განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
340100119003054164
დავის ტიპი
381
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003054164

N1------

განაჩენი

საქართველოს სახელით

20.11.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ -მა----- ბა------–--ლის

ადვოკატ - ლა-–- ჩა---–-–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული : მა----- ბა------–--ლი;

მამის სახელი: ჯუ------;

დაბადებული: 23.06.1----–--–-;

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე.

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ნა–-----–----;

ფაქტობრივად მცხოვრები:ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ნა–-----–---- ;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.

1. კვალიფიკაცია: მა----- ბა------–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

2. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 16 აპრილს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - კა-- კა----ძის მიერ, მა----- ბა------–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------ რომლის თანახმადაც, მა----- ბა------–--ლს აეკრძალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნა–-----–---ში მცხოვრები მეუღლის - მა-- ლე------–--ლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მა----- ბა------–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 06 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი მივიდა თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მა-- ლე------–--ლს.

 

5. მა----- ბა------–--ლი 2019 წლის 07 მაისს, 02:40 საათზე, დააკავეს და 2019 წლის 08 მაისს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 1. 2019 წლის 16 აპრილს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - კა-- კა----ძის მიერ, მა----- ბა------–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------ რომლის თანახმადაც, მა----- ბა------–--ლს აეკრძალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნა–-----–---ში მცხოვრები მეუღლის - მა-- ლე------–--ლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მა----- ბა------–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 06 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი მივიდა თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მა-- ლე------–--ლს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მა-- ლე------–--ლმა აღნიშნა შემდეგი: იგი არის ბრალდებულის ცოლი. 28 წელია ერთად ცხოვრობენ და ამ დროის განმავლობაში აქვთ ცუდი ურთიერთობა. ჰყავთ სამი შვილი, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია. ბრალდებულის მიმართ 2016 წელსაც იყო შემდგარი შემაკავებელი ორდერი, 2018 წელს გაასამართეს ოჯახური ძალადობის გამო. 2019 წლის 16 აპრილს გამოცემული იქნა ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი, რომ არ უნდა მიეყენებინა შეურცხყოფა დაზარალებულისათვის, მაგრამ 2019 წლის 06 მაისს ბრალდებულმა დაუწყო ლანძღვა-გინება მა-- ლე------–--ლს უმიზეზოდ. ესროდა შეშის ნაჭრებს და ემუქრებოდა მოკვლით. აგდებდა სახლიდან. ასე იქცევა როცა ნასვამია, თავს ვერ აკონტროლებს. აღნიშნულ ქმედებას შეესწრო მეზობელი ქა-–- თა---- უძ-–---რი, რომელმაც მოუწოდა შეეწყვიტა ჩხუბი, მაგრამ ბრალდებულმა მეზობელსაც აგინა. ყოველივე აღნიშნულის გამო დაზარალებულმა მიმართა პოლიციას. დაზარალებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ანდობს სასამართლოს და რაიმე მოთხოვნა არ გააჩნია.

 

2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კა-- კა----ძემ აღნიშნა შემდეგი: იგი არის შსს ლაგოდეხის სამმართველოს გამომძიებელი. ცხოვრობს ბრალდებულის მეზობლად. 2019 წლის 06 მაისს დაზარალებულის გამოძახების საფუძველზე მივიდა ბრალდებულის სახლში და შეესწრო, რომ ბრალდებული იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, კერძო: იჯდა კიბეზე და ეჩხუბებოდა მა-- ლე------–--ლს. მის მოწოდებაზე შეეწყვიტა ჩხუბი არ დაემორჩილა. 2019 წლის 16 აპრილს ბრალდებულის მიმართ მან გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აუკრძალა დაზარალებულისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რადგან 2019 წლის 06 მაისს იკვეთებოდა შემაკავებელი ორდერის დარღვევა, ბრალდებული გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებული სავარაუდოდ იყო ნასვამი, რადგან ასდიოდა ალკოჰოლის სუნი. სახლში იმყოფებოდა მხოლოდ დაზარალებული მა-- ლე------–--ლი.

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თა---- უძ-–---რმა აღნიშნა შემდეგი: იგი არის ბრალდებულის და დაზარალებულის მეზობელი. მთელი ცხოვრებაა ეს ოჯახი არის ჩხუბში, რადგან მა----- მსმელია და ნასვამი გამუდმებით, უმიზეზოდ ჩხუბობს. ერთი წელია შვილი გარდაეცვალა და ამის შემდეგ უფრო მოუმატა ჩხუბს. 2019 წლის 06 მაისს იგი შეესწრო, რომ ბრალდებული ეჩხუბებოდა მა-- ლე------–--ლს. ხელში ეჭირა შეშის ნაჭერი და ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით. როცა ნასვამია ყოველთვის ჩხუბობს. შემთხვევის დღეს მან მოუწოდა ბრალდებულს დამშვიდებულიყო, მაგრამ ბრალდებული მაინც განაგრძობდა მა-- ლე------–--ლის მისამართით შეურცხმყოფელი სიტყვებით მიმართვას და მასაც შეაგინა, თუმცა ამის გამო ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

4.სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზვ---- ხა----–-–--ლმა აღნიშნა შემდეგი: იგი არის შსს ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელი. 2019 წლის 06 მაისს გამოძახებაზე იმყოფებოდა ბრალდებულის სახლთან და ნახა, როგორ აგინებდა ბრალდებული დაზარალებულს. ბრალდებულმა მას განუმარტა, რომ დაზარალებულმა წინდები არ მისცა და ამისათვის აგინებდა. იცის, რომ ბრალდებულის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და რადგან მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები და შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შემთხვევის ადგილას ბრალდებულს ეჭირა შეშის ნაჭერი და ცოლს ემუქრებოდა, სახლში არ უშვებდა. ერთი მეზობელი იყო ეზოს გარეთ მხოლოდ, სახლშო იმყოფებოდა მხოლოდ დაზარალებული.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება №1158417, შემაკავებელი ორდერის ოქმი და ორდერი №007091 და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ბა------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ: ცოლის მა-- ლე------–--ლის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ბრალდებულ მა----- ბა------–--ლის მიმართ 2019 წლის 16 აპრილს შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კა-- კა----ძის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი N0------ რომლის პირობები ბრალდებულმა დაარღვია, კერძო: აკრძალვის მიუხედავად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ცოლს მა-- ლე------–--ლს. აღნიშნულ ქმედებას ადგილი ჰქონდა 2019 წლის 06 მაისს.

 

შემაკავებელი ორდერი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ადგენს პოლიციის თანამშრომელი და რომლის მიხედვით იკრძალება გარკვეული სახის ქმედებების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. შემაკავებელი ორდერის დარღვევა კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დამრღვევის მიმართ.

 

საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ მა-- ლე------–--ლი არის ბრალდებულის ოჯახის წევრი და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება არის შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მოქმედებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1.. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ბა------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მა----- ბა------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა----- ბა------–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მა----- ბა------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თამახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის N2/201-18 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლიდან 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ მა----- ბა------–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

3. მა----- ბა------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 07 მაისის 02:40 საათიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე