განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100119003141364
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3740-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------------–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ-----------------

 

ბრალდებული - თ-------------- (პირადი #6----------) - დაბადებული 1----–ლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული გ--–-- რაიონის სოფელ ჭ------------–-, ამჟამად პატიმარი

 

წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-2 ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ; სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 20 ივნისს თ--------------ს მიმართ გამოცემულ იქნა #0----- შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, თ--------------ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - ი-–-----------------------, მის სამსხურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.

 

2019 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ-------------- მივიდა მის ყოფილ მეუღლესთან - ი-–----------------------- თბილისში, ფ------------–-ც-–-–---–-- ქ.#--ში მდებარე სილამაზის სალონში. ზემოაღნიშნული ქმედებით თ--------------მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. ამავდროულად, მას შემდეგ, რაც უარი მიიღო შერიგებაზე, თ-------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ი-–-------------------, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და დაახრჩობდა. ზემოაღნიშნული მუქარა დაზარალებულმა ი-–------------------- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მუქარასთან დაკავშირებით არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ თ--------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ი-–-------------------ა და მოწმე ქ----------------------- გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია თ--------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

 

უდავო მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2019 წლის 21 ივნისს, თბილისში, ფ------------–-ც-–-–---–-- ქ.#--ში, თ--------------, ყოფილი მეუღლისგან -ი-–-------------------გან შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, დაზარალებულისა და შემთხვევის თვითმხილველი მოწმის - ქ----------------------- გამოკითხვის ოქმებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ - ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარდაა დადასტურებული, რომ თ--------------მ ჩაიდინა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც დაზარალებულ ი-–------------------- გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ თ--------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.

 

სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ი-–-------------------ა და მოწმეების: ქ-----------------------ა და გ------------- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 20 ივნისის #0----- შემაკავებელი ორდერით (მოქმედების ვადა 2019 წლის 20 ივლისამდე) და ორდერის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, რომლითაც თ-------------- დამნაშავედ იქნა ცნობილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც დაცვის მხარეს, ასევე, არ გაუხდია სადავოდ, უტყუარად დასტურდება თ--------------ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა არაერთგზის, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, წარმოადგენს 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და არა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებით აქვს წარდგენილი თ--------------ს.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ თ--------------ს, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალი ედება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში არაერთგზის. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება აღნიშნული დანაშაულის თ--------------ს მიერ ჩადენა, თუმცა ბრალდებულის ქმედება არასწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც წარმოადგენს არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები მოცემულ საქმეში, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც წარმოადგენს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, ჩადენილს არაერთგზის.

 

სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე უნდა განიხილოს და ბრალდებულის დამნაშავეობა\უდანაშაულობაზე სამართლებრივი შეფასება მოახდინოს მხოლოდ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, რაც გამოიხატება როგორც მუხლის დისპოზიციასა და წარდგენილი ბრალის შინაარსში, ისე -კვალიფიკაციის განმსაზღვრელ ნიშანში, მათ შორის, დამამძიმებელ ნიშანში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვითარებასთან, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს თ--------------ს მიერ დანაშაულის არაერთგზის ჩადენას, თუმცა, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულს მოლოდინი ჰქონდა უფრო მსუბუქი სასჯელის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გაცილებით მძიმეა სასჯელი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მის საზიანოდ. თუნდაც ტექნიკური უზუსტობით გამოწვეული შეცდომა არ უნდა გახდეს მისი უფრო მძიმე პოზიციაში გადასვლის საშუალება, ასევე, არ უნდა შეეხოს კანონის განსაზღვრულობის საკითხს ბრალდებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ, იმ პირობებში, როდესაც საქმე არსებითად განსახილველად გადმოცემულია საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რეალურად კი ბრალდების მხარე თ--------------ს ედავება უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, თუნდაც ეს ნათლად იკვეთებოდეს დანაშაულის დისპოზიციიდან და დადგენილების შინაარსიდან, როდესაც ბრალდებულის მხრიდან არსებობს უფრო მსუბუქი სასჯელის მოლოდინი, ბრალდებიდან გადახვევა შესაძლებელია მხოლოდ მისი მდგომარეობის შემსუბუქების კუთხით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალი ისე გადააკვალიფიციროს, რომ მისთვის საზიანო არ აღმოჩნდეს და არ გასცდეს არც ბრალდების და არც სასჯელის ფარგლებს, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში Adrian Constantin v. Romania (no. 21175/03, 2011 წლის 12 აპრილი) მიუთითებს, რომ დანაშაულის კვალიფიკაციაში რაიმე ცვლილებები (დანაშაულის სამართლებლივ, არსებით ან მორალურ ასპექტებთან დაკავშირებული ფაქტების დახასიათების ცვლილება) ბრალდებულისთვის საკუთარი დაცვის ხაზის ცვლილების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს ჰქონდა აღნიშნული შესაძლებლობა და კვალიფიკაციის შეცვლა არ იწვევს ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ცვლილებას, წარდგენილი ბრალდებიდან ხდება მხოლოდ დამამძიმებელი ნიშნის - არაერთგზისობის ამორიცხვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ--------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის სასჯელი არ სცდება იმ სასჯელის ფარგლებს, რაც გათვალისწინებულია იმ დანაშაულისათვის, რაც წარდგენილი აქვს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშნისას ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თ--------------ს მიერ ჩადენილი ორივე დანაშაული მიმართულია ოჯახის წევრისკენ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის შფოთვა და შიში. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ--------------ს მიერ დაზარალებულთან (ყოფილ მეუღლესთან) დაკავშირებულ უმართლობის ჩადენას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის თ--------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული თითოეული დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, შემდეგი გარემოების მხედველობაში მიღებით: თ--------------ს დანაშაულები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის პირობებში, რაც ქმნის უტყუარი რწმენის საფუძველს, რომ სასჯელის მოხდის ლოიალურმა წესმა, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული, ვერ მიაღწია სასჯელის მიზნებს. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომელიც მის მიერ დარღვეულ იქნა მეორე დღესვე.

 

სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ წესით, რომელთა თანახმადაც, სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისა და დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თ--------------მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ ცნო ბრალდების ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას, ასევე, სასჯელის შთანთქმის წესს გამოიყენებს სასამართლო თ--------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დადგენილ მოუხდელ სასჯელთან მიმართებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თ--------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

 

თ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და თ--------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თ--------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და თ--------------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 30 ივნისიდან.

 

თ--------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე