განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003213435
№1/183-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ნ--------- ა-–-–------ას
ადვოკატ - მ--- უ----–---–ის
თარჯიმან - რ------ მ------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: ნ--------- ა-–-–------ა
მამის სახელი: მ-------
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლ----------------–----–----------------–-----------–-
ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–-----------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ნ--------- ა-–-–------ას ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 25 ივნისს, 17:35 საათზე, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ი-–-- მ----–--ის მიერ, ნ--------- ა-–-–------ას მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის თანახმადაც, ნ--------- ა-–-–------ას აეკრძალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში მცხოვრები რძლის - ე------ გ-------ას საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე მასთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნ--------- ა-–-–------ამ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი მივიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში მდებარე, ე------ გ-------ას საცხოვრებელ სახლში და მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში, ნ--------- ა-–-–------ამ, რძალს - ე------ გ-------ას თავის არეში ჩაარტყა სკამი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ნ--------- ა-–-–------ას, 2019 წლის 1 სექტემბერს, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 25 ივნისს, 17:35 საათზე, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ი-–-- მ----–--ის მიერ, ნ--------- ა-–-–------ას მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის თანახმადაც, ნ--------- ა-–-–------ას აეკრძალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში მცხოვრები რძლის - ე------ გ-------ას საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე მასთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება.
2. ნ--------- ა-–-–------ამ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი მივიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში მდებარე, ე------ გ-------ას საცხოვრებელ სახლში და მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
3. 2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში, ნ--------- ა-–-–------ამ, რძალს - ე------ გ-------ას თავის არეში ჩაარტყა სკამი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ე------ გ-------ას, მოწმეების - ა------ ა-–-–------ას, ე-–---- ა-–-–------ის, ი------- ა-–-–------ის, ფ---- ბ---------ის, თავად ბრალდებულ ნ--------- ა-–-–------ას გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 25 ივნისს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ი-–-- მ----–--ის მიერ, ნ--------- ა-–-–------ას მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის თანახმადაც, ნ--------- ა-–-–------ას აეკრძალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში მცხოვრები რძლის - ე------ გ-------ას საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე მასთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნ--------- ა-–-–------ამ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი მივიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–-ში მდებარე, ე------ გ-------ას საცხოვრებელ სახლში და მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გულისხმობს, შესაბამისი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევას მოძალადის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, ნ--------- ა-–-–------ას შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა რძლის, ე------ გ-------ას საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე მასთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. ნ--------- ა-–-–------ა შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, მივიდა ე------ გ-------ას საცხოვრებელ სახლში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ--------- ა-–-–------ამ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ე------ გ-------ას, მოწმეების - ა------ ა-–-–------ას, ე-–---- ა-–-–------ის, ი------- ა-–-–------ის, ფ---- ბ---------ის, თავად ბრალდებულ ნ--------- ა-–-–------ას გამოკითხვის ოქმებით,სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითდა სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ--------- ა-–-–------ამ, რძალს - ე------ გ-------ას თავის არეში ჩაარტყა სკამი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოქმედება, როგორიცაა მაგალითად რაიმე საგნის დარტყმა სხეულის ნებისმიერ არეში, თმის მოწიწკნა, ჩქმეტა, პანღურის ამოკვრა და ა.შ.
ამასთან აღნიშნულმა ქმედებებმა უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი და არ უნდა იწვევდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--------- ა-–-–------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--------- ა-–-–------ამ ჩაიდინა:
1. ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნ--------- ა-–-–------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ნ--------- ა-–-–------ას მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ნ--------- ა-–-–------ას მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი. ნ--------- ა-–-–------ას მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მიუხედავად ამისა, მან მაინც დაარღვია მასზე დაკისრებული მოვალეობები და განაგრძო ძალადობრივი ქმედებები დაზარალებული ოჯახის წევრის მიმართ.
ნ--------- ა-–-–------ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ არის ნასამართლევი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელთაგან ორივე შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის წევრია, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--------- ა-–-–------ას მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ნ--------- ა-–-–------ას მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ნ--------- ა-–-–------ას ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.
საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია სკამი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამოღებული სკამი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ--------- ა-–-–------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
ნ--------- ა-–-–------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ--------- ა-–-–------ას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
ნივთიერი მტკიცებულება - სკამი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი