გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2019
საქმის ნომერი
511210019003235188
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

511210019003235188

საქმე №2/41-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ნინოწმინდა

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი

სასამართლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ლუიზა გიქოშვილი

მოსარჩელე - თ-------–-----------

წარმომადგენელი - ვასილ ბალახაძე

მოპასუხე - ვ----–-------–-–------

წარმომადგენელი - გიორგი ჯვარიძე

დავის საგანი: ქორწინების შეწვეტა, ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 შეწყდეს ქორწინების რეგისტრაცია თ-------–-----------სა (---------------- დაბადებული 30.03.1----–--–------------–-------–-–------------------------- დაბადებული 06.10.1----–--–---–--------------------------–-------–-–------------------–----------–--------------------------------–--------------------

1.2 მ---------------–-------–-–------------------------------- არასრულწლოვანი შვილების, თ-----------–-–------- (დაბადებული 01.09.2--- წელს), დ---------–-–------- (დაბადებული 22.02.2----–--–-- და თ-----------–-–------ (დაბადებული 05.05.2----–--–-- რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით თითოეულის მიმართ 300 (სამასი) ლარის დაკისრება ყოველთვიურად სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 16 ოქტმბრიდან) მათ სრულწლოვანებამდე;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე თ-------–----------- და მოპასუხე ვ----–-------–-–------ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 29 მაისიდან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - თ-----------–-–--------------------–----.09.2--- წელს), და--------–-–------ (დაბადებული 22.02.2----–--–-- და თ-----------–-–--------------------–----.05.2----–--–------------–---–------------------------------------------–------- უზრუნველყოფს მხოლოდ მოსარჩელე, ხოლო მამა არ იღებს მონაწილეობას შვილების რჩენაში.

 

მოსარჩელის განმარტებით მხარეებს შორის თანაცხოვრების პერიოდში თავი იჩინა ურთიერთშეუთანხმებლობამ, რის გამოც ამჟამად თ-------–-----------სა და ვასილი დავლაშერიძის შორის ფაქტიურად შეწყვეტილია ცოლქმრული ურთიერთობა და ისინი ცალ-ცალკე ცხობრობენ. არ არსებობს მათი შერიგებისა და ოჯახის აღდგენის არავითრი საფუძველი. თ-------–-----------მ არაერთხელ სთხოვა ვ----–-------–-–------ს ერთად მიემართათ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის მათი ქორწინების შეწყვეტის მიზნით, რაზედაც მან ვ----–-------–-–--------------------------

 

მოსარჩელე თ-------–----------- ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან - თ-----------–-–-------------------------–-–------------------------------–-–---------- ერთად და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1198-ე , 2112-ე, 1214-ე მუხლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი (იხილეთ ს. ფ. 1-14),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი განქორწინების ნაწილში არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის არავითარი უთანხმოება და დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა. არ სურს განქორწინება, სურს ჰქონდეს ოჯახი და შვილები გაიზარდნონ ოჯახურ გარემოში მშობლებთან ერთად. არავინ აიძულებს მოსარჩელეს მარტომ გაზარდოს შვილები, სურს, რომ მეუღლე დაბრუნდეს, შერიგდნენ და იცხოვრონ ერთად.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ვასილი დავლაშერიძის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხეს აქვს სეზონური სამუშაო, მწყემსია და ღებულობდა 300 ლარს. ამჟამად აღარ მუშაობს. მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოიდში ისინი ცხოვრობდნენ ქ.ნინოწმინდაში ქირით. იქიდან გამომდინარე, რომ თ-------–----------- სახლიდან წავიდა და შვილებიც წაიყვანა, ვ----–-------–-–------ აპირებს, თუ კი თეონა მეუღლეს არ დაუბრუნდება და ოჯახი არ აღდგება, თვითონაც დაბრუნდეს მშობლების სახლში ვინაიდან არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და არც საკუთარი საცხოვრებელი სახლი აქვს. მათი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შემწეობას თ-------–----------- იღებს, ეხლა მას აღარც სამუშაო გააჩნია შესაბამისად, მოპასუხე არ არის თანახმა ალიმენტის სახით გადაიხადოს თითოეულ ბავშვზე 300 ლარი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეის მდგომარეობით ფაქტიურად არანაირი შემოსავალი და მატერიალური საშუალება არ გააჩნია, მას შეუძლია ალიმენტის სახით მხოლოდ 50 ლარის გადახდა და თუ შემდგომში გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარებობა მზადაა მეტიც გადაუხადოს. რაც შეეხება მხარეებს შორის ქორწინების შეწყვეტის საკითხს, მოპასუხე არ ცნობს სარჩელს განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, მათ ოჯახში არანაირი უთანხმოება არ ყოფილა, ვ----–-------–-–------ ყოველთვის მუშაობდა და ერთად ზრდიდნენ შვილებს, დედამ - თ-------–-----------მ თვითონ, თავისი ნებით და სურვილით წაიყვანა შვილები და დაბრუნდა მშობლების სახლში საცხოვრებლად. ბავშვები მშობლებთან დატოვა და თვითონ თბილისში წავიდა სამუშაოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შესაგებელი( ს.ფ 24-33)

-მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თ-------–----------- და მოპასუხე ვ----–-------–-–------ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 29 მაისიდან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - თ-----------–-–--------------------–----.09.2--- წელს), და--------–-–------ (დაბადებული 22.02.2----–--–-- და თათია დავლაშერიძე (დაბადებული 05.05.2----–--–--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა მნ #21042 (ს.ფ.19);

- თ-----------–-–------- დაბადების მოწმობა ნ---------- (ს.ფ.16);

- დ---------–-–------- დაბადების მოწმობა ნ--------- (ს.ფ.17);

- თ-----------–-–-----------------------–------------------- (ს.ფ.15);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი,სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოსარჩელე თ-------–----------- არასრულწლოვან შვილებთან, თ-----------–-–------------------------–-–------------------------------–-–----------- ერთად ერთად ცხოვრობს მისამართზე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სოფელი გ------–-----, და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09/10/2019 წ. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან (ს.ფ.20).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი,სხდომის ოქმი).

 

3.1.3. თ-------–-----------სა და ვ----–-------–-–------ს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია, საქმის მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე მათ მიეცათ შესარიგებლად ორი თვის ვადა,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება, (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. ვ----–-------–-–------ დასაქმებული არაა, არ გააჩნია არანაირი საკუთრება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება, (შესაგებელი,მხარეთა ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ თეონა ლონდარიძისა და ვასილი დავლაშერიძის შორის ოჯახის აღდგენა შესაძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემამ შეიძლება შედეგი გამოიღოს, მოპასუხე კატეგორიული წინააღმდეგია განქორწინების და სურს ოჯახმა ისევ ერთად გააგრძელოს ცხოვრება და მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდაში

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

3.2.2. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება ვასილი დავლაშერიძის დასაქმების და შემოსავლის მიღების ფაქტი, მგრამ მოპასუხემ აღნიშნული სადავოდ გახადა სარგოს ოდენობის ნაწილში, თუმცა ვერ შეძლო მისი დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების თანახმად.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით ასევე დასტურდება თერონა ლონდარიძის დასაქმების და შემოსავლის მიღების ფაქტი.

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება, (შესაგებელი,სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან, მოპასუხემ არ ცნო ძირითადი სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და მხარეებს უნდა მიეცეთ ვადა შესარიგებლად.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის თითოეულის მიმართ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1106-ე, 1127-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები - თ-----------–-–--------------------–----.09.2--- წელს), და--------–-–------ (დაბადებული 22.02.2----–--–-- და თათია დავლაშრიძე (დაბადებული05.05.2----–--–--, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილები თამთა დავლაშერიძე, და--------–-–------ და თათია დავლაშრიძე ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე თ-------–-----------სთან, რომელიც დასაქმებულია და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ეროვნულ ბაზაში. მოპასუხე ვ----–-------–-–------ არის დასაქმებული, აქვს შემოსავალი, მის კმაყოფაზე შვილების გარდა არ იმყოფება სხვა პირი, და როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა- განვითარებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილნი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათუ ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მშობელთა ვალდებულების არსებობა, საარსებო მინიმუმით მაინც არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სამუშაო ან საკუთრება ის არ თავისუფლდება მშობლის ვალდებულებისაგან. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ვასილი დავლაშერიძის მიერ არ არის წარმოდეგნლი რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების მინიმალური რჩენის ვალდებულებისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე არ ჰყავს სხვა პირი გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, ასევე, სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობას. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტვალდებულის დროებითი ფინანსური კრიზისი არ არის იმის საფუძველი, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან ან საარსებო მინუმზე ნაკლები ოდენობა განსაზღვროს არასრულწლოვანი ბავშვი რჩენა -აღზრდისთვის.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა მცირეწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს თითოეულისათვის ყოველთვიურად 100 (ასი) ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2019 წლის 16 ოქტომბრიდან, მცირეწლოვანი შვილების - თ-----------–-–------- (დაბადებული 01.09.2--- წელს), დ---------–-–------- (დაბადებული 22.02.2----–--–-- და თ-----------–-–------ (დაბადებული05.05.2----–--–--, სრულწლოვანებამდე, ან გარემოებების შეცვლამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე თ-------–----------- სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე ვ----–-------–-–------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. თეონა ლონდარიძის (პ/ნ 32001023954) სარჩელი ალიმენტის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ვ----–-------–-–------ს (პირადი №------------, არასრულწლოვანი თ-----------–-–------- (დაბადებული 2--- წლის 1 სექტემბერს) რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით, სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 16 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

დაეკისროს მოპასუხე ვ----–-------–-–------ს (პირადი №------------ არასრულწლოვანი დ---------–-–------- (დაბადებული 2011 წლის 22 თებერვალს) რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 16 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

დაეკისროს მოპასუხე ვ----–-------–-–------ს (პირადი №------------ არასრულწლოვანი თათია დავლაშერიძის (დაბადებული 2016 წლის 05 მაისს) რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით, სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 16 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 100 ( ასი) ლარის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

3.დაეკისროს მოპასუხე ვ----–-------–-–------ს (პირადი №------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ა.ოგანესიან