განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119002898821
N1/78-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
20 ნოემბერი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი-–-----------–---–ი
ბრალდებული: დ----- მ------–-–---–ი
მამის სახელი: ფ--------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვ-----ი
მცხოვრები: ქ.თელავი, ა-–---------------ი, 30ა კორპუსი, ბინა N22
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, წინასწარი შეთანხმებით არასრულწლოვანის მიმართ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, წინასწარი შეთანხმებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თელავში ა-–---------------ზე, 30-ე ა კორპუსი, ბინა N22-ში მცხოვრებმა დ----- მ------–-–---–მა თავის არასრულწლოვან შვილს - ქ------- მ------–-–---–ს მათივე საცხოვრებელ სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა უცენზური სიტყვებით და ესროლა ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი, რაც მოხვდა მას შუბლის არეში, რის შედეგადაც ქ------- მ------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად.
2. ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
3. 2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თელავში ა-–---------------ზე, 30-ე ა კორპუსი, ბინა N22-ში მცხოვრები, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ----- მ------–-–---–ი, მათივე საცხოვრებელ სახლში, თავის შვილს - არასრულწლოვან ქ------- მ------–-–---–ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ქ------- მ------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 11', 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
5. 2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თელავში ა-–---------------ზე, 30-ე ა კორპუსი, ბინა N22-ში მცხოვრები, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ----- მ------–-–---–ი, მათივე საცხოვრებელ სახლში, თავის მეუღლეს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ს------- ნ------–---–ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ს------- ნ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
6. ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 11' -151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;.
7. 2018 წლის აგვისტოს თვიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ქ.თელავში ა-–---------------ზე, 30-ე ა კორპუსი, ბინა N22-ში მცხოვრები, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ----- მ------–-–---–ი, მათივე საცხოვრებელ სახლში, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა თავის არასრულწლოვან შვილს - ქ------- მ------–-–---–ს და მისივე თანდასწრებით, ასეთივე შეურაცხყოფას აყენებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლეს ს------- ნ------–---–ს, აგინებდა მათ უცენზურო სიტყვებით და გამოხატავდა აგრესიას მათ მიმართ, რის შედეგადაც ისინი განიცდიდნენ ტანჯვას.
8. ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
სასამარლომ დაადგინა:
9. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულ - დ----- მ------–-–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
10. დ----- მ------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო განმარტა, რომ მას მეუღლისა და შვილისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მისთვის უცნობია თუ ვინ გამოიძახა პოლიცია. პოლიცია როდესაც მის სახლში მივიდა ის არ იგინებოდა. არც მისი მეუღლე და შვილი არ ტიროდა. ასევე არ არის მართალი, რაც წერია შემაკავებელ ორდერში, რომ ვითომდა ის შეურაცხყოფას აყენებდა ცოლშვილს.
11. ბრალდებულის მეუღლემ დაზარალებულმა ს------- ნ------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
12. ბრალდებულის შვილმა დაზარალებულმა ქ------- მ------–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
13. მოწმე ბ---------------–---–მა აჩვენა, რომ მუშაობს კ-----------------–-------------ის თანამდებობაზე. მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაიცნო დ----- მ------–-–---–ი. ოჯახური კონფლიქტის გამო რამდენჯერმე იყო გამოძახებული. დ----- მ------–-–---–ი ყოველთვის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. 2019 წლის 28 თებერვალს გამოძახების საფუძველზე მივიდა ა-–---------------ზე, საცხოვრებელი სახლიდან ყვირილის ხმა გამოდიოდა. ოთახში იმყოფებოდნენ დ----- მ------–-–---–ი, მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. მათი მისვლისას უფრო აქტიური გახდა დ----- მ------–-–---–ი და ამბობდა, თუ არ დააკავებდნენ, შვილს და მეუღლეს დახოცავდა, სიცოცხლის მოსპობით - თავების დააჭრით ემუქრებოდა. იგი ფიზიკურ შეურაცხყოფას არ შესწრებია, შეესწრო სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის გამო, მათ გამომძიებელი გამოიძახეს და დააკავეს დ----- მ------–-–---–ი. დ----- მ------–-–---–ს კონფლიქტის მიზეზი არ დაუსახელებია. ბავშვი და მეუღლე ტიროდნენ. ბავშვს შუბლზე გაჭრილივით ქონდა. ბავშვმა თქვა, რომ მამამ ტელევიზორის მართვის პულტი ესროლა. მეუღლე ამბობდა, რომ წაეყვანათ დ.მ------–-–---–ი, რადგან შეიძლება მართლა ცუდი რამე გაეკეთებინა მას. აღნიშნულის გამო შეადგინეს შემაკავებელი ორდერი და დააკავეს დ----- მ------–-–---–ი.
14. მისივე განმარტებით იგი მეწყვილესთან ერთად იყო. მისი მეწყვილე იჭერდა დ----- მ------–-–---–ის, რადგან იგი იწევდა ცოლ-შვილისკენ. მათ ვიდეოც გადაიღეს ამ ფაქტზე.
15. ანალოგიური აჩვენა მოწმემ თ-----------------–-–---–მა, რომელიც მუშაობს ს----------–-------–-–--ში და მეწყვილესთან ბ---------------–---–თან ერთად, 2019 წლის 28 თებერვალს იმყოფებოდა გამოძახებაზე დ----- მ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში.
16. მან დაადასტურა დაკავების ოქმზე თავისი ხელმოწერის სისწორე.
17. ადვოკატის შეკითხვაზე დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე ღუმელი იყო გადატრიალებული და მაგიდა იყო დაზიანებული. დ----- მ------–-–---–ი ხელს ურტყამდა მაგიდას.
18. მოწმის ა-–---------------–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------–----------–------------------------------–--ის ექიმ-ექსპერტის თანამდებობაზე. მან ქ------- მ------–-–---–ის მიმართ ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, ქ------- მ------–-–---–ს აღენიშნება ნაჭდევი შუბლის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 28. 02. 2019 წელს. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ს.ფ. 59-60)
19. მოწმის თ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------–----------------------ში მ--–-------------------–-----–---------------------ის თანამდებობაზე. იგი მოცემულ საქმეში გამოძიების დაწყებისათანავე ჩაერთო. იგი ემოციურ მხარდაჭერას უწევს დაზარალებულებს და მოწმეებს, ასევე უმარტავს მათთვის გაუგებარ უფლება მოვალეობებს. იგი ესწრებოდა ქ------- მ------–-–---–ის დაკითხვას, გოგონა აღელვებული იყო და დაკითხვამდე შეეცადა დაემშვიდებინა. მოწმემ გადმოგვცა ქ------- მ------–-–---–ის ჩვენება, რაც დაკითხვამდე უთხრა მას და შემდეგ დაკითხვისას დააფიქსირა.
20. მან დამატებით აღნიშნა, რომ ქ------- მ------–-–---–ი სწავლობს სკოლაში და მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობა მასზე ახდენდა ცუდ გავლენას. იგი ვერ კონცენტრირდენა გაკვეთილზე, რაც აისახება მის აკადემიურ მოსწრებაზე და ქ------- მ------–-–---–ი ამის გამო დათრგუნული იყო.
21. მოწმის ჯ--------------–---–ის ჩვენებითა და დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------–-------–-–იის გამომძიებლად. იგი დ----- მ------–-–---–ის სახლში ორჯერ იყო გამოძახებული და ორივე საქმეში მონაწილეობდა გამომძიებლად. მოცემულ საქმეზე მან შეადგინა დ----- მ------–-–---–ის დაკავების ოქმი. 2019 წლის 28 თებერვალს, აცნობეს რომ ა-–---------------ზე N30-ში იყო ოჯახური ძალადობის ფაქტი. იგი როდესაც მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იქ დახვდა. ასევე დახვდნენ დ----- მ------–-–---–ი, მისი მეუღლე და შვილი, რომლებიც ტიროდნენ. შვილს შუბლზე დაზიანება ჰქონდა და განმარტა, რომ მამამ ესროლა ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი. დ----- მ------–-–---–ი იგინებოდა, ხოლო პატრულ ინსპექტორები აკავებდნენ მას, რადგან იწევდა ოჯახის წევრებისკენ. დ----- მ------–-–---–ის დაკავების შემდეგ, მან შეატყობინა დ----- მ------–-–---–ის ძმას. მან დ----- მ------–-–---–ი შეამოწმა სიმთვრალე სიფხიზლეზე და დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მანვე განმარტა, რომ დ----- მ------–-–---–ი როდესაც ძალადობდა ოჯახის წევრებზე, პოლიციაში თვითონ რეკავდა.
22. მოწმის ი--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------–-------–-–იის გამომძიებლად. დ----- მ------–-–---–ს სამსახურებრივად იცნობს. დ----- მ------–-–---–ის მიმართ 2019 წლის 28 თებერვალს დაიწყეს გამოძიება. ღამის საათებში ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამომძიებელ ჯ--------------–---–თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ----- მ------–-–---–ი, რომელიც იგინებოდა და შეკავებული ჰყავდათ პატრულ-ინსპექტორებს, შუაში ედგათ, ვინაიდან იწევდა ოჯახის წევრებისკენ. თვითონ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია. მას ქ------- მ------–-–---–მა განუმარტა, რომ მამამისმა შუბლში ესროლა ტელევიზორის პულტი. ადგილზე კი ნახა, პულტის მიმოფანტული დეტალები. მათ დააკავეს დ----- მ------–-–---–ი. პოლიციის დაწესებულებაში გამოკითხეს ს------- ნ------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მათ მიმართ ოჯახურ ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს და მეტის მოთმენა აღარ შეეძლო.
23. მანვე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო პულტის დეტალები, რაც ასახა დათვალიერების ოქმში.
24. მან პოლიცილეებისგან ასევე იცის, რომ დ----- მ------–-–---–ი პოლიციელებს ეუბნებოდა „თუ არ დამიჭერთ, ორივეს დავხოცავო“.
25. მისივე განმარტებით ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია
26. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა სხვა დანარჩენი მტკიცებულები და სისხლის სამართლის საქმეში არსებული დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
27. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
29. დ----- მ------–-–---–ის მიერ მეუღლის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ს------- ნ------–---–ისა და არასრულწლოვანი შვილის ქ------- მ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო სისტემატური შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება მეუღლის ს------- ნ------–---–ისა შვილის ქ------- მ------–-–---–ის ჩვენებები. მათ უარი განაცხადეს ოჯახის წევრის დ----- მ------–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე და შესაბამისად, არ დაადასტურეს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება.
30. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
31. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ)სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია,რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
32. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად,ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
33. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10, 31/).
34. საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და არა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ დაზარალებულთა მხრიდან კონსტიტუციური უფლების გამოყენება, ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა კითხვის ნიშნებს ბადებს. არსებული მოცემულობით ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია, წარმოადგენს მხოლოდ ეჭვს და არ ეყრდნობა რაიმე მტკიცებულებას. ასეთი მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.
35. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს მათ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:
36. პოლიციელების ბ---------------–---–ის, თ-----------------–-–---–ის, ჯ--------------–---–ისა და ი--------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი გამოძახების საფუძველზე მივიდნენ დ----- მ------–-–---–ის საცხოვრებელ მისამართზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დ----- მ------–-–---–ი პოლიციელებს სახლში დახვდა, რომელიც იგინებოდა და ამბობდა, რომ თუ პოლიცია მას არ დააკავებდა ის ოჯახის წევრებს დახოცავდა და იწევდა ოჯახის წევრებისკენ. ანუ პოლიციელების ჩვენებით არ დგინდება, რომ იცინი შეესწრენ დ----- მ------–-–---–ის მხრიდან ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ისინი მხოლოდ ადასტურებენ, რომ დ----- მ------–-–---–ი პოლიციისგან მის დაკავებას ითხოვდა და, თუ მას არ დააკავებდნენ, იმუქრებოდა ოჯახის წევრების დახოცვით. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება შეფასდეს სისტემატურ ძალადობად, ვინაიდან, სისტემატური ნიშნავს მუდმივ, განუწყვეტელ, რეგულარულ ძალადობას და არა ერთჯერად მოქმედებას. მითუმეტეს, როდესაც დ----- მ------–-–---–ს სურს დააკავონ პოლიციელებმა და ამ მიზნით იყენებს მუქარას.
37. სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედებები, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი ხასიათი, ანუ მისი განმეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. შესაბამისად, სისტემატურობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომ მათი თანდასწრებით ემუქრებოდა და აგინებდა დ----- მ------–-–---–ი ოჯახის წევრებს. ამასთან, წარდგენილ ბრალდების ფარგლებში,მოწმეთა ჩვენების ეს ნაწილი არარელევანტურია. ვინაიდან, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, დ----- მ------–-–---–ის ქმედება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდგომი მოვლენები აღწერილი არაა და შესაბამისად, დადგენილად მიჩნეული არ არის. საქმის არსებითი განხილვა კი მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია. შესაბამისად, დ----- მ------–-–---–ის მიმართ არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულეჭვს მიღმა“ სტანდარტი.
38. სისტემატური ძალადობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ მოიყვანა ის გარემოებაც, რომ დ----- მ------–-–---–ს ადრეც გამოუძახია პოლიციის თანამშრომლები. ამ კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს პოლიციელების, მათ შორის ჯ--------------–---–ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც დ----- მ------–-–---–ს წარსულში თვითონ არაერთხელ გამოუძახია პოლიციის თანამშრომლები.
39. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ თუ დ----- მ------–-–---–მა წარსულშიც არაერთხელ გამოიძახა პოლიცია ოჯახურ ძალადობის ფაქტზე, მაშინ ოჯახური ძალადობის დადგენილ ფაქტს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, რაც დაასაბუთებდა ძალადობის სისტემატიურ ხასიათს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მ------–-–---–ი თავის მიერ გამოძახებულ პოლიციას თავისსავე დაკავებას სთხოვს, არ წარმოადგენს ოჯახური ძალადობის ფაქტს.
40. ძალადობის დამადასტურებლად სასამართლო ვერ მიიჩნევს პოლიციელების ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ დ----- მ------–-–---–ი ითხოვდა, რომ პოლიციელებს დაეკავებინათ ის, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებს დახოცავდა. ვინაიდან, მუქარა არ წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს, რაც დაზარალებულებს გაუჩენდა განხორციელების საფუძვლიანი შიშს, ასეთ ფაქტს დ.მ------–-–---–ის ოჯახის წევრები არ ადასტურებენ, მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. თვითონ პოლიციელები ადასტურებენ, რომ ამ ქმედებასთან ერთად ბრალდებული გამოხატავდა სურვილს, რომ დაეჭირათ პოლიციელებს. ამდენად, პოლიციის თანდასწრებით განხორციელებული ასეთი მოქმედება, რამდენად შეიძლება იყოს რეალურად აღსაქმელი, დაზარალებულის ჩვენების გარეშე, ძნელი დასადგენია, ვინაიდან, ამ შემთხვევაში დ.მ------–-–---–ი იმუქრება სამართალდამცავების თანდასწრებით და ბრალდებულის მიზანია ის, რომ იგი დააკავონ. ასეთი ქმედება მუქარის ნაწილში ბრალდებულის განზრახვას გამორიცხავს, მითუმეტეს, რომ ბრალდებულს არ აქვს მომარჯვებული რამე საგანი, რაც შესაძლოა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
41. გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ერთი ნეიტრალური მოწმე მაინც, თუნდაც მეზობელი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ------–-–---–ი სისტემატურად შეურაცხყოფდა ოჯახის წევრებს, აგინებდა და უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა მათ. საქმეში არსებობს შემაკავებელი ორდერი, შედგენილი, 2019 წლის 28 თებერვალს, ანუ იმავე ფაქტზე, რომელზეც დ----- მ------–-–---–ს წარედგინა ბრალდება, რაც არ ასაბუთებს ოჯახური ძალადობის სისტემატურ ხასიათს.
42. ბრალდებულის სასარგებლო გარემოებაა ასევე ის, რომ წარსულში პასუხისგებაში მიცემული იყო ოჯახური ძალადობის მუხლით, თუმცა, მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, ანუ არ დადასტურდა მის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
43. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების ჩვენებებს, რომლითაც მათ სასამართლოს დაუდასტურეს დ.მ------–-–---–ის ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ირიბ ჩვენებასაც არ წარმოადგენს, ვინაიდან დ----- მ------–-–---–ის ოჯახის წევრები, არ ადასტურებენ პოლიციელების მიერ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად კიდეც რომ მივიჩნიოთ ირიბ ჩვენებად, ამ ირიბ ჩვენებასაც არ ადასტურებენ ს------- ნ------–---–ი და ქ------- მ------–-–---–ი. შესაბამისად, ეს ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დ----- მ------–-–---–ის გამამტყუნებელი განაჩენს. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რაც გამორიცხავს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
44. გარდა არნიშნულისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი ოჯახურ ძალადობად განმარტავს ქმედებას, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დ----- მ------–-–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს, ის, რომ მან ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა მიაყენა დაზარალებულს.
45. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად, უწყვეტად, რამდენჯერმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ტკივილს აყენებს. მსუბუქ დარტყმას, რასაც არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილი ცემად არ განიხილება, ასევე ცემას არ წარმოადგენს ერთი დარტყმა, თუნდაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ასეთი ერთჯერადი დარტყმა ჩაითვლება სხვა ძალადობად.
46. ამდენად დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება არის ის, რომ დაზარალებული განიცდის ტკივილს.
47. მოცემულ შემთხვევაში ს------- ნ------–---–მა და ქ------- მ------–-–---–მა სასამართლოს არ მისცეს დ----- მ------–-–---–ის მამხილებელი ჩვენება. აღნიშნულით არ დაადასტურეს, რომ დ----- მ------–-–---–მა მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ასევე არ დაადასტურეს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. სხვა მტკიცებილება, რაც დაადასტურებდა დ----- მ------–-–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს, სასამართლოში არ გამოკვლეულა.
48. ვინაიდან ს------- ნ------–---–მა და ქ------- მ------–-–---–მა სასამართლოს არ მისცეს დ----- მ------–-–---–ის მამხილებელი ჩვენება, სასამართლო ვერ დაადგენს, რომ დ----- მ------–-–---–მა ჩაიდინა არათუ სისტემატური, არამედ თუნდაც ერთჯერადი ძალადობის ფაქტი. სხვა მტკიცებულება, რაც დაადგენდა დ.მ------–-–---–ის ბრალეულობას, არ გამოკვლეულა.
49. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
50. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
52. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
53. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
54. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- მ------–-–---–ი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
56. გამართლებულ დ----- მ------–-–---–ს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
57. დ----- მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
58. დ----- მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
59. დ----- მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
60. დ----- მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
61. დ----- მ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
62. ნივთიერი მტკიცებულება - ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი, დალუქული ერთ პაკეტში, რაც ინახება შსს ს----------–-------–-–-------------------------------------------–----------------------------–---ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
63. დ----- მ------–-–---–ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
64. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
65. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური