განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1952-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხ-----------------ე;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ---–-----–-–---–ი (პ/№-----------), დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, მ------–---–------------;
ადვოკატი - დ------–-–--–---–ი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (11 ეპიზოდი; გამართლდა);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 11 აპრილს, ქ. თბილისში, ა-–---------------------------------------------------აზე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.2. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 11 ივნისს, ქ. თბილისში, ჭ------------------ზე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.3. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 11 ივლისს, ქ. თბილისში, ქ------------------------------------------ე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.4. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 26 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დ-----------–-----–---------ზე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.5. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 27 ნოემბერს, ქ. თბილისში, ჯ---------------ზე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.6. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 3 დეკემბერს, ქ. თბილისში, გ-------–----–-----------ზე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.7. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 20 თებერვალს, ქ. თბილისში, ა----–-----–-----------ზე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.8. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 25 თებერვალს, ქ. თბილისში, ქ----–------–----–---–-----------–--–ზე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.9. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 8 აპრილს, ქ. თბილისში, მ--------------------------------ე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.10. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 7 ივნისს, ქ. თბილისში, ჭ-----------------ე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.11. ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 16 სექტემბერს, ქ. თბილისში, მ--------------------------------ე, ზ---–-----–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ ზ---–-----–-–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (11 ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, ბრალდებულ ზ---–-----–-–---–ის ჩვენების გარდა დამტკიცებულ იქნა უდავო მტკიცებულებებად. შესაბამისად საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
3.2. ბრალდებულმა ზ---–-----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მაგრამ როდესაც ამნისტიის საფუძველზე 2013 წლის 22 ნოემბერს დატოვა პენიტენციური დაწესებულება, მას ეგონა, რომ ამნისტიით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც აღდგენილი ჰქონდა, ვინაიდან როგორც წესი, ამნისტიით ნარკოდანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს სრულად აღუდგათ ჩამორთმეული უფლებები. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი მივიდა ე.წ. მ-----------–-, სადაც იკითხა, ჰქონდა თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სადაც განუცხადეს, რომ ასეთი უფლება ჰქონდა. ამის შემდეგ იგი პოლიციამ რამდენჯერმე შეაჩერა მანქანის მართვისას, რა დროსაც ბაზაში გადაამოწმეს მისი მონაცემები და მანქანის მართვასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია. 2017 წლის 27 სექტემბერს მან კითხვით მიმართა შ--------------–-------–-–-------------------ს, ჰქონდა თუ არა მანქანით მოძრაობის უფლება, რაზეც 2017 წლის 2 ოქტომბერს წერილობით განუმარტეს, რომ მის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მართვის უფლების შეჩერება არ ფიქსირდებოდა. მისთვის ეს პასუხი ნიშნავდა, რომ მანქანით მოძრაობის უფლება ჰქონდა, რადგან 7 კლასის განათლება აქვს და არ იცის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის რა განსხვავებაა და ვინაიდან მიუთითეს, რომ მართვის უფლების შეჩერება არ ფიქსირდებოდა, ჩათვალა, რომ მანქანის ტარების უფლება ჰქონდა. ამის შემდეგ 2018 წლის 14 აპრილს შ---------------------------ომ მის სახელზე გასცა ცნობა, რომ ჰქონდა B, C და E კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ იყო.
3.3. სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ზ---–-----–-–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ზ---–-----–-–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. კერძოდ:
3.5. წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---–-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ს.ფ. 13-17);
3.6. ს-----------------–-------------–--ს 2013 წლის 15 მარტის განჩინებით, ზ---–-----–-–---–ი გათავისუფლდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან. მასვე სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 2 თვისა და 7 დღის ვადით, პირობითი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 3 თვის და 22 დღის ვადით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 3 თვე და 22 დღე (ს.ფ. 44-49);
3.7. ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–------------------------------------------------–---------------–----------–-------------ოს 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ---–-----–-–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 8 თვით და 29 დღით ადრე (ს.ფ. 53-55);
3.8. ზ---–-----–-–---–მა საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს (ს.ფ. 56).
3.9. პ---------------------------------------------------–---–----------------------------- 2019 წლის 26 თებერვლის წერილის მიხედვით, ზ---–-----–-–---–ის განცხადება ჩამორთმეული უფლების აღდგენასთან დაკავშირებით კომისიას არ განუხილავს (ს.ფ. 84);
3.10. პატრულ-ინსპექტორის ზ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ქ. თბილისში, ა-–-------------------------------------------ის კვეთაზე მის მიერ შეჩერებული იქნა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 88-90).
3.11. პატრულ-ინსპექტორის გ-------------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ჭ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 91-93).
3.12. პატრულ-ინსპექტორის ვ-–--------------–--–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ქ------------------------------------------ე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 95-97).
3.13. პატრულ-ინსპექტორის ზ-------------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, დ-----------–-----–---------ზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 108-110).
3.14. პატრულ-ინსპექტორის გ--------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ჯ---------------ზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 111-113).
3.15. პატრულ-ინსპექტორის ბ------–----–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 3 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ბ-------------–----–-----------ზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 114-116).
3.16. პატრულ-ინსპექტორის ა-–---------------–--–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 20 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ა----–-----–-----------ზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 117-119).
3.17. პატრულ-ინსპექტორის დ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ქ----–------–----–---–-----------–--–ზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 126-128).
3.18. პატრულ-ინსპექტორის დ--------------–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, მ--------------------------------ე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 129-131).
3.19. პატრულ-ინსპექტორის ა----------------–-ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ჭ-----------------ე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 139-141).
3.20. პატრულ-ინსპექტორის ჯ--–-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, მ--------------------------------ე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---–-----–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---–-----–-–---–ს ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ს.ფ. 142-144).
3.21. ს-----------------–-------------–--ს 2019 წლის 27 მარტის წერილით დასტურდება, რომ ზ---–-----–-–---–ის მიმართ 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენის ასლი შ---------------------------ოს გადაეგზავნა 2011 წლის 19 სექტემბერს (ს.ფ. 154).
3.22. შ----------------–-------------------------–ის 2019 წლის 11 აპრილის წერილით დასტურდება, რომ ს-----------------–-------------–--ს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენი შ----------------–----------–------------------------------------------–ის სამმართველოში შევიდა 2011 წლის 21 სექტემბერს და იმავე დღეს დარეგისტრირდა. აღნიშნული დოკუმენტი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შ-----------------------------–--------–--------- დეპარტამენტში, მომსახურების სააგენტოში, ს--–---–------------------–-------------ტში და ს-----------------– სამმართველოში (ს.ფ. 209).
3.23. ს----------–-------–-–--------------------------------–---------------------–--------------–----------------–-----------------------–-------------------–--------–----–-----------------------–----–------------------------------------------–---–ის 2019 წლის 15 აპრილის წერილით ირკვევა, რომ საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში ზ---–-----–-–---–ს ადმინისტრაციული ჯარიმები უფიქსირდება 2015 წლის 18 ნოემბრიდან, ხოლო მართვის უფლება მას შეჩერებული არ ჰქონია (ს.ფ. 214).
3.24. ს----------–-------–-–----------------------------------–-------------------------------–---ის 2019 წლის 12 აპრილის წერილით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს შ--------------–-------–-–-------------------ს განცხადებით (№-------) მიმართა ზ---–-----–-–---–მა, რომელზეც პასუხი ჩაიბარა ხელზე - 2017 წლის 2 ოქტომბერს (ს.ფ. 216).
3.25. ზ---–-----–-–---–ის 2017 წლის 27 სექტემბრის №------- განცხადებით დასტურდება, რომ იგი შ--------------–-------–-–-------------------ს მიმართავს შეკითხვით და ითხოვს ცნობას იმის შესახებ, აქვს თუ არა მანქანით მოძრაობის უფლება (ს.ფ. 217).
3.26. 2017 წლის 2 ოქტომბრის M------------- წერილით, შ--------------–-------–-–-------------------ის ქ. თბილისის მ---------------------–--------------–---------------------–--------------–----------------–---------------------------ე ზ---–-----–-–---–ს აცნობებს, რომ მის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მართვის უფლების შეჩერება არ ფიქსირდება (ს.ფ. 220-221).
3.27. შ---------------------------ოს იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ--–--–-----ას 2019 წლის 22 აპრილის წერილით დასტურდება, რომ 2019 წლის 29 იანვარს ზ---–-----–-–---–მა მიმართა შ---------------------------ოს და წარუდგინა განაჩენები, განჩინება და სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გაცემული მოწმობის ასლი. ამავე დღეს ზ---–-----–-–---–მა განცხადებებით ასევე მიმართა ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნებასთან დაკავშირებით და მომსახურების სააგენტოს რ----------–--------–----------–---–----------–-----------------–--------------------–ოს თეორიული გამოცდის განყოფილებაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ მას აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გაიცა მართვის მოწმობა სერიით A----------, კატეგორიით ,,B,C,BE,CE” (ს.ფ. 225-226).
3.28. შ---------------------------ოს მართვის მოწმობების განყოფილების უფროსის 2019 წლის 25 აპრილის წერილის მიხედვით, ზ---–-----–-–---–ის მიმართ 2018 წლის 14 აპრილის ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ აღნიშნული შინაარსით არ უნდა გაცემულიყო, რადგან ხსენებული ცნობა გაიცა ხარვეზით და ზ---–-----–-–---–ს 5 წლის ვადით ჰქონდა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ს.ფ. 242).
3.29. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებული იქნეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობით. აღნიშნული დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულად ჩაითვლება ძალაში შესული შესაბამისი სასამართლო აქტის აღსრულებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის მომენტიდან ანდა მისი შესრულებისათვის (აღსრულებისათვის) ხელის შემშლელი ამა თუ იმ მოქმედების ჩადენის მომენტიდან.
3.30. ეს დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. კერძოდ, პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართლსაწინააღმდეგოდ ჯდება მის სამართავად, ითვალისწინებს ამ ქმედებით სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტს და სურს ეს შედეგი (გადაწყვეტილების შეუსრულებლობა).
3.31. მოცემული დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია - ხელისუფლების წარმომადგენელი, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მოხელე, ანდა სამეწარმეო, ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი. როგორც წესი, ამ დანაშაულის ამსრულებელი არაა ის, ვის მიმართაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება (გამონაკლისია ნარკოტიკულ დანაშაულზე ნასამართლევი პირი).
3.32. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზ---–-----–-–---–მა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განცხადებით მიმართა შ--------------–-------–-–-------------------ს და ითხოვა ცნობის გაცემა, ჰქონდა თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაზეც მიიღო პასუხი, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული არ ჰქონდა. ამასთანავე, მან შ---------------------------ოში მართვის მოწმობის დაბრუნების მიზნით, თავად წარადგინა საკუთარი განაჩენი და სხვა სასამართლო დოკუმენტები, რის შემდეგაც მას აღუდგინეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გასცეს ,,B,C,BE,CE” კატეგორიის მართვის მოწმობა. გარდა ამისა, იგი 11-ჯერ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გადამოწმებული და ადმინისტრაციულად დაჯარიმებული, თუმცა არც ერთხელ არ გამოვლენილა განაჩენით მართვის უფლების ჩამორთმევის ფაქტი. საქმეზე დაკითხული ყველა პატრულ-ინსპექტორი აცხადებს, რომ მათ ზ---–-----–-–---–ის მართვის უფლებასთან დაკავშირებით ეჭვი არ გაჩენიათ.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ზ---–-----–-–---–ს მისი განცხადების საფუძველზე სახელმწიფო ორგანოები წერილობით, ოფიციალურად განუმარტავენ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული არ აქვს, მის სახელზე გასცემენ ახალ მართვის მოწმობას და პატრულ-ინსპექტორები ვერ ადგენენ მართვის უფლების ჩამორთმევის ფაქტს, გაუმართლებელია ზ---–-----–-–---–ის ბრალეულობის დასაბუთება. წარმოდგენილი მასალები ზ---–-----–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების პირდაპირ განზრახვით განხორციელებაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პირდაპირი განზრახვისას სუბიექტი თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მართლზომიერი ქმედების ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას გამოხატავს. პირის ბრალეულობა გულისხმობს იმას, რომ სუბიექტი იკიცხება არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის, არამედ მართლზომიერი ქმედების ვალდებულებისადმი იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისთვის, რომელიც მის მიერ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოიხატა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ ფაქტს წარმოადგენს, რომ შსს საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში ზ---–-----–-–---–ის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ ყოფილა. ამასვე ადასტურებს ბრალდების მხარის წარმომადგენელი პროკურორი, რომელიც თავის დასკვნით სიტყვაში აცხადებს, რომ საჯარო მოხელის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა არ უნდა გახდეს ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან მან იცოდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ჰქონდა ხსენებული უფლება და სატრანსპორტო საშაულების მართვისთანავე ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, ვინაიდან მაშინ, როდესაც ზ---–-----–-–---–ი პატრულ-ინსპექტორების მიერ გამოვლენილი იქნა სატრანსპორტო საშუალების მართვისას, ს-----------------–-------------–--ს განაჩენი მართვის უფლების ჩამორთმევის ნაწილში ჯერ კიდევ აღუსრულებელი იყო შესაბამისი სამსახურების მიერ. მართალია, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილი), თუმცა აღსრულების თითოეულ კომპონენტს აქვს თავისი მექანიზმი და დადგენილი წესი.
მაგალითად, თუ თავისუფლებაღკვეთილი მსჯავრდებულის საქმეზე, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლომ არ გადააგზავნა განაჩენის ასლი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და ამას შედეგად მოჰყვა მსჯავრდებულის გათავისუფლება, ამის გამო განაჩენის შეუსრულებლობის ბრალდებით არ უნდა დადგეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხი, იმ ლოგიკით, რომ მან იცოდა თავისი სასჯელი და ციხე არ უნდა დაეტოვებინა.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ს-----------------–მა სასამართლომ თავის მხრივ აღსასრულებლად მიაქცია 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენი მისი ასლების შესაბამის დაწესებულებებში გადაგზავნის სახით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ფაქტი მაინც არ აისახა შსს საინფორმაციო ბაზაში, რითაც განაჩენი ამ ნაწილში არ აღსრულებულა. ბრალდების მხარემ სასამართლოს არც დაუსახელა კონკრეტული მიზეზი, თუ ვის მიერ და რატომ არ აღსრულდა სასამართლოს განაჩენი მართვის უფლების ჩამორთმევის ნაწილში, თუმცა ადასტურებს, რომ განაჩენი არ აღსრულდა. შესაბამისად, კონკრეტული საჯარო მოხელის (მოხელეების) განზრახი თუ გაუფრთხილებელი ქმედებით განაჩენის აღუსრულებლობა არ უნდა გახდეს ზ---–-----–-–---–ის პასუხისმგებლობის საფუძველი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას წერილობით განუმარტეს, რომ ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მის მიერ განაჩენის ასლის წარდგენის შემდეგ მისცეს მართვის მოწმობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ ზ---–-----–-–---–მა თავისი ქმედებით მართლზომიერი ქმედების ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოხატა, ანუ ბრალეულად ჩაიდინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
3.33. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ზ---–-----–-–---–ის მიმართ არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.34. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ზ---–-----–-–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ზ---–-----–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. კერძოდ: სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ---–-----–-–---–ის ბრალეულობა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის ფაქტზე.
4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ზ---–-----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ზ---–-----–-–---–ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.10. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ზ---–-----–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---–-----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ზ---–-----–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე