თ-----–--- ს------------ს შპს ,,ნ-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 524,50 ლარის ოდენობით.

 

6. მოპასუხე შპს ,,ნ------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 23,91 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე