განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119002835097
საქმე #1/48-19 (011201218004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე------ ა---–--–- (დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ-------------------------–---------------)
ადვოკატი - მ-----–- გ------–---
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ოთხი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2018 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, საღამოს, გ----–---------------------–------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ე------ ა---–--–მა თ----- კ-------ს, რომელთან ერთად მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ე------ ა---–--–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----- კ-------ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2. 2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 05 საათზე, ამავე სახლში, მთვრალმა ე------ ა---–--–მა, ეჭვიანობის გამო შელაპარაკებისას თ----- კ-------ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახეში და ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ე------ ა---–--–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----- კ-------ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ე------ ა---–--–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
3.2. დაზარალებულმა თ----- კ-------მ განმარტა, რომ ე------ ა---–--–მა, რომელთან ერთადაც დაახლოებთ 1 წელია ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათ საცხოვრებელ სახლში, 2018 წლის სექტემბერში, ხელი გაარტყა სახეში და დაემუქრა მოკვლით. მან ხელის დარტყმის შედეგად იგრძნო ტკივილი და შეეშინდა მუქარის, რადგან იმ დროს სახლში სხვა არავინ იმყოფებოდა და ე------ ა---–--–- აგრესიული იყო. ანალოგიური განმეორდა ოქტომბერსა და ნოემბერში - ე------ ა---–--–მა კვლავ დაარტყა თ----- კ-------ს ხელი სახეში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თ----- კ-------მ განიცადა ტკივილი და შეეშინდა მუქარის. 2018 წლის 17 დეკემბერს, მათ სახლში სუფრა იყო გაშლილი. როდესაც ე------ ა---–--–მა მეგობრები გააცილა და გვიან ღამით სახლში დაბრუნდა, თ----- კ-------ს დაემუქრა, ყელში მოუჭირა ხელები და ახრჩობდა, ხელებს უგრეხდა, რამდენჯერმე სახეში დაარტყა. თ----- კ-------მ დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე - შეეშინდა მუქარის და იძულებული გახდა, მისულიყო პოლიციაში. ძალადობის შედეგად, მან მიიღო დაზიანება სახეზე. ე------ ა---–--–-ს ქმედებების ძირითადი მიზეზი იყო ეჭვიანობა. თ----- კ-------მ აპატია დაზარალებულს და არ სურს მისი დასჯა. სურს, რომ ბრალდებული მას აღარ შეეხოს. პოლიციაშიც იმიტომ მივიდა, რომ ე------ ა---–--–ს თავი დაენებებინა. დაზარალებულმა განმარტა, რომ 2017 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფება ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულ დისპანსერში, საიდანაც მკურნალობის შემდეგ უშვებენ (2019 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმი);
3.3. შპს ,,გორმედის“ ცნობით, თ----- კ------- 2018 წლის 24 მაისიდან აღრიცხულია ფსიქიატრიულ სამსახურში დიაგნოზით: ბიპოლარული აფექტური აშლილობა, მიმდინარე ეპიზოდში მანიით, ფსიქოზური სიმპტომების გარეშე (ს.ფ. 133);
3.4. ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ----- კ------ის ანამნეზური მონაცემები და საექსპერტო კვლევის შედეგები შეფასდა, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა ამბულატორიული კვლევის ფორმატში შეუძლებელია. ამის გამო საჭიროა თ----- კ------ის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში (იხ. დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება);
3.5. აღნიშნული დასკვნა სასამართლოში დაადასტურეს ექსპერტებმა - თ----- ნ-----–-----–---–მა და მ------ მ-----–---–მა (2019 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3.6. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 21 დეკემბერს, 10:30 საათზე, თ----- კ-------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი, საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 98-99);
3.7. საქმის მასალებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფსიქიკური ნაკლის გამო დაზარალებულ თ----- კ-------ს არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, ეს ჩვენება შეუძლებელია შეფასდეს როგორც სანდო, საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ეჭვის გამომრიცხავი, სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნების შესაბამისად;
3.8. უდავოდ მიჩნეული დანარჩენი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე------ ა---–--–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. პირიქით, ბრალდებულისა და დაზარალებულის მეზობლების - ნ----- მ--------–---–ის, ფ------ ჯ---------ის, გ--–--- ქ--------ის, რ---- ფ--–--–-–---–ისა და ა-–---------- მ--------ის ჩვენებებით, ისინი არასდროს შესწრებიან ე------ ა---–--–სა და თ----- კ-------ს შორის კონფლიქტს, ასევე - არ სმენიათ მათი ბინებიდან კონფლიქტის ხმა (ს.ფ. 105-115);
3.9. ბრალდების მხარის მიერ დამატებით წარმოდგენილი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შესაბამისად, ,,თ----- კ-------მ მის მიმართ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“. ექსპერტის ეს დასკვნა გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც თ----- კ------ის შერაცხადობა ვერ დადგინდა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, ე------ ა---–--–ს ბრალი არ ედება დაზარალებულის ტანჯვაში;
3.10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას;
3.11. მოცემულ შემთხვევაში ე------ ა---–--–-ს მიმართ ბრალდების სასარგებლოდ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მეტყველებს, მაგრამ იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების ფაქტს და არა ბრალდებულის კავშირს ამ დაზიანებასთან. ამდენად, ე------ ა---–--–- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე------ ა---–--–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ყველა ბრალდებაში.
2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი