განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/3134-17
(გამოძიების 0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძემ;
ნათია რობაქიძის მდივნობით;
ბრალდების მახრე:
პროკურორის ნ----------–--;
დაცვის მხარე:
ადვოკატ - ნ-------------------;
ბრალდებული - ა-–----------------ი (პ/ნ 3----------), დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მ–-----------–------------------------–-–-----------–ი;
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: - საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: - 2----–-–------------------ დაახლოებით 19:40 საათზე, ა-–----------------ი თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მ-------------–ი სახ.#O------ მოძრაობდა თბილისში, ბ-------–---–-- ქუჩაზე, სოფელ ლ------------------–----------- მიმართულებით. ამავე ქუჩაზე არსებული ი------------ ცენტრალური შესასვლელიდან რიგით მე-6 ელექტრო განათების ბოძის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობისას ა-–----------------მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნები, მსვლელობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, არ მიიღო სათანადო ზომები შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს დაეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითად მოსიარულე გ----------------ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვლა.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ლ---- ნ-------ის ჩვენებით, 2----–-–------------------ მეუღლეს, გ-------------------–------------------- ი------------ ტერიტორიაზე დაეჯახა მერსედესის ფირმის ავტომანქანა, რომელსაც ა-–----------------ი მართავდა. ავარიამდე გ------ი ელაპარაკებოდა შვილს, ლ-–- ნ-------ეს. ბრალდებულის ოჯახის წევრებმა დაკრძალვის ხარჯებისათვის გადაუხადეს 8000 ლარი და შეპირდნენ, რომ გადაიხდიდნენ დამატებით 15 000 ლარს. შემდეგ უთხრეს, რომ ფინანსურად ვეღარ დაეხმარებოდნენ რადგან მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ. გამოძიების შეწყვეტის შემდეგ მათ წარადგინეს ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც დაადგინა ა-–----------------ის ბრალეულობა.
მოწმე ლ-–- ნ-------ის ჩვენებით, 2----–-–------------------ საღამოს დაახლოებით რვის ნახევარზე ტელეფონზე ელაპარაკა გ----------------ს, რომელიც იყო ნასვამი. შეთავაზების მიუხედავად მამამ უთხრა, რომ დახვედრა არ სჭირდებოდა და სახლში თვითონ მივიდოდა. მათ შორის კონტაქტი შუა საუბარის დროს შეწყდა. გარკვეული დროის შემდეგ დაურეკა გამომძიებელმა და აცნობა, რომ გ---------------- საავადმყოფოში იმყოფებოდა მცირედი მოტეხილობით. ადგილზე როცა მივიდა შეიტყო, რომ მამამისი იყო გარდაცვლილი. მოწმის განმარტებით, ა-–----------------ის ოჯახს მათ ოჯახთან ჰქონდა კომუნიკაცია და გადასცეს 8000 ლარი.
მოწმე ს-------- ა--------ას ჩვენებით, შემთხვევის დღეს იყო თოვლჭყაპი. უბედური შემთხვევა მ--------–------------. გარდაცვლილის ოჯახს 8000 ლარი გადაუხადეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ისევ დაურეკეს და უთხრეს, რომ არ ეჩივლათ დამატებით უნდა გადაეხადათ 20 000 დოლარი.
მოწმის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისმა შვილმა ა-–----------------მა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მათ შორის ქვედა კიდურზე გაკეთებული აქვს ოპერაცია და საჭიროებს ხანგრძლივ მკუნალობას. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არის სიღარიბის ზღვარზე მყოფი, მათ 2014 წლის დეკემბრის ბოლოს გარდაცვლილის ოჯახს გადასცეს 8000 ლარი.
მოწმე რ----- ჭ------ის ჩვენებით, 2----–-–------------------ ა-–---- მ-----–-–---–თან ერთად იყო საკუთარი ავტომანქანით ლ------------------ და გაზის წვის ვარგისიანობაზე ამოწმებდა მანქანას. წვიმდა და ცუდ ხილვადობას, ხელს უწყობდა ასევე გარე განათების უქონლობაც. შემხვედრი მანქანა მას არ ახსენდება. ახსოვს ლ-------------- თბილისის მიმართულებით შუა გზაზე მოძრავი მამაკაცი. როცა ახალი ი------------ შესასვლელს გასცდა, სოფელ ლ-------------------- მოაბრუნა მანქანა და უკანა გზაზე მან დაინახა ადამიანის ფეხის მსგავსი საგანი. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ა-–---- მ-----–-–---–თან ერთად ნახა მეორე ფეხიც და არსებული ფაქტის შესახებ დარეკა 112-ში. იმავე ტერიტორიაზე ნახეს მანქანა რომელიც ხეზე იყო დაჯახებული. მანქანის კარები არ იღებოდა, მძღოლი შიგნით იჯდა და იყო ცუდად. გვამი ნანახი იქნა პოლიციისა და მაშველების მისვლის შემდეგ. თვლის, რომ გარდაცვლილი იყო, ის პიროვნება, რომელიც მათ გზაზე მოძრაობისას შენიშნეს, რადგან სხვა იმ ტერიტორიაზე მათ არ უნახავთ.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---- მ-----–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ როცა მანქანით მიდიოდნენ ს------–--–---- მიმართულებით, მას თვალში მოხვდა მამაკაცი, რომელიც ბარბაცით მიდიოდა შუა გზაზე.
პატრულ-ინსპექტორების, ბ----- გ----–-–---–ის და ი--------–---- ჩვენებებით, 2----–-–------------------ საღამოს საათებში მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ლ---------– გზაზე, სოფლის მხრიდან ქალაქისკენ მიმავალ გზაზე ნახეს დაზიანებული მანქანა, რომელიც ხეზე იყო დაჯახებული. გვამი იყო მანქანის ქვემოთ და მას სხეულის ნაწილები ჰქონდა მოწყვეტილი.
მოწმე გ------- მ-------–---–ის ჩვენებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ლ------------------, ი------------ შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანვე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, შეადგინა ოქმი, სქემა და გადაიღეს ფოტოსურათები. ათვლის წერტილად აიღო ი------------ ცენტრალური შესასვლელიდან ს------–--–---- მიმართულებით რიგით მე-6 ბოძი. ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი იყო დაზიანებულ მდგომარეობაში და ხეზე შეჯახებული. მანქანის წინ ეგდო გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელსაც მოწყვეტილი ჰქონდა ორივე ქვედა კიდური და გზის სავალ ნაწილზე მე-6 ელექტრო განათების ბოძიდან ს------–--–---- მიმართულებით იყო მიმოფანტული. ავტომობილი გზის გვერდულიდან მისთვის სამოძრაო მიმართულებით მარცხენა მახრეს იყო გადავარდნილი.
მიუხედავად იმისა, რომ იყო რთული მეტეოროლოგიური პირობები, წვიმა და სიბნელე, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად განსაზღვრა ყველა დეტალი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არის მნიშვნელოვანი. ა-–----------------ი რამოდენიმეჯერ დაიკითხა. ბრალდებულმა მიუთითა მოძრაობის მიმართულება, ახსენა, რომ შემხვედრმა ავტომობილმა შეუზღუდა მხედველობა და დაახლოებით 10 მეტრში დაინახა ქვეითად მოსიარულე რომელიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდა.
ამავე ჩვენებით, მოწმემ დაადასტურა როგორც 2----–-–----------------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე, სქემატური ნახაზის სისწორე და განმარტა, რომ 2----–-–--------–---- ოქმი, რომელიც შედგენილია გამომძიებლის რ---------–-------- მიერ არ შეესაბამება რეალობას, რადგან, შემთხვევას ადგილი ჰქონდა ლ------------------ მდებარე ი------------ ცენტრლური შესასვლელიდან ს------–--–---- მხარეს რიგით მეექვსე ელ. განათების ბოძამდე, ანუ ავტომობილებს შეეძლოთ ემოძრავათ ქალაქში დასაშვები 60 კმ. სიჩქარით.
იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაიკითხა მოწმე ა-–------------------–--ი რომელმაც განმარტა, რომ კვლების დადგენასა და სქემის შედგენაში ეხმარებოდა გამომძიებელს. სოფელ ლ-------------- თბილისის მიმართულებით შემთხვევის ადგილამდე საავტომობილო გზაზე რაიმე სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშანი არ მდგარა და ავტომობილებს შეეძლოთ ემოძრავათ ქალაქში დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარით. ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს წვიმდა, გზის სავალი ნაწილი იყო სველი და არ იყო განათებული. ამავე ჩვენებით, 2014 წლის დეკემბრის სქემა, 2016 წელს შედგენილ მეორე სქემას არ ემთხვევა.
2----–-–----------------ს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ლ------------------ ი------------ შესასვლელთან. დაფიქსირებულია წვიმიანი ამინდი და შეზღუდული მხედველობა. გზა ჰორიზონტალურია, სავალი გზის სიგანეა 6.21 მ., გზა არის ასფალტირებული, უდეფექტო და სველი. დაახლოებით ლ------------------ თბილისის შესასვლელიდან რიგით მე-6 ელ.განათების ბოძთან, ა/მ ,,მ-------------–ი“ სახ.#O------, რომელსაც მართავდა ა-–----------------ი, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე გ-------------–----ის ძე ნ-------ეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი მოთავსებული იქნა საავადმყოფოში.
2----–-–----------------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ლ------------------, ი------------ შესასვლელიდან რიგით მე-6 ელ.განათების ბოძთან. საგამოძიებო მოქმედება, რომლის დროა 20:00 სთ. მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, სველ, ნალექიან ამინდში. გზის გასწვრივ პროფილი არის ჰორიზონტალური, გზაფენილი ასფალტირებული, უდეფექტო და სველი; სავალი გზა განკუთვნილია სოფელ ლ-------------- ი------------ ცენტრალური შესასვლელი მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის და პირიქით; გზის საერთო სიგანეა 6.20 მეტრი; გზას ორივე მხარეს ახლავს გამწვანებული გვერდულები, ი------------ შესავლელიდან რიგით მე-6 ელ.განათების ბოძიდან, ს------–--–---- მიმარულებით 10,1 მეტრის დაშორებით ასფალტზე არის ადამიანის ქვედა კიდური - ფეხი, რომელიც გზის გვერდულიდან დაშორებულია 1.5 მეტრით, საიდანაც 19,2 მეტრის დაშორებით ასფალტზე განთავსებულია მეორე ქვედა კიდური - ადამიანის ფეხი, რომელიც გზის გვერდულიდან დაშორებულია 1,8 მეტრით, საიდანაც, ასევე ს------–--–---- მიმართულებით 34,3 მეტრის დაშორებით სავალ გზაზე 0,5 მეტრზე და გზის გვერდულზე ყრია პლასტმასის ჩამონაყარი, რომლიდანაც 18,5 მეტრის დაშორებით, სავალ ნაწილზე 0,8 მეტრზე და გზის გვერდულზე არის მეორე ჩამონაყარი პლასტმასის; პირველი ჩამონაყრიდან 38,3 მეტრის დაშორებით ი------------ შესასვლელის მიმართულებით გზის გვერდულის მარცხენა მხარეს გაჩერებულია ავტომობილი ,,მერსედესი“ სახ.#O------, რომელიც წინა მარჯვენა ნაწილით გზის გვერდულს დაშორებულია 7,5 მეტრით, უკანა მარჯვენა ნაწილით 6,2 მეტრით, მის წინ არის მამაკაცის გვამი, რომელსაც მოკვეთილი აქვს ორივე ქვედა კიდური, რომლებიც მიმართულია გვერდულად სავალი გზის მხარეს. ავტომობილის უკანა მარჯვენა კუთხიდან 4,2 მეტრის დაშორებით გამწვანებულ გვერდულზე, ხეზე აღინიშნება შეჯახების კვალი. ავტომობილის წინა მარჯვენა მხარეს ჩაჭედილია მამაკაცის საფულე, რომელშიც დევს მართვის მოწმობა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ა-–----------------ის სახელზე. შეჯახებული ხის, გვამის და ავტომობილის გარშემო აღინიშნება მინის და პლასტმასის ჩამონაყარი.
სპეციალურად დაცული ავტოსადგომის მიერ გაცემული დროებით ჩამორთმეული სატრანსოპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით, მანქანა არის მთლ----დ დაზიანებული.
მოწმე რე--------–------ის ჩვენებით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ს------–--–------- თბილისის მიმართულებით მთავარ გზაზე. შემთხვევის ადგილზე დაადგინა, რომ ლ------------- თბილისის მიმართულებით მონაკვეთზე არის საგზაო ნიშანი ,,40“ რომლის მოქმედების არეალში ექცევა შეჯახების ადგილი. ამავე ჩვენებით, მის მიერ 2016 წლის 2 ივლისს შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი და სქემა არ შეესაბამება რეალობას, რადგან დაუშვა უზუსტობა. კერძოდ, იმის მაგივრად, რომ რიგით მეექვსე ელ. განათების ბოძი აღენიშნა ცენტრალური შესასვლელიდან ს------–--–---- მიმართულებით, მან პირიქით აღნიშნა. გარდა ამისა, ჩაატარა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ა-–----------------ი მარტო მოძრაობდა ღამით, დაახლოებით სამოცი60 კმ. სიჩქარით. სავალ გზაზე არ იყო ღამის განათება და იყო წვიმიანი ამინდი. ბრალდებულს მსვლელობის დროს მხედველობა შეუზღუდა საპირისპირო მხარეს მოძრავმა ავტომანქანამ და შეეჯახა ქვეითს, რომელიც დაინახა 10 მეტრში.
მოწმე ი-–----------------მ დაადასტურა ჩვენებით დაადასტურა გამომძიებლისთვის ტექნიკურ საკითხებში დახმარების გაწევა.
2----–-–--------–---- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან 2----–-–------------ მიღებული წერილის საფუძველზე დათვალიერებული იქნა ბ-------–---–-- ქუჩა, კერძოდ, ი------------ ცენტრალური შესასვლელის ორივე მხარეს არსებული ტერიტორია და დადგენილია, რომ სავალი გზა არის ასფალტირებული, უდეფექტო, გზა არის ორმხრივი მიმართულების, რომელიც ი------------ ცენტრალური შესასვლელიდან შუაზე არის გაყოფილი წყვეტილი ღერძულა ხაზებით - ლ---------- მიმართულებით. სავალ გზას ორივე მხარეს გზის კიდეზე მთლიან სიგრძეზე გასდევს 0,40 მეტრი სიგანის თეთრი ფერის უწყვეტი ღერძულა ხაზი. გზას ორივე მხარეს არ აქვს ტროტუარი და გასდევს გამწვანების ზოლი, სადაც განთავსებულია ხეები. სოფელ ლ-------------- ლ----------კენ მიმართულების სავალ გზას მარჯვნივ მთელ სიგრძეზე გასდევს ელ.განათების ბოძები. სოფელ თ------–------------------ არსებული #45 ელ.განათების ბოძიდან ლ------------------ #44 ელ.განათების ბოძთაშორის მანძილი და შემდეგ არის 29-29 მეტრი. ამავე მიმართულებით #44 ელ.განათების ბოძიდან #43 ელ.განათების ბოძამდე 17 მეტრში მდებარეობს საგზაო ნიშანი ,,მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ“ და მასთანვე განთავსებულია დამატებითი საინფორმაციო დაფა ,,სავალ ნაწილზე დაბრკოლება“. ლ---------- მიმართულებით, არმისული #41 ელ.განათების ბოძამდე 10 მეტრში არის ანალოგიური ნიშანი ,,სავალ ნაწილზე დაბრკოლება“ და ავტობუსის გაჩერების ნიშანი, ხოლო გზის სავალ ნაწილზე არის დაბრკოლების ლითონის ფირფიტები, ასეთივე დაბრკოლების ნიშანია ამავე მიმართულებით #40 ელ.განათების ბოძამდე 5 მეტრში, ხოლო მთელ გზაზე გასდევს დაბრკოლების ლითონის ფირფიტები. აღნიშნული მიმართულებით #24 ელ.განათების ბიძიდან 10 მეტრის დაშორებით კვლავ არის სავალ გზაზე დაბრკოლების ერთი ცალი ფირფიტა მარჯვენა მხარეს სიჩქარის შეზღუდვის სათანადო ნიშნებია განთავსებული ქართულ-ბერძნულ სკოლასთან და ლ---------- ტერიტორიიდან გამოსასვლელ ადგილას.
2----–-–----------------ს ცნობით, ნ-----–---- სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მყოფ პაციენტ ა-–----------------ის მდგომარეობა არის მძიმე და არ შეუძლია საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა. ანალოგიური ცნობაა გაცემული 2014 წლის 26 დეკემბერს ექიმ - რეანიმატოლოგის მიერ.
ამავე კლინიკაში, 2----–-–------------------ ა-–----------------ისგან აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.
გვამის ამოცნობის ოქმით, 2014 წლის 25 დეკემბერს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ლ-–- ნ-------ემ ამოიცნო მამა - გ----------------.
სპეციალურად დაცული ავტოსადგომის მიერ გაცემული დროებით ჩამორთმეული სატრანსოპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით, მანქანა არის მთლ----დ დაზიანებული.
2----–-–----------------ს ცნობით, ნ-----–---- სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მყოფ პაციენტ ა-–----------------ის მდგომარეობა არის მძიმე და არ შეუძლია საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა. ანალოგიური ცნობაა გაცემული 2014 წლის 26 დეკემბერს ექიმ - რეანიმატოლოგის მიერ.
ამავე კლინიკაში, 2----–-–------------------ ა-–----------------ისგან აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის #----- დასკვნით, ავტომობილზე არსებული დაზიანებები განვითარებულია ავტომობილის რაიმე მკვრივი საფარის მქონე სხეულთან ურთიერთქმედება - შეჯახებით; ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი, ასევე, სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს; ავტომობილზე რბილი საფარის მქონე სხეულთან შეჯახებისათვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა დ-----------------–-----
2015 წლის 10 მარტის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, თუ ავტომობილ „მ-------------–ის“ სახ.#O------ მძღოლი ა-–----------------ი იმოძრავებდა ნებადართული 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილია 52 მეტრი. აღნიშნული მანძილი ნაკლებია მძღოლის განკარგულებაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე 77 მეტრზე. თუ კონკრეტულ შემთხვევაში თვალის მოჭრას არ ექნებოდა ადგილი, მაშინ გამოძიების მიერ დადგენილი უნდა იქნას, რამდენ მეტრ მანძილში შეეძლო დაენახა მძღოლს ქვეითად მოსიარულე მოცემულ პირობებში. თუ მიღებული მანძილი ნაკლები იქნება 52 მეტრზე, მაშინ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება, ხოლო თუ აღნიშნული მანძილი მეტი იქნება 52 მეტრზე, მძღოლს ა-–----------------ს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, თუ ის იმოქმედებდა საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
2015 წლის 21 აპრილის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #--------- დასკვნით, ავტომობილ ,,მერსედს ბენცის“ მძღოლს ა-–----------------ს ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა დ------------–-- დაადასტურა ზემოთმოყვანილი დასკვნების სისწორე და ასევე დაეთანხმა კომისიური ექსპერტიზის დასკვნას (------------ რომლის თანახმად, მძღოლს არ შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება და არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით ა-–----------------ის სისხლის ნიმუშში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლითაც დადგენილია ა-–----------------ის მძიმე ხარისხის დაზიანებები, ასევე, სამედიცინო, ქიმიურ-ტიქსიკოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლითაც რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებულ სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებების პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის გამო, დადგენილია გ---------------ის სიკვდილი, დაცვის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი.
ექსპერტმა დ------------–-- დაკითხვისას დაადასტურა მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ავტომობილ „მ-------------–ი“-ს მძღოლ ა-–----------------ს ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრნსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო-მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყობა არ აღინიშნება“.
2----–-–------------ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით: - 2----–-–------------------ მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად, მძღოლის მხედველობის არის დაზუსტების მიზნით, ქ.თბილისში, ლ------------------, ი------------ შესასვლელის რიგით მე-6 ელ.განათების ბოძიდან 82.1 მეტრის დაშორებით, ს------–--–---- მხარეს, ავტომობილების სავალ ნაწილზე დაყენებულ იქნა მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი; მამაკაცი ზურგით დგას სოფ. ლ-------------- მოძრავ ავტომობილების სავალ ნაწილზე და გზის გვერდული იქნა ,---------------–--------------- მანქანას ჩართული აქვს შორს მაშუქი ფარები. ავტომობილის სალონიდან მოხდა ქვეითზე დაკვირვება, რა დროსაც ვერ მოხერხდა ქვეითის გარჩევა. ავტომობილსა და ქვეითს შორის მანძილი არის 56 მეტრი და მოჩანს მხოლოდ მცირე ზომის სილუეტი. ამის შემდეგ ქვეითი გადაადგილდა ავტომობილის მიმართულებით 50 მეტრის დაშორებით, რა დროსაც ავტომობილის სალონიდან გამოჩნდა ადამიანის სილუეტი, რაზეც მოხდა ფოტოგადაღება და შედგა შესაბამისი სქემატური ნახაზი.
პროკურორის 2----–-–--------–---ს დადგენილებით, მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. რადგან ა-–----------------ს ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნებოდა.
გამოძიების განახლების საფუძველი გახდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი შპს ბილდინგ-ექსპერტის 2016 წლის 22 აპრილის #----- დასკვნა, რომლის თანახმად: - ა-–----------------ს ქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის „მოძრაობის უსაფრთხოების შეასხებ“ 33- ემუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებას. კერძოდ, თუ მძღოლი კანონის ზემოთდასახელებულ მოთხოვნას არ უგულვებელყოფდა, გაითვალისწინებდა მხედველობის მანძილს და ნაცვლად 60-70 კმ/სთ სიჩქარისა, კონკრეტული პირობებისათვის დასაშვები 18 კმ სიჩქარით იმოძრავებდა, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მთლ----დ იქნებოდა გამორიცხული, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლი ი------------ი გზის მოცემულ უბანზე მოძრაობდა 60-70 კმ სიჩქარით.
შპს ბილდინგ ექსპერტის 2017 წლის 20 ივლისის #----- დასკვნის თანახმად, საქმეზე ა-–----------------ი დაკითხულია ხუთჯერ. პირველი ოთხი ჩვენების მიხედვით, ქვეითი მოძრაობს გზის სავალ ნაწილზე მძღოლის თანმხვედრი მიმართულებით, მეხუთე ჩვენებაში ქვეითი კვეთს გზას და გადმოდის გზაზე მარჯვენა გვერდულიდან. წინა ჩვენებების მიხედვით, მძღოლი მოძრაობს შორს მაშუქი ფარებით, ხოლო მეხუთე ჩვენებით, 30-40 მეტრს ახლო მაშუქი ფარებით და შემდეგ რთავს შორს მაშუქ ფარებს. წინა ჩვენებების მიხედვით, შემხვედრად მოძრავი ავტომობილი ა-–----------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს ჩაუვლის მაშინ როცა ის ქვეითს დაშორებულია 77-88 მეტრით, მეხუთე ჩვენებით, ეს მანძილი 30-40 მეტრია. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა სხვაობები წინააღმდგობაშია საქმის მასალებთან, მათ შორის 2----–-–------------ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან.
ექსპერტის რწმენით, გაზიარებული უნდა იქნეს პირველ ოთხ დაკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაციები, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით სრულფასოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ავტოტექნიკური ექსპერტიზა ვერ შესრულდებოდა. იმ შემთხვევაში თუ კვლევა იწარმოება მეხუთე ჩვენებაზე დაყრდნობით მიიღება, რომ მძღოლს ავტომობილის გასაჩერებლად განკარგულებაში ჰქონდა 10 მეტრი, როცა გასაჩერებლად სჭირდებოდა 52 მეტრი, ასეთ შემთხვევაში ცხადია, ა-–----------------ი მომხდარ საგზაო შემთხვევას თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის ქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ იქნებოდა უგულვებელყოფილი. ამავე დასკვნების ირგვლივ დაიკითხა ექსპერტ თ---------------.
2016 წლის 7 სექტემბერის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------------------, ავტომობილ „მ-------------–ის“ მძღოლ ა-–----------------ის მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში ფაქტობრივად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. ამავე დასკვნით: - როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2----–-–------------------ დაახლოებით 19:40 საათზე, ავტომობილი სახ.#O------, რომელსაც 60-70კმ/სთ სიჩქარით მართავდა მძღოლი ა-–----------------ი, მოძრაობდა ლ------------------, სოფელ ლ-------------- ლ---------- მიმართულებით, გზის აღნიშნულ უბანზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 40კმ/სთ-ს, შემთხვევის დროს გზის საფარი იყო სველი, ასფალტირებული, ხედვის მანძილი 50 მეტრი. მსვლელობისას, როდესაც მძღოლი ავტომობილით მიუახლოვდა ი------------ ცენტრალური შესასვლელიდან რიგით მე-6 ელ განათების ბოძს, ჯერ დაეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითად მოსიარულე გ---------------- ხოლო შემდეგ გზის გვერდულზე განთავსებულ ხეს.
როგორც საქმეში არსებული 2----–-–------------ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, მხედველობის არე (რა მანძილზეც შეეძლო შეემჩნია მძღოლს ქვეითი) შემთხვევის დროს შეადგენდა დაახლოებით 50 მეტრს. ცხადია, ეს მანძილი იქნებოდა მძღოლი ა.ი------------ის განკარგულებაში მის სავალ გზაზე თანმხვედრად მიმავალი ქვეითის აღმოსაჩენად და ზომების მისაღებად მასზე შეჯახების თავიდან ასაცილებლად.
ავტომობილის სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი მოცემულ კონკრეტულ პირობებში, თუ მძღოლი გზის მოცემული უბნისათვის დასაშვები მაქსიმალური 40 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებდა, ის თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის სრულ გაჩერებას შეძლებდა 28 მეტრში, რაც გაცილებით ნაკლებია მძღოლის განკარგულებაში მყოფ მანძილზე 50 მეტრზე. ამდენად, მოცემულ პირობებში ა-–----------------ის მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში ფაქტიურად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარება გამორიცხული იქნებოდა.
ექსპერტმა ლ--------------–---–-ა განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს გზის მოცემული მონაკვეთისთვის 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანისთვის დაანგარიშებულ იქნა სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილი რამაც შეადგინა 28 მეტრი. მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაშიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. გზის მოცემული მონაკვეთისთვის დადგენილი სიჩქარე ნიშნავს ისეთ სიჩქარეს, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას. მძღოლი გადაჭარბებით მოძრაობდა, რადგან საქმის მასალებით დაშვებული სიჩქარე იყო 40 კმ/სთ. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე 60-70-ით კმ/სთ სიჩქარე დარღვევაა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 60 კმ/სთ იქნებოდა დაშვებული სიჩქარე, მაშინ დასკვნის სხვა შედეგამდე მივიდოდნენ.
სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ფარგლებში მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ დავით გველესიანი და თ---------------.
სამედიცინო, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით, საქმის მასალებში არსებული, ექსპერტიზის #--------- (სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ე-----–--–---–-- 12.02.2015წ.) დასკვნის მონაცემების თანახმად: მოქალაქე გ---------------ის გვამის სასამართლო-მედიკური წესით გამოკვლევით აღინიშნებოდა - პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ბლაგვი ტრავმა, ორივე ქვემო კიდურის ტრავმული ამპუტაციით, სახის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობები. მარჯვენა წინამხრის ძვლების ღია დამსხვრეული მოტეხილობა, მენჯის, საჯდომი ძვლების, მარცხნივ ბოქვენის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობები, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები ორივე მხარეს პლევრის ფურცლების მრავლობითი დაზიანებით. გულ-მკერდის-6-7 მალებს შორის ხერხემლის სრული გადახსნა - მოტეხილობა ზურგის ტვინის გაგლეჯვით - დაზიანებით. თავის რბილი საფარის ქვეშ სისხლჩაქცევა, ქალა-სარქველისა და ფუძის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობა, პარკუჭებში სისხლნარევი თავ-ზურგ-ტვინის სითხე, დიაფრაგმის დაზიანება, მსხვილი ნაწლავისა და ჯორჯლის დეფექტი, მსხვილი ნაწლავების სისხლით იმბიბიცია, სწორი ნაწლავის დაზიანება, სათესლე პარკის დაზიანება, ორივე ფილტვის, ღვიძლის, ელენთის, შარდის ბუშტის დაზიანება, მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები, უსწოროკიდეებიანი ჭრილობები სხეულზე. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილამდე უმოკლესი დროის შუალედში.
თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე გ----------------მ დაზიანებები - აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. გ---------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად - შესაძლებელია ხსენებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას.
ავტომობილზე ,,მ-------------–ი“ სახ.#O------, არსებული დაზიანებების ხასიათის, მოცულობისა და ლოკალიზაციის და გ---------------ის სხეულზე არსებული დაზიანების ხასიათის, მოცულობის, ლოკალიზაციისა და მორფოლოგიური სურათის გათვალისწინებით, საკითხების: სხეულის რა ნაწილზე მოხდა ავტომანქანის პირველადი კონტაქტი, როგორი იყო ქვეითისა და ავტომობილის ურთიერთგანლაგება შეჯახების მომენტში და როგორ განვითარდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი - გადაწყვეტა ექსპერტიზას არ შეუძლია.
მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მძღოლ ა-–----------------ს ტექნიკური თვალსაზრისით, ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილება, ავტომობილის დამუხრუჭებით არ შეეძლო და მისი მოქმედება, რომ ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე აიღო მარცხნივ, არ ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
დასკვნის სისწორე დაადასტურეს დ------------–--, ჰ---–----------–--–---–---------------------------–-–---–----------------–--–----.
კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა ექსპერტმა ი----------------- და განმარტა, რომ კვლევისას წარდგენილი ჰქონდათ მძღოლის ჩვენებები, იყო მძღოლის ოთხი ჩვენება, 1,2,3 ჩვენებებიდან არ იკვეთებოდა სრული საგზაო შემთხვევის სურათი, არა იყო დაკონკრეტებული როგორი მხედველობის შეზღუდვა ჰქონდა და დაახლოებით რამდენი მეტრი ჰქონდა წინ მხედველობა. რაც შეეხება მე-4 ჩვენებას ის იყო დაკონკრეტებული და ზემოაღნიშნულით იხელმძღვანელეს. დაანგარიშებული იქნა, რომ ა-–----------------ს ჰქონდა 30-40 მეტრი მხედველობა, ანუ ამ მანძილზე აკონტროლებდა თავის სამოძრაო ზოლს, გამოთვლილი იქნა სიჩქარე, რა სიჩქარით შეეძლო მას ემოძრავა და მიღებულ იქნა, რომ შეეძლო ემოძრავა 53-62-ით. ამის შემდეგ დაიანგარიშეს მოცემულ საგზაო სიტუაციაში რა მანძილი სჭირდება მანქანას სრული გაჩერებისთვის, მძღოლის რეაქციის და ა.შ გათვალისწინებით და მიიღეს, რომ ავტომობილის სრული გაჩერებისთვის საჭირო იყო 52 მეტრი. შესაბამისად, რადგან მოცემულობა იყო, რომ მძღოლმა ქვეითი შენიშნა დაახლოებით 10 მეტრში, მას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. აღნიშნული დაანგარიშებულია 60 კმ/სთ სიჩქარეზე.
ანალოგიური დაადასტურა ექსპერტმა ი-----–------------ და განმარტა, რომ ზოგადად, მძღოლი სიჩქარეს ირჩევს გზის ელემენტების მიმართ და არა კონკრეტული ობიექტის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლის განმარტებით, მხედველობა 30-40 მეტრში შეეზღუდა, შესაბამისად, დაიანგარიშეს, რომ ის 53-62 კმ/სთ სიჩქარის მოძრაობდა. ანუ, თუ მხედველობა ჰქონდა 30-40 მეტრი, მას შეეძლო ემოძრავა დაშვებული 60 კმ/სთ სიჩქარით. 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლს სრული გაჩერებისთვის სჭირდება 52 მეტრი, რადგან, როდესაც გზის სავალ ნაწილზე ხვდება ობიექტი რეაქციისთვის სჭირდება 1,2 წამი, ხოლო ღამით, ცუდი მხედველობის პირობებში ყველანაირ რეაქციას ემატება 0,6 წამი. თუ ავიღებთ რეაქციის ყველაზე მინიმალურს დროს ის 10 მეტრში დანახულ ობიექტს ისე დაეჯახება, რომ დამუხრუჭებასაც ვერ მოასწრებს. ანუ, 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ი------------ს 30-40 მეტრში რომ წარმოქმნოდა საფრთხე, ავტომობილს მაინც ვერ გააჩერებდა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა ქვეითი თანხვედრად მოძრაობდა, მარჯვნიდან მარცხნივ გადადიოდა თუ პირიქით, რადგან თუ ა-–----------------ი მას 10 მეტრში დაინახავდა, შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ კვლევისას გაეცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს რომელიც არ გაუთვალისწინებია, რადგან ზემოაღნიშნული ჩატარებული იყო იმ პირობებში, რომელშიც არ მომხდარა ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენადაც ი------------ს შეხვდა შემხვედრად მოძრავი ავტომობილი, ექსპერიმენტის დროს კი შემხვედრად მოძრავი ავტომობილი არ დაუყენებიათ. ექსპერიმენტის ჩატარების დროს გზის სავალ ნაწილზე სილუეტის არსებობა საკმარისი არ არის, რადგან ავტომობილით მოძრაობისას ობიექტის მთლ----დ დანახვა თუ ვერ შეძლო მძღოლმა, მანამდე აღქმას და ზომების მიღებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, სილუეტზე არ შეიძლება ტექნიკური გაანგარიშების ჩატარება.
2017 წლის 24 აპრილის დამოუკიდებელ ექსპერტ ჰ---–----------–--–---–--------- ატ დასკვნით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, მომხდარია თუ არა ავტომობილ „მ-------------–ის“ სახ.#O------ ქვეითად მოსიარულეზე დაჯახება ექსპერტიზის გზით დადგენა შეუძლებელია; 2----–-–----------------ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან და დანართი სქემიდან გამომდინარე, ავტომობილებისათვის შემთხვევამდე მოძრაობის დაშვების სიჩქარე იყო არა უმეტეს 60 კმ/სთ; თუ „მ-------------–ის“ მძღოლს გზის სავალი ნაწილის მხედველობა შეეზღუდა 30-40 მეტრამდე, მაშინ მას შეეძლო ემოძრავა არა უმეტეს 53-62 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ შემთხვევაში, მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
მის მიერ ჩატარებული ყველა დასკვნის კატეგორიულობა დაადასტურა ექსპერტმა ჰ---–----------–--–---–---
წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, ა-–----------------ის მიმართ საქართველოს სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, მძიმე შედეგს - რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მიზეზობრივ კავშირს, წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სსკ 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა და ქმედების კვალიფიკაციის სწორი გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ერთის მხრივ დადგენილი იქნეს ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის მხრიდან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას და მეორე, მნიშვნელოვანია გაირკვეს შეეძლო თუ არა მძღოლს აეცილებინა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა თავიდან.
ზემოაღნიშნული საკითხების გადაწყვეტა ექსპერტიზის პრეროგატივაა რომლის დროსაც ექსპერტმა ზუსტად უნდა დაადგინოს საფრთხის შექმნის მომენტი და განსაზღვროს მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები რის მიღებასაც მას საქართველოს კანონი “საგზაო მოძრაობის შესახებ”ავალდებულებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების შეფასებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მტკიცებულება შესაძლებელია აკმაყოფილებდეს აღნიშნულ ნებისმიერ ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის გამო, არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულების უტყუარობის კრიტერიუმზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–----------------------- გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მტკიცებულების უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი მონაცემები) ჭეშმარიტებას.
მოცემულ შემთხვევაში, 2----–-–--------–---- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სქემაში ასახული ინფორმაცია, წინააღმდეგობაში მოვიდა 2----–-–----------------ს ანალოგიურ ოქმთნ და თანდართულ საქმესთან. ზემოაღშნულ საკითხზე მოწმეთა, გ------- მ-------–---–ის, ა-–------------------–----- და რე--------–------ის ჩვენებების შეპირისპირებით, სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ 2----–-–----------------ს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქ.თბილისში ლ------------------ ი------------ შესასვლელიდან რიგით მე-6 ელ.განათების ბოძთან, ღამით, წვიმიან ამინდში, ხელოვნური განათების გარეშე, შეუზღუდული მხედველობის პირობებში და სოფ.ლ-------------- თბილისის მიმართულებით შემთხვევის ადგილამდე საავტომობილო გზაზე რაიმე სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშანი არ მდგარა, როგორც ეს მითითებული აქვს გ------- მ-------–---–ს 2----–-–----------------ს შემთხვევის დათვალიერების ოქმსა და სქემაში. შესაბამისად, ავტომობილს შეეძლო ემოძრავა ქალაქში დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარით.
მოცემულ საქმეზე 2----–-–--------–---ს პროკურორის დადგენილებით შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარასებობის გამო, რამდენადაც ა-–----------------ის ქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევა არ აღინიშნებოდა და მას ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.
გამოძიების განახლების საფუძველი გახდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ გამოძიებისათვის შპს ბილდინგ-ექსპერტის 2016 წლის 22 აპრილის #----- დასკვნა, რაზეც ექსპერტმა თ---------------მ განმარტა, რომ მის მიერ გაცემული 20---–-–------------–---------------------–-–---------–---ს ექსპერტიზის დასკვნები არ არის კატეგორიული. დასახელებულ კვლევებში მოწმე ორ სხვადასხვა პასუხს იძლევა. ერთ შემთხვევაში როცა ის ეყრდნობა ბრალდებულის მიერ პირველი ოთხი დაკითხვისას გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და თვალისწინებს 40 კმ/ს სიჩქარით შეზღუდვას ასკვნის, რომ მძღოლის ა-–----------------ის მოქმედება არ შეესაბამება საქართველოს კანონის „მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ 33-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ხოლო მეხუთე ჩვენებაზე დაყრდნობით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლის თანახმად არ ჰქონდა ა-–----------------ს 40 კმ/ს სიჩქარით შეზღუდვა უთითებს, რომ მძღოლ ა.ი------------ს მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება. მან იგივე პოზიცია დააფიქსირა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების დროსაც.
სხვა ყველა გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელიც ვრცლად არის გადმოცემული განაჩენის აღწერილობით ნაწილში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა-–----------------ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.
სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება მოესმინა თავად ბრალდებულისათვის და მიეღო ჩვენება, რადგან მან უარი განაცხადა დაკითხულიყო როგორც ბრალდების მოწმე და შესაბამისად, მისი დაკითხვის ოქმებში გადმოცემულ ფაქტებს სანდოობის კუთხით, რომელიც წარმოებული იქნა გამოძიების ეტაპზე ვერ შეაფასებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავო მტკიცებულებათ შეფასებით თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა-–----------------ის ბრალეულობაში. მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რამაც განაპირობა კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა არ აღინიშნება. ამდენად, სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ა-–----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და ის უნდა იქნეს გამართლებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს ნივთიერი მტკიცებულების ბედი და მოცემულ შემთხვევაში, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #----- დასკვნა ფოტოცხრილით ერთ ცალ დისკზე შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა-–----------------ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
გაუქმდეს ა-–----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 აპრილის #------- განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 10 000 (ათი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ ს--------ი ა--------ას (---------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მისამართი: მცხეთა, სოფელი წოდორეთი, საკადასტრო კოდით 7------------;
გამართლებულ ა-–----------------ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
ნივთიერი მტკიცებულება: - სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #----- დასკვნა ფოტოცხრილით, ელექტრონულად ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/