განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100119003077408
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2990-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 16 ოქტომბერი, 2019 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-------------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული გ-------------------------------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–--------–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.---------–----------–---–---------------------ში.

 

ადვოკატი - მ----------ე

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი (ადევნება, პირადად პირის, მისი ოჯახის წევრის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ბოლოს ჩათვლით პერიოდში გ------------------ე თ---–--–--------–---------------------------------ში მცხოვრებ ვ--------–-----–---სთან და მის მეუღლესთან ნ--------------–თან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, როგორც პირადად, ასევე ტელეფონისა და სოციალური ქსელის გამოყენებით, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და სხეულის დაზიანებით, სთხოვდა მათი სამკურნალო იოგის ბიზნესის გადაბარებას, მცენარეული წამლის რეცეპტის დათმობას. სისტემატურად უგზავნიდა მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ტელეფონის ნომრებიდან 5-----------, 5---------- და 5----------- ვ--------–-----–---ს ტელეფონის ნომერზე 5------------ და ნ--------------–-ს ტელეფონის ნომერზე 5----------- , სხვადასხვა ანგარიშებიდან წერდა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს. გ------------------ის ქმედებებით ვ--------–-----–--- და ნ--------------–- განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას, ექმნებოდათ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში და დადგნენ ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროების წინაშე, შეექმნათ ტელეფონის ნომრების შეცვლის საჭიროება, ეშინოდათ სამსახურში გასვლის და სავარჯიშო დარბაზის გახსნის, ჰქონდათ ძალადობის განხორციელების მუდმივი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოკლეტექსტური შეტყობინებების ამონაბეჭდებს, მოწმეების - ვ--------–-----–---ს, ნ--------------–-ს, ე----------–---–-ს, ვ--–-----------------ს გამოკითხვის ოქმებს.

 

2.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

3.7. ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ე) აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.

 

3.8. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოკლეტექსტური შეტყობინებების ამონაბეჭდებით, მოწმეების - ვ--------–-----–---ს, ნ--------------–-ს, ე----------–---–-ს, ვ--–-----------------ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ გ------------------ის ქმედებებში სახეზეა დანაშაულის - ადევნების, (პირადად პირის, მისი ოჯახის წევრის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

3.9. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ორი ეპიზოდი, რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, არის შეზღუდული შერაცხადი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სისხლის სამართლის საქმის მასალებით, არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად გ-----------–--------ს აღენიშნება შიზოტიპური აშლილობა (კოდი - F21; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ-----------–--------ს აღენიშნებოდა შიზოტიპური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ამჟამად მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო ქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ამჟამად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ამჟამად იძულებით მკურნალობასა ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობთ იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებას, მის ფსიქიკურ მდგომარეობას, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

5.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს მითითებული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ვ-–-----–---ს მიმართ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ---------–-ს მიმართ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ვ-–-----–---ს მიმართ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ---------–-ს მიმართ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დაზარალებულ ნ---------–-ს ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დაზარალებულ ვ-–-----–---ს ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2.გ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 მაისიდან.

 

3.საქმეზე არსებული ნივთმტკიცება „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შსს გ-–------------–--------------------–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე