გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
030210019003063292
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN030210019003063292

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08.11.2019 წ. ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლ თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე გ--- ა-------

წარმომადგენელი ნ-----–---- კ------

მოპასუხეები ი.მ ,,ა-–---- კ------''

წარმომადგენელი ა--- ბ-----

შპს ,,კ------ ჯ---------'

წარმომადგენელი ა---- თ-----

დავის საგანი შპს ,,კ------ ჯ---------'-სთვის და ი.მ ,,ა-–---- კ------სთვის"

ფულადი კონპენსაციის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. შპს ,,კ------ ჯ---------'' და ი.მ. "ა-–---- კ------ს'' მოსარჩელე გ--- ა-------- სასარგებლოდ სარჩოს (სოლიდარული წესის შესაბამისად) ნაცვლად დაეკისროთ ფულადი კომპენსაცია ამ უკანასკნელის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევამდე.

2. მოსარჩელის პოზიცია.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 09.06.2016 წლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მის სასარგებლოდ ზიანის (მ.შ. მორალური) გადახდა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 26.09.2017წ. გადაწყვეტილებით ცვლილებებით დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, მხოლოდ 2 მოპასუხეს დაეკისრა სოლიდარულად ყოველთვიური გადახდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2018 წლის გადაწყვეტილებით, ყველა მოპასუხეს: შპს ,,პ----- ბ-------'', შპს ,,კ------ ჯ---------'', ი.მ ,,ა-–---- კ------ს'', შპს "ჯ--- ა------- კ------–------'', 2016 წლის 09 ივნისიდან სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიური სარჩოს 600 ლარის გადახდა.

 

მოწინააღმდეგე მხარეთა ნიჰილიზმის და ხანგძლივი სასამართლო დავის ფონზე, სრულად დაუცველი აღმოჩნდა და მისი ოჯახის ყოფითი/ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა სს ,,ს----------–--- ბ------' წინაშე აღებული საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კერძოდ, მისი და მეუღლის უძრავი ქონებები აუქციონის შედეგად საკუთრების უფლებით გადავიდა სს ,,ს----------–--- ბ------' სახელზე.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 19.05.2017 წლის და ფოთის საქალაქო სასამართლოს 01.06.2017 წლის გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ------' სასარჩელო მოთხოვნები მისი, მეუღლის და ოჯახის სხვა წევრების გამოსახლების თაობაზე და გამოსახლების მოლოდინში არიან, თუმცა კრედიტორი თანახმაა ორივე უძრავი ქონების გამოსყიდვაზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2016 წ (საქმე Nას-789-746-2015) გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებული გარემოება, რომ არ დამდგარიყო, პრეზუიმირებულია, რომ პირი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, მამაკაცისთვის 65 წელს შეადგენს.

 

სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო, შესაძლებელია მოპასუხეებმა ნაადრევად შეწყვიტონ სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო დღევანდელი სარჩო მთლიანად ხმარდება ყოფით პრობლემას - გამოკვებას, მკურნალობაზე საუბარი საერთოდ არაა.

 

საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების რეალური საშიშროებიდან გამომდინარე, სახეზეა საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად მოთხოვნილ იქნას სრული ფულადი კომპენსაცია უძრავი ქონების გამოსყიდვის, მკურნალობის და სხვა ყოველდღიური მინიმალური საყოფაცხოვრებო საჭიროებების სამომავლოდ დაკმაყოფილების მიზნით.

 

მოსარჩელემ შპს ,,პ----- ბ--------'' (მასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევის გამო) და შპს ,,ჯ--- ა------- კ------–-------'' (შპს-ს დამფუძნებლის და დირექტორის ავადმყოფობის გამო) მიმართ ს----------–--- სსკ-ის 831-ე, მუხლის საფუძველზე გამოიხმო სარჩელი, რაზეც ამ ნაწილებში მიღებულ იქნა შესაბამისი განჩინებები (საოქმო წესით).

 

3. მოპასუხეთა პოზიცია.

 

- ი.მ ,,ა-–---- კ------ს" განმარტებით, გ--- ა-------მ 09.02.2015წ უბედური შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მან სს ,,ს----------–--- ბ------' წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება შეწყვიტა ამ ფაქტის დადგომამდე გაცილებით ადრე, რის გამოც სს ,,ს----------–--- ბ-----'' მის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში. მიყენებული ზიანისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაკისრებული აქვთ ყოველთვიური სარჩო, მაგრამ სარჩოს კომპენსაციის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

- შპს ,,კ------ ჯ---------' არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. შპს ,,კ------ ჯ---------'-ს მიაჩნია, რომ მას დამდგარ შედეგთან სამართლებრივად არაფერი აკავშირებს, ის ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა მიმაგრებული დამდგარ შედეგთან (გ. ა-------- დაზიანება). უზენაესმა სასამართლომ არ თუ ვერ განასხვავა ს/ს ,,კ------ ი------–--------- ს----------'' ს----------–--- ფ--–---–- (ს/ნ 4---------) შპს ,,კ------ ჯ---------'-საგან (ს/ნ 4--------). მისთვის გაუგებარია რა კავშირი აქვს 2012-13 წლებში მოსარჩელის მიერ ბანკის წინაშე აღებულ ვალდებულებებს სარჩოს ნაცვლად კომპენსაციის მიღებასთან, გაუგებარია.

 

მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და ეკუთვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შემწეობის მიღება ბრალეული პირებისგან ზიანის ანაზღაურების სახით, მაგრამ მისი 65 წლამდე, ანუ საპენსიო ასაკამდე დასაქმება ისეთივე პრეზუიმირებულია, როგორც მოპასუხე კომპანიების, ყოველ შემთხვევაში შპს ,,კ------ ჯორჯიას" სამეწარმეო საქმიანობა.

 

მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს სკ-ის 408-ე მუხლის მე-4 ნაწილს დეფინიცირებული სარჩოს ნაცვლად კომპენსაციის მიღების საფუძველს. ამასთან გ--- ა-------- ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა 60% უნდა გადამოწმდეს ყოველწლიურად, რაც არ გაუკეთებია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2018 წლის (საქმე Nას-1423-1343-2017) გადაწყვეტილებით მე-4 პუნქტის თანახმად, გ--- ა-------- სასარგებლოდ მოპასუხეებს: შპს ,,პ----- ბ-------’’, შპს ,,კ------ ჯ---------’’, ი. მ გ-------– გ----------- ი.მ. ა-–---- კ------ს და შპს ,,ჯ--- ა------- კ------–------’’ 2016 წლის 9 ივნისიდან სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიური სარჩო, 600 (ექვსასი) ლარის გადახდა.

 

4.1.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 01.06.2017 წლის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია, ლ--–- ჭ----------- გამოსახლებულ იქნა სს ,,ს----------–--- ბ-----’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ქ. ფოთი, ჭ--------- ქ. N1--/4-, ს.კ. 0--------------------

 

4.1.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 19.05.2017 წელი გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია, გ--- ა------- გამოსახლებულ იქნა სს ,,ს----------–--- ბ-----’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ხონის რაიონი, სოფ. მ---------, ს/კ 3-----------).

 

4.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 17.06.2019 წელი N04-09-09/986 ცნობით, გ--- ა------- იღებს სოციალურ პაკეტს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო 120 ლარს.

 

4.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიურო, აღსრულების პოლიციის 26.12.2018 წლის გაფრთხილება უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

 

4.1.6. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადებული 29.08.2016 წ, ხონის რაიონი, სოფელი მ---------, ს/კ 3-----------. არის სს ,,ს----------–--- ბ-----’’ საკუთრება, საფუძველი განკარგულება NA----------------, დამოწმების თარიღი: 01.08.2016, საქართველოს იუსტიციის სამინსტროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელე გ--- ა-------- სარჩელი (დაზუსტებული) უნდა დაკმაყოფილდეს.

მოპასუხეებს: შპს ,,კ------ ჯ---------'' და ი.მ ,,ა-–---- კ------ს'' მოსარჩელე გ--- ა-------- სასარგებლოდ სარჩოს (სოლიდარული წილის) ნაცვლად შესაბამისად უნდა დაეკისროთ ფულადი კომპენსაცია ამ უკანასკნელის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაცია "ინვალიდთა უფლებების შესახებ", საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხიდან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს, ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტული ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომლესაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

 

აქედან გამომდინარე, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს რომელიმე ფაქტობრივი წინამძღვრის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (სუსგ-ები: ას-973-1208-04, ას-1529-1443-2012, ას-664-635-2016)

სასამართლო იზიარებს იმ მოსაზრებას, რასაც მოსარჩელე მხარე არ უარყოფს, რომ 2015 წლის 09 თებერვლის მდგომარეობით გ--- ა-------ს სს ,,ს----------–--- ბ-----" მიმართ ვალდებულება დარღვეული ჰქონდა და ამ მხრივ მოპასუხეთა ქმედებები კავშირში არ არის.

 

გ--- ა-------- მოთხოვნა სარჩოს ნაცვლად მოპასუხეთა წილობრივი სარჩოს ნაცვლად 65 წლის ასაკის შესრულებამდე მონაწილეობის შესაბამისად კომპენასაციის მიღების თაობაზე, გამომდინარეობს იმ შეცვლილი ვითარებიდან, რაც წარმოიშვა შემდგომ მისი და მეუღლის საცხოვრისის სს ,,ს----------–--- ბ------' საკუთრებაში გადაცემით მათი გამოსახლების რეალურ საფრთხისაგან, თუმცა დავალიანების გადახდის შემთხვევაში რჩება შესაძლებლობა არ იქნას გამოსახლებული, საწარმო ტრამვის შედეგად ჯანმრთელობის 60% დაკარგვით ის საჭიროებს მკურნალობას, შეეძინა მცირეწლოვანი შვილი, მოკლებულია შესაძლებლობას თავისი შრომით გააჯანსაღოს გაუსაძლისი ეკონომიური შესაძლებლობა.

 

საქართველოს სკ-ის 408-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენასაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

გაბატონებული მოსაზრებებით ,,კომპენსაცია ზიანის ანაზღაურების'' ეკვივალენტური ცნება არ არის, იგი კრედიტორის სამართლიან დაკმაყოფილებას მოითხოვს.

 

ამიტომ არის საჭირო ,,მნიშვნელოვანი'' ე. ი განსაკუთრებული, ამასთან სამართლიანი საფუძვლის არსებობა.

 

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლში აღნიშნულია, რომ შშმ პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სამართლებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილებას სხვებთან თანაბარ პირობებში.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლში მითითებულია, რომ შშმ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისიწნებული სხვა წესით.

 

კანონის მე-7 მუხლი დეკლარირებას აკეთებს მასზე, რომ სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შშმ პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირ გამბმულობისა და ინფორმაციის საშუალებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორენტაციისა და გადაადგილებისათვის.

 

გ--- ა-------, მნიშვნელოვან გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს რაიმე სახის სამუშაო, მიიღოს შემოსავალი, სასამართლოს წესით ფაქტობრივად გამოსახლებულია სახლიდან და ის უძრავი ქონება უკვე ბანკის საკუთრებაა, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, აქვს რაღაც შესაძლებლობა დაიბრუნოს საცხოვრებელი ბინა, იმკურნალოს, გამოკვებოს ოჯახი, არ იგრძნოს თავი უსარგებლო ადამიანად, სწორედ ეს არის ის სამართლიანი გამონაკლისი და მნიშვნელოვანი გარემოებები, რაზეც დაფუძნებულია სკ-ის 408-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა.ა), ა.ბ.) ქვეპუნქტების და ამავე კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, სახ.ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ: ი.მ ,,ა-–---- კ------ს'' 3000 ლარი, ხოლო შპს ,,კ------ ჯ---------" - 5000 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ განხორციელებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-248-ე, 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე გ--- ა-------- სარჩელი (დაზუსტებული) დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხეებს: შპს ,,კ------ ჯ---------'' და ი.მ ,,ა-–---- კ------ს'' მოსარჩელე გ--- ა-------- სასარგებლოდ სარჩოს (სოლიდარული წილის) ნაცვლად შესაბამისად დაეკისროთ ფულადი კომპენსაცია ამ უკანასკნელის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევამდე.

3. ი.მ ,,ა-–---- კ------ს'' სახ.ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს 3000 ლარი.

4. შპს ,,კ------ ჯ---------'' სახ.ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს 5000 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმოქალაქო საქმეთა პალატაში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე