გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#3/604-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–--------------
სხდომის მდივანი - გ-------------
მოსარჩელე - ნ---- წ-–--–-–---–ი, ე-----–- რ-----ე, ა-–---------ე რ-----ე, გ------ი რ-----ე.
წარმომადგენელი - მ---- დ---------ე.
მოპასუხე - ს----------–-----------–---------------ო.
წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი.
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება. ინფორმაციის გაცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული).
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე ს----------–-----------–---------------ოს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს წერილი - M------------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, როგორც უკანონო.
1.2. დაევალოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას გასცეს სრული ინფორმაცია, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული სადავო ბინის მდებარე ქ----------------------------- შესახებ. (მოხსნილი აქვს სამსახურებრივი სტატუსი, ბინა არ წარმოადგენს დახურული სამხედრო ტიპის ბინას).
დავის არსი:
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ს---------------–------–--- ნაწილის გამოცემული ორდერის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეს ვასილ რ-----ეს 1993 წლის 14.12 გამოეყო და შესახლდა ბინაში მდებარე ქ------------------------------ში, ოჯახი შედგებოდა იმ დროს 5 წევრისაგან: თვით, მეუღლე სამი შვილი, რომლებიც ფლობენ დღემდე აღნიშნულ ბინას.
ბინის ძირითადი დამქირავებელი ვასილი რ-----ე გარდაიცვალა 05.02.2009 წელს. 14.07.2017 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ორდერში შეყვანილ ოთხივე წევრზე: მეუღლე ნ---- წ-–--–-–---–ზე და შვილებზე ე-----–-, გ------ი და ა-–---------ე რ-----ეზე, რომლებმაც 25.07.2017 წ მიმართეს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N 219 ბრძანების შესაბამისად ცნობის გაცემა რაც შემდგომში ბინის პრივატიზაციის მოთხოვნის საფუძველი იქნებოდა. 15.12.2017 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ---- წ-–--–-–---–ის 08.09.2017 წლის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 14.08.2018 წლის, M------------- წერილი და დაევალა თავდაცვის სამინისტროს გამოცემულიყო ახალი ინდ. აქტი, თუმცა ს----------–-----------–---------------ოს 2018 წლის 06 აგვისტოს წერილი - M------------- წერილით, კვლავ უარი უთხრა კანონით დავალებული ცნობის გაცემაზე, რაც მოსარჩელეს არასწორად მიაჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:
დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საექსპლუატაციო ნაწილის მიერ 14.12.1993 წელს გაიცა ორდერი N83. გამოთხოვილი მასალებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. ქუთაისში ნ----ს ქ N19, ბინა N100, ოთახი N41 სამსახურებრივ სარგებლობაში გადაეცა ვასილ ა-–---------ეს ძე რ-----ეს.
ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 04.12.2017 წლის M------------- წერილის თანახმად, საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. ქუთაისი ნ----ს ქ N19, ბინა N100/41 საქართველოს მინისტრის 07.04.2017 წლის N 454 ბრძანებით მოხსნილი აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.09.2010 წლის N589 ბრძანებით მინიჭებული სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინის სტატუსი, კანონი სწორედ ამ ცნობის საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებით დამტკიცებული ფორმით გაცემას ავალებს თავდაცვის სამინისტროს, ხოლო ის მოთხოვნა, რომ მხარემ წარმოადგინოს დამატებით ორდერთან ერთად საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ არასწორია. ბინის ძირითადი დამქირავებელი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ ბინაზე 1993 წლიდან.
რას ავალებს მოქალაქეს კანონი მოიპოვოს თავადაცვის სამინისტროს პრივატიზაციის დროს ჩამოთვლილია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებაში.
მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ მოპასუხემ უნდა გასცეს ინფორმაციული შინაარსის ცნობა, რაც საფუძვლად დაედება თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ ბინის ორდერის გაცემას, რაც უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძველი გახდება.
2. შესაგებელი:
2.1. მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ს---------------–------–--- ნაწილის მიერ მაიორ ვასილი ა-–---------ეს ძე რ-----ის მიმართ 14.12.1993 წელს გაცემული N82 ორდერი.
დახურულ სამხედრო ქალებში ორდერები გაიცემა ს---------------–------–--- ნაწილის მიერ. აქედან გამომდინარე, ორდერს გასცემდა მმართველობის ადგილობრივი ორგანო და არა ს---------------–------–--- ნაწილი.
გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო ქალაქი N99 (ქუთაისი, ნ----ს ქუჩა) ს----------–-----------–---------------ოს გადაეცა 1993 წლის 07 ივლისს N13 მიღება-ჩაბარების აქტით. მასთან სამხედრო ქალაქი N99 არ წარმოადგენდა დახურულ სამხედრო ქალაქს.
შესაბამისად ნ---- წ-–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი 14.12 1993 წელს გაცემული N82 ორდერი არ წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს N603 დადგენილების საფუძველზე გაცემულ ორდერს.
გამომდინარე აქედან არ არსებობს ს----------–-----------–---------------ოს 06.08.2018 წლის N M------------- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს პრეზიდენტის 30.04.2008 წლის N219 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემის საფუძვლები, რადგან ეს უკანასკნელი ბრძანებულება გაუქმებულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ს---------------–------–--- ნაწილის მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეს ვასილ რ-----ეს 1993 წლის 14.12 გამოეყო და შესახლდა ბინაში მდებარე ქ------------------------------ში, ოჯახი 5 წევრისაგან: თვით, მეუღლე ნ---- წ-–--–-–---–ი; ა-–---------ე რ-----ე - შვილი; გ------ი რ-----ე -შვილი; ე-----–- რ-----ე - შვილი;
მტკიცებულება: ორდერი; საინფორმაციო ბარათი (ტ.1.ს/ფ.19-27).
3.1.2. დადგენილია, რომ ვასილი რ-----ე გარდაიცვალა 05.02.2009 წელს.
მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა- (ტ.1.ს/ფ.28).
3.1.3. დადგენილია, რომ 14.07.2017 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ორდერში შეყვანილ ოთხივე წევრზე: მეუღლე ნ---- წ-–--–-–---–ზე და შვილებზე ე-----–-, გ------ი და ა-–---------ე რ-----ეზე.
მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა (ტ.1.ს/ფ.29-30).
3.1.4. დადგენილია, რომ 15.12.2017 წელს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ---- წ-–--–-–---–ის 08.09.2017 წლის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 14.08.2018 წლის, M------------- წერილი და დაევალა თავდაცვის სამინისტროს გამოცემულიყო ახალი ინდ. აქტი.
მტკიცებულება: ბრძანება (ტ.1.ს/ფ.31-33).
3.1.5. დადგენილია, რომ ნ---- წ-–--–-–---–ი 1993 წლის 14 დეკემბრიდან დღემდე ცხოვრობს ქ------------------------------ში.
მტკიცებულება: პირის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 18 ოქტომბრის ცნობა. (ტ.1. ს/ფ.36).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს წერილს - M------------- რომლითაც უარი ეთქვა კანონით დავალებული ცნობის გაცემაზე.
მტკიცებულება: სარჩელი; ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს წერილი (მიმართვა)- M-------------;
3.2.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ უნდა გასცეს ინფორმაციული შინაარსის ცნობა, რაც საფუძვლად დაედება თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ ბინის ორდერის გაცემას, რაც უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძველი გახდება.
მტკიცებულება: მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.
3.2.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი;
-,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ს----------–-----------–---------------ოს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება (დავის წარმოშობისას მოქმედი რედაქცია);
- ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ს---------------–------–--- ნაწილის მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეს ვასილ რ-----ეს 1993 წლის 14.12 გამოეყო და შესახლდა ბინაში მდებარე ქ------------------------------ში, ოჯახი 5 წევრისაგან: თვით, მეუღლე ნ---- წ-–--–-–---–ი; ა-–---------ე რ-----ე - შვილი; გ------ი რ-----ე -შვილი; ე-----–- რ-----ე - შვილი; (ს/ფ.19-27). დადგენილია, რომ ვასილი რ-----ე გარდაიცვალა 05.02.2009 წელს (ს/ფ.28). დადგენილია, რომ 14.07.2017 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ორდერში შეყვანილ ოთხივე წევრზე: მეუღლე ნ---- წ-–--–-–---–ზე და შვილებზე ე-----–-, გ------ი და ა-–---------ე რ-----ეზე. (ს/ფ.29-30).
დადგენილია, რომ 15.12.2017 წელს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ---- წ-–--–-–---–ის 08.09.2017 წლის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 14.08.2018 წლის, M------------- წერილი და დაევალა თავდაცვის სამინისტროს გამოცემულიყო ახალი ინდ. აქტი. (ს/ფ.31-33).
დადგენილია, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს წერილით - M------------- უარი ეთქვა ნ---- წ-–--–-–---–ს კანონით დავალებული ცნობის გაცემაზე.
ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს წერილი - M------------- რომლითაც უარი ეთქვა ნ---- წ-–--–-–---–ს კანონით დავალებული ცნობის გაცემაზე, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. დავის წარმოშობის დროს მოქმედი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ს----------–-----------–---------------ოს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ს----------–-----------–---------------ოს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში – ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს.
ამავე დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.
სარჩელის განხილვისას მოქმედი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს კანონის პირველი მუხლით- ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. იმავე მუხლის მე-5 მუხლის ,,ე“ პუნქტით- ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „????????? ??????????????????? ?????????? ???????????????? ???????????? ?? ??????????????? (??????????? ?? ??????????????) ???????? ??????????? ???????????????? ????????????? ?????????? ???? ????????? ??????????????????? ?????????? ??????????? ????????? ????? ??????????? ???????“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ს----------–-----------–---------------ოს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ ს----------–-----------–---------------ოს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით (ამჟამად ძალადაკარგულია და მის ნაცვლად მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება).
6.3.,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განცხადებას უნდა ერთოდეს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
დავის წარმოშობისას მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/დაბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან; დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმა გარდა იმისა, რომ ადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტების სახეობას, ამასთან მიუთითებს, რომ ეს დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) ს----------–-----------–---------------ოს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე ს----------–-----------–---------------ოს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებულ ინფორმაციას); გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია).
ხოლო ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა: ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს: ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ბ.გ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს. გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმებით ფიზიკური პირი ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგინოს ცნობა ს----------–-----------–---------------ოდან, რომ: ა) საკუთრებაში გადასაცემი ბინა არ მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) ბინა დაკავებული არ აქვს 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); გ) ბინა დაკავებული არ აქვს მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); დ) ბინა დაკავებული არ აქვს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს და ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ბინა არ არის განკუთვნილი მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება აგრეთვე ბინა: ა) თუ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება აღნიშნული ბინის თაობაზე სასამართლო დავის არსებობის შესახებ (დავის დასრულებამდე); ბ) თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნება ან სხვაგვარად გახდება ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისი ბინით სარგებლობის უფლებას ანიჭებს სხვა პირს.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმები ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ს----------–-----------–---------------ოს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემაზე საკითხის განმხილველი უფლებამოსილი ორგანო არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ს----------–-----------–---------------ოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში შემოიფარგლება კონკრეტული ინფორმაციის გაცემით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს წერილით - M------------- უარი ეთქვა ნ---- წ-–--–-–---–ს კანონით დავალებული ცნობის (ბინის შესახებ ინფორმაციის) გაცემაზე.
ამდენად, ვინაიდან საქმის განხილვისას გაუქმებულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება, ხოლო მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოპასუხისგან მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალური მიღება მოითხოვა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18.2 მუხლზე, რომლის თანახმად - ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (,,ინფორმაციის თავისუფლება”). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე კოდექსის 38-ე მუხლი ადგენს, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
როგორც აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი არ ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე 3 მუხლის მე-4 ნაწილის დ) პუნქტით დადგენილ აკრძალვის ფარგლებში, - სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან, აგრეთვე სამხედრო დისციპლინის საკითხებთან, თუ ეს არ ეხება პირის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ფაქტია, რომ მოსარჩელეებს სურთ საკუთრებაში მიიღონ ქ. ქუთაისში ნ----ს N19/100/41-ში მათ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ბინა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–-----------–---------------ოს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას, ნ---- წ-–--–-–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით, საფუძვლიანად უნდა მოეძია ინფორმაცია და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა ემსჯელა და გაეცა შესაბამისი ცნობა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკუთრებაში გადაცემას დაქვემდებარებულ ბინაზე არსებული დოკუმენტების მართლზომიერების გამოკვლევის საკითხი ევალება ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოს და არა თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს საკუთრებაში გადაცემას დაქვემდებარებულ ბინაზე არსებული დოკუმენტების მართლზომიერების საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადაო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების დადგენა-შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს წერილით - M------------- უარი ეთქვა ნ---- წ-–--–-–---–ს კანონით დავალებული ცნობის გაცემაზე.
მოსარჩელეები ითხოვენ ქ. ქუთაისში, ნ----ს N19/100/41-ში მათ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ბინაზე არსებულ სრულ ინფორმაციას, რის უფლებას მათ აძლევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად უნდა იქნას ცნობილი თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს - M------------- წერილით და დაევალოს ს----------–-----------–---------------ოს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ქუთაისში, ნ----ს N19/100/41-ში მოსარჩელეების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ბინაზე არსებული სრული ინფორმაციის სახით. (კერძოდ - სამსახურებრივი სტატუსის, დახურული სამხედრო ტიპის, სასამართლო დავის თაობაზე).
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს ასკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნ---- წ-–--–-–---–ის, ე-----–- რ-----ის, ა-–---------ე რ-----ის, გ------ი რ-----ის სარჩელი.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–-----------–---------------ოს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს - M------------- წერილი.
3 დაევალოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას გასცეს სრული ინფორმაცია, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ბინის, მდებარე ქ-----------------------------, შესახებ.
4. მოპასუხეს მოსარჩელეების ნ---- წ-–--–-–---–ის, ე-----–- რ-----ის, ა-–---------ე რ-----ის, გ------ი რ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე მ--–--------------