გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.11.2019
საქმის ნომერი
050310019003127990
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050310019003127990 (N3/134-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - ლი------------

წარმომადგენელი - რე----–----–--ე

 

მოპასუხე - სს------–---–------------------------------ო, სს------–---–------------------------------ო--------------–---–---------------------------------–------ი

წარმომადგენელი - ეკ----------------–-–---–ი

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ბათილად იქნეს ცნობილი სს------–---–------------------------------ო--------------–---–---------------------------------–------ის 201--–-–-----------------------2 გადაწყვეტილება;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სს------–---–------------------------------ოს 20---–-–---------–--------------------–-------–--ა;

 

3. დაევალოს სს------–---–------------------------------ოს სააგენტო--------------–---–---------------------------------–------ს თი-------------ს მემკვიდრეს - ლი-----------ს აუნაზღაუროს 5 თვის მიუღებელი პენსიის თანხა (20---–-–-----------------------–-–---------–---------ი);

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 06 აპრილს გარდაიცვალა თი------------- - მოსარჩელის დედა, რომელსაც სს------–---–------------------------------ოს ოზურგეთის რაიონული განყოფილებიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია.

 

თი------------ს 2018 წლის დეკემბრის თვიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილ პირზე გაცემული მინდობილობის ვადის გასვლის გამო, ხოლო 2019 წლის 1 მაისიდან შეუწყდა პენსიის გაცემა, გარდაცვალების გამო.

 

2000 წლის 12 სექტემბერს განმეორებით გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, მოსარჩელე ლი------------ს დედა არის თინა სოლომონის ასული ხომერიკი და ლი------------ წარმოადგენს თი-------------ს პირველი რიგის მემკვიდრეს.

 

მოსარჩელის მითითებით, დედის გარდაცვალების შემდეგ განცხადებით მიმართა სს------–---–------------------------------ოს და მოითხოვა გარდაცვლილი დედის 5 თვის მიუღებელი პენსიის გაცემა, მაგრამ სააგენტომ 201--–-–-----------------------2 წერილობითი პასუხით უარი უთხრა პენსიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ თი------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს------–---–------------------------------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე ლი------------ს დედას აწ გარდაცვლილ თი------------ს, როგორც ასაკით პენსიონერს, სს------–---–------------------------------ოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, რომელიც გაიცემოდა მინდობილ პირზე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.

 

2018 წლის 1 დეკემბრიდან თი------------ს შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო.

 

2019 წლის 08 აპრილის N7---------0 გარდაცვალების მოწმობის თანახმად, თი------------- გარდაიცვალა 2019 წლის 06 აპრილს.

 

2019 წლის 25 აპრილს ლი-----------მა განცხადებით მიმართა სს------–---–------------------------------ოს და მოითხოვა დედის – თი-------------ს გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა.

 

სს------–---–------------------------------ოს 201--–-–-----------------------2 წერილობითი პასუხით ლი-----------ს განემარტა, რომ თი------------ს 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ თი------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს.

 

2000 წლის 12 სექტემბერს განმეორებით გაცემული დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ თი-------------ს კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილი) წარმოადგენს ლი------------.

 

2019 წლის 24 მაისს ლი-----------მა საჩივრით მიმართა სს------–---–------------------------------ოს დედის – თი-------------ს გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემაზე უარის თქმის გამო.

 

სს------–---–------------------------------ოს 20---–-–---------–--------------------–-------–--ით ლი-----------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო. ვინაიდან, ბენეფიციარის სიცოცხლეში არ მოხდარა შეჩერებული პენსიის აღდგენის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვა, ლი------------ს ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული მოთხოვნა, მასზე სამართლებრივი მსჯელობა და მოყვანილი არგუმენტები სააგენტომ მიიჩნია უსაფუძვლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–ლი------------ს დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 14);

–თი-------------ს მოწმობა (ს.ფ. 15);

–სს------–---–------------------------------ოს 2019 წლის 06 მაისის N0---------- წერილი (ს.ფ. 17);

–სს------–---–------------------------------ოს 2019 წლის 12 ივლისის N04------ გადაწყვეტილბა (ს.ფ. 18-20).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სს------–---–------------------------------ოს 201--–-–-----------------------2 წერილი და სს------–---–------------------------------ოს 20---–-–---------–--------------------–-------–--ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

6.2. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე სს------–---–------------------------------ოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

6.3. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’ დანართი №1 მე-8 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეჩერება განახლების საფუძვლები, კერძოდ პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მეორე წინადადების თანახმად, პენსია შეჩერდება ასევე, იმ გარემოების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 1 დეკემბრიდან მოსარჩელე ლი------------ს დედას – თი------------ს შეუჩერდა პენსიის მიღება მინდობილობის ვადის გასვლის გამო. ამასთან, 2019 წლის 06 აპრილს თი------------- გარდაიცვალა, რის გამოც 2019 წლის 1 მაისიდან მის მიმართ პენსიის გაცემა შეწყდა.

 

6.4. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმა, პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

 

საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის 25 აპრილს, ლი-----------მა განცხადებით მიმართა სს------–---–------------------------------ოს და მოითხოვა დედის – თი-------------ს გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა. სს------–---–------------------------------ოს 201--–-–-----------------------2 წერილობითი პასუხით ლი-----------ს განემარტა, რომ თი------------ს 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ თი------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით პენსიონერის გარდაცვალებამდე შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს.

 

ლი-----------მა 2019 წლის 24 მაისს საჩივრით მიმართა სს------–---–------------------------------ოს თი-------------ს გარდაცვალებამდე გაუცემელი პენსიის თანხის გაცემაზე უარის თქმის გამო.

 

სს------–---–------------------------------ოს 20---–-–---------–--------------------–-------–--ით ლი-----------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო. ვინაიდან, ბენეფიციარის სიცოცხლეში არ მოხდარა შეჩერებული პენსიის აღდგენის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვა, ლი------------ს ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული მოთხოვნა, მასზე სამართლებრივი მსჯელობა და მოყვანილი არგუმენტები სააგენტომ მიიჩნია უსაფუძვლოდ.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’ დანართი №1 მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თი-------------ს მიდობილ პირს ან თავად აწ გარდაცვლილ თი------------ს მის გარდაცვალებამდე მიუმართავს სს------–---–------------------------------ოს შესაბამისი სამსახურისათვის. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ლი------------ წარმოადგენს აწ გარდაცვლილი თი-------------ს მემკვიდრეს, რომელიც ითხოვს აწ გარდაცვლილი დედის მიმართ გაუცემელი პენსიის თანხის მიღებას.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელწმიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) ადამიანის უფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საყოველთაოობა; დ) მუდმივობა; ე) თაობათა შორის სოლიდარობა; ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.

 

კანონმდებელი უფლების წარმოშობას უკავშირებს 60 წლის ასაკის მიღწევას, ხოლო უფლების რეალიზებას - პენსიის დანიშვნას, მათ შორის შეჩერებული პენსიის შემთხვევაში მიუღებელი თანხის ანაზღაურებას განცხადების შეტანას. შეტანის ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევაში პირისთვის კანონით მინიჭებული უფლების წართმევა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს, გამორიცხავს პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიას და უგულვებელყოფს მოქალაქის სოციალურ საჭიროებებს.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო ყურადღებას გააახვილებს ,,სახელწმიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

 

დადგენილია, რომ ლი------------ წარმოადგენს თი-------------ს პირველი რიგის მემკვიდრეს - შვილს. ამასთან, მან სს------–---–------------------------------ოს მიმართა მისი დედის გარდაცვალებიდან 2019 წლის 06 აპრილიდან დაახლოებით 19 დღის ვადაში – 2019 წლის 25 აპრილს, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს 201--–-–-----------------------2 წერილობითი პასუხი გაასაჩივრა - 2019 წლის 24 მაისს, 1 თვის განმავლობაში.

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონი უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობს ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებასთან მიმართებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ლი-----------მა მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია, პენსიის, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

ამდენად, ლი-----------ს სს------–---–------------------------------ოს მიმართ გააჩნდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი გარდაცვლილი დედის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამდენად, ლი------------ს მიერ სს------–---–------------------------------ოს მიმართ არსებობდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი დედის – აწ გარდაცვლილი თი-------------ს 2018 წლის დეკემბრიდან –2019 წლის აპრილის თვეების მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სს------–---–------------------------------ო--------------–---–---------------------------------–------ის 201--–-–-----------------------2 წერილი, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სს------–---–------------------------------ოს დირექტორის მოადგილის 20---–-–---------–--------------------–-------–--ა და უნდა დაევალოს სს------–---–------------------------------ოს სააგენტო--------------–---–---------------------------------–------ს თი-------------ს მემკვიდრეს - ლი-----------ს აუნაზღაუროს მისი დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის თანხა (2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით), ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლი------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს------–---–------------------------------ო--------------–---–---------------------------------–------ის 201--–-–-----------------------2 გადაწყვეტილება;

2.2. ბათილად იქნეს ცნობილი სს------–---–------------------------------ოს დირექტორის მოადგილის 20---–-–---------–--------------------–-------–--ა;

 

3. დაევალოს სს------–---–------------------------------ოს სააგენტო--------------–---–---------------------------------–------ს თი-------------ს მემკვიდრეს - ლი-----------ს აუნაზღაუროს მისი დედის გარდაცვალებამდე მიუღებელი პენსიის თანხა (2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით);

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.ქუთაისი, ნიუ პორტის ქ.N32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ.N14) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე