გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2019
საქმის ნომერი
330310018002591414
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 3/5207-18

11 ივლისი, 20-9 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - ე-----------------ე

წარმომადგენელი - რ---------------ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თ----------–------ი

მესამე პირები - ა-----------–----–---–ი, თ------------–-–---–ი, გ---–----------–---–ი, ნ----------–---–ი, თ-----------–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 23 ივლისის №3----- გადაწყვეტილება.

 

1.3. დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისში, გ---------ის (გ--------ის) ქუჩა №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი №0-.1-.0-.0--.0--) №6 და №7 შენობა-ნაგებობის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

 

1.4. დაეკისროს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი, ზიანის სახით მიყენებული ხარჯის 1000 ლარის ანაზღაურება (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; 21.12.20-8წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - ა-----------–----–---–მა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

3.2. მესამე პირმა - თ------------–-–---–მა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

3.3. მესამე პირმა - გ---–----------–---–მა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

3.4. მესამე პირები - ნ----------–---–ი და თ-----------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ (მხარეებს სხდომის დღე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით).

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 1980 წლის 21 ივნისის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ირკვევა, რომ ა-------ი კ------------ეს ძე ს------ეს გადაეცა ქ. თბილისში, გ--------ის №6-ში მდებარე უძრავი ქონების ¼ ნაწილი ლიტერ „ა“- დან და „ბ“ შემდგარი 3 საცხოვრებელი ოთახისგან, 56,30 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, აშენებული 294 კვ. მეტრ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. თბილისში, გ--------ის №6-ში მდებარე უძრავი ქონების ტექნიკური აღრიცხვის ბარათში ქონების ¼ ნაწილის მესაკუთრედ ა---------------ე იქნა მითითებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1980 წლის 21 ივნისის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ს.ფ. 117-118);

 

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 0- მაისის №2-----/17 სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 83);

- ტექნიკური აღრიცხვის ბარათი (ს.ფ. 158).

 

4.1.2. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის 1991 წლის 06 ნოემბრის №2/6-- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ქ. თბილისში გ--------ის №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წილის მესაკუთრემ - კ------------ე ს------ემ და ა---------------ემ 1980 წლის 3 მაისს დადებული შინაურული ხელშეკრულებით ა-----------–----–---–ს 5 ათას მანეთად მიჰყიდეს თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წილიდან სახლის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე 1 ოთახი, რომლის ფართობია 17 კვ.მ. შუშაბანდით და სარდაფით. ამავე გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა ცნობილი კ------------ე ს------ესა და ა-----------–----–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც ა-----------–----–---–მა შეისყიდა ქ. თბილისში, გ--------ის №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¼ - 17 კვ.მ, 1 ოთახი თავისი შუშაბანდით და სარდაფით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის 1991 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/6--). (ს.ფ. 128-129).

 

4.1.3. ქ. თბილისში, გ--------ის №6-ში მდებარე უძრავი ქონების ტექნიკური აღრიცხვის ბარათით და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის 1992 წლის 14 მაისის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის 1991 წლის 06 ნოემბრის №2/6-- გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისში, გ--------ის №6-ში მდებარე უძრავი ქონების ტექნიკური აღრიცხვის ბარათში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, გაუქმდა ა------- კ------------ეს ძე ს------ის მფლობელობა და მის ნაცვლად ¼ ნაწილის მესაკუთედ მიეთითა არმაზი ი-----ის ძე ჯ--–----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის 1992 წლის 14 მაისის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 159);

- ტექნიკური აღრიცხვის ბარათი (ს.ფ. 158).

 

4.1.4. 20-5 წლის 30 ივლისის №1-------- სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ე-----------------ემ სრულად მიიღო ა---------------ის დანაშთი ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-5 წლის 30 ივლისის №1-------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 109-112).

 

4.1.5. 20-8 წლის 26 აპრილს, ე-----------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, გ---------ის (გ--------ის) ქუჩა №6-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო პირადი განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ს---–-----------–---–ის

 

გარდაცვალების მოწმობისა და ცნობების ასლები. ამასთან, მიუთითა, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ დოკუმენტებზე, კერძოდ, №1-------- (30.07.20-5) და №1-- (21.06.1980) სამკვიდრო მოწმობებზე, ჯ----–------–---–ის, ა-----------–----–---–ისა და ნ---------------–-–---–ის განცხადებაზე, ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებსა და შენობა-ნაგებობის შიდა აზომვით ნახაზზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-8 წლის 26 აპრილის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 74-82).

 

4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს - ე-----------------ეს ეცნობა, რომ ტექბიუროში დაცული ინფორმაციით, ქ. თბილისი, გ---------ის (გ--------ის) ქუჩა №6-ში მდებარე უძრავი ნივთის ¼ ნაწილი აღრიცხულია ა-----------–----–---–ის სახელზე (რომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრშიც) 2/4 ნაწილი - მი----–--–---------–---–ზე, ¼ ნაწილი ს---–----------–---–ზე. რაც შეეხება, კ------------ე გ-------ს ძე ს------ის კუთვნილ უძრავ ქონებას, იგი გასხვისებული იყო ა-----------–----–---–ზე. შესაბამისად, წარსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი, ვინაიდან ცნობა-დახასიათებაში არ ფიქსირდებოდნენ მამკვიდრებლები კ------------ე გ-------ს ძე ს------ე და ა------- კ-----------ეს ძე ს------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 88).

 

4.1.7. 20-8 წლის 27 ივნისს ე-----------------ემ №3-----/17 საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-8 წლის 27 ივნისის №3-----/17 განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 89-100).

 

4.1.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 11 ივლისის №8------------07 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონოს 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 11 ივლისის №8------------07 გადაწყვეტილება (ს.ფ. 10-).

 

4.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 23 ივლისის №3----- გადაწყვეტილებით ე-----------------ეს უარი ეთქვა №3-----/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------------ის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული იყო ქ. თბილისში, გ---------ის (გ--------ის) ქუჩა №6-ში მდებარე უძრავი ნივთის ¼ ნაწილი. თუმცა, ჩანაწერი მისი აღრიცხვის თაობაზე გაუქმებულია და ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღრიცხულია ა-----------–----–---–ის უფლება. შესაბამისად, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოშობდა ..საჯარო რეესტრის შესახებ‘’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 20-8 წლის 11 ივლისის №8------------07 გადაწყვეტილებები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 20-8 წლის 23 ივლისის №3----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 191-194).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-0 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 და 20-8 წლის 23 ივლისის №3----- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. საკუთრების უფლება უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლებას, მისი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაცია, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობების თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.“ საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი, საკუთრების უფლების იგნორირება გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა.“

 

7.3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ნიშნავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-8 წლის 26 აპრილს, ე-----------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, გ---------ის (გ--------ის) ქუჩა №6-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო პირადი განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ს---–----------–---–ის გარდაცვალების მოწმობისა და ცნობების ასლები. ამასთან, მიუთითა, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ დოკუმენტებზე, კერძოდ, №1-------- (30.07.20-5) და №1-- (21.06.1980) სამკვიდრო მოწმობებზე, ჯ----–------–---–ის, ა-----------–----–---–ისა და ნ---------------–-–---–ის განცხადებაზე, ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებსა და შენობა-ნაგებობის შიდა აზომვით ნახაზზე.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს - ე-----------------ეს ეცნობა, რომ ტექბიუროში დაცული ინფორმაციით, ქ. თბილისი, გ---------ის (გ--------ის) ქუჩა №6-ში მდებარე უძრავი ნივთის ¼ ნაწილი აღრიცხულია ა-----------–----–---–ის სახელზე (რომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრშიც) 2/4 ნაწილი - მი----–--–---------–---–ზე, ¼ ნაწილი ს---–----------–---–ზე. რაც შეეხება, კ------------ე გ-------ს ძე ს------ის კუთვნილ უძრავ ნივთს, იგი გასხვისებული იყო ა-----------–----–---–ზე. შესაბამისად, წარსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი, ვინაიდან ცნობა-დახასიათებაში არ ფიქსირდებოდნენ მამკვიდრებლები კ------------ე გ-------ს ძე ს------ე და ა------- კ-----------ეს ძე ს------ე.

 

დადგენილია ასევე, რომ 20-8 წლის 27 ივნისს ე-----------------ემ №3-----/17 საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 20-8 წლის 11 ივლისის №8------------07 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონოს 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 20-8 წლის 23 ივლისის №3----- გადაწყვეტილებით ე-----------------ეს უარი ეთქვა №3-----/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------------ის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული იყო ქ. თბილისში, გ---------ის (გ--------ის) ქუჩა №6-ში მდებარე უძრავი ნივთის ¼ ნაწილი. თუმცა, ჩანაწერი მისი აღრიცხვის თაობაზე გაუქმებულია და ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღრიცხულია ა-----------–----–---–ის უფლება. შესაბამისად, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოშობდა ..საჯარო რეესტრის შესახებ‘’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

მოსარჩელე მიუთითებს 1980 წლის 21 ივნისის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაზე, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის 1991 წლის 06 ნოემბრის №2/6-- გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბარათში დაშვებულია შეცდომა და არ არსებობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასების საგანს უნდა წარმოადგენდეს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ

 

ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ქმნიდა თუ არა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და სახეზე იყო თუ არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით სხვა დოკუმენტაციის დამატებით წარდგენის აუცილებლობა.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-0 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციას“, რომლის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში არ არის მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე თანამესაკუთრე/თანამესაკუთრეები, ცნობა-დახასიათება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილი ბოლო უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისად. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა) გასცემს სააღრიცხვო ბარათში დაცული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარმოდგენილი 1980 წლის 21 ივნისის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ირკვევა, ა-------ი კ------------ეს ძე ს------ეს გადაეცა ქ. თბილისში, გ--------ის №6-ში მდებარე უძრავი ქონების ¼ ნაწილი ლიტერ „ა“ და „ბ“ შემდგარი 3 საცხოვრებელი ოთახისგან, 56,30 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, აშენებული 294 კვ. მეტრ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ მითითებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ქ. თბილისში, გ--------ის №6-ში მდებარე უძრავი ქონების ¼ ნაწილის მესაკუთრედ ტექნიკური აღრიცხვის ბარათში ა---------------ე იქნა მითითებული. რაც შეეხება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის 1992 წლის 14 მაისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ტექნიკური აღრიცხვის ბარათში განხორციელებულ ცვლილებას,რომლითაც გაუქმდა ა------- კ------------ეს ძე ს------ის მფლობელობა და მის ნაცვლად ¼ ნაწილის მესაკუთრედ მიეთითა ა------ი ი-----ის ძე ჯ--–----–---–ი, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის საფუძველს ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის 1991 წლის 06 ნოემბრის №2/6-- გადაწყვეტილება წარმოადგენდა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის 1991 წლის 06 ნოემბრის №2/6-- გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში გ--------ის №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წილის მესაკუთრემ - კ------------ე ს------ემ და ა---------------ემ 1980 წლის 3 მაისს დადებული შინაურული ხელშეკრულებით ა-----------–----–---–ს 5 ათას მანეთად მიჰყიდეს თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წილიდან სახლის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე 1 ოთახი, რომლის ფართობია 17 კვ.მ. შუშაბანდით და სარდაფით. მითითებული გარემოება სასამართლოს სხდომაზე (იხ. 25.06.20-9წ. სასამართლოს სხდომის ოქმი) ასევე დაადასტურა მესამე პირმა - ა-----------–----–---–მა და ცალსახად მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ოთახი (17კვ.მ.) წარმოდგენდა. ამასთან, ა-----------–----–---–მა დამატებით განმარტა, რომ კ------------ე ს------ეს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი სრულად არ გაუსხვისებია და ამავე მისამართზე იგი ფლობდა საცხოვრებელ ფართს.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალა - 1980 წლის 21 ივნისის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის 1991 წლის 06 ნოემბრის №2/6-- გადაწყვეტილება ძალაშია და არ გაუქმებულა, სასამართლო მითითებული დოკუმენტების შინაარსის გათვალისწინებით დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კ------------ე გ-------ს ძე ს------ის კუთვნილი უძრავი ქონება ა-----------–----–---–ზე სრულად არ გასხვისებულა და არ არსებობდა ტექნიკური აღრიცხვის ბარათში ა------- კ------------ეს ძე ს------ის მფლობელობის სრულად გაუქმების და მის ნაცვლად ¼ ნაწილის სრულ მესაკუთრედ ა------ი ი-----ის ძე ჯ--–----–---–ის მითითების სამართლებრივი საფუძველი. ამრიგად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისში, გ---------ის (გ--------ის) ქუჩა №6-ში (საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--), საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი და ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია ე-----------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

 

გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-----------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 23 ივლისის №3----- გადაწყვეტილებები. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისში, გ---------ის (გ--------ის) ქ. №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი №0-.1-.0-.0--.0--) №6 და №7 შენობა-ნაგებობის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

8.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 1000 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-----------------ის მიერ იურიდიული დახმარებისათვის გადახდილი ჰონორარი შეადგენს 1000 ლარს (იხ. ს.ფ. 41-42, 57-60). სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრულ ოდენობის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. ე-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 07 ივნისის №8------------05 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 23 ივლისის №3----- გადაწყვეტილება.

 

3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ქ. თბილისში, გ---------ის (გ--------ის) ქ. №6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი №0-.1-.0-.0--.0--) №6 და №7 შენობა-ნაგებობის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

 

4.მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - ე-----------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

5. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - ე-----------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე ნანა აფციაური