განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3937-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 24 სექტემბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–--------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----–----------------------------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები თ---–--–--------------------–--------------------------------------------ში.
ადვოკატი - ა---------–------------ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 13:50 საათზე, მ-----–------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ნ-----------ს მობილური ტელეფონის საშუალებით გაუგზავნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება. აღნიშნულ ფაქტს ასევე ადგილი ჰქონდა 2019 წლის 21 ივლისს, საღამოს საათებში, რა დროსაც მ-----–------------მა ნ-----------ს „----------ის აპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინება. მ-----–------------ის ქმედებების შედეგად ნ-----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ-----–------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებმა, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ცალ-ცალკე ან/და ერთობლიობაში.
2.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმე ნ-----------ს გამოკითხვის ოქმს, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს, მიმოწერის ამსახველ ფოტომასალას და საქმეში არსებული მასალათა ერთობლიობას.
2.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1.სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ-----–------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან ყოფილი მეუღლე და პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.4. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ბრალდებულის აღიარებით, მოწმე ნ-----------ს გამოკითხვის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, მიმოწერის ამსახველი ფოტომასალით სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–------------ის ქმედებაში სახეზეა დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ----–------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლისთვისაც მ-----–------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ-----–------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დადგენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2.გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს, ასევე სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, არის სტუდენტი, ხასიათდება დადებითად.
5.3.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ-----–------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და მის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 1 წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 წლის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 29 ივლისიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
5. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე