განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
140100119003216806
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003216806

საქმე #1/488-19 (011190819004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ------ ქ-------- (დაბადებული 1----–-–-------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, მცხოვრები გ----–----------–---–----------ში)

 

ადვოკატები - მ------ ნ-------, ლ---- ბ---------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების სამი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილები, 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის მარტში, გ----–----------–---–-------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ბ------ ქ-------მა მეუღლეს - ს------- გ--------ს სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და ასევე რამდენჯერმე ფეხი ამოარტყა ფეხში, რის შედეგად ს------- გ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.2. 2019 წლის 19 აგვისტოს, საღამოს, გ----–---–--------------------ში მდებარე ს------- გ--------ის საცხოვრებელ სახლში ბ------ ქ-------მა, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, დამორჩილების მიზნით, ყოფილ მეუღლეს - ს------- გ--------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და ტანზე და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად ს------- გ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე დროს, ბ------ ქ-------- ყოფილ მეუღლეს დაემუქრა მისი მშობლების სიცოცხლის მოსპობით, რაც გაიგონა იქვე მყოფმა ს------- გ--------ის მშობელმა - ქ----- გ--------მა, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.3. 2014 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივლისის თვემდე ბ------ ქ-------- მეუღლეს - ს------- გ--------ს, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მას, რადგან იყო ქალი და ,,ყველა ნაბიჯი“ უნდა შეეთანხმებინა მასთან, რის შედეგად ს------- გ--------მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა;

 

1.4. ბ------ ქ-------მა დაუდგენელ დროს, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 163,62 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანა”, რაც 2019 წლის 21 აგვისტოს ამოიღეს გ----–---–------–-----------–--–----------ში მდებარე დ----- მ----–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაც კი), აგრეთვე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მათ შორის - ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ბ------ ქ-------მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, ბ------ ქ-------მა უარყო ნასამართლობა სსკ-ის 19,108-ე მუხლით;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ს------- გ--------ის, თ----- გ--------ის, ქ----- გ--------ის, ი--- ს-----ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ბინის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით;

 

3.3. ეჭვს არ იწვევს, რომ ბ------ ქ-------- ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვისაც, კერძოდ: წარმოდგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებები ბ------ ჯ----–-ს ძე ქ----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, მცხოვრების გ----–----------–---–---------ში. დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, ბ------ ქ----–---–ი მსჯავრდებულია სსკ-ის 19,108-ე მუხლით - მკვლელობის მცდელობისათვის და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენითა და 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობითა და ამნისტიის გამოყენებით ბ------ ქ----–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი გათავისუფლდა 2013 წლის 12 ივნისს, სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ. ამრიგად, წინა განაჩენებში აღნიშნული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი), გარდა გვარისა, ზუსტად ემთხვევა ბ------ ქ--------ს მონაცემებს. გარდა ამისა, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, ბ------ ქ-------- და ბ------ ქ----–---–ი ერთი და იგივე პირია. ამასვე ადასტურებს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ფოტოსურათიანი ცნობის ასლიც. მართალია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ბ------ ქ-------ს სახელი ან/და გვარი არ შეუცვლია, მაგრამ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მისი გვარის შეცვლის თაობაზე საქართველოში ინფორმაციის არ არსებობა ბუნებრივია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბ------ ქ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბ------ ქ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, ოჯახურ მდგომარეობას - ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ბრალად შერაცხული ქმედებების რაოდენობა და გარემოებები - გარდა იმისა, რომ ბ------ ქ-------მა არაერთხელ ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე, იგი 5 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ს------- გ--------ს, რასაც დაზარალებული, ქმრის მიერ მოკვლის შიშით, ვერავის უმხელდა. ამასთან, ბ------ ქ-------მა მუქარა ჩაიდინა დანის გამოყენებით, ხოლო ფიზიკური ძალადობა - სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დამამძიმებელი გარემოებებია, სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად. ასევე სახეზეა სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული რეციდივიც, რაც თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვნად ამძიმებს სასჯელს;

 

5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი და უფრო მძიმე დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია ბ------ ქ--------ს საზოგადოებისაგან იზოლაცია. ამასთან, მას სასჯელი უნდა დაინიშნოს სსკ-ის 531-ე და 58-ე მუხლების შესაბამისად, დამამძიმებელი გარემოებებისა და რეციდივის გათვალისწინებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------ ქ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მარტის ეპიზოდი, 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარი;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ბ------ ქ-------ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 21 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით;

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,ნისან ტიდა“ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი