განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4401-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორის – ი-----------–---–ის
ბრალდებულების _ გ---- ხ--–--ის და მ-–- ს-----–--ის
ადვოკატის – ი-----–- ჩ------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ გ---- ზ-----ის ძე ხ--–--ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ.-----–--–------------------------------------------------–------------------------–--------–--------–-----აში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
_ მ-–- შ--–--ს ძე ს-----–--ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------–---------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- ხ--–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-–- ს-----–--ემ ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ---- ხ--–--ის და მ-–- ს-----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ------–--–-------------------------–----------------------------------–-----------------–ში არსებულ ყოფილი ქარხნის - „ა-–------“ შენობასთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ---- ხ--–--ემ დ----- ს---–-–---–ს ფეხების არეში ორჯერ დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც დ----- ს---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. გ---- ხ--–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
იმავე დღეს - 2019 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ------–--–-------------------------–----------------------------------–-----------------–ში არსებულ ყოფილი ქარხნის - „ა-–------“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ---- ხ--–--ემ და მ-–- ს-----–--ემ, მესამე პირთან ერთად, დ----- ს---–-–---–ს სცემეს სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც დ----- ს---–-–---–ს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ე.ი. გ---- ხ--–--ემ და მ-–- ს-----–--ემ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლოს დასკვნა გ---- ხ--–--ის და მ-–- ს-----–--ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ამოღების ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას, პირის ამოცნობის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ---- ხ--–--ის და მ-–- ს-----–--ის მიერ ძალადობრივი დანაშაული ჩადენილია საჯარო ადგილას, უამრავი ადამიანის თვალწინ და მათი თანდასწრებით. ამასთან, დაზარალებულთან კონფლიქტი მოხდა იმ გარემოების გაურკვევლად, ბრალდებულებს ჰქონდათ თუ არა დაზარალებულის მიმართ აგრესიის გაჩენის რეალური საფუძველი და ისე გაუსწორდნენ დ----- ს---–-–---–ს ფიზიკურად, რომ არ იყვნენ დარწმუნებულები თავიანთი ეჭვების საფუძვლიანობაში, რაც მიუთითებს ბრალდებულების თავშეუკავებლობაზე. ყოველივე აღნიშნულის გამო დაზარალებულ დ----- ს---–-–---–ს მათ მიმართ გააჩნია სამართლიანი პრეტენზია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მათგან მომდინარე სამომავლო რისკები აღკვეთილი უნდა იქნეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით.
სასამართლო მხედველობაში იღებს გ---- ხ--–--ისა და მ-–- ს-----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არიან ნასამართლევნი და მათ მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, ორივე ბრალდებული დაოჯახებულია და ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები (დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დაბადების მოწმობების ასლებით), რომელთაც მატერიალურად უზრუნველყოფენ თავად ბრალდებულები, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მათ მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება და საკმარისად მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება. რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ჯარიმას, სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღნიშნული სასჯელების გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ვინაიდან გ---- ხ--–--ე დასაქმებულია მშენებლობაზე, ხოლო მ-–- ს-----–--ე - მუსიკის სფეროში და მიღებული შემოსავლით არჩენენ ოჯახს. შესაბამისად, აღნიშნული სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მათ ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულებაში, რაც უარყოფით აისახება მათი ოჯახების (სადაც იზრდებიან მცირეწლოვანი ბავშვები) ქონებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, ბრალდებულების განმარტებით, მათი ოჯახები განიცდიან მატერიალურ სიდუხჭირეს, რაც მ-–- ს-----–--ის შემთხვევაში დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მათ მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ---- ხ--–--ეს და მ-–- ს-----–--ეს უნდა განესაზღვროთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისადმი მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის დანიშვნა და გამოსაცდელი ვადის დადგენა სრულად უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---- ხ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. გ---- ხ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ---- ხ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. მ-–- ს-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5. მსჯავრდებულების გ---- ხ--–--ის და მ-–- ს-----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ---- ხ--–--ეს და მ-–- ს-----–--ეს დაევალოთ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.
6. გაუქმდეს გ---- ხ--–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი