გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.11.2019
საქმის ნომერი
180310018002359410
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/72-18 (180310018002359410)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - ხი---------------–---------------------------------ტ

წარმომადგენელი - ეკ---------------ძე

 

მოპასუხეები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი’’

წარმომადგენელი - თე---------–-–---–ი

 

მესამე პირი - შპს ,,ას-------------------–-----------–-------–---------ია’’

 

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. N9-----3 განაცხადზე სასაქონლო ნიშნის - ,,AL------’’-ის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქპატენტის 26.07.2017 წლის N1-----3 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება;

 

1.2. საქპატენტის სააპელაციო პალატის 17.01.2018 წლის N1-------7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება;

 

1.3. საქპატენტის სააპელაციო პალატის 26.01.2018 წლის N-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება;

 

1.4. საქპატენტის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარდგენილი სასაქონლო ნიშნის - ,,AL------’’-ის (ს/ნ 9-----3) რეგისტრაციის შესახებ.

 

2.მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2.2.მესამე პირს შესაგებელი არ წარმოუდგენია და იგი არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1. 20.12.2016 წელს მოსარჩელე ხი---------------–---------------------------------ტ-ემ საქპატენტში წარადგინა N9-----3 განაცხადი, რომლითაც მოითხოვა სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის - ,,AL------’’-ის რეგისტრაცია.

 

მოსარჩელის მიერ განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი განეკუთვნება ნიცის კლასიფიკაციის მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნები (ს.ფ. 41);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 25.07.2017 წელს საქპატენტში ჩატარდა არსობრივი ექსპერტიზა, რომლის დასკვნით მოსარჩელეს განემარტა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი - ,,AL------’’ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარება რეგისტრაციას დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნის არსებობის გამო, კერძოდ, აღნიშნული სასაქონლო ნიშანი მსგავსია მესამე პირის - შპს ,,ას-------------------–-----------–-------–---------იის’’ სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნისა - ,,Ag---------------–------------------------------те’’, ასევე, განცხადებული ნიშნის დაცვა მოითხოვება საქონლის იგივე ჩამონათვალის მიმართ, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია დაპირისპირებული ნიშანი. შესაბამისად, ორივე დაპირისპირებული ნიშნის საქონელი ნიცის საქონლის და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით კლასიფიცირებულია მე-5 კლასში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტმა დაასკვნა, რომ დაპირისპირებული ნიშნები იყო აღრევამდე მსგავსი და სასაქონლის ნიშნის დაცვა მოთხოვნილი იქნა დაპირისპირებული ნიშნის საქონლის მსგავსი ჩამონათვალისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 41);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2.არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა საფუძვლად დაედო საქპატენტის მიერ 26.07.2017 წლის N1-----3 ბრძანების გამოცემას, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ სასაქონლო ნიშანს (საიდ. N9-----3) საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 41);

-ბრძანება (ს.ფ. 40);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3.მოსარჩელე ხი---------------–---------------------------------ტ-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა საქპატენტის სააპელაციო პალატას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 26.07.2017 წლის N1-----3 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სააპელაციო პალატამ იმსჯელა მითითებული ბრძანების კანონიერებაზე და 17.01.2018 წლის გადაწყვეტილებით საფუძვლიანად უთხრა უარი მოსარჩელეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან სარეგისტრაციოდ განცხადებული სასაქონლო ნიშნის მიმართ არსებობდა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

17.01.2018 წლის გადაწყვეტილება დამტკიცებულია სააპელაციო პალატის 26.01.2018 წლის N-- ბრძანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 41);

-ბრძანება (ს.ფ. 40);

-გადაწყვეტილება (ს.ფ. 12);

-ბრძანება (ს.ფ. 20);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4.თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.05.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ხი---------------–---------------------------------ტ-ეს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ასფარმა საქართველო - ფარმაცევტული კომპანია''-ს მიმართ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდა. გაუქმდა შპს ,,ასფარმა საქართველო ფარმაცევტული კომპანიის'' კუთვნილი სასაქოლნო ნიშნის - „Al--------------–--------------------------- форт“ საქართველოში რეგისტრაცია.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-01.05.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ,,ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია’’; ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანებები და გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2.ვინაიდან განსახილველი დავის საგანი პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებასთან, უპირველესად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ასევე, ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულია საკუთრება, როგორც ძირითადი უფლება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლების რეალურ განხორციელებას. ამისთვის საჭიროა, რომ იგი დაცული იყოს, როგორც ეფექტური სასამართლო სისტემით, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც სა---------–------------------–---------------–---------–-–---------–----------–-------–-------------------------------–--------------------------------------------------ი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5), კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201--–-–--------------–--------–-------–---------------–-------------------–------------------–----–--------------------------5/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ არსებობს საკუთრების სხვადასხვა სახე, რომელთა შორისაა ინტელექტუალური საკუთრება. საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს, სელექციონერს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო 1991 წლიდან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის წევრი სახელმწიფოა და მითითებული კონვენციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს; მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს; გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; მეცნიერულ აღმოჩენებს; სამრეწველო ნიმუშებს; სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში.

ინტელექტუალურ საკუთრება გულისხმობს სამრეწველო საკუთრებას, რის შესახებაც ყურადღების მიღმა ვერ დარჩება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილად ქცეული ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა; სამრეწველო საკუთრება ფართო მნიშვნელობით არის გაგებული და ეხება არა მხოლოდ უშუალოდ მრეწველობასა და კომერციას, არამედ სოფლის მეურნეობას, მოპოვებით მრეწველობას და ყველა სამრეწველო და ბუნებრივ პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს, მარცვლეულს, თამბაქოს ფოთოლს, ხილს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, სასარგებლო წიაღისეულს, მინერალურ წყალს, ლუდს, ყვავილებსა და ფქვილს.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის კრეატიულობის, გონებრივი შემოქმედების შედეგი, რაც გამოიხატება ხსენებული დაცვის ობიექტებში და გააჩნია ორიგინალურობის, სიახლის თვისება.

 

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.

 

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014).

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე. ამ საკითხს კი არეგულირებს სპეციალური ნორმატიული აქტი - საქართველოს კანონი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’. კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი); სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით; სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასაქონლო ნიშანი, როგორც სიმბოლო, შესაძლებელია გამოხატული იქნეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის იყოს უბრალოდ სიტყვიერი სახით, თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მისი საქპატენტში რეგისტრაციით დაცვა, რაც ნიშნავს რეგისტრაციით აღიარებული მესაკუთრისათვის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და მისი მხრიდან ამ უფლების გამოყენებით სხვა პირთა მიმართ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას, აუცილებელია დასარეგისტრირებელი სასაქონლო ნიშანი განსხვავდებოდეს სხვა სასაქონლო ნიშნისაგან ან იმ საქონლისაგან, რომლის მიმართაც მოთხოვნილია მისი რეგისტრაცია. ამ იდეას ასახავს კანონის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი, როგორც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძველი, რომლითაც სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

 

სწორედ ეს ნორმა დაედო საფუძვლად სადავო აქტის გამოცემას, რამდენადაც 25.07.2017 წელს საქპატენტში არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე გამოვლინდა, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი - ,,AL------’’ მსგავსია მესამე პირის - შპს ,,ას-------------------–-----------–-------–---------იის’’ სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნისა - ,,Ag---------------–------------------------------те’’, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს მოცემულობა სახეზე არ არის, რადგან აღნიშნული ,,Ag---------------–------------------------------те’’-ს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხი---------------–---------------------------------ტ-ს სარჩელის საფუძველზე გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.05.2018 წლის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რაც ნიშნავს იმას, რომ გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის N90028/3 განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, დღეისათვის არ არსებობს.

 

6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. ამ ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ახლად აღმოჩნილი გარემოება 01.05.2018 წლის კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სახით, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ხი---------------–---------------------------------ტ-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს N9-----3 განაცხადზე სასაქონლო ნიშნის - ,,AL------’’-ის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქპატენტის 26.07.2017 წლის N1-----3 ბრძანება;

 

1.2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქპატენტის სააპელაციო პალატის 17.01.2018 წლის N1-------7 გადაწყვეტილება;

 

1.3.ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქპატენტის სააპელაციო პალატის 26.01.2018 წლის N-- ბრძანება;

 

1.4.საქპატენტს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარდგენილი სასაქონლო ნიშნის - ,,AL------’’-ის (ს/ნ 9-----3) რეგისტრაციის შესახებ (რითაც მითითებულ სასაქონლო ნიშანს მიენიჭება დაცვა განცხადებული საქონლის ჩამონათალის მიმართ);

 

2.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა