განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
340100119003268667
დავის ტიპი
126 2 ბ
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003268667

N1/211-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

20.11.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ზა--- კუ----–--ლის

ადვოკატ - სი---- ოს--–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: ზა--- კუ----–--ლი;

მამის სახელი: გუ-----;

დაბადებული: 11.08.1----–--–-;

პირადი ნომერი:4----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ქ. ყვარელი, რუსთაველის ქ. N2-;

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვარელი, რუსთაველის ქ. N2-.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით ( სამი ეპიზოდი).

ზა--- კუ----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა

1) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ. ყვარელი, რუსთაველის ქ. №2--ში მცხოვრები ზა--- კუ----–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2019 წლის მარტის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზა--- კუ----–--ლი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების, გუ----- კუ----–--ლის, ბე-- კუ----–--ლის და ნა----–- კუ----–--ლის თანდასწრებით , მეუღლის - მზ------- მი---–-ძის მიმართ, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა მას უწესო ქალს, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას. (პირველი ეპიზოდი)

2) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელი, რუსთაველის ქ. №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზა--- კუ----–--ლმა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების, ბე-- კუ----–--ლის და ნა----–- კუ----–--ლის თანდასწრებით სცემა მეუღლეს, მზ------- მი---–-ძეს, რომელსაც სახის არეში დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. (მეორე ეპიზოდი)

3) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 27 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელი, რუსთაველის ქ. №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზა--- კუ----–--ლმა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების, ბე-- კუ----–--ლის და ნა----–- კუ----–--ლის თანდასწრებით სცემა მეუღლეს, მზ------- მი---–-ძეს რომელსაც სხეულს სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე ყელის არეში მოუჭირა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.(მესამე ეპიზოდი)

ზა--- კუ----–--ლი 2019 წლის 28 სექტემბერს 02:00 საათზე დააკავეს და 2019 წლის 29 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).

ზა--- კუ----–--ლს 2019 წლის 12 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიოება პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და განთავისუფლდა პატიმრობიდან.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. ქ. ყვარელი, რუსთაველის ქ. №2--ში მცხოვრები ზა--- კუ----–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2019 წლის მარტის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზა--- კუ----–--ლი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების, გუ----- კუ----–--ლის, ბე-- კუ----–--ლის და ნა----–- კუ----–--ლის თანდასწრებით , მეუღლის - მზ------- მი---–-ძის მიმართ, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა მას უწესო ქალს, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას,რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას. (პირველი ეპიზოდი).

 

2. 2019 წლის 26 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელი, რუსთაველის ქ. №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზა--- კუ----–--ლმა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების, ბე-- კუ----–--ლის და ნა----–- კუ----–--ლის თანდასწრებით სცემა მეუღლეს, მზ------- მი---–-ძეს, რომელსაც სახის არეში დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. (მეორე ეპიზოდი).

 

3. 2019 წლის 27 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელი, რუსთაველის ქ. №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზა--- კუ----–--ლმა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების, ბე-- კუ----–--ლის და ნა----–- კუ----–--ლის თანდასწრებით სცემა მეუღლეს, მზ------- მი---–-ძეს რომელსაც სხეულს სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე ყელის არეში მოუჭირა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.(მესამე ეპიზოდი).

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი

არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების: ნა----–- კუ----–--ლის, ბე-- კუ----–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ მზ------- მი---–-ძის გამოკითხვის ოქმები, ნა----–- კუ----–--ლის და ბე-- კუ----–--ლის დაბადების მოწმობის ასლები, ზა--- კუ----–--ლის ჩვენება, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ზა--- კუ----–--ლმა არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - შვილების ბე--, გუ---- და ნა----–- კუ----–--ლების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა განახორციელა ცოლის მზ------- მი---–-ძის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, 1261 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგიური ძალადობაა, როდესაც პირს აყნებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მისი ტანჯვა უნდა გამოიწვიოს.

 

დაზარალებულმა მზ------- მი---–-ძემ ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობას შეესწრო არასრულწლოვანი ოჯახის წევრი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემთხვევას ესწრებოდნენ 01.03.2011 წელს დაბადებული ბე-- კუ----–--ლი (პ/ნ 0----------), 11. 08 2014 წელს დაბადებული ნა----–- კუ----–--ლი (პ/ნ 2----------) და 18.11.2005 წელს დაბადებული გუ----- კუ----–--ლი (პ/ნ 4----------), რომლებიც არიან ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილები. დაზარალებული მზ------- მი---–-ძე კი არის ბრალდებულის ცოლი და ოჯახის წევრი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზა--- კუ----–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზა--- კუ----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ასევე სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ პრეტენზია და შერიგებულია მასთან, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ზა--- კუ----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა--- კუ----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია პირობითი მ,სჯავრის გამოყენების პირობებში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ზა--- კუ----–--ლის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა, რომელიც 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შეეცვალა გირათი 3000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი და უზრუნველყოფილი არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზა--- კუ----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სსკ-ის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 ( ერთი) წელი. (პირველი ეპიზოდი).

 

2. ზა--- კუ----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სსკ-ის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 ( ერთი) წელი. (მეორე ეპიზოდი).

 

3. ზა--- კუ----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სსკ-ის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 ( ერთი) წელი. ( მესამე ეპიზოდი).

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 -ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ ზა--- კუ----–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სსკ-ის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

5. ზა--- კუ----–--ლის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში მეთვალყურეობა დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. ზა--- კუ----–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

7. ზა--- კუ----–--ლს სასჯელის მოხდაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 28 სექტემბრის 02:00 საათიდან 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

9. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე