გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2019
საქმის ნომერი
080210014548807
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1144-14

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.11.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - ნ---------------

მოსარჩელე - ა-----ნ ა-–----ე

წარმომადგენელი - ნ-----–---- კ-----ა

მოპასუხეები - ს---------------------–-----

დირექტორი - დ-----------–---–-

მოპასუხე - უს-–--------------ანი

წარმომადგენელი - ა---------–-------------

დავის საგანი - სს ,,ტ------ი ქ-----–--ის’’ 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმზე (ამონარიდის სახით), კრების თავმჯდომარე უს-–--------------ანზე ხელმოწერის დავალება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმის (ამონარიდის სახით), რეგისტრაციის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

1.1. სს ,,ტ------ი ქ-----–--ი’’-ს 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმზე (ამონარიდის სახით), კრების თავმჯდომარე უს-–--------------ანზე ხელმოწერის დავალება;

1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმის (ამონარიდის სახით), რეგისტრაციის დავალება.

 

დავის არსი:

 

სს „ტ------ი ქუთმეშნი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N 1 ოქმით, სს „ტ------ი ქ------–--ი“ გაიყო ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დარჩა სახელი სს „ტ------ი ქ-----–--ი“ მერე ნაწილს ეწოდა სს „მ–------–- 2011“ .

 

25.10.2011 წ N1 ოქმს (ამონარიდის სახით) ხელი მოაწერა კრების მდივანმა ზ.გ---–--–--ემ და რიგმა აქციონერებმა, თუმცა უმიზეზოდ უარი განაცხადა კრების თავმჯდომარემ უს-–--------------ანმა, შეჯერებული პოზიციის მიუხედავად.

 

ამ ოქმის ჭეშმარიტებას ამყარებს 25.10.20011 წლის N 1 ოქმის (ამონარიდის სახით) 26.10. 2011 წლის შეთანხმება, რომლითაც დასტურდება სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მით უფრო 11.02.2012 წ მომდევნო შეთახნხმება, რასაც ხელს აწერენ 25.10.2011 წ ჩატარებული რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარე უ.გი------------, კრების მდივანი ზ.გ---–--–--ე და სხვა მსხვილი აქციონერები.

 

შემდგომში მოპასუხე სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს მიერ მომზადდა ე.წ. სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი N 2, რომლითაც სახეცვლილებით ასახავს ფაქტს, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

აქციონერთა რიგგარეშე კრებამ 25.10.2011 წ. N1 ოქმით მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს რეგისტრაციის დაყოვნებით აშკარად შელახა სს „მ–-----–- 2011“-ს აქციონერთა უფლებები.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს ,,ტ------ი ქ-----–--მა’’ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს ორ ნაწილად გაყოფის თაობაზე არ უმსჯელია სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს საერთო კრებას. სს „ტ------ი ქ-----–--ი“ არასდროს ყოფილა გაყოფილი და არ არსებობს ამის დამადასტურებლი მტკიცებულება.

 

სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს საერთო კრების მოწვევის თაობაზე დღის წესრიგი პრესაში გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით, ხოლო მითითება სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს ორ ნაწილად გაყოფის თაობაზე არ ყოფილა.

 

25.11.2011 წლის აქციონერთა კრების ოქმი ხელმოწერილია თავმჯდომარის და სხდომის მდივნის მიერ და არ არსებობს სხვა რაიმე მტკიცებულება ამონარიდის არსებობის შესახებ. ხელმოწერები უკანონოდ სხვა ოქმიდან აქვს მოსარჩელეს გამოყენებული.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს ტ------ი ქ-----–--ი (ს.კ.2--------) რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1.ს/ფ. 293-294).

 

3. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2011 წლის 30 სექტემბერს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია და დღის წესრიგი სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ.

დღის წესრიგი:

 

1. სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილი ა.ა-–----ის ნაცვალდ ახალი წევრის არჩევა/ მომხს უ.გი------------/.

2. სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს წესდების ახალი რედაქციით მიღება/ მომხს. ბ. გიგაური.

3. სხვადასხვა დროს აქციონერ ა. ა-–----ის მიერ შედგენილი აქციონერთა კრების და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების უკანონო ოქმების გაუქმება/ მომხს. უ.გი------------.

4. 2011 წლის 11 ივლისის კრებისათვის აქციონერ. ა-–----ის მიერ შემოტანილი 15.06.11 წ განცხადებაში დაყენებულ საკითხთა განხილვა/ მომხს. ა.ა-–----ე/.

5. სხვადასხვა

ა) სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს ბალანსზე რიცხული ქონების იჯარით გაქირავების შედეგად მისაღები თანხების სხვა ორგანიზაციაში ჩარიცხვის შესახებ. (მომხსენ. ზ.გ---–--–--ე)

ბ) სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს ბალანსზე რიცხული მშენებარე კლუბის (ქ. ქუთაისში, თ------–---–-ს ქუჩაზე) კონსერვაციის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის თაობაზე არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოგზავნილი მიწერილობის განხილვის შესხებ.

მტკიცებულება: ინფორმაცია და დღის წესრიგი სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ. (ტ.1.ს/ფ. 205).

 

3.2.2. საქმეს თან ერთვის 2011 წლის 25 ოქტომბრის სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრება - ოქმი N1, რომლის თანახმად, სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს საერთო კრებაზე იმსჯელეს და დაადგინეს, რომ სააქციო საზოგადოება „ტ------ი ქ-----–--ი“ თავდაპირველი საწესდებო კაპიტალით 97,407.00 აშშ დოლარი, გაიყოს ორ ნაწილად სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფის შემდეგ ერთ ნაწილს დარჩეს სახელი სს „ტ------ი ქ-----–--ი“, მეორე ნაწილს ეწოდოს სს „მ–------–--2011“.

 

სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს საწესდებო კაპიტალის 97,407.00 აშშ დოლარის 21,976 %-ს მფლობელი სს „მ–------–--2011“-ს (აქციონერებს, იხ დანართი N16) ა.ა-–----ის მთხოვნის შესაბამისად გადაეცეს ქონება მდებარე ქ.ქუთაისსში წერეთლის ქ N96-ში სრულად. (იხ. დანართი N17), ამავე შენობის 2007-2011 წლებში გაქირავებიდან მიღებული საიჯარო თანხის ჩათვლით, გაყოფამდე არსებული პასივები (ვალები იხ. დანართი N18) ფულადი აქტივები მიღებული საიჯარო ქირიდან (იხ დანართი N19), გაყოფამდე არსებული საგადახდო ვალდებულებები (იხ. დანართი N20), რამაც ასახვა ჰპოვოს გამოყოფილ ბალანსში (დანართი N21).

 

სს „მ–------–- 2001“-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არჩეული იქნენ აქციონერები: 1. ა-----ნ ა-–----ე პ/ნ ( 6----------) განათლება უმაღლესი ინჟინერ-მ–------–-. 2 თენგიზ ჩირაძე პ/ნ 6----------- განთლება უმაღლესი- ინჟინერ ეკონომისტი. 3. ჯანი მამრიკიშვილი პ/ნ 60--------- განათლება უმაღლესი - ინჟნერ-მ–------–-.

სს „ტ------ი ქ-----–--ი“ 78.024%-ს მფლობელ აქციონერებს (იხ. დანართი N24) გადაეცათ ქონება (იხ. დანართი N25) გაყოფამდე არსებული პასივები (ვალები იხ. დანართი N26), ფულადი აქტივების საიჯარო ქირიდან (იხ დანართი N28), რამაც ასახვა ჰპოვოს გამყოფ ბალანსში (დანართი N 29).

 

სს „ტ------ი ქ-----–--ი“ სამეთვალყურეო საბჭოში არჩეულ იქნენ აქიონერები 1. უსან გი------------; ემზარ ნერგაძე; ჯანსუღ ბასილაძე.

 

დამტკიცდეს სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს (იხ. დანართი N22) და სს „მ–------–- 2011“-ს (დანართი N23) წესდებები წარმოდგენილი სახით.

 

სს „ტ------ი ქ-----–--ის გაყოფის შემდეგ წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს საწარმოს გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე, გაყოფისას ურთიერთშორის ერთმანეთისდამი რაიმე პრეტენზეა არ აქვთ და გაყოფის შემდეგ დამოუკიდებლად აგრძელებენ საქმიანობას.

 

დაევალოთ გაყოფის შემდეგ არჩეულ სამეთვალყურეო საბჭოს უზრუნველყონ ახლად წარმოქმნილ სუბიექტთა დირექტორების დანიშვნა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია

დაევალოს სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს ყოფილ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ა-----ნ ა-–----ეს და დირექტორს ბადრი გიგაურს, უზრუნველყონ გაყოფის შემდეგ მოქმედ საწარმოებზე გადასცენ ტექნიკური და საბუღალტრო დოკუმენტების გადაცემა.

მტკიცებულება: 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების - N1 ოქმი (ტ.1.ს/ფ.13-19; 135-141).

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2011 წლის 25 ოქტომბერს შედგა სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრება - ოქმი N2

2011 წლის 25 ოქტომბერს 15:00 საათზე ჩატარდა ქ.ქუთაისში ნ----ს ქ N 26-ში სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს აციონერთა რიგგარეშე საერთო კრება - საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ 54-ე მუხლის სრული დაცვით.

დღის წერიგი.

 

სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილი ა.ა-–----ის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა/ მომხს. უ.გი------------.

 

სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს წესდების ახალი რედაქციით მიღება/ მოხსნ. გ.გიგაური

სხვადასხვა დროს აქციონერ ა. ა-–----ის მიერ შედგენილი აქციონერთა კრების და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების უკანონო ოქმების გაუქმება/ მომხს. უ.გი------------.

 

2011 წლის 11 ივლისსი კრებისათვის აქციონერ ა.ა-–----ის მიერ შემოტანილი 15.06.2011 წლის განცხადებაში დაყენებულ საკითხთა განხილვა / მოხს. ა.ა-–----ე/

 

სხვადასხვა

 

აქციონერთა კრებაზე დღის წესრიგის მე-5 საკითხის სხვა და სხვა ირგვლივ აქციონერ ემზარ კვერნაძის მიერ შემოვიდა წინადადება, რომ დამატებით განვიხილოთ ორი საკითხი.

ა) სს „ტ------ი ქ-----–--ი“ს ბალანსზე რიცხული ქონების იჯარით გაქირავების შედეგად მისაღები თანხების შესახებ.

ბ) სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს ბალანსზე რიცხული მშენებარე კლუბის (ქ.ქუთაისში თ------–---–-ს ქუჩაზე) კონსერვაციის და საუფრთხოების ნორმების დარღვევების თაობაზე ქუთაისის აქიტექტურის სამსახურის მიერ გამოგზავნილი მიწერილობის განხილვის შესახებ...

„სს ტ------ი ქ-----–--ი“-ს საიჯარო თანხებზე მოწოდებული ინფორმაცია მიღებული იქნეს ცნობად.

დაევალოს ა-----ნ ა-–----ეს მის მიერ უკანონოდ 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „ა.ა ტ------ი“-ში შპს „სკოლა XXI“-ს მიერ უკანონოდ ჩარიცხული თანხების სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს ანგარიშზე სრულად დაბრუნება.

მოისმინეს: სს“ტ------ი ქ-----–--ის ბალანზე რიცხული მშენბელობა დაუმთავრებელი კლუბის (მდებარე თ------–---–-ს ქ.N32-ის მიმდებარე ტერიტორიაზე) უსაფრთხოების ნორმების დარღვევის თაობაზე არქიტექტურის სამსახურის მიწერილობის განხილვის შესხებ.

 

დაადგინეს

 

აღნიშნულ ობიექტს უნდა გაუკეთდეს დემონტაჟი ან გასხვისდეს და ახლმა მფლობელმა მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტის შემდგომი ბედის შესახებ

მტკიცებულება: 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების - N2 ოქმი (ტ.1.ს/ფ.86-104

 

3.2.4. სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა ერთობლივი შეთანხმებით, საზოგადოების გაყოფის შესახებ, მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, კერძოდ:

სს „ტ------ი ქ-----–--ი“ გაყოფის შემდგომ რჩება მთლიანი ქონებიდან გამომდინარე აქციონერ ა-----ნ ა-–----ის და უფასო აქციების მიმღები პირების შესაბამისი ქონებით, ხოლო აქციონერთა მეორე მხარე რეესტრის სიის მიხედვით პირველი ნომრიდან ოცდაცამეტი (33) ნომრის ჩათვლით ნომერ (3) სამი ა-----ნ ა-–----ის გამოკლებით, რომელიც მომავალში დარეგისტრირდება ახალი შპს-ით. ზემოთ აღნიშნული შეთანხმება შეესაბამება სინამდვილეს რასაც ვადასტურებ ხელის მოწერით.

მტკიცებულება: აქციონერთა შეთანხმება. (ტ.1.ს/ფ.37).

 

3.2.5. 2012 წლის 11 თებერვლის სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა შეთანხმებით დადგენილია, რომ ერთი მხარე შპს“ ტ------ი ქ-----–--ი- 32 მსხვილი აქციონერი ყველა თავის ქონებით ბალახვანის გარდა (დანართი 1); მეორე მხარე სახელწოდებით ბალახვანი 2012 წ. მსხვილი აქციონერი ა.ა-–----ე და მსხვილი აქციონერთა გარდა ყველა აქციონერი (დანართი 2) შეთანხმდნენ, რომ - ბალახვანის ობიექტის საერთო ღირებულების გაანაგრიშებისას არ იყო შეტანილი ამოსაღები 8 თვის სარენდო თანხა 8000 ლარი: ამ თანხის გაყოფა მოხდეს სს -ის გაყოფით გამოყვანილი პროცენტების შესაბამისად, კერძოდ სს „ბალახვანი 2012“-22 %; ხოლო სს „ტ------ი ქ-----–--ს 78 %.

 

ლტოლვილთა სამინისტროდან სასამართლოს გადაწყვეტილებთ მოგებული თანხის 41,890.00 ლარის ამოღების შემთხვევაში განაწილდეს შემდეგი პროცენტებით: - სს ტ------ი ქ-----–--ი“ -78 %; სს ბალახვანი 2012“ - 22 %.

 

ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში მოხდეს სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს 2011 წლის არსებული დოკუმენტაციის გადაცემა ორმხრივი აქტის საფუძვეზე.

მტკიცებულება: აქციონერთა შეთანხმება. (ტ.1.ს/ფ.105).

 

3.2.6. მოწმედ დაკითხულმა ზაური ლომთაძემ განმარტა, რომ არის სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერი. მოწმის განმარტებით, 2011 წლის 25 ოქტომბერს ნამდვილად ესწრებოდა სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრებას. დღის წესრიგი გამოქვეყნებული იყო კანონით დადგენილი წესით და სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფის შესახებ იმ დღეს არ უმსჯელიათ. მოწმის განმარტებით, სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მიერ გადაწყვეტილი საკითხები სრულადაა ასახული 2011 წლის 25 ოქტომბრის კრების N2 ოქმში.

 

მოწმის განმარტებით, 2011 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმზე ხელმოწერა მას ეკუთვნის, მაგრამ აღნიშნული განახორციელა კრების დასრულების შემდეგ ა-----ნ ა-–----ის თხოვნით, რადგან ამჟამადაც თანახმაა, სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“ გაიყოს და ა-----ნ ა-–----ემ მიიღოს აქციების პროპორციულად კუთვნილი წილი.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.7. მოწმედ დაკითხულმა ზურაბ გ---–--–--ემ განმარტა, რომ არის სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერი. მოწმემ განმარტა, რომ 2011 წლის 25 ოქტომბერს ნამდვილად ესწრებოდა სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრებას. დღის წესრიგი გამოქვეყნებული იყო კანონით დადგენილი წესით და სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფის შესახებ იმ დღეს არ უმსჯელიათ. მისი ხელმოწერა არის თანხმობა გაყოფაზე. გაყოფის საკითხი კრებაზე ნამდვილად დაისვა, მაგრამ კენჭისყრა მომავალ კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო. მოწმის განმარტებით, სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მიერ გადაწყვეტილი საკითხები სრულადაა ასახული 2011 წლის 25 ოქტომბრის კრების N2 ოქმში.

მოწმის განმარტებით, თანახმაა სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“ გაიყოს და ა-----ნ ა-–----ემ მიიღოს აქციების პროპორციულად კუთვნილი წილი.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია სააქციო საზოგადოების კრების ოქმზე ხელმოწერის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმის (ამონარიდის სახით), რეგისტრაციის დავალება.

 

სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს 2011 წლის 25 ოქტომბერს, სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერების მიერ რიგგარეშე კრებაზე იყო თუ არა მსჯელობა სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს 2011 წლის 25 ოქტომბრის კრების N1 ოქმში მითითებულ საკითხებზე (სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფა).

 

3.2.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგელბა მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

3.2.10. სასამართლო მიუთითებს მეწარმეთა შესახებ, საქართველოს კანონის მე-144მუხლის დანაწესზე, რომლითაც დასაშვებია საწარმოს რეორგანიზაცია; 1. საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).

-პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

-საწარმოების შერწყმა და საწარმოს გაყოფა რეგისტრირდება საწარმოს რეგისტრაციისათვის ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად შერწყმის/გაყოფის შედეგად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით.

 

-იმავე კოდექსის 54-ე მუხლით, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში – აქციონერების მოთხოვნით. სამეთვალყურეო საბჭო ადგენს საერთო კრების სააღრიცხვო დღეს, რომელიც არ შეიძლება იყოს კრების მოწვევამდე 45 დღეზე ადრე და კრების მოწვევის გამოცხადების თარიღზე გვიან. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.

 

11. საერთო კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. ამ შემთხვევაში დანარჩენ აქციონერებს ეგზავნებათ შეტყობინება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ ამ პუნქტში აღნიშნულ აქციათა რაოდენობას ფლობს ერთ აქციონერზე მეტი, აქციონერთა საერთო კრების ჩატარება სავალდებულოა.

 

2. სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა დაერთოს იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი დაზღვეული წერილით ეგზავნებათ. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი ფოსტით.

 

6. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ცვლილებები სააქციო საზოგადოების წესდებაში;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ;

 

-მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს ,,ტ------ი ქ-----–--ის’’ 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმით (ამონარიდის სახით), კრებამ იმსჯელა სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფიოს თაობაზე და კენჭი ეყარა გადაწყვეტილებას, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმის (ამონარიდის სახით), რეგისტრაციის დავალების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-144 -ე, 53-54-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით -სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით - გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ აქციონერთა შეთანხმება გარიგებაა და მისი ნამდვილად მიჩნევისათვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების დადების პირობებს და შესაბამისად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, კი ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამ ნორმათა მიხედვით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება დადებული გარიგების მოწონებად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები მოიწონებენ, უშუალოდ, გარიგებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

6... როგორც აღინიშნა, მეწარმეთა შესახებ, საქართველოს კანონის მე-144 მუხლით დასაშვებია საწარმოს რეორგანიზაცია; 1. საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).

 

2. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

3. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.

 

4. საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.

5. საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.

 

6. პარტნიორთა მიერ მიღებულ საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით საწარმოს ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული რეგისტრაციისა და შეტყობინების წესები. სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას, რომლის დროსაც საწარმოს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება ამ პუნქტში აღნიშნული გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები, ხოლო კრედიტორებს არ წარმოეშობათ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ მიიჩნევა კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარის შემცირებად.

 

6.1. სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.

 

7. ვალდებულების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი ან არსებობს კრედიტორის თანხმობა რეორგანიზაციაზე. სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არის, თუ მოთხოვნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს რეორგანიზაცია.

8. შეტყობინების მიღებიდან რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრ ვალდებულებათა ვადაზე ადრე შესრულება.

9. საწარმოების შერწყმა და საწარმოს გაყოფა რეგისტრირდება საწარმოს რეგისტრაციისათვის ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად შერწყმის/გაყოფის შედეგად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით.

10. საწარმოს რეორგანიზაციის დამატებითი პირობები და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

 

-იმავე კოდექსის 54-ე მუხლით, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში – აქციონერების მოთხოვნით. სამეთვალყურეო საბჭო ადგენს საერთო კრების სააღრიცხვო დღეს, რომელიც არ შეიძლება იყოს კრების მოწვევამდე 45 დღეზე ადრე და კრების მოწვევის გამოცხადების თარიღზე გვიან. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.

 

11. საერთო კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. ამ შემთხვევაში დანარჩენ აქციონერებს ეგზავნებათ შეტყობინება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ ამ პუნქტში აღნიშნულ აქციათა რაოდენობას ფლობს ერთ აქციონერზე მეტი, აქციონერთა საერთო კრების ჩატარება სავალდებულოა.

 

2. სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა დაერთოს იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი დაზღვეული წერილით ეგზავნებათ. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი ფოსტით.

3. აქციონერს შეუძლია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად წინასწარ მიიღოს კრებაში მონაწილეობის უფლებისა და მის განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის დასტური. იგი კრების მუშაობაში მონაწილეობს პირადობის მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

4. საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება.

5. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია ხმების ნახევარზე მეტის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში იმავე დღის წესრიგით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია ხმების არანაკლებ 25%-ის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კრება კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში იმავე დღის წესრიგით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია წარმოდგენილი ხმის მქონე პარტნიორის (პარტნიორების) რაოდენობის მიუხედავად.

6. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ცვლილებები სააქციო საზოგადოების წესდებაში;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ;

გ) მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ ფასიანი ქაღალდების უპირატესი შესყიდვის უფლება (ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში);

დ) მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორების წინადადება მოგების გამოყენების შესახებ, ხოლო როცა ეს ორგანოები ვერ იძლევიან ერთიან წინადადებას – მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების გამოყენების შესახებ;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა გათვალისწინებულია ამ კანონით);

ვ) აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან, განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის ვადა;

ზ) დაამტკიცოს დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშები;

თ) გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი;

ი) აირჩიოს და გაათავისუფლოს გარე აუდიტორი; (4.05.2017. N812)

კ) მიიღოს გადაწყვეტილებები სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, ამ პროცესისათვის წარმომადგენლის დანიშვნის ჩათვლით;

ლ) მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) ან დატვირთვის შესახებ, რომელთა ღირებულება შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გარდა ისეთი გარიგებებისა, რომლებიც წარმოადგენს ჩვეულ სამეწარმეო საქმიანობას.

წესდებით შეიძლება ამ პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილებები გადანაწილდეს სამეთვალყურეო საბჭოზე ან/და დირექტორზე (დირექტორებზე).

7. თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის მქონე პარტნიორთა ხმების 75%-ზე მეტის თანხმობა, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა გადაწყვეტილების მისაღებად – დამსწრე ხმის მქონე პარტნიორთა ხმების 50%-ზე მეტის თანხმობა.

8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევისას აქციონერები შეიძლება შეთანხმდნენ ხმების აკუმულირების მეთოდის გამოყენებაზე, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:

ა) ყოველი აქციონერი ანაწილებს მთელ თავის ხმებს წარმოდგენილ კანდიდატთა ნებისმიერ რაოდენობაზე ისე, რომ მის მიერ მიცემულ ხმათა ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს მის განკარგულებაში არსებულ ხმათა სრულ რაოდენობას;

ბ) აქციონერს შეუძლია თითოეული თავისი ხმით მხოლოდ მხარი დაუჭიროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატს (მის წინააღმდეგ ხმის მიცემა დაუშვებელია);

გ) თუ კანდიდატების რაოდენობა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია, მაშინ ყველა კანდიდატი, რომელმაც მიიღო თუნდაც ერთი ხმა, ავტომატურად ხდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დადგენილ რაოდენობას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებმაც მიიღეს ხმათა უმრავლესობა.

მოხმობილი სამართლის ნორმის მიხედვით, დადგენილია სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციის წესი და პროცედურა.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს ,,ტ------ი ქ-----–--ი"-ს 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმით (ამონარიდის სახით), კრებამ იმსჯელა სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფის თაობაზე და კენჭი ეყარა გადაწყვეტილებას და იგი მოიწონეს პარტნიორებმა, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ 2011 წლის 30 სექტემბერს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია და დღის წესრიგი სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ.

დღის წესრიგი:

1. სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილი ა.ა-–----ის ნაცვალდ ახალი წევრის არჩევა/ მომხს უ.გი------------/.

2. სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს წესდების ახალი რედაქციით მიღება/ მომხს. ბ. გიგაური.

3. სხვადასხვა დროს აქციონერ ა. ა-–----ის მიერ შედგენილი აქციონერთა კრების და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების უკანონო ოქმების გაუქმება/ მომხს. უ.გი------------.

4. 2011 წლის 11 ივლისის კრებისათვის აქციონერ. ა-–----ის მიერ შემოტანილი 15.06.11 წ განცხადებაში დაყენებულ საკითხთა განხილვა/ მომხს. ა.ა-–----ე/.

5. სხვადასხვა

ა) სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს ბალანსზე რიცხული ქონების იჯარით გაქირავების შედეგად მისაღები თანხების სხვა ორგანიზაციაში ჩარიცხვის შესახებ. (მომხსენ. ზ.გ---–--–--ე)

ბ) სს „ტ------ი ქ-----–--ი“-ს ბალანსზე რიცხული მშენებარე კლუბის (ქ. ქუთაისში, თ------–---–-ს ქუჩაზე) კონსერვაციის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის თაობაზე არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოგზავნილი მიწერილობის განხილვის შესახებ.

(ტ.1.ს/ფ. 205).

 

გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით, საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში დღის წესრიგი გამოქვეყნებულია, ხოლო დღის წესრიგი არ შეიცავს მითითებას სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფის თაობაზე და არ გამოქვეყნებულა დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

-მითითებული მტკიცებულების სამართლებრივი ანლიზით დადგენილია, რომ სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების აქციონერებს არ უმსჯელიათ სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფის თაობაზე და საკითხი არ დამდგარა კენჭისყრაზე. აღნიშნული ასევე არ დაადასტურა კრების მდივანმა, მოწმედ დაკითხულმა ზურაბ გ---–--–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ ის მხარს უჭერს სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფას, თუმცა აღნიშნული საკითხი კრების დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა.

 

-გარდა ამისა, მოწმედ დაკითხულმა ზაური ლომთაძემ განმარტა, რომ არის სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერი. მოწმემ განმარტა, რომ 2011 წლის 25 ოქტომბერს ნამდვილად ესწრებოდა სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრებას. დღის წესრიგი გამოქვეყნებული იყო კანონით დადგენილი წესით და სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს გაყოფის შესახებ იმ დღეს არ უმსჯელიათ. მოწმის განმარტებით, სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მიერ გადაწყვეტილი საკითხები სრულადაა ასახული 2011 წლის 25 ოქტომბრის კრების N2 ოქმში.

მოწმის განმარტებით, 2011 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმზე ხელმოწერა მას ეკუთვნის, მაგრამ აღნიშნული განახორციელა კრების დასრულების შემდეგ ა-----ნ ა-–----ის თხოვნით, რადგან ამჟამადაც თანახმაა, სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“ გაიყოს და ა-----ნ ა-–----ემ მიიღოს აქციების პროპორციულად კუთვნილი წილი.

 

-სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს 2011 წლის 25 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრებას არ უმსჯელია და კენჭისყრაზე არ დამდგარა, ისეთ არსებითი საკითხები, როგორიცაა გამოსაყოფი ქონება, ახალშექმნილი საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, აქციონერთა წილობრივი მონაწილეობა და სხვა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები, რაც აუცილებელია საწარმოს გაყოფისას. ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, დღეის მდგომარეობით სახეზეა ერთი სამეწარმეო სუბიექტი -სს ,,ტ------ი ქ-----–--ი’’ (ს.ნ. 2--------).

-შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმის (ამონარიდის სახით), რეგისტრაციის დავალების შესახებ.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

-სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ჩატარებული კრების და მისგან გამომდინარე შედეგების (მიღებული გადაწყვეტილებების) ლეგიტიმურობა.

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეები არიან სააქციო საზოგადოების აქციონერები. დომინანტმა აქციონერებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირებისათვის. ამისათვის აუცილებელია მხარეებმა გამოხატონ მაღალი შეგნება, სამართლებრივი დონე და კულტურა. შესაბამისად ამ სიკეთის წყალობით ერთმანეთთან ურთიერთობა დაარეგულირონ ცივილური წესებით. სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესების დაცვა მაშინ იქნება სავალდებულო და აუცილებელი, თუ მხარეები არ გამოიჩენენ ერთმანეთის პატივისცემას, სამოქალაქო მოვალეობისადმი სწორ დამოკიდებულებას, კულტურას და მაღალ შეგნებას.

 

-სს ,,ტ------ი ქ-----–--ი’’-ს აქციონერებს უფლება აქვთ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, მოიწვიონ საერთო კრება და განსაზღვრონ საზოგადოების სწორი კურსი და ასევე მოახდინონ ორგანიზაციის გაყოფა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო პროცესის 55.2-ე მუხლის თანახმად - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 (ასი) ლარი, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

8.1. მოცემულ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ა-----ნ ა-–----ის სარჩელი სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმზე (ამონარიდის სახით), კრების თავმჯდომარე უს-–--------------ანზე ხელმოწერის დავალების, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, სს ,,ტ------ი ქ-----–--ი“-ს აქციონერთა 2011 წლის 25 ოქტომბრის რიგგარეშე საერთო კრების N1 ოქმის (ამონარიდის სახით), რეგისტრაციის დავალების შესახებ დაუსაბუთებლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ--–--------------