განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
010100119003087746
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003087746

1-581/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაქა1ჭარაშვილი

 

პროკურორი - ა----–----–--------ა

 

ბრალდებული - რ----–---------–---

ადვოკატი - ტ------------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: რ----–---------–---

მამის სახელი: თ-----------

დაბადებული: 19.09.1-----------–--------------------–------------–--------–----–-------------------------------------------------------------------------------–---------------------–----------–------------–-----------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; (ორი ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის 111 ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი:

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის აპრილის თვეში, დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ ნასვამმა რ----–---------–---მ, ქ. ბათუმში ჯ-----–---–-------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა სხვაგვარი ძალადობა მისი ოჯახის წევრის - მეუღლის შ--------------–-ძის მიმართ, კერძოდ სწვდა თმებში ათრია დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში და დააგლიჯა თმები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე 2019 წლის მაისის შუა რიცხვებში დაახლოებით 02:00 საათის შემდგომ საათზე ნასვამმა რ----–---------–---მ, ქ. ბათუმში ჯ-----–---–-------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს შ--------------–-ძეს მარჯვენა ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა სახეში და მხარზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე 2019 წლის 07 ივნისს დაახლოებით 10:00 საათის შემდგომ ქალაქ ბათუმში ლერმონტოვის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობის დროს რ----–---------–---მ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს შ--------------–-ძეს გადაუგრიხა მარცხენა ხელის ცერა თითი, რამაც დაზარალებულში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 07 ივნისს დღის განმავლობაში რ----–---------–--- მობილურის საშუალებით 555 402107 დაუკავშირდა მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს შ--------------–-ძეს ნომერზე 5--------- და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, შ--------------–-ძე ამ დროს იმყოფებოდა ქ.ბათუმი გოგებაშვილის ქ.N3-ში გაუჩნდა აღნიშნული მუქარების განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 08 ივნისს დაახლოებით 11:40 საათზე რ----–---------–--- მობილურის საშუალებით 555 402107 დაუკავშირდა მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს შ--------------–-ძეს ნომერზე 5--------- და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, შ--------------–-ძე ამ დროს იმყოფებოდა ქ.ბათუმი გოგებაშვილის ქ.N3-ში გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ნ------------–------–--------------–---- გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ტელეფონის დათვალიერების ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის 111 ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

რ----–-- ჯ----–--ის მიერ ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტები დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ რ----–-- ჯ----–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა რ----–---------–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის 111 ნაწილით .

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

რ----–-- ჯ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

რ----–---------–---ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ----–---------–---ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რ----–---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 126 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით 01 (ერთი) წლის ვადით .

 

ბრალდებული რ----–---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151 მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

ბრალდებული რ----–---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151 მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 08 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას სხვა ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, რ----–---------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით 01 (ერთი) წლის ვადით .

.

 

რ----–-- ჯ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - ავთანდილ ვასაძეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 10 ივნისს - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.

 

რ----–---------–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 08 ივნისიდან 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ რ----–-- ჯ----–--ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი