განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N10100119003111251
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ადილარ წირღვავა
ბრალდებული - ბუ-----------–აკ
ადვოკატი - და-----------ძე
თარჯიმანი - ინ---------ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ბუ-----------–აკ
მამის სახელი: ა-–-
დაბადებული: 01.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პასპორტის ნომერი: U 0-------
ნასამართლობა: არმქონე
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, შ. ხი-–--–---–ის ქ. N49, ბინა N75
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’, ,,კ’’ და ,,ა’’ ქ/პუნქტი
დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 26 ივნისი, 02:20 საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათის შემდეგ, ქ. ბათუმში, შე----- ხი-–--–---–ის ქ. N51, ბინა N75-ში მდებარე მის ბინაში, ბუ-----------–აკმა თავისი ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მის მეუღლეს, ე-–-----------–---ას სახეში არაერთგზის დაარტყა ხელი, უჭერდა კისერში ხელს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი შვილები 4 წლის ფა----------რა სო-–--ი და 6 წლის მუ------ ა-–- სო-–--ი, რომლებმაც აღნიშნული კონფლიქტის გამო დაიწყეს ტირილი, რის შემდეგაც ბუ-----------–აკმა ასევე ხელის დარტყმებით ძალადობა განახორციელა სცემა მის შვილებს 4 წლის ფა----------რა სო-–--ს და 6 წლის მუ------ ა-–- სო-–--ს, რამაც ასევე გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ, ქ. ბათუმში, შე----- ხი-–--–---–ის ქ. N51, ბინა N75-ში მდებარე მის ბინაში, ბუ-----------–აკმა თავისი ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ მის მეუღლეს, ე-–-----------–---ას სახეში არაერთგზის დაარტყა ხელი, უჭერდა კისერში ხელს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი შვილები 4 წლის ფა----------რა სო-–--ი და 6 წლის მუ------ ა-–- სო-–--ი, რომლებმაც აღნიშნული კონფლიქტის გამო დაიწყეს ტირილი რის შემდეგაც ბუ-----------–აკმა ასევე ხელის დარტყმებით ძალადობა განახორციელა სცემა მის შვილებს 4 წლის ფა----------რა სო-–--ს და 6 წლის მუ------ ა-–- სო-–--ს, რამაც ასევე გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათის შემდეგ, ქ. ბათუმში, შე----- ხი-–--–---–ის ქ. N51, ბინა N75-ში მდებარე მის ბინაში, ბუ-----------–აკმა თვისი ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ მის მეუღლეს ე-–-----------–---ას ხელები წაუჭირა კისერში, შემდეგ კი დაარტყა მუშტი მარჯვენა ხელის არეში, ასევე დააგდო ძირს და ძლიერად ჩაარტყა ფეხი ჯერ მუცელში, ხოლო შემდეგ კი სახეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი შვილი 4 წლის ფა----------რა სო-–--ი, რომელიც შეეცადა აღნიშნული კონფლიქტის განმუხტვას, თუმცა ბუ-----------–აკმა ასევე ხელის დარტყმებით ძალადობა განახორციელა სცემა მისი შვილი 4 წლის ფა----------რა სო-–--ი, რამაც ასევე გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2019 წლის 25 ივნისს, ქ. ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას ბუ-----------–აკმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ე-–-----------–---ას, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და არც ერთი მტკიცებულება გარდა დაზარალებულების - ე-–-----------–---ას, ფა----------რა სო-–--ის, მუ------ ა-–- სო-–--ის და ბრალდებულ ბუ-----------–აკის ჩვენებისა სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად და ამ მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:
4. 2019 წლის 24 ივნისს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაზარალებულ ე-–-----------–---ას შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
5. შეტყობინების (რეგისტრაციის N1643689) თანახმად, ე-–------------–---ა აცხადებდა, რომ მეუღლემ ბუ-----------–აკმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სისტემატიურად ძალადობს მასზე.
6. მოწმე ჰა-----–--–--ის გამოკითხვის ოქმის ანა-–-ზის თანახმად 2019 წლის 25 ივნისს იგი თვითმხილველი გახდა მეზობლის - ბუ-----------–აკის მხრიდან მეუღლის - ე-–------------–---ას ცემის - კერძოდ ხედავდა როგორც მუცელში და ასევე სახეში ფეხის დარტყმას. ჰა-----–--–--ის ჩვენებით, მან მოახდინა მოძალადის შეჩერება.
7. ჰა-----–--–--ის ჩვენებასთან სრულ თანხვედრაშია შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8973-ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერებში მითითებული ინფორმაცია, კერძოდ ე-–-----------–---ა ზემოაღნიშნულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას 26.06.2019 წ 02:10 სთ-დან - 03:00 სთ-დე. დაესვა დიაგნოზი: ქვედა ყბის ტრავმა, ქვედა ყბის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერებით ე-–-----------–---ას სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
8. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ გულნარა გვილორიძის მიერ შედგენილი N015693 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 24 ივნისს, ე-–-----------–---ამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე ბუ-----------–აკი სისტემატურად ძალადობს მასზე და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას.
9. დაზარალებულებმა - ფ-------------ა სო-–--მა და მუ------ ა-–- სო-–--მა, რომლებიც ბრალდებულის და დაზარალებულის საერთო შვილები არიან, ასევე დაზარალებულმა ე-–-----------–---ამ, რომელთა ჩვენებებიც მხარეთა მიერ სადავოდ იყო გამხდარი, გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი თქვეს ახლო ნათესავის - ძალადობაში ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ასევე ბრალდებულმა - ბუ-----------–აკმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სამართლებრივი შეფასება:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ნაწილში:
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახური დანაშაულისათვის.
ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 მუხლის თანახმად დანაშაულია სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, ხოლო დამამძიმებელი მაკვა-–-ფიცირებელი გარემოებაა - ორი ან მეტი პირის მიმართ, არასრულწოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
12. ბუ-----------–აკის ქმედებების სამართლებრივი შეფასებისას დაზარალებულის მხრიდან ჩვენების მიუცემლობამ საფუძველი გამოაცალა 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვა-–-სწინებული ბრალდებას, რადგან "სისტემატური ცემი"-ს დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენება საკვანძო მტკიცებულებაა, მით უფრო მაშინ, როდესაც ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარი ასევე განაცხადა მისმა შვილებმა.
13. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინა-–-ზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული მძიმე შედეგი.
14. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე-–-----------–---ა წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის ობიექტს. სასამართლო ეჭვი არ შეაქვს, როგორც დაზარალებულის მხრიდან განხორციელებული შეტყობინების შინაარსში, როდესაც მან დახმარება და დაცვა თხოვა სახელმწიფოს - მოძალადე მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობისთვის, ასევე სამედიცინო ჩანაწერის შედეგში, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ე-–-----------–---ამ ბუ-----------–აკის ქმედების შედეგად მიიღო დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში და ობიექტური პირის - ჰა-----–--–--ის გამოკითხვით დადგენილია ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულისადმი დაზიანების მიყენება.
15. ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა და მისმა შვილებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, მიუთითებს მათ ლოიალურ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის - მათივე ოჯახის წევრის მიმართ.
16. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ე-–-----------–---ამ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართა, ვინაიდან მეუღლემ მასზე იძალადა;
17. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ნიკაპის მიდამოში და კისრის არეში არსებული დაზიანებები მიუთითებს, რომ ძალადობის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.
18. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბუ-----------–აკმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
19. შესაბამისად, ბუ-----------–აკის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’, ,,კ’’ და ,,ა’’ ქ/პუნქტებით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვა-–-ფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
20. ბუ-----------–აკის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვა-–-სწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-–-ზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
22. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვა-–-სწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
23. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუა-–-ზაციის პრინციპის გათვა-–-სწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვა-–-სწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
24. მოცემულ შემთხვევაში, ბუ-----------–აკის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვა-–-სწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს ბრალდებულის მიმართ, რისი გათვა-–-სწინებითაც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბუ-----------–აკს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვა-–-სწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბუ-----------–აკის პიროვნების გათვა-–-სწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ ბუ-----------–აკ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვა-–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და ,,კ’’ ქ/პუნქტებით გადაკვა-–-ფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
ბუ-----------–აკ-ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვა-–-სწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.
აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი