განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
170100119003252201
დავის ტიპი
120
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/87-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი----------------–---–------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------–-, პირადი ნომერი - 1----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, პენსიონერი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–------------------------–-----------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2017 წლის 24 აპრილის რედაქცია).

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 24 სექტემბერს, დღის დროს, თ------–-------------------------–----------- მიმდებარედ, ი------–---–-------, ცულის გამოყენებით, ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა მის მეზობელს - ა-------------------, ასევე რამდენჯერმე დაარტყა თავი სახის არეში, რის შედეგადაც ა------------------- მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ი------–---–------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ქმედება აუცილებლად განზრახ უნდა იქნეს ჩადენილი, ხოლო ქმედებით მიყენებულმა ჯანმრთელობის ზიანმა უნდა შეადგინოს მსუბუქი ხარისხი, ხანმოკლე მოშლით. ამასთან მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა განხორციელებულ ქმედებასა და ჯანმრთელობის დაზიანებას შორის.

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ი------–---–------- მიერ ან------------------- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, ხანმოკლე მოშლით, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულ ან------------------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე რ---------------------- გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმები, ნივთმტკიცება - ცული, დაზარალებულის ტანისამოსი, ნიმუშის აღების ოქმები, ბიოლოგიური ექსპერტიზის #--------------------------- დასკვნები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1-------- და #1-------- დასკვნები, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი------–---–------- განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი------–---–------- მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ი------–---–------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი შესაბამისი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ სსკ-ის 120-ე მუხლის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციით, ვინაიდან ყველაზე მსუბუქია და მისი ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლის 2017 წლის 24 აპრილს მოქმედი რედაქციიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 120-ე მუხლის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედ რედაქციაზე.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7. ი------–---–------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, გასათვალისწინებელია მისი როლი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში, ასევე გასათვალისწინებელია დაზარალებულის ვიქტიმურობა და მისი პოზიცია, რომ ბრალდებულის მიმართ გავრცელდეს შეღავათი, ბრალდებულის ასაკი, იგი 77 წლის არის, პენსიონერია. ი------–---–------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

10. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის სანქციას (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია), კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. იმავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

11. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ი------–---–------ პენსიონერია, 77 წლის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში ნასამართლევი არ არის და ასევე სახეზე არ არის დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო მეორე მხრივ, ადგილი ჰქონდა თავით რამდენჯერმე დარტყმასა და ცულის გამოყენებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმის გამოყენება 1000 ლარის ოდენობით, სრულად პროპორციული და ადეკვატური იქნება მასთან მიმართებით. სასამართლო ვერ ხედავს თავისუფლების აღკვეთის ან შინაპატმრობის გამოყენების საჭიროებას, ხოლო გამასწორებელი სამუშაო ვერ დაენიშნება მისი ბუნებიდან გამომდინარე (უმუშევარია).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი------–---–------- ქმედება დკვალიფიცირებული სსკ-ის 120-ე მუხლის 2017 წლის 24 აპრილს მოქმედი რედაქციიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 120-ე მუხლის 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედ რედაქციაზე და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარი.

 

2. ი------–---–------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

3. ნივთმტკიცებები: ცული და სისხლის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ი------–---–-------ა და ან------------------- ტანისამოსი, იმავე ვადაში დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს.

 

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი