განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
330100119003069489
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/2917-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

 

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ა---------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

გ------- ს------–---–ი - დაბადებული 2--- წლის 1-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი გ------------------------------.

 

ადვოკატი - ც------ მ--–--------ი

 

კვალიფიკაცია:

გ------- ს------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:20 საათზე ქ. თბილისში მდებარე ,,ს------------–---------------ს“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე, გ------- ს------–---–მა თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ამავე შპს-ს ოპერატორ ნ-----–---- ჩ-----ზე დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით განახორციელა თავდასხმა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის

საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით

 

2.1. დაზარალებულმა ნ-----–---- ჩ-----მ განაცხადა, რომ 2019 წლის 6 მაისს, ღამის საათებში ,,გ--–--ის“ ბენზინგასამართ სადგურში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იმყოფებოდა ბენზინგასამართ სადგურის ოთახში, რა დროსაც ოთახში შემოვიდა პიროვნება სახეზე ნიღბით, ხელში ეჭირა დანა და მოითხოვა თანხის გადაცემა. ნ-----–---- ჩ-----მ თავდაცვის მიზნით ხელში აიღო სკამი და მიაწვა თავდამსხმელს, შემდეგ ნ-----–---- ჩ-----მ ხელში აიღო რკინის საგანი ,,ლომი“, რომლითაც იგერიებდა თავდამსხმელს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ გაიქცა ოთახიდან და დატოვა ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორია. ნ-----–---- ჩ-----ს განცხადებით, თავდამსხმელი იყო ახალგაზრდა, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, კაპიშონიანი ზედა და ჯინსის შარვალი. ნ-----–---- ჩ-----მ დაადასტურა, რომ ის იცნობს გ------- ს------–---–ს, რომელიც არის მისი მეზობელი. მისი განმარტებით, გ------- ს------–---–ი ბენზინგასამართი სადგურის ოთახში მასთან ნამყოფი არ არის.

 

2.2. მოწმე მ-----– გ------–---–მა განაცხადა, მუშაობს ქ. თბილისში, კ----------------–--–ზე, ო------------თან არსებულ შპს ,,ს------------–---------------ს“ ბენზინგასამართ სადგურზე მენეჯერის პოზიციაზე. 2019 წლის 06 მაისს ღამის საათებში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, ტელეფონზე დაუკავშირდა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი ნ-----–---- ჩ----- და განუცხადა, რომ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა. მ-----– გ------–---–მა ნ-----–---- ჩ-----ს უთხრა, რომ მომხდარის შესახებ შეეტყობინებინა პოლიციისთვის. მ-----– გ------–---–ი გამოცხადდა ბენზინგასამართ სადგურში, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მისი თანხმობით ჩატარდა.

 

2.3. მოწმე გ------- ჯ-----–---–მა დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე. ინფორმაციის თანახმად, ყაჩაღობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა გ------- ს------–---–ს. მის მიერ გადამოწმებული იქნა გ------- ს------–---–ის პიროვნება პოლიციის ერთიან ბაზაში და აღმოჩნდა, რომ გ------- ს------–---–ი ,,ა-------------ს“ განყოფილებას ადმინისტრაციული წესით ჰყავდა დაკავებული. მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას.

 

2.4. მოწმე ე----- დ----–--მ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2019 წლის 06 მაისს შპს ,,ს------------–---------------ს“ ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღური თავდასხმის შემდგომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა ნიღაბი და დანა დაყარა ქ. თბილისში, კ----------------–--–ი, ო------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტობუსების გაჩერების უკან ტერიტორიაზე.

 

2.5. მოწმეებმა გ------- ბ-----ემ, ვ--–---- გ-----–---–მა, ლ-–- ხ--------მ, თ----- ჟ--–----–---–მა, ზ---- ჭ----მ, მ--–---- გ------მ და გ------ კ------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.6. ბრალდებულმა გ------- ს------–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, 2019 წლის 6 მაისს იმყოფებოდა ო---------------–---ში, ცენტრში არსებულ სკვერში, სადაც აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად დღესასწაულს ,,გიორგობას“, იქედან წავიდა მის ახლობელთან, შემდეგ კი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა სკვერში, სადაც მასთან მივიდნენ თანამშრომლები, რომლებმაც გადაუღეს ფოტოსურათები. გ------- ს------–---–მა განმარტა, რომ მასთან მყოფ პირებს უთხრეს, რომ გ------- ს------–---–ი მიეყვანათ პოლიციაში, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა მის მიმართ დაარღვიეს მთელი რიგი უფლებები და მოახდინეს ფსიქოლოგიურ ზემოქმედება. პოლიციის თანამშრომლები სთავაზობდნენ ეღიარებინა დანაშაულის ჩადენა და პირდებოდნენ საპროცესო შეთანხმების შეღავათიან პირობებზე გაფორმებას, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ კალკულატორზე გ------- ს------–---–ს ხელი დაედო, შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გაურკვეველი ნაჭერი იღლიის ადგილზე ამოუსვეს, ჭიქაზე ძალით დაადებინეს ხელი, რა დროსაც გ------- ს------–---–ს დაუზიანდა თითი. გ------- ს------–---–მა აღნიშნა, რომ ის თავდაპირველად პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო სამი დღის შემდეგ, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებულის სახით.

 

2.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. თბილისში, ო---------------–--ის მოპირდაპირე ნაკვეთი N-------ში შპს ,,ს------------–---------------ს’’ ბენზინგასამართ სადგურზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტ კრიმინალისტებმა, გამომძიებელმა და ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერმა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, საოფისე შენობაში მაგიდაზე არსებული ჭიქა, საოფისე შენობაში შესასვლელი კარის გარე სახელურიდან ანაწმენდები, საოფისე შენობაში არსებული სკამის წინა ზედაპირიდან ანაწმენდები.

 

2.7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და მასში მონაწილეობა დაადასტურეს მოწმეებმა მ-----– გ------–---–მა, ა-----– წ----–-–---–მა, მ------ ჯ--–--------მა და ვ--–---- გ-----–---–მა.

 

2.8. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილმდებარეობა არის ქ. თბილისი, ო------------ების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტობუსების გაჩერების უკან. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტ კრიმინალისტებმა, გამომძიებელმა. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ნიღაბის ფორმის მქონე ნაჭრის ქსოვილი, ასევე ამოღებული იქნა შავი სახელურის მქონე დასაკეცი დანა.

2.8.1. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის სისწორე და მასში მონაწილეობა დაადასტურეს მოწმეებმა გ------ კ------ემ და მ------ ჯ--–--------მ.

 

2.9. ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ვ--–---- გ-----–---–ის მიერ გ------- ს------–---–ისგან ამოღებული იქნა შავი ფერის კაპიშონიანი სპორტული ქურთუკი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები და ტოტები ჰქონდა გახეული, ასევე ამოღებული იქნა ერთ წყვილი შავი ფერის ტყავის სპორტული ფეხსაცმელები.

2.9.1. ამოღების ოქმის სისწორე და მასში მონაწილეობა დაადასტურა მოწმე ვ--–---- გ-----–---–მა.

 

2.10. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 07 მაისს, ქ. თბილისში, ო---------------–--ის მოპირდაპირედ, ნაკვეთი N-------ში განთავსებული ავტოგასამართ სადგურ ,,ს------------–---------------ში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელებიდან და შავი ფერის ნიღბის ფორმის ქსოვილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების.

2.10.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------- ჩ------ემ.

 

2.11. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი წითელი ფერის ჭიქის ზედაპირზე გამოვლენილი ხელისგულის N1 და N2 კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. კვალი N1 და N2 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული გ------- ვ-----–-ს ძე ს------–---–ის მარჯვენა ხელისგულის ანაბეჭდის ნიმუშის.

2.11.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ა--–------მა.

 

2.12. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,ს------------–---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო მ-----– გ------–---–მა. ვიდეო ჩანაწერის 23:04 საათზე კადრში ჩნდება მამრობითი სქესის ადამიანი, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის, მუხლებთან დახეული ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელები, თეთრი თასმების მქონე კაპიშონიანი ქურთუკი და სახეზე გაკეთებული აქვს შავი ფერის ნიღაბი. ის სირბილით მიდის ავტოგასამართი სადგურის საოფისე შენობის კარებთან, სახელურს კიდებს ხელს და გამოდის უკან, აღნიშნული პირი 23:05 საათზე კვლავ მოდის ავტოგასამართი სადგურის საოფისე შენობის კარებთან, სახელურის საშუალებით აღებს კარებს და შედის საოფისე შენობის შიგნით, კარებიდან ჩანს შიდა მხარეს მისი მოძრაობები და ის მითითებულ საათზევე გამოდის უკან სირბილით და შენობიდან მოყვება ლურჯი ფერის ფორმაში ჩაცმული ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი, რომელიც, მ-----– გ------–---–ის განმარტებით, არის ნ-----–---- ჩ-----. ნ-----–---- ჩ-----ს ხელში უჭირავს ძალაყინი. მისი გაქცევის შემდეგ ნ-----–---- ჩ----- ჩერდება ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე და შედის ოფისში. მეორე ჩანაწერში აღბეჭდილია იგივე კადრები საპირისპირო რაკურსით, სადაც ჩანს როგორ მირბის ავტოგასამართი სადგურიდან გამოსული თავდამსხმელი იქვე არსებული ავტობუსების გაჩერების უკანა მხარის მიმართულებით. მ-----– გ------–---–ის განმარტებით, ჩანაწერებს რეალურ დროსთან აქვს დაახლოებით 15 წუთიანი დროის ჩამორჩენა.

 

2.13. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,ს------------–---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო ნ-----–---- ჩ-----მ. ვიდეო ჩანაწერის 23:04 საათზე კადრში ჩნდება მამრობითი სქესის ადამიანი, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის, მუხლებთან დახეული ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელები, თეთრი თასმების მქონე კაპიშონიანი ქურთუკი და სახე დაფარული აქვს შავი ფერის ნიღაბით. ის მიდის ავტოგასამართი სადგურის კარებთან, სახელურის კიდებს ხელს და გადის უკან. ნ-----–---- ჩ-----მ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული პირი, დანის მუქარით და ფულის გამოძალვის მოთხოვნით დაესხა მას თავს, მომხდარიდან რამოდენიმე წუთის შედეგ, მართლაც 23:05 საათზე კვლავ მიდის ავტოგასამართი სადგურის საოფისე შენობის კარებთან ხსენებული აღწერილობის მქონე პირი და შედის საოფისე შენობის შიგნით. ნ-----–---- ჩ-----მ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული პირი, მოცემულ დროს შედის დანის მუქარით მასთან და სთხოვს ფულად თანხას. ასევე მოცემულ დროსვე ესვრის ჭიქას და სკამს კიდებს ხელს. თავდაცვის მიზნით ნ-----–---- ჩ-----მ განმარტა, რომ ის იღებს ძალაყინს, თავდაცვის მიზნით მისდევს თავდამსხმელს. მეორე ჩანაწერში აღბეჭდილია იგივე კადრები საპირისპირო რაკურსით, სადაც ჩანს როგორ მირბის ავტოგასამართი სადგურიდან გამოსული თავდამსხმელი იქვე არსებული ავტობუსების გაჩერების უკანა მხარის მიმართულებით.

 

2.14. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა ნ-----–---- ჩ-----ს მონაწილეობით, მან წარდგენილი სამი ნივთიდან ამოიცნო N1 ნივთი, რომელიც არის შავი ფერის ნაჭრის ქურთუკი, შავი ფერის კაპიშონით, რომელსაც გააჩნია თეთრი ფერის თასმები, ასევე განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული კაპიშონიანი ქურთუკი ეცვა მასზე ყაჩაღურად თავდამსხმელ პირს. ნ-----–---- ჩ-----მ ქურთუკი ამოიცნო, მისი ფერით, ელვა შესაკრავით, თეთრი ფერის თასმებით და ნაჭრის ქსოვილით.

 

2.15. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა ნ-----–---- ჩ-----ს მონაწილეობით, მან წარდგენილი სამი ნივთიდან ამოიცნო N2 ნივთი, რომელიც ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ვიწრო სტილის, ორივე შარვალს ცოტაზე ორ-ორი ცალი ნახევით და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული შარვალი ეცვა მასზე თავდამსხმელ პირს. ნ-----–---- ჩ-----მ შარვალი ამოიცნო, მისი ფერით, სტილით, მასზე არსებული ნახევებით.

 

2.16. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებული დანა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით წარმოადგენს ცივ იარაღს.

2.16.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ---------ემ.

 

2.17. გ------- ს------–---–ის ადვოკატის პოზიციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. ბრალდების მხარემ ხელოვნურად შექმნა ის მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინა; დაკავებისას დარღვეულ იქნა ბრალდებულის უფლებები, პოლიციელებმა გ------- ს------–---–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კანონდარღვევით მოიპოვეს მტკიცებულებები. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გ------- ს------–---–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.18. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და გ------- ს------–---–ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; დაზარალებულის ჩვენებები საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. კერძოდ:

2.18. 1. დაზარალებულ ნ-----–---- ჩ-----ს, მოწმეების მ-----– გ------–---–ის, ე----- დ----–--ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, რომელიც ჩატარდა დაზარალებულ ნ-----–---- ჩ-----ს და მოწმე მ-----– გ------–---–ის მონაწილეობით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:20 საათზე ქ. თბილისში მდებარე ,,ს------------–---------------ს“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე, ოპერატორის პოზიციაზე მომუშავე ნ-----–---- ჩ-----ზე მოხდა თავდასხმა თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

2.18.2. დაზარალებულ ნ-----–---- ჩ-----ს ჩვენებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია ვიდეოჩანაწერებში ასახულ ინფორმაციასთან, ასევე ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ჩ-----ზე თავდასხმა განხორციელდა დანის გამოყენებით.

2.18.3. დაზარალებულ ნ-----–---- ჩ-----ს, მოწმე ე----- დ----–--ს ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თავდამსხმელი იყო ნიღბით, რომელიც ამოღებულ იქნა ქ. თბილისი, ო------------ების მიმდებარე ტერიტორიიდან.

2.18.4. დაზარალებულ ნ-----–---- ჩ-----ს ჩვენებით, გ------- ს------–---–ისგან ტანსაცმლის, კერძოდ, შავი ფერის კაპიშონიანი სპორტული ქურთუკის, ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის, ერთ წყვილი შავი ფერის ტყავის სპორტული ფეხსაცმლის ამოღების ოქმით და ობიექტის ამოცნობის ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ჩ-----ს მიერ ამოცნობილ იქნა ის ტანსაცმელი, რომელიც თავდამსხმელს ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს.

2.18.5. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ წითელი ფერის ჭიქის ზედაპირზე არსებული კვალი იდენტურია გ------- ს------–---–ის მარჯვენა ხელისგულის ანაბეჭდის ნიმუშის.

2.18.6. ამოღების ოქმით და ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ/ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია გ------- ს------–---–ისგან ამოღებული შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელებიდან და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ნიღბის ფორმის ქსოვილიდან (რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეკეთა გ------- ს------–---–ს) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების.

2.18.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიან ჯაჭვს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ------- ს------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის თაობაზე. შესაბამისად, სამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულ გ------- ს------–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ის მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა ,,გიორგობას’’ და მის მიმართ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევით მტკიცებულებების მოპოვებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ს------–---–ის აღნიშნული ჩვენება მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისკენ.

2.18.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაკავებისას გ------- ს------–---–ს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები, რაც 2019 წლის 10 მაისის დაკავების ოქმში იქნა მითითებული; საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 10 მაისს სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებამდე გ------- ს------–---–ი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. 2019 წლის 10 მაისს, როდესაც ბრალდებული გამოიკითხა და იმავე დღეს დაენიშნა ადვოკატი სახაზინო წესით, დაცვის მხარეს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე არ განუცხადებია; 16 მაისიდან გ------- ს------–---–ის დაცვას ახორციელებდა შეთანხმების საფუძველზე აყვანილი ადვოკატი, არც მას არ დაუფიქსირებია გამოძიებისას გ------- ს------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე; დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია გაჟღერდა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოძიების პროცესში გ------- ს------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედებების თაობაზე აპელირება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მიზნად ისახავს გ------- ს------–---–ის ბრალდების მამხილებელი ექსპერტიზის დასკვნებში ეჭვის შეტანას და არ გამომდინარეობს რეალური გარემოებებიდან. შესაბამისად, სასამართლოს არა აქვს ეჭვი იმის თაობაზე, რომ დაკავებისას და გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნის მიზნით, გ------- ს------–---–ის მიმართ ადგილი ფიზიკურ ან ფსიქიკურ ძალადობას.

2.18.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. კონკრეტულ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- ს------–---–ის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ელემენტს.

2.18.9. საკასაციო პალატამ საქმეში #45აპ-17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც თანმიმდევრულად წარმოაჩენს აღნიშნულ დანაშაულში გ------- ს------–---–ის ბრალეულობას.

2.18.10. მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და საკმარისი გ------- ს------–---–ის ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:20 საათზე ქ. თბილისში მდებარე ,,ს------------–---------------ს“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე, გ------- ს------–---–მა თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ამავე შპს-ს ოპერატორ ნ-----–---- ჩ-----ზე დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით განახორციელა თავდასხმა.

 

2.19. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ გ------- ს------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ს------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- ს------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- ს------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: გ------- ს------–---–ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, იგი არის--- წლის.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, გ------- ს------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა, სანქციით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

6.2. ერთი ცალი ჭიქა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–------------------------------------------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.3. ჭიქიდან აღებული ანაწმენდები 1 პაკეტად და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული ანაწმენდები 2 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

6.4. გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.5. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ნიღაბი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------- განყოფილებაში, ხოლო 1 ცალი დანა გადაგზავნილია კომპლექსურ ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

6.6. გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.7. გ------- ს------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი (ფეხსაცმელი, შარვალი, ქურთუკი), რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.8. გ------- ს------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

6.9. ოდოროლოგიური ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი 2 ცალი სუნის კვალის ნიმუში(დალუქული ერთ პაკეტად), რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–----------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

6.10. შპს ,,ს------------–---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.11. გ------- ს------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ------- ს------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. გ------- ს------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. გ------- ს------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

4. გ------- ს------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 10 მაისის 00:40 საათიდან.

 

5. ნივთმტკიცებები:

5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

5.2. ერთი ცალი ჭიქა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–------------------------------------------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

5.3. ჭიქიდან აღებული ანაწმენდები 1 პაკეტად და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული ანაწმენდები 2 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

5.4. გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.5. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ნიღაბი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------- განყოფილებაში, ხოლო 1 ცალი დანა გადაგზავნილია კომპლექსურ ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

5.6. გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.7. გ------- ს------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი (ფეხსაცმელი, შარვალი, ქურთუკი), რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

5.8. გ------- ს------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

5.9. ოდოროლოგიური ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი 2 ცალი სუნის კვალის ნიმუში(დალუქული ერთ პაკეტად), რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---------–-–----------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

5.10. შპს ,,ს------------–---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.11. გ------- ს------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/