განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3743-19
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 21 ოქტომბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------–--------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–--------------ე - დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული ს--------------------------–---------ში, მცხოვრები თ---–--–-----------------–--–-------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 12 ივნისს, თ---–--–-----------------–--–-------------ში მ--–--------------ე ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–----------–---–ს აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაემუქრა მშობლების სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–----------–---–მა აღიქვა რეალურად.
1.2. 2019 წლის 3 ივლისს თ---–--–-----------------–--–-------------ში მ--–--------------ე ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–----------–---–ს აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაემუქრა მშობლების სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–----------–---–მა აღიქვა რეალურად.
1.3. 2019 წლის 7 ივლისს თ---–--–-----------------–--–-------------ში მ--–--------------ე ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–----------–---–ს აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დანით დაემუქრა მშობლების და მისი სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–----------–---–მა აღიქვა რეალურად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 7 ივლისს თ---–--–-----------------–--–-------------ში მ--–--------------ე ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–----------–---–ს აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–----------–---–მა აღიქვა რეალურად.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1.სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ-------------–---–მა განმარტა, რომ არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 2019 წლის 7 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რადიოსადგურიდან მიიღეს გამოძახება ოჯახური კონფლიქტის გამო, ის გ----------------სთან ერთად გავიდა მისამართზე, სადაც მათ დახვდათ შემაშფოთებელი სიტუაცია, ქალბატონი ტიროდა, რომელმაც პოლიციის თანამშრომელებს მიუთითა მის მეუღლეზე - მ--–--------------ეზე და განმარტა, რომ იგი დანით ხელში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში, ხელში ეკავა სამზარეულოს დანა, იყო აგრესიული ცოლის მიმართ, პოლიციის მოწოდების მიუხედავად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. დაზარალებულს სიმთვრალე არ ეტყობოდა.
3.2. ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე პატრულ-ინსპექტორმა გ----------------მ.
3.3.მოწმე რ----------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, შეტყობინების საფუძველზე, მუქარის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, მან გამოკითხა დაზარალებული ლ--–----------–---–ი და ბრალი წაუყენა მ--–--------------ეს. დაზარალებულს ვიზუალურად ალკოჰოლური ზემოქმედება არ ეტყობოდა, დაზარალებულისათვის არ უკითხავს მშობლები ჰყავდა თუ არა.
3.4. მოწმე ი------------–---მ განმარტა, რომ არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, ძირითადი გამომძიებელი იყო რ----------------ე, მან გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში გაუწია დახმარება, კერძოდ დაკითხა ბრალდებულის დამკავებელი პატრული და მისი მეწყვილე.
3.5. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის (7.07.2019) მიხედვით ბრალდებულ მ--–--------------ის პირადი ჩხრეკისას მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა შავტარიანი დანა.
3.6. ალკოჰოლური შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით (7.07.2019) მ--–--------------ეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
3.7.ექსპერტიზის N-----–- დასკვნის თანახმად დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3.8. სასამართლო სხდომაზე მხარეებს დაზარალებულ ლ--–----------–---–ის გამოკითხვის ოქმი სადაოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეების - გ---------------ის, მ-------------–---–ის, ექსპერტიზის N-----–- დასკვნის, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით, ასევე დაზარალებულ ლ--–----------–---–ის გამოკითხვის ოქმის) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა მ--–--------------ის მიერ 2019 წლის 7 ივლისს ლ--–----------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფატი. კერძოდ, მოწმეების მ-------------–---–ისა და გ---------------ის ჩვენებების მიხედვით, ისინი 2019 წლის 7 ივლისს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მისამართზე, სადაც მათ დახვდათ აღელვებული ქალბატონი, რომელიც ტიროდა და მიუთითა თავის მეუღლეზე-მ--–--------------ეზე, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში, ხელში ეკავა სამზარეულოს დანა, იყო აგრესიული ცოლის მიმართ, პოლიციის მოწოდების მიუხედავად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. დაზარალებულ ლ---–----------–---–-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით 2019 წლის 7 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, მდებარე თ---–--–-----------------–--–-------------ში, რა დროსაც მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე მ--–--------------ე სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და მის მიმართ იქცეოდა აგრესიულად, კერძოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაზეც დაზარალებულმა უთხრა, რომ სახლიდან წავიდოდა თუ არ შეწყვეტდა მის მიმართ უშვერი სიტყვების გამოყენებას, რაზეც ბრალდებულმა აიღო სამზარეულოს დანა მიუახლოვდა დაზარალებულს და უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა რაზეც დაზარალებულს ძალიან შეეშინდა, რადგან მ--–--------------ე იყო წარსულში ნასამართლევი პირი, ხელში ეკავა დანა და მან მუქარა აღიქვა რეალურად. 2019 წლის 12 ივნისისა და 3 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი), ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ მშობლების მოკვლის მუქარას, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ ლ--–----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, არ იძლევა აღნიშნული ფაქტის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას და არ შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის სავალდებულოდ არსებობის თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვარის გადაწყვეტილების (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53) შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, მათ საფუძველზე უტყუარად დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია, რომ სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ლ--–----------–---–ისგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა მასზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებს, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული საქმის არსებითი განხილვისას აპელირებდა, რომ დაზარალებულს მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დედა მწოლიარე ავადმყოფი, მოწმე რ----------------ემ რომელმაც გამოძიების ეტაპზე გამოკითხა დაზარალებული, განმარტა, რომ დაზარალებულისთვის არ უკითხავს ჰყავდა თუ არა მას მშობლები, სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების ეტაპზე არ არის გამოკვლეული და დადგენილი და შესაბამისად ეჭვქვეშ დგება ასევე ქმედების შემადგენლობისთვის აუცილებელი კომპონენტი „იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. ამდენად ლ--–----------–---–ის 2019 წლის 12 ივნისს და 3 ივლისს განხორციელებული მუქარის ფაქტზე სახეზეა ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის სახით, რაც არ არის საკმარისი ფაქტების უტყუარად დასადგენად, მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც გამოძიების ეტაპზე არ არის გამოკვლეული და დადგენილი ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა იმ პირების (ამ შემთხვევაში დაზარალებულის მშობლების) არსებობა ვისი სიკვდილითაც ბრალდებული დაემუქრა დაზარალებულს, რის შემდეგაც ქმედებების შეფასებისას ეჭვქვეშ დგება როგორც მისი ობიექტური ისე სუბიექტური კრიტერიუმი, რაც სასამართლოს ართმევს მინიმალურ სამართლებრივ შესაძლებლობასაც კი, უტყუარად დაადგინოს ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით დაზარალებულზე განხორციელებული მუქარა.
3.10. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ერთი პირდაპირი ჩვენების არასაკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, როდესაც იგი არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, განპირობებულია იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომ სასამართლოს ობიექტურად არ აქვს შესაძლებლობა ჩვენების სანდოობა შეაფასოს სხვა მტკიცებულებასთან კავშირში, დარწმუნდეს დასახელებული ფაქტების რეალურობაში. იმ შემთხვევაში თუ, მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის ჩვენება ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, აღნიშნულით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა და შეიქმნება მაღალი რისკი უდანაშაულო პირის მსჯავრდების, ვინაიდან მოწმის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, მისი ჩვენების გადამოწმება და შედარება ვერ მოხდება სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან.
3.11. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
3.12. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
3.14. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით’’ დადასტურდა მ--–--------------ის მხრიდან ლ--–----------–---–ის მიმართ მხოლოდ 2019 წლის 7 ივლისს განხორციელებული მუქარის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება 2019 წლის 12 ივნისს და 3 ივლისს მ--–--------------ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებს, უტყუარად არ დასტურდება და მხოლოდ დაზარალებულ ლ--–----------–---–ის გამოკითხვის ოქმი ჩვენება რაც არ დასტურდება სხვა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, არ არის საკმარისი ამ ფაქტის უტყუარად დასადგენად.
3.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
4.2.სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მუქარის განხორციელების დროს, აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამდენად მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში, ამდენად არ არის აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად, დამნაშავეს შესაძლებელია არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი.
4.3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 7 ივლისს თ---–--–-----------------–--–-------------ში მ--–--------------ე ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ლ--–----------–---–ს აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–----------–---–მა აღიქვა რეალურად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–--------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 12 ივნისი ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 3 ივლისის ეპიზოდი), ვინაიდან მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა მ--–--------------ის მიერ ლ--–----------–---–ზე 2019 წლის 12 ივნისის და 3 ივლისს განხორციელებული მუქარის ფატები, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–--------------ე ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ--–--------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის გათვალისწინებით, მას, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
5.3. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნების გამო ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 1-2). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია მ--–--------------ის მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. 1 (ერთი) წლის პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, შეძლებს დააფიქროს მ--–--------------ეს უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
5.4. საქართველოს სსკ 521-ე მუხლის თანახმად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/დააკრძალვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევა ხდება და ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.5. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ--–--------------ემ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებითი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ კი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის განსაზღვრა და მას უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
5.6. ასევე, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, მ--–--------------ეს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამავე მუხლის თანახმად, მასვე უნდა დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. მ--–--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. მ--–--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ასევე, დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
6.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
7. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 7 ივლისიდან 2019 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე