განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1683-15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ი----- გ-----–---–ი
დაზარალებულის უფლებამონაცვლე: კ------------- ჩ-----–---ი
ადვოკატები: დ----- ს----ე, შ--–-- ხ----------ე
ს/ს საქმე №0------
განსასჯელი: გ------- შ-----–--- (ძებნილი)
მამის სახელი: ო------
დაბადებული: 1---------–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 1----------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ---------------------------–---–-------------
პასუხისგებაში მიცემის დრო:------------–--–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი საბრალდებო დასკვნით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, განსასჯელ გ------- შ-----–---ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით: განსასჯელ გ------- შ-----–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2002 წლის 20 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, დ----- ც-------ე მივიდა ბ-----------------–-----------------------------------ში მცხოვრებ მოქალაქე ნ---- ჯ-------–--სთან. ამავე კორპუსის დაბლა ს--------–-------- ოთახში სხვებთან ერთად ქეიფობდა გ------- შ-----–---ც. დაახლოებით 02 საათზე დ. ც-------ე თავის მეგობრის ოთახიდან გავიდა აივანზე სიგარეტის მოსაწევად. ამ დროს დაბლა სართულზე აივანზე იყო გამოსული გ. შ-----–---ც. სიგარეტის ნაფერფლი მე-5 სართულიდან დაეფერფლა გ. შ-----–---ს, რასაც მოჰყვა დ. ც-------ისა და გ. შ-----–---ს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ორივე ურთიერთმუქარით გამოვიდნენ ოთახებიდან და ერთმანეთს შეხვდნენ მე-4 სართულის ფოიეში, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც გ. შ-----–---მ დ. ც-------ეს განზრახ მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში, რის შემდეგაც მიყენებული ჭრილობის გამო დ. ც-------ე გარდაიცვალა, ხოლო თავად გ. შ-----–--- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ვინაიდან განსასჯელმა გ------- შ-----–---მ თავი აარიდა როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში გამოცხადებას, საქართველოს სსსკ-ის 443-ე მუხლის (ძვ.რედ.) შესაბამისად, დადგენილი იქნა, რომ საქმის განხილვა გაგრძელდეს მისი მონაწილეობის გარეშე.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ სრულად დაუჭირეს მხარი სახელმწიფო ბრალდებას, ითხოვეს გ------- შ-----–---ს დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
სასამართლო სხდომაზე განსასჯელის ადვოკატებმა ითხოვეს გ------- შ-----–---ს უდანაშაულოდ ცნობა, მისი წარდგენილ ბრალდებაში გამართლება და გ------- შ-----–---ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც საკმარისია გ------- შ-----–---ს დამნაშავედ ცნობისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბრალდებო დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კ------------- ჩ-----–---მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ დ----- ც-------ე იყო მისი დისშვილი და როგორც საკუთარ შვილს, ისე ზრდიდა ოჯახში. როდესაც მან გაიგო დ-----ის გარდაცვალების შესახებ, წავიდა განყოფილებაში, სადაც ნახა დ------ დეიდაშვილი გ---- ქ-----, რომელთანაც იგი არ მიუშვეს. პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ბ----–- მოხდა ჩხუბი, დანით დაჭრეს დ----- ც-------ე, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო მისი მკვლელი ზუგდიდელი - გ------- შ-----–--- გაიქცა. ბ----–- გ---- ქ----- ცხოვრობდა. დ-----ი აივანზე იყო გასული და შემთხვევით ფერფლი დააყარა გ------- შ-----–---ს, რასაც მოჰყვა მათ შორის ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც გ------- შ-----–---მ დ-----ს დანა დაარტყა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ჯ-------–--მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ 2002 წლის მაისში, საღამოს, მასთან სუფრაზე სტუმრად იყვნენ დ----- ც-------ე და გ---- ქ-----. დაახლოებით ღამის 2 საათზე დ----- ც-------ე აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც გაიგონეს ხმამაღალი საუბარი. დ----- უთქმელად გავარდა გარეთ, ისე რომ არაფერი აუღია, ხოლო რამდენიმე წუთში გაყვა გ----ც, რომ გაერკვია რა ხდებოდა. შემდეგ მოწმე, ნ--- წ---–--- და ე---------------ც გავიდნენ. მეოთხე სართულის ფოიეში, რომელიც განათებული იყო, დაინახა დ-----, რომელიც ეჩხუბებოდა პატარა ტანის ბიჭს, რომელსაც ქონდა ბავშვური სახე. მეზობლები აშველებდნენ, მათ შორის იყო გ----ც. მოწმის განმარტებით, დ----- არ იყო ფიზიკურად სუსტი, მაგრამ ის ბიჭი (როგორც მეზობლებისგან იცის გ------- შ-----–---) იმდენად აგრესიული იყო, რომ ჯობნიდა. მანვე, დაინახა, რომ მოჩხუბარ ბიჭს ხელში ეჭირა დანა, რომელიც დ------ გულ-მკერდის არეში მოუქნია, თუმცა დანის დარტყმის მომენტი არ უნახავს, მხოლოდ თავდამსხმელის სისხლიანი ხელი ნახა. სხვას, იმ ადგილზე არავის ჭერია ბასრი საგანი. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გააშველეს. იმ არეულობაში არავის უთქვამს, რომ ვინმე დაჭრეს. არც დ------ ტანზე დაუნახავს სისხლი. შემდეგ დ------ ნივთები წაიღო სახლში, სადაც მალევე მივიდა გ----, რომელმაც უთხრა, რომ დ------ ვერ პოულობდა. მიუხედავად ძებნისა, მაინც ვერსად იპოვეს. გამთენიისას კვლავ მივიდა გ----, რომელიც ღრიალებდა, რომ დ----- მოკლეს. მესამე სართულის ფოიეში კი თავადაც ნახა მიცვალებული. მოწმემ დაადასტურა 2002 წლის 12 აგვისტოს ამოცნობის ოქმი. ამოიცნო ის პიროვნება, რომელიც 2002 წლის 21 მაისს ღამის საათებში ეჩხუბებოდა დ----- ც-------ეს. ზემოაღნიშნულ პიროვნებას დ----- ც-------ესთან ჩხუბის დროს, ხელში ეკავა დანა. მოწმეს, ასევე, ხელი აქვს მოწერილი დ------ ტანსაცმლის დათვალიერების ოქმზეც.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ჯ-------–--მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ გ---- ქ-----სგან იცნობს დ----- ც-------ეს. 2002 წელს, დ----- ც-------ის მკვლელობის დღეს, საღამოს მათთან სტუმრად იყვნენ გ---- ქ----- და დ----- ც-------ე. გაიშალა სუფრა. გვიან ღამით დაღლილობისგან და სასმლისგან ჩაეძინა და დილის 7 საათზე გაიგო გ----სგან დ----- ც-------ის მკვლელობის შესახებ. ჩავიდა მესამე სართულზე, სადაც ნახა დ------ გვამი. მოწმის განმარტებით, თავისი დისგან - ნ---- ჯ-------–--სგან გაიგო, რომ დ-----ი აივანზე სიგარეტს ეწეოდა და დაბლა დააფერფლა ვიღაცას, რასაც ქვევიდან გინება მოჰყვა. დ----- ჩასულა დაბლა, სადაც ერთი პირი იქნევდა დანას, დანარჩენები კი აშველებდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ჯ-------–--მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ შემთხვევის დროს ცხოვრობდა ბ----–-, ს---------–--–- თავის ძმასთან და დასთან ერთად. შემთხვევის დღეს მას სახლში დახვდნენ დის მეგობრები, მათ შორის იყო დ----- ც-------ეც. გაიშალა სუფრა. თავად გვერდით ოთახში გავიდა. მალევე გაიგონა კარის გაჯახუნების ხმა. ოთახიდან გამოსულს იქ არავინ დახვდა და თვითონაც გაიქცა დაბლა. ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო. განცალკევებით იდგა გაბრაზებული დ----- ც-------ე, რომელსაც არ ეცვა ფეხსაცმელები და პერანგი. მას არ შეუხედავს დ------ ტანზე და არ იცის, იმ დროს დარტყმული ჰქონდა თუ არა დანა. მალევე გ---- ქ-----მ ქალები გაუშვა სახლში, ხოლო ცოტახნის მერე გ----ც მივიდა მათთან და უთხრა, რომ დ----- დაკარგა, რის შემდეგაც ყველანი გავიდნენ მის მოსაძებნად, თუმცა ვერ იპოვეს. მოწმის განმარტებით, გ---- კვლავ წავიდა. გამთენიისას კი გაიგეს მისი ღრიალი, რომ დ----- მოკლეს. შემდეგ თავადაც ნახა დერეფანში დ------ გვამი. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით გაიგო, რომ ჩხუბის დროს დ----- ძირს ეგდო და მას ურტყამდა გ------- შ-----–---, რა დროსაც სავარაუდოდ მოხდა დ------ დაჭრა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- წ---–---მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ 2002 წელს, შემთხვევის დღეს, ბ----------------–- შეიკრიბნენ მეგობრები. ღამის 12 საათზე მათ შეუერთდათ დ----- ც-------ე. მოგვიანებით მან აივნიდან გაიგონა ჩხუბის ხმა. გასვლისას დაინახა დ-----ი, რომელიც დაბლა ვიღაც ბიჭს ეჩხუბებოდა. როდესაც გადაიხედა, დაინახა პატარა ბიჭი. მიუხედავად თხოვნისა, რომ გაჩერებულიყვნენ, ისინი აგრძელებდნენ ერთმანეთის გინებას. ქვემოდან სიგარეტიც კი ამოაგდო და მოწმეს თავი რომ არ გაეწია, მოხვდებოდა. შემდეგ დ----- გაიქცა დაბლა, რომელსაც რამდენიმე წუთში გაყვა თავადაც და სუფრის წევრებიც. მან დაინახა, რომ დ----- და ის ბიჭი, რომელიც აივნიდან ნახა, განათებულ ადგილზე ჩხუბობდნენ. მეორე ბიჭი აგრესიულად იყო განწყობილი და დ----- ც-------ეს გამეტებით ურტყამდა. დ----- რამდენჯერმე ძირს დაეცა, თუმცა არ გაუგია, რომ იგი დაჭრილი იყო. დ------ და გ----ს დანა არ ქონდათ. ნ---- ჯ-------–--მ ნახა, რომ დ------თან მოჩხუბარ ბიჭს ეჭირა დანა. ბოლოს გააშველეს, მოჩხუბარი ბიჭი წავიდა სახლისკენ, რომელსაც მოწმე გაყვა და უთხრა, თუ რა ქონდათ ერთმანეთში გასაყოფი, რა აჩხუბებდათ. დ----- კი თავის დეიდაშვილ გ---- ქ-----სთან იყო. ცოტა ხნის მერე სახლში ავიდა გ---- და თქვა, რომ დ----- დაკარგა. ეზოში დაიწყეს მისი ძებნა, თუმცა ამაოდ. გამთენიისას გ---- ქ----- სახლში შევარდა ღრიალით, რომ დ----- მოკლეს. ქვემოთ ჩასულებმა დ----- ნახეს გარდაცვლილი. მოწმის განმარტებით, გარდაცვლილი არ იყო კონფლიქტური პიროვნება, იგი გაწონასწორებული და დადებითი პიროვნება იყო. მოწმის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში. ამოიცნო ის პიროვნება, რომელიც დ------ ეჩხუბებოდა. მოგვიანებით მეზობლებმა უთხრეს, რომ ის ბიჭი გ------- შ-----–--- იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–---- ზ-------მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მასთან, ბ----–- სუფრა იყო გაშლილი, სადაც სხვებთან ერთად იყო გ------- შ-----–---ც. დაახლოებით ღამის 2 საათზე მან თავისი შეყვარებული გააცილა მოპირდაპირე ფლიგელში, რა დროსაც გაიგო ყვირილის ხმა და გაიქცა ხმაურისკენ. მისი სახლის კართან იყო ჩხუბი. განათება სახლიდან გამოდიოდა. იგი ჩხუბში არ ჩარეულა. ჩხუბის მერე მასთან ოთახში სხვა პირებთან ერთად იყო გ------- შ-----–---ც, თუმცა მასთან არ უსაუბრია. ბოლოს ყველა წავიდა, თავად დაწვა და დაიძინა. ერთი საათის შემდეგ კარზე იყო ბრახუნი. ვიღაცა ყვიროდა, რომ ძმა მოუკლეს. მან არ იცის ჩხუბის მიზეზი და მას მერე არც უნახავს გ------- შ-----–---.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------ ქ-–---–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ ის, მისი შეყვარებული ნ-----–---- ზ------- და გ------- შ-----–--- ცხოვრობენ ბ----–-, ს---------–--–-. შემთხვევის დღეს მეგობრები ქეიფობდნენ ნ-----–----თან. მოგვიანებით შემოუერთდათ გ------- შ-----–---ც. ღამის 2 საათისთვის თითქმის ყველა წავიდა და როდესაც ნ--- მას აცილებდა, მეოთხე სართულზე გაიგეს ჩხუბის ხმა. დერეფანში ღია ოთახიდან გამოდიოდა შუქი, ორი პირი ჩხუბობდა, დანარჩენები კი აშველებდნენ. იგი ნ---ს აჩერებდა, რომ არ ჩარეულიყო და შეიყვანა ოთახში. მათთან შევიდა გ------- შ-----–---ც, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და ხელიც გაჭრილი ჰქონდა. მან გ-------ს ხელი დააბანინა, თუმცა იმ პერიოდში არ უსაუბრიათ. შემდეგ ყველანი დაიშალნენ. დაახლოებით 6 საათზე ატყდა შემზარავი ყვირილი, ნ---ს სახლის კართან ვიღაც ყვიროდა, თუ ვინ მოკლა მისი ძმა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- ა------ემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ნ-----–---- ზ-------ს იცნობს სტუდენტობის დროიდან. შემთხვევის დროს ცხოვრობდა ბ------ ს---------–--–-. ის და გ------- შ-----–--- კი ერთად სწავლობდნენ. შემთხვევის დღეს დილით გ------- შ-----–--- მასთან იყო, საღამოს კი საქეიფოდ წავიდნენ ნ-----–---- ზ-------სთან. ის ნ---ს სახლიდან 00:36 საათზე წავიდა. ქეიფის დროს ნორმალური სიტუაცია იყო, კონფლიქტს ადგილი არ ქონია. გ------- შ-----–--- ქეიფის მერე აღარ უნახავს. დილით პოლიციელებმა კითხეს, რაიმე ხომ არ იცოდა გუშინდელ ჩხუბზე, შემდეგ მიიყვანეს გვამთან და კითხეს, იცნობდა თუ არა გარდაცვლილს. მან ვერც გვამი ამოიცნო. მოწმის განმარტებით, გ------- შ-----–---სთან შემთხვევის შემდეგ, რამდენიმეჯერ ჰქონდა საუბარი ,,სკაიპით’’, რა დროსაც მისგან გაიგო, რომ შემთხვევის ღამეს გ------- შ-----–--- მოსაწევად გასულა აივანზე, ფერფლი დაეცა ზემოდან და ამის გამო მოხდა შელაპარაკება გარდაცვლილსა და მას შორის.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----–- ხ---–--–--ემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ გ------- შ-----–---ს და გარდაცვლილ დ----- ც-------ეს არ იცნობს. 2002 წლის მაისში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ბ----–-, ს---------–--–-. შემთხვევის დღეს ნ-----–---- ზ-------მ სახლში დაპატიჟა მისი შვილები, რომლებიც მოგვიანებით თვითონვე მოაცილა სახლამდე. ნ-----–----იც მასთან იყო, გარედან რომ გაიგეს აყალ-მაყალის ხმა. გავიდნენ და ნახეს, რომ ჩხუბი იყო ნ-----–----ის სახლთან. მაცხოვრებლები იყვნენ გარშემო. მოწმე და მისი გოგო აკავებდნენ ნ-----–----ს, ჩხუბში რომ არ ჩართულიყო. ჩხუბი მალე შეწყდა. ნ--- თავის ოთახში შევიდა, რომელსაც შეყვა შვილთან ერთად. მოჩხუბარი დაბალი ბიჭიც შევიდა ნ---სთან, რომელიც იყო გ------- შ-----–---. მას ხელში ეჭირა დანა და ხელიც გაჭრილი ქონდა. საბოლოოდ, შ-----–--- წავიდა, თუმცა წასვლამდე ვიღაც ქალებიც იყვნენ მასთან და მეგრულად ესაუბრებოდნენ. მოწმის განმარტებით, გვიან ისინიც გავიდნენ თავიანთ ოთახში, რა დროსაც კაცის განწირული ყვირილი გაიგეს, რომ დეიდაშვილი მოუკლეს. იქ მაცხოვრებლებისგან გაიგო, რომ ჩხუბის დროს ვიღაც მოკლეს. მერე პოლიციაც მოვიდა. სასწრაფოს მოსვლისას იმავე კორპუსში მესამე სართულზე იპოვეს გარდაცვლილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე---------------მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2002 წლის 19 მაისს იყო მეგობარ ნ---- ჯ-------–--სთან, სადაც გაიშალა სუფრა. მოგვიანებით სუფრას შეუერთდა დ----- ც-------ეც. ც-------ე გავიდა აივანზე. ორ წუთში აივნიდან ხმამაღალი საუბარი გაიგეს, დ----- ც-------ე ეუბნებოდა ქვემოთა სართულის მეზობელს, რომ არაფერი დაუშავებია მისთვის, რაზეც მეზობელმა დედის მისამართით აგინა, რის შემდეგაც დ-----ი გამწარდა და გავარდა სახლიდან. მას მიყვა სუფრაზე მჯდომი გ----ც, შემდეგ კი ყველა გაყვა მათ. მისი მისვლისას გ----ს უკვე გაშველებული ყავდა დ-----ი და მეორე პიროვნება. იქაურობას ოთახიდან გამოსული შუქი ანათებდა. ცოტა ხანში მათთან მივიდა გ---- და უთხრა, რომ დ----- დაკარგა. ეზოში ჩავიდნენ მოსაძებნად, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ, გ----მ გააგრძელა ძებნა და გამთენიისას 6-7 საათისთვის, ისინი გააღვიძა გ----ს ყვირილმა, დ----- მომიკლესო. მესამე სართულზე ჩასვლისას კი ნახეს გარდაცვლილი დ----- ც-------ე. მოწმის განმარტებით, დ----- ც-------ე სიგარეტს ეწეოდა აივანზე და მისი აზრით სიგარეტის ფერფლის გამო მოხდა ჩხუბი. დ------თან მოჩხუბარი ბიჭი აგრესიული იყო და ვერ აწყნარებდნენ. მოწმეს არც იარაღი და არც სისხლი უნახავს ჩხუბის შემდეგ.
მოწმე პ--–--- ც-----ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად დადგენილია, რომ გ------- შ-----–--- მისი დისშვილია, რომელიც ბ----–- ს---------–--–- ცხოვრობდა. 2002 წლის 21 მაისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ-------ს ს---------–--–- ჩხუბის დროს მოუკლავს ბიჭი. მას შემდეგ იგი თავად ელაპარაკა დისშვილს, რომელმაც უთხრა, რომ ნ--- ზ-------სთან ქეიფის დროს აივანზე გავიდა მოსაწევად, რა დროსაც ზედა სართულის აივნიდან უხეშად გამოელაპარაკა უცნობი. აღნიშნულზე გ-------მ სიგარეტი ესროლა ქვემოდან, რასაც მოყვა ჩხუბი. შ-----–---ს გადმოცემით, უცნობმა ცემა დაუწყო, რა დროსაც მან გახსნილ დანას სტაცა ხელი და ბრმად მოუქნია რამდენჯერმე. მისივე თქმით, ხელი მასაც გაჭრილი ჰქონდა და ოთახში შეუხვევია, სადაც შესულა გოგო, რომლისთვისაც უთქვამს, რომ უცნობისთვის მიეხედათ ,,მგონი დავჭერიო’’. შემდეგ ის ასულა თავის ოთახში და დილის 6 საათზე გაუგია, რომ ბიჭი ვისთანაც ჩხუბი მოსვლია და დანა დაურტყამს, დაღუპულა.
მოწმე პ----–- პ-----ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად დადგენილია, რომ ცხოვრობდა ბ----–-, ს---------–--–-. 2002 წლის 20 მაისს ქეიფობდნენ ჯ-------–-ებთან, სადაც ასევე იყო აწ.გარდაცვლილი დ----- ც-------ე, რომელიც მოსაწევად გასულა აივანზე. მალევე ოთახში მყოფებს შემოესმათ დ------ ხმა ,,რა გინდა ძამიკო, რა დაგიშავეო“. ამის გაგონებაზე იგი აივანზე გავიდა და გაიგონა დაბლიდან მეგრულად როგორ შეიგინა დ------ მისამართით ბიჭმა. აღნიშნულის გაგონებაზე დ----- გარეთ გავარდა. იგი გაედევნა, თუმცა მისი შეჩერება ვერ შეძლო. ფოიეში ჩასულს ჩხუბი უკვე დაწყებული დახვდა. დ----- და გ------- შ-----–--- ერთმანეთში ჩხუბობდნენ. იგი ეგრევე წავიდა ნ--- ზ-------სთან ოთახში, სადაც შევიდა გ------- შ-----–---ც. მას ოთახში შეყვა ნ--- წ---–---, რომელიც მას ეუბნებოდა, თუ რა უნდოდა დ------თან, რატომ ეჩხუბა. შემდეგ ის სახლში წავიდა, ხოლო დ------ გარდაცვალების შესახებ, მისთვის დილით გახდა ცნობილი.
მოწმე გ---- ქ-----ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად დადგენილია, რომ ცხოვრობდა ბ----–-, ს---------–--–- და გარდაცვლილი დ----- ც-------ე მისი დეიდაშვილი იყო. შემთხვევის დღეს, ჯ-------–-ებთან სახლში ქეიფობდნენ. შემდეგ დ----- აივანზე გავიდა მოსაწევად, საიდანაც გაიგეს ხმამაღალი საუბარი. როდესაც ნ--- გავიდა აივანზე, დ----- გავარდა გარეთ. ყველანი მას გაყვნენ. ფოიეში ჩხუბი დაწყებული დახვდათ. დ----- ეჩხუბებოდა დაბალი ტანის პიროვნებას, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. გასაშველებლად მისულმა დაინახა, რომ დაბალ ბიჭმა, ბავშვური პირისახით, დ------ გულ-მკერდის არეში დანა დაარტყა. შემდეგ მან დ----- გაარიდა იქაურობას, თუმცა მერე ვეღარ იპოვა. თავდაპირველად გოგონებთან ერთად ეძებდა, ბოლოს კი მარტო. გამთენიისას დეიდაშვილი მან იპოვა გარდაცვლილი. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მას და დ------ დანა არ ქონდათ, ხოლო ის პიროვნება, ვინც ეჩხუბებოდა დ------ ყოფილა გ------- შ-----–---.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე, დადასტურებულია საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ:
- 2002 წლის 21 მაისის დადგენილებით,-----------------–--------------– პროკურატურაში,-----------------–--- სამმართველოდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დ----- ც-------ის მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
- 2002 წლის 21 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში,--------------–-, ბ------ ს---------–-------------------–-, სადაც ფოიეში გულაღმა მდგომარეობაში დასვენებული იყო მამრობითი სქესის ადამიანის გვამი, რომელიც მობინადრეთა განმარტებით იყო დ----- ც-------ე. გარეგნულად გვამზე აღენიშნებოდა დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით ეპიგასტრიუმის არეში. გვამთან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. ფოიედან გზა გადის დერეფანში, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებულია საცხოვრებელი ოთახები. ფოიედან მარცხნივ მდებარეობს 3----------, სადაც კუთხეში შემჩნეული იქნა სამზარეულო დანა, რაც დაილუქა.
- 2002 წლის 22 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებების თანახმად, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა კ------------- ჩ-----–---ი.
- 2002 წლის 21 მაისის N--- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოქ. დ----- მ--------- ძე ც-------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული შინაგანი ორგანოების მარცხენა ფილტვის ქსოვილის, გულის დაზიანებით - გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად. დ. მ. ც-------ის გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: გულმკერდის წინა ზედაპირზე შემავალი გულმკერდის ღრუში - მარცხენა ფილტვის ქსოვილის, გულის დაზიანებით მე-7 ნეკნის სრული გადაჭრით, გულმკერდის ღრუში სისხლი 2500,0 მლ მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის მძიმე ხარისხს, რის შედეგადაც დადგა სიკვდილი. ჭრილობის არხის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, წინიდან უკან, ქვევიდან ზევით, გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედში წინა ზედაპირზე, იღლიის არეში მარჯვნივ, კისრის არეში მარცხნივ. მარჯვენა მტევნის 1 თითის არეში არსებული ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. გვამიდან აღებული სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში აღმოჩნდა 1,9 პრომილე ეთილის სპირტი.
- 2002 წლის 05 ივნისის N------ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დ. ც-------ის სისხლი მიეკუთვნება 0αB(I) ჯგუფს. დ. ც-------ის ტანსაცმელზე, კერძოდ: პერანგზე, ბოტასზე, შარვალზე, ტრუსზე, აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αB(I) ჯგუფს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ტამპონებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αB (I) ჯგუფს. გამოსაკვლევად წარმოდგენილ დანაზე ვიზუალურად და ლუპით დათვალიერებისას სისხლზე საეჭვო ლაქა არ აღმოჩნდა.
- 2002 წლის 05 ივნისის N------- ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილ დ. ც-------ის ტანსაცმელზე, კერძოდ: ბოტასებზე, ჯინსის შარვალზე, ქვედა საცვალზე ექსპლოატაციური ხასიათის კვლების გარდა სხვა რაიმე ჭრით მიყენებული დაზიანებები, არ აღინიშნება. წარმოდგენილ დ. ც-------ის გრძელსახელოებიან ველვეტის პერანგზე არსებული ნაკერის დაზიანებები მიყენებულია რღვევით მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. წარმოდგენილი დ. ც-------ის უსახელო ჟაკეტის წინა მარჯვენა მხარეზე არსებული ორი გამჭოლი დაზიანება მიყენებულია ჭრით მჩხვლეტავ-მჭრელი ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნით, როგორიც შეიძლება იყოს დანა, რომლის დარტყმის მიმართულება ტანსაცმლის მიმართ იყო პერპენდიკულარულად - გარედან შიგნით, ხოლო ჟაკეტის წინა მარცხენა მხარზე არსებული ერთი ზედაპირული და ერთი გამჭოლი დაზიანება თავისი ხასიათით, ურთიერთგანლაგებით და მორფოლოგიური ნიშნებით მიყენებული უნდა იყოს ერთდროულად მჭრელი ნაწიბურის მქონე საგნით, როგორიც შეიძლება იყოს დანა, რომლის მიმართულება ტანსაცმლის მიმართ იყო დაახლოებით ჰორიზონტალურად. ხსენებულ ჟაკეტზე დაზიანებათა და წარმოდგენილი დანის ზოგადი ნიშნებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ისინი მიყენებული იყოს როგორც წარმოდგენილი დანით, ასევე სხვა, ანალოგიური ხასიათის დანითაც. მიყენებულია თუ არა დ. ც-------ის უსახელო ჟაკეტის წინა მარჯვენა და მარცხენა მხარეზე არსებული დაზიანებები ერთი და იგივე საგნის ზემოქმედებით, კატეგორიული დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან დაზიანებებში არ არის გამოსახული იდენტიფიკაციისათვის საკმარისი დამაზიანებელი საგნის ინდივიდუალური ნიშნების კომპლექსი. შეესაბამება თუ არა თავისი განლაგებით დ. ც-------ის უსახელო ჟაკეტზე და მის სხეულზე არსებული ჭრით მიყენებული დაზიანებები ერთმანეთს, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დ. ც-------ის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა.
- 2002 წლის 03 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ნ--- წ---–---მ ამოიცნო გ------- შ-----–---, რომელიც 2002 წლის 21 მაისს ეჩხუბებოდა დ----- ც-------ეს.
- 2002 წლის 12 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ნ---- ჯ-------–--მ ამოიცნო გ------- შ-----–---, რომელიც 2002 წლის 21 მაისს ეჩხუბებოდა დ----- ც-------ეს. ზემოთაღნიშნულ პიროვნებას დ----- ც-------ესთან ჩხრეკის დროს ხელში ეკავა დანა.
- თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ ბრძანებით გ------- ო------ს ძე შ-----–---ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო 2002 წლის 29 მაისს კი მასზე გამოცხადდა ძებნა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო არ იზიარებს განასასჯელ გ------- შ-----–---ს ადვოკატის მოთხოვნას განსასჯელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ თითქოსდა საქმეში არ არსებობს საკმარისი, სარწმუნო მტკიცებულებები და სამართლებრივი საფუძვლები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა, აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს ხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, რადგან მოწმეებმა ეჭვგარეშე და კატეგორიულად დაადასტურეს, რომ 2002 წლის მაისში, ბ----–-, ს---------–--–- სწორედ დ----- ც-------ესა და გ------- შ-----–---ს შორის მოხდა ჩხუბი. მოწმე ნ---- ჯ-------–--მ დაადასტურა, რომ ჩხუბის დროს გ------- შ-----–---ს ეჭირა ხელში დანა, რომელიც დ------ გულ-მკერდის არეში მოუქნია. მანვე, დაინახა მისი სისხლიანი ხელიც. ის ფაქტი, რომ გ------- შ-----–---ს ეჭირა ხელში დანა და ხელიც სისხლიანი ქონდა, დადასტურებულია გ---- ქ-----ს, თ----–- ხ---–--–--ის და ნ------ ქ-–---–---–ის ჩვენებებითაც. სწორედ ამ უკანასკნელმა დააბანინა ნ---სთან ოთახში შესულ გ-------ს გაჭრილი ხელი. ამასთან, მოწმე პ--–--- ც-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შ-----–---ს გადმოცემითვე იცის, რომ გ-------ს უცნობმა პიროვნებამ დაუწყო ცემა, რა დროსაც მან გახსნილ დანას სტაცა ხელი და ბრმად მოუქნია რამდენჯერმე. მისი დაღუპვა კი დილით გაიგო. მისივე თქმით, ხელი მასაც ჰქონდა გაჭრილი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე სრულად დასტურდება, როგორც სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით, ამოცნობის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის შინაარსიც სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება რეალურად მომხდარი ფაქტი, კერძოდ ის გარემოება, რომ სწორედ გ------- შ-----–---მ მიაყენა დანით დაზიანება დაზარალებულს. აღნიშნული მოსაზრება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ემსახურება განსასჯელისათვის მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია, რომ დ----- ც-------ეს სწორედ გ------- შ-----–---მ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება კი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. განზრახ მკვლელობა უნდა იქნას გამიჯნული სხვა დანაშაულისაგან. შელაპარაკებისა და ჩხუბის ნიადაგზე მკვლელობის კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, კონფლიქტის სხვადასხვა მხარის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან მის დამთავრებამდე და შემდგომ. განსახილველ შემთხვევაში არაერთმა ფაქტის შემსწრე პირმა დაადასტურა, რომ სწორედ გ------- შ-----–---ს ქონდა დანა და მან მიყენა ჭრილობა დ----- ც-------ეს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას განსასჯელის უდანაშაულობისა და გამართლების შესახებ.
რაც შეეხება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არაუმეტეს 12 თვისა და აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ, ან საქმე წარიმართება სასამართლოში. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მეოთხე ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებული ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით კი დადგენილია, რომ სასამართლოს 2----–-–------------ ბრძანებით გ------- ო------ს ძე შ-----–---ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო 2002 წლის 29 მაისს კი მასზე გამოცხადდა ძებნა. ვინაიდან, 2002 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით, სისხლის სამართლის №0------ საქმის წარმოება შეჩერდა ბრალდებულის მიმალვის გამო, მის მოძებნამდე, შესაბამისად, არ არსებობს გ------- შ-----–---ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, რაც ძებნილი ბრალდებულის მიმართაც არსებითი განხილვისთვის საქმის სასამართლოში წარმართვის შესაძლებლობას იძლეოდა, გამოძიების მიერ არაეფექტურად და არაგონივრულად იქნა გამოყენებული და შეიძლება ითქვას, გაჭიანურებულიც კი საგამოძიებო ვადა.
ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- შ-----–---მ ჩაიდინა დ----- ც-------ის განზრახ მკვლელობა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშნვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის წარსულ ცხოვრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელ გ------- შ-----–---ს პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები. ამასთან, ბრალად წარდგენილი მუხლი ნორმის სანქციის ფარგლებში ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, გ------- შ-----–---ს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ, უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 09 წლისა და 09 თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე, 453-ე, 495-498-ე, 503-ე, 506-ე, 509-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით (ძვ. რედ.), 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- შ-----–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13(ცამეტი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, გ------- შ-----–---ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი შემცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, გ------- შ-----–---ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლისა და 09(ცხრა) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- შ-----–---ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
გ------- შ-----–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - სისხლის მაგვარი ლაქები, სამზარეულოს დანა ყავისფერი ტარით, ნაცრისფერი ხალიჩა, დ----- ც-------ის ტანსაცმელი, ყავისფერი სპორტული კედები, ნაცრისფერი პერანგი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსარულებლად მიექცევა გამოქვეყნებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე