განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
200100119002950361
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119002950361

№1/118-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

26 ნოემბერი 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ვ-–-------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ----- მ---------–ი

ბრალდებული: ა-–---------- ს--–-----–-–---–ი

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ.ახმეტა, რ---------–ის ქუჩა N101

მცხოვრები: ქ.ახმეტა, რ---------–ის ქუჩა N101

დაკავების თარიღი: 05. 03. 2019 წელი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 19 საათზე, ქ.ახმეტა რ---------–ის ქუჩა N113-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა-–---------- ს--–-----–-–---–მა შურისძიების მოტივით, მოკვლის განხრახვით დანა ექვსჯერ დაარტყა უ---- ე-------–---–ს გულმკერდის, მუცლისა და მარცხენა ლავიწის არეში. ა-–---------- ს--–-----–-–---–მა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანა ვერ შესძლო, ვინაიდან, უ---- ე-------–---–ი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. ბრალდებულმა ა-–---------- ს--–-----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავერდ არ სცნო განმარტა, რომ მან დანით დაზიანებები მიაყენა უ---- ე-------–---–ს, თუმცა მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

3. დაზარალებულ უ---- ე-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მაისს ქეიფობდა მეგობრის გ--------------–-–---–ის ბინაში. ცოტა ხანში მათთან მივიდა ა-–---------- ს--–-----–-–---–ი, დალია ორი ჭიქა სასმელი, მას კითხა რა გააკეთეო, ამოიღო დანა და მას ექვსჯერ დაარტყა გულის არეში. დანის დარტყმის შემდეგ მან გონება დაკარგა. მისი აზრით მკვლელობის მცდელობის მიზეზი იყო ის, რომ იგი რატომ მივიდა ა-–---------- ს--–-----–-–---–ის ბინაში და რატომ გადაკოცნა მისი მეუღლე.

4. მისი განმარტებით ასეთი ფაქტი არ მომხდარა, ის ნამდვილად იყო მისული ა-–---------- ს--–-----–-–---–ის სახლში, მეუღლეს კითხა სახლში ხომ არ იმყოფებოდა ა-–---------- ს--–-----–-–---–ი და როდესაც უარი მიიღო, უკან გამობრუნდა.

5. მოწმე გ--------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მაისს მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა უ---- ე-------–---–ი. მათთან მივიდა ა-–---------- ს--–-----–-–---–ი, რომელმასც დალია ერთი ჭიქა სასმელი და საუბრის გარეშე დანა დაარტყა უ---- ე-------–---–ს. მას შეეშინდა და საშველად მოიხმო მეზობელი ქალები.

6. მოწმის ნ-------–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მაისს იმყოფებოდა სახლში. დაახლოვებით 19 საათზე მას დაუძახა ა-–---------- ს--–-----–-–---–მა და კითხა სახლში იყო თუ არა მისი მეუღლე. შემდეგ გამოართვა მობილური ტელეფონი და დარეკა 112-ში. პოლიციას შეატყობინა, რომ მან დაჭრა ადამიანი, ჩაბარება უნდოდა და უთხრა მისამართი სადაც იმყოფებოდა.

7. მოწმის დ--–----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მაისს მის შვილთან გ--------------–-–---–თან სტუმრად იმყოფებოდა უ---- ე-------–---–ი, რამდენიმე ხანში ასევე მივიდა ა-–---------- ს--–-----–-–---–ი. თვითონ ეზოში იყო და სახლში არ შედიოდა, რათა მისი შვილისა და სტუმრებისთვის ხელი არ შეეშალა. ა.ს--–-----–-–---–ის მისვლის შემდეგ მას სახლიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემოესმა, რასაც მოჰყვა მისი შვილის გ--------------–-–---–ის ყვირილი. ის შევიდა სახლში და ნახა, რომ უ---- ე-------–---–ი დაჭრილი იყო, მუცლიდან სისხლი მოსდიოდა. სისხლის დანახვაზე თვითონაც ცუდად გახდა. ხმაურზე შეკრებილმა ხალხმა გამოიძახა სასწრაფრო სამედიცინო დახმარება. ექიმმა მას აღმოუჩინა დახმარება დაჭრილი კი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მასთან ასევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი.

8. სსასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები ა----------------ი, გ----------------–---–ი, ლ--------------–---–ი, ექსპერტები ვ----–---–--------–---–ი, დ-------------–-–---–ი და გ----------------–---–ი.

9. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და არასადავოდ გამხდარი მტკიცებულებები ადასტურებენ ა-–---------- ს--–-----–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი.

11. სახელდობრ, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ უ---- ე-------–---–ს დანით სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება განზრახ მიაყენა ა-–---------- ს--–-----–-–---–მა.

12. დაზარალებულის უ---- ე-------–---–ისა და მოწმის გ--------------–-–---–ის ჩვენებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 5 მაისს გ--------------–-–---–ის ბინაში ქეიფობდა უსუფ ე-------–---–ი. ცოტა ხანში მათთან მივიდა ა-–---------- ს--–-----–-–---–ი, დალია სასმელი და დანით ექვსი დაზიანება მიაყენა უ---- ე-------–---–ს. დაზარალებული და მოწმეც ადასტურებენ, რომ ა-–---------- ს--–-----–-–---–ს კამათი და ჩხუბი არ მოსვლია დანით ისე დაჭრა უ---- ე-------–---–ი. შემთხვევის ადგილზე ა. ს--–-----–-–---–ის ყოფნის ფაქტს ადასტურებს მოწმე დ--–----------–-–---–იც.

13. დანაშაულის ჩადენის მოტივი მიუთითა დაზარალებულმა, განმარტა, რომ მკვლელობის მცდელობის მიზეზი იყო ის, რომ იგი რატომ მივიდა ა-–---------- ს--–-----–-–---–ის ბინაში და რატომ გადაკოცნა მისი მეუღლე. სწორედ ამიტომ კითხა მას ბრალდებულმა ა.ს--–-----–-–---–მა „ეს რა გააკეთეო“ და ამ სიტყვების შემდეგ შურისძიების მოტივით უ.ე-------–---–ს მოკვლის განზრახვით დანით რამდენიმე დზიანება მიაყენა.

14. ამ კუთხით მხედველობაში მისაღებია ა-–---------- ს--–-----–-–---–ის მეუღლის მ----------------ს არასადავო ჩვენება, რომლითაც ის ადასტურებს უ---- ე-------–---–ის მასთან სახლში მისვლისა და რამდენჯერმე კოცნის ფაქტს. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარეს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია ნამდვილად მოხდა თუ არა მ----------------ს მიერ მთითებული გარემოებები და ამიტომ ეს გარემოება არ შეიძლება გამოყენებული იქნას შურისძიების მოტივად, ვინაიდან ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომაზე მოწმედ წარადგინა მ----------------ს ჩვენება, თუმცა დაცვის მხარე დაეთანხმა მის ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სადავო აღარ გახადა.

15. გარდა აღნიშნულისა კიდეც რომ გავიზიაროთ დაცვის მხარის არგუმენტი, რომ მ----------------მ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომელსაც ადგილი არ ჰქონია, ა.ს--–-----–-–---–მა ეს მიიჩნია რეალურად და სწორედ ამიტომ მივიდა გ--------------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ნახა უ---- ე-------–---–ი და ისე, რომ არ კი უცდია ვითარების გარკვევა, ანუ მართლა მოხდა თუ არა მ----------------ს მიერ გადმოცემული გარემოებები, უ---- ე-------–---–ს უთხრა მხოლოდ „ეს რა გააკეთე“ და ექვსჯერ განხრახ დაარტყა დანა გულმკერდისა და მუცლის არეში. განზრახ მიყენებული დაზიანებებიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება. თვითონ ექვსჯერ დანის დარტყმოს ფაქტი, როდესაც ა-–---------- ს--–-----–-–---–ს ამოძრავებს შურისძიების მოტივი, დაზარალებულის მხრიდან მისი მეუღლისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, მიუთითებს მკვლელობის განზრახვაზე. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომ მან თვითონ დარეკა 112-ში, შეატყობინა მომხდარი ფაქტი და რომ მას ჩაბარება სურდა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.

16. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის განმარტებას, რომ სასამართლოში დაკითხვის დროს დაზარალებულმა უ---- ე-------–---–მა დაცვის მხარის შეკითხვაზე უპასუხა, რომ ა-–---------- ს--–-----–-–---–ს მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. უ---- ე-------–---–მა სასამართლოს ასევე განუცხადა, რომ როდესაც იგი დანით დაჭრა ს--–-----–-–---–მა მან გონება დაკარგა. ამდენად გაუგებარია გონებადაკარგულმა როგორ შეაფასა ა-–---------- ს--–-----–-–---–ის განზრახვა და ქმედება. მისი ასეთი განმარტება უფრო წარმოადგენს ჩადენილი ქმედების პატიებას, რაც კიდეც დაადასტურა ასევე დაკითხვისას, რომ შეურიგდა ბრალდებულს და თანახმაა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას ყველა შესაძლო შეღავათი.

17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 მარტის N0-------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ უ---- ე-------–---–ს აღენიშნებოდა ექვსი ნაკვეთი ჭრილობა, 1 ჭიპის ქვემოთ მარცხნივ, 2მარცხნივ მამილარულ ხაზზე X-XI ნეკნის დონეზე, 3 მახვილისებური მორჩიდან 4 სმ-ით ზემოთ, 4-5 გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის შუა და უკანა ხაზებზე და 6. მარცხნივ ლავიწ-აკრომიონის მიდამოში.

18. N1 ჭრილობა ჭიპის ქვემოთ მარცხნივ, აღმოჩნდა შემავალი მუცლის ღრუში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე ჩხვლეტავი მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დანარჩენი ხუთი ჭრილობა მიყენებულია რაიმე ჩხვლეტავი მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.(ს.ფ246-249)

19. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერების დროს სამზარეულოს ოთახიდან კორიდორში გამავალ კართან ნანახი და ამოღებული იყო დასაკეცი დანა. (ს.ფ6-36)

20. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დაპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 23 აპრილის დაქტილოსკოპური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე ჭიქიდან ამოღებული ხელის კვალი ეკუთვნის ბრალდებულ ა-–---------- ს--–-----–-–---–ს.

21. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 ივნისის N0-------- სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა-–---------- ს--–-----–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ა-–---------- ს--–-----–-–---–მა შურისძიების მოტივით, დანით, ექვსჯერ დაზიანების მიყენების გზით, სცადა მოეკლა უ---- ე-------–---–ი, თუმცა მან განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ვინაიდან დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად უსუფ ე-------–---–ი გარადჩა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

23. ბრალდებულ ა-–---------- ს--–-----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გაჩნია.

24. შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ დაზარალებული შეურიგდა, მის მიმართ პრეტენზია არ აქვს და ითხოვს ყველა შესაძლო შეღავათის გამოყენებას. გარდა ამისა ის არ მიმალულა, თვითონ დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარი ფაქტი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

25. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

26. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ა-–---------- ს--–-----–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც, ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

27. თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლისა, ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილზე ნანახი მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები; ჭიქებიდან აღებული ანაწმენდები; ხელის კვალის დაქტილოფირები; ა.ს--–-----–-–---–ის სახიდან და ხელის თითებიდან აღებული ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში და უ---- ე-------–---–ის სისხლის ნიმუში, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

28. შემთხვევის ადგილზე ნანახი დანაშაულის ჩადენის იარაღი - დასაკეცი დანა; საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

29. შემთხვევის ადგილზე ნანახი ქურთუკი; დიდი ზომის უფერული ბოთლი წარწერით „ქარვა“, მცირე ზომის მომწვანო ფერის ბოთლი წარწერით „ნაბეღლავი - მათში მოტავსებული სითხით; ა.ს--–-----–-–---–ის ტანსაცმელი და უ---- ე-------–---–ის ტანსაცმელი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

30. სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით ,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

31. ბრალდებული ა-–---------- ს--–-----–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლით.

32. ა-–---------- ს--–-----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 05 მარტიდან.

33. ნივთიერი მტკიცებულებიდან - შემთხვევის ადგილზე ნანახი მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები; ჭიქებიდან აღებული ანაწმენდები; ხელის კვალის დაქტილოფირები; ა.ს--–-----–-–---–ის სახიდან და ხელის თითებიდან აღებული ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში და უ---- ე-------–---–ის სისხლის ნიმუში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

34. შემთხვევის ადგილზე ნანახი დანაშაულის ჩადენის იარაღი - დასაკეცი დანა; საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

35. შემთხვევის ადგილზე ნანახი ქურთუკი; დიდი ზომის უფერული ბოთლი წარწერით „ქარვა“, მცირე ზომის მომწვანო ფერის ბოთლი წარწერით „ნაბეღლავი - მათში მოტავსებული სითხით; ა.ს--–-----–-–---–ის ტანსაცმელი და უ---- ე-------–---–ის ტანსაცმელი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

36. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

37. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური