გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/13541-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - გუ-–------------ა
მოპასუხეები - მე------------ე, თამ-----–---–----ე, თა---------------–ი
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - მე------------ეს, თამ-----–---–----ეს და თა---------------–ს გულ------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 57 300 ლარისა და 34 800 აშშ დოლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაადგინა 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით მოპასუხეებმა მოახდინეს შპს „სა-------------------------------–--სთვის“ მოსახლეობის მიერ სესხის სახით მიცემული თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილი იქნა დაზარალებულად, ვინაიდან მოსარჩელეს სხვადასხვა დროს შპს „სა-------------------------------–--სთვის“ მიცემული ჰქონდა 6 სესხის ჯამში 57300 ლარის და 34800 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, სახეზეა მოპასუხეთა მიერ ჩადენილ დანაშაულის შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზარალის მიყენება. აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი წარმოადგინეს მოპასუხეებმა მე------------ემ და თა---------------–მა, რომლითაც სარჩელი არ ცნეს, თუმცა არსებითად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შედავება არ განუხორციელებიათ. მე------------ემ შესაგებელში განმარტა, რომ თანხები მოსარჩელემ ასესხა შპს „სა-------------------------------–--ს“ და მოთხოვნითაც საფინანსო კომპანიისთვის უნდა მიემართა. განაჩენში აღნიშნულია, რომ მე------------ემ ზარალი კომპანიას მიაყენა, მოსარჩელე ამ საქმეში მხარე არ ყოფილა, ის საქმეში იყო მხოლოდ დაზარალებული. განაჩენის თანახმად კი ზარალი მე------------ემ დაზარალებულს არ უნდა აუნაზღაუროს. სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ თუკი მოსარჩელე თვლიდა, რომ მას მიადგა ზიანი, ზიანის მიყენებისა და მისი ოდენობის შესახებ უნდა მოეტანა მტკიცებულება.
2.2. მოპასუხე თამ-----–---–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. ამდენად, სარჩელთან დაკავშირებით მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გულ------------სა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ საფინანსო კომპანიას სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 36%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებლისთვის საურავის გადახდის ვალდებულებას, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,01%-ს.
თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია საწარმოს სალაროს შემოსავლის ორდერით N7898.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.10.2015 წლის სესხის ხელშეკრულება N7152, გრაფიკი;
- სალაროს ქვითარი N7898.
3.1.2. გულ------------სა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ საფინანსო კომპანიას სესხის სახით გადასცა 7300 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 36%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებლისთვის საურავის გადახდის ვალდებულებას, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,01%-ს.
თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია საწარმოს სალაროს შემოსავლის ორდერით N7---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.10.2015 წლის სესხის ხელშეკრულება N7---, გრაფიკი;
- სალაროს ქვითარი N7---.
3.1.3. გულ------------სა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის 2015 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ საფინანსო კომპანიას სესხის სახით გადასცა 13500 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებლისთვის საურავის გადახდის ვალდებულებას, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,01%-ს.
თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია საწარმოს სალაროს შემოსავლის ორდერით N8---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება N7--7, გრაფიკი;
- სალაროს ქვითარი N8---.
3.1.4. გულ------------სა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის 2015 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ საფინანსო კომპანიას სესხის სახით გადასცა 55300 ლარი, 12 თვის ვადით, წლიური 34%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებლისთვის საურავის გადახდის ვალდებულებას, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,01%-ს.
თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია საწარმოს სალაროს შემოსავლის ორდერით N9---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება N8---, გრაფიკი;
- სალაროს ქვითარი N9---.
3.1.5. გულ------------სა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის 2016 წლის 27 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ საფინანსო კომპანიას სესხის სახით გადასცა 2000 ლარი, 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვით.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებლისთვის საურავის გადახდის ვალდებულებას, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,01%-ს.
თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია საწარმოს სალაროს შემოსავლის ორდერით N1----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.06.2016 წლის სესხის ხელშეკრულება N1----, გრაფიკი;
- სალაროს ქვითარი N1----.
3.1.6. გულ------------სა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის 2016 წლის 27 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ საფინანსო კომპანიას სესხის სახით გადასცა 4000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვით.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებლისთვის საურავის გადახდის ვალდებულებას, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,01%-ს.
თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია საწარმოს სალაროს შემოსავლის ორდერით N1----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.06.2016 წლის სესხის ხელშეკრულება N1----, გრაფიკი;
- სალაროს ქვითარი N1----.
3.1.7. შპს ''სა-------------------------------–--ს'' სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხები გამსესხებლისთვის არ დაუბრუნებია. ჯამში სესხის სახით გაცემული თანხები შეადგენს 57300 ლარს და 34800 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;
- 16.05.2018 წლის განაჩენი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- სესხის ხელშეკრულებები და სალაროს ქვითრები.
3.1.8. შპს ''სა-------------------------------–--ს'' ხელმძღვანელ პირთა მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N0-----------. 2016 წლის 14 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მოსარჩელე გულ------------ დაზარალებულად იქნა ცნობილი და მისი რიგითი ნომერია N60.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე N1------- დამნაშავედ იქნენ ცნობილი თამ-----–---–----ე, მე------------ე და თა---------------–ი. ამავე განაჩენის შესაბამისად მოსარჩელე გუ-–------------ა არის დაზარალებულად ცნობილი და დაზარალებულთა სიაში არის 170-ე ნომრად დაფიქსირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;
- 16.05.2018 წლის განაჩენი;
3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი საქმეზე N1------- გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 16 მაისის განაჩენი;
- 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მე------------ის, თამ-----–---–----ის და თა---------------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გულ------------ს მიადგა მატერიალური ზიანი ჯამში 57300 ლარისა და 34800 აშშ დოლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესის თანახმად, სამოქალაქო დავის განხილვისას, ისევე როგორც კონკრეტული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და მასსა და შპს ''სა-------------------------------–--ს'' შორის გაფორმებული 6 სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ''სა-------------------------------–--მ'' მოსარჩელისაგან 2015-2016 წლებში ისესხა ჯამში 57300 ლარი და 34800 აშშ დოლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ თამ-----–---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; მე------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თა---------------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შპს ''სა-------------------------------–--'' (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თა---------------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თამ-----–---–----ე. შპს ''სა-------------------------------–--ს'' საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თა---------------–ის მეუღლე _ მე------------ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ''სა-------------------------------–--მ'' მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, თამ-----–---–----ემ, როგორც შპს ''სა-------------------------------–--ს'' დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მე------------ის წაქეზებით და თა---------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მე------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მე------------ეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გა-------ზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მე------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს ''სა-------------------------------–--მ'' ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
სასამართლომ აღნიშნული განაჩენით მიიჩნია, რომ მე------------ისა და თამ-----–---–----ის ქმედებებში სახეზეა დანაშაულებრივი თანამონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, მათ განზრახ ერთობლივ მოქმედებას განზრახი დანაშულის ჩადენაში. თამ-----–---–----ე, როგორც კომპანიის დირექტორი, ვერ აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ საკითხებს და მე------------ის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ახდენდა კომპანიისა და მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. განაჩენში ასევე აღნიშნულია, რომ ძირითადად თა---------------–ის, როგორც კომპანიის დამფუძნებლის უმოქმედობამ (სხვა აქტიურ ქმედებებთან ერთად) ხელი შეუწყო თამ-----–---–----ის მიერ დანაშაულის ჩადენას და გამოიწვია დამდგარი შედეგი, აღნიშნულიდან გამომდინარე, თამ-----–---–----ის და თა---------------–ის ქმედებებში სახეზეა დანაშაულში თანამონაწილეობა, რა დროსაც თა---------------–ი დაეხმარა თამ-----–---–----ეს კომპანიის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხების გაფლანგვაში. ამდენად, თამ-----–---–----ის, მე------------ისა და თა---------------–ის ერთობლივი ქმედების შედეგად მიადგათ დაზარალებულებს ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, უდავოდ მიიჩნევა ამავე ნორმით დადგენილი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში (კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განაჩენს სასამართლო შეაფასებს, როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით. კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. შესაბამისად, მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის დანაწესიც განამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას.
შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მე------------ის, თამ-----–---–----ის, თა---------------–ის მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.
3.2.2. რაც შეეხება უშუალოდ დამდგარი ზიანის ოდენობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია სარჩელის საფუძვლად მითითებული სადავო გარემოების, დანაშაულის შედეგად მოსარჩელისათვის ჯამში 57300 ლარისა და 34800 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 6 სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ''სა-------------------------------–--მ'' მოსარჩელისგან ისესხა საერთო ჯამში სესხის ძირითადი თანხა - 57300 ლარი და 34800 აშშ დოლარი. განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს იყენებდნენ პირადი მიზნით, რის შედეგადაც დაზარალდა 2343 მოქალაქე. მათ შორის საქმეში წარმოდგენილია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა უტყუარად დადასტურება.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეებს - მე------------ეს, თამ-----–---–----ეს და თა---------------–ს მოსარჩელე გულ------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 57300 ლარისა და 34800 აშშ დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის - ''ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის'' თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებლად შემოიფარგლება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის წარმოდგენით.
სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა ირკვეოდეს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და ამ ორ წინაპირობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, ამასთანავე, დელიქტური პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრებისათვის მნიშვნელობა არ აქვს თითოეული პირის ბრალის ხარისხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების - მე------------ის, თამ-----–---–----ის და თა---------------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის საერთო ჯამში - 57300 ლარისა და 34800 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე მუხლის მე-3-ე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა აღნიშნული მუხლების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით - 3000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 30921-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გუ-–------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს მე------------ეს, თამ-----–---–----ეს და თა---------------–ს მოსარჩელე გულ------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის სახით 57 300 ლარისა და 34 800 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
3. მოპასუხეებს მე------------ეს, თამ-----–---–----ეს და თა---------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის - 3 000 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან - 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე