განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003233793
saqme #1/209-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი მარი მირიანაშვილი
პროკურორ – გ-------------------
ბრალდებულ – კ------------
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე N034270219001
ბრალდებულ კ------------ მიმართ
დაბადებული: 18.08.1----–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 4----------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სიღნაღის რაიონი, სოფელი ძ---–-----------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების, განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ კ------------ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 თებერვალს, დილის საათებში, სიღნაღის რაიონში სოფელ ჯ-------- მიმდებარე ტერიტორიაზე, კ----------- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილ ორ ცალ რკინა-ბეტონის ფილას, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა 680 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ესე იგი, კ------------ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - კ------------ მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა კ------------ მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ბრალდებულმა ითხოვა ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 25 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ------------ მიერ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ------------ ბრალეულობა, კერძოდ: მოწმეების შ--–----------–---–--, ა---------–-----–---–--, ზ---------------–---–--, ა-------–-------------- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები ორი ცალი რკინა-ბეტონის ფილა საინჟინრო ტექნიკური ექპერტიზის დასკვნა N3-----, ბრალდებულის მიერ უშუალოდ სასამართლო განხილვის ეტაპზე განცხადებული პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მისი ბრალეულობის თაობაზე და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ კ------------ მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთ შეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ კ------------ ჩაიდინა ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ კ------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კ-----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი. მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კ------------ სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ------------ მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ კ----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.
2. გაუქმდეს კ------------ მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19
სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ კ-----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშე, მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
4. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა კ----------- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი რკინა ბეტონის ფილა რომლებიც ინახება სოფელ ჯ-------- მიმდებარე ტერიტორიაზე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი