გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.11.2019
საქმის ნომერი
060310018002483215
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
24.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/51-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2019 წელი ქ.სამტრედია

 

შესავალი ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ-----ა ღ----–--ია;

მოპასუხე - მ-----– შ------–-–---–ი;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე მ-----– შ------–-–---–ისათვის 3 000 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე მ-----– შ------–-–---–ს შორის 2016 წლის 14 მარტს გაფორმდა კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ იღება ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო თავის მხრივ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის ხელფასით უზრუნველყოფა. სამხედრო სამსახურის ვადა ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით და სრულდებოდა 2020 წლის 14 მარტს, თუმცა მ-----– შ------–-–---–მა 16.11.2017 წლის პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 დეკემბრის N8836 ბრძანების თანახმად, მ-----– შ------–-–---–ი გათავისუფლდა თანამდებობიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ, საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ,, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის N737 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ამავე კონტრაქტის 7.3 პუნქტით განსაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, მოპასუხე გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში) ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3 000 ლარი. მ-----– შ------–-–---–ი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონტრაქტის გაფორმებიდან მას აქვს ნამსახურევი ორ წელზე ნაკლები ამდენად, შ------–-–---–ს წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა, კერძოდ კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხეს თავდაცვის სამინისტროსათვის დღემდე არ აუნაზღაურებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ-----– შ------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს სხდომაზეც არ გამოცხადებულა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ-----– შ------–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1594/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

_2016 წლის 14 მარტის კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.(ს.ფ 14-22)

 

3.1.3. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ _2016 წლის 14 მარტის კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.(ს.ფ 14-22)

 

3.1.4. მ-----– შ------–-–---–ის პატაკის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის N 8836 ბრძანების თანახმად, მ-----– შ------–-–---–ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 დეკემბრის MOD 7 17 0000 8836 ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. (ს.ფ. 23)

 

3.1.5. მ-----– შ------–-–---–ს კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 1 წელს, 08 თვესა და 23 დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ.(ს.ფ 24)

 

3.1.6. ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 დეკემბრის MOD 7 17 0000 8836 ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. (ს.ფ. 23)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1 მ-----– შ------–-–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად ,,სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს ,,სამინისტრო“-ს სამხედრო სამსახურში.

 

ხელშეკრულების 6.1.2. და 6.1.4. პუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მტკიცედ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის სამხედრო ფიცის, წინამდებარე კონტრაქტისა და საჯარისო წესდებების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა.გაუფრთხილდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ სხვა ქონებას, თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას, არ ჩაიდინოს სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება.

 

ხელშეკრულების თანახმად მე-9 მუხლით გათვალისწინებულია კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, რომლის თანახმადაც მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის 9.3.1, 9.3.2 და 9.3.3 ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ,,სამხედრო მოსამსახურეს“ არ დაეკისრება მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

დადგენილია, რომ მ-----– შ------–-–---–ის პირადი განცხადების ( პატაკის) საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის MOD 7 17 0000 8836 ბრძანების თანახმად, მ-----– შ------–-–---–ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელია ხელშეკრულების მიზანი - საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება (შესრულება). ადმინისტრაციული ხელშეკრულება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ან შეიცავს მმართველობის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ, მოპასუხე მ-----– შ------–-–---–ს შორის სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. აღნიშნული ხელშეკრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზანს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 14 მარტის N1594/16 კონტრაქტის გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მ-----– შ------–-–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული, იგი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, რომელიც არ წარმოადგენს კონტრაქის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან( 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----– შ------–-–---–ი ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან 1 წელი 08 თვე და 23 დღე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხეზე ჯარიმის სახით 3 000 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და გამომდინარეობს კონტრაქტის 7.3 მუხლის პუნქტით განსაზღვრული მხარეთა შეთანხმების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 417–ე მუხლებიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოპასუხე მ-----– შ------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე მ-----– შ------–-–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 3000 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე მ-----– შ------–-–---–ს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1).

 

მოსამართლე ნონა ზარქუა