განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003248593
1-1062/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - თ------------–---
ბრალდებული - ბ--ა შ------–-–---–ი
ადვოკატი - ი-----–---------–-
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N1-----------
ბრალდებული: ბ--ა შ------–-–---–ი
მამის სახელი: თ------
დაბადებული:24.05.2---–--------–--------------------–------------–--------–----–-----------------------------------------------–----------------------------------------------------------–----–-----------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ' ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 16 სექტემბერს ღამის საათებში ბ--ა შ------–-–---–მა უკანონოდ შეაღწია ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქN56 მდებარე ქეთევან ლომაძის სწრაფი კვების ობიექტში, საიდანაც ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა საკონდიტრო ნაწარმს და სხვა ღირებულ ნივთებს, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი, რაც ბოლომდე ვერ განახორციელა ვინაიდან იგი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებული ქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ.
ბ--ა შ------–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 28,49 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას, რაც 2019 წლის 16 სექტემბერს მისი დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით., სადგომში უკანონო შეღწევით, რასაც შესაზლოა ქონებრივი ზიანი გამოეწვია.
მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბ--ა შ------–-–---–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, მ--–-------------------------------------------–------ს გამოკითხვის ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ბრალდებულმა სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა წარმოადგენს საკურების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი და იმავდროულად დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ცდილობდა ფარულად დაეუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილი ნივთებს.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა დაეუფლებოდა ქეთევან ლომაძის ნივთებს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ბ--ა შ------–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ბ--ა შ------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ--ა შ------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ბ--ა შ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ--ა შ------–-–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ--ა შ------–-–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ბ--ა შ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე , 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 03 (სამი წლის გამოსაცდელი ვადით..
ბრალდებული ბ--ა შ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--ა შ------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე , 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 03 (სამი წლის გამოსაცდელი ვადით..
ბ--ა შ------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - თ------ შ------–-–---–ს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 18 სექტემბერს - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
ბ--ა შ------–-–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ბ--ა შ------–-–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბ--ა შ------–-–---–ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შავი ფერის ხელჩანთა, ლითოის საჭრელი მაკრატელი, სახრახნისი, გასაღბი, აიფონ 7 ფირმის მობილური ტელეფონი, ხუთი თურქული ლირა, ცხრა ლარი და 40 თეთრი დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ხოლო მწვანე ფერის მცენარეულოი მასა განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი