გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2019
საქმის ნომერი
330310018002591414
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

საქმე № 3/5207-18

11 ივლისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - ედუარდ სვიანაძე

წარმომადგენელი - რობიზონ პაპიძე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თეონა ახვლედიანი

მესამე პირები - არმაზ ჯიმშიტაშვილი, თამარ გამდლიშვილი, გულიკო რამიშვილი, ნინო რამიშვილი, თამარ რამიშვილი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ედუარდ სვიანაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 ივნისის №892018349494-05 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის №322140 გადაწყვეტილება.

 

3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ქ. თბილისში, გურგენიძის (გრომოვის) ქ. №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი №01.16.02.017.016) №6 და №7 შენობა-ნაგებობის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

 

4.მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - ედუარდ სვიანაძის სასარგებლოდ, დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

5. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - ედუარდ სვიანაძის სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე ნანა აფციაური