გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
030210018002321105
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210018002321105

N 2/211-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი 2018 წელი ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე შპს ,,მ----–---“

წარმომადგენელი ტ------– გ--------

მოპასუხე ო----- გ------

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 520 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 450 ლარი, სარგებელი 71.25 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ო----- გ-----ს დაეკისროს შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2016 წლის 22 სექტემბერს მოპასუხე ო----- გოიევსა და შპს ,,მ-------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული ხელშეკრულება ნომერი L-132853, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 450 ლარის ოდენობით, 25 დღის ვადით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 450 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 71.25 ლარი დაებრუნებინა 25 დღის ვადაში, 2016 წლის 17 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა. მსესხებელს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.67% ოდენობით, რამაც შეადგინა 3133.75 ლარი, 417 ვადაგადაცილებული დღე. მოპასუხის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 520 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 450 ლარი, სარგებელი 71.25 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ სესხის ძირი თანხა დაიფარა და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა გადახდის ქვითარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 450 ლარის ოდენობით, სარგებლის 71.25 ლარის დარიცხვით, 25 დღის ვადით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; საგადასახადო დავალებით.

 

3.1.2. მოპასუხემ სესხის ძირი თანხა 450 ლარი გადაიხადა 2017 წლის 20 აპრილს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და სესხის გადახდის შესახებ ცნობით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხე ო----- გ-----ს, შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის პროცენტის 71.25 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 450 ლარის ოდენობით, სარგებლის 71.25 ლარის დარიცხვით, 25 დღის ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.

 

მოპასუხის მიერ სესხის ძირი თანხა დაიფარა და აღნიშნულის დასადასტურებლად მან წარმოადგინა გადახდის ქვითარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ო----- გ-----ს, შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის პროცენტის 71.25 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

შპს „მ----–---ს“ დაუბრუნდეს შპს ,,მ----–---ის“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 13.02.2018 წ. საგადასახადო დავალება N1518521585) 16.67 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 2.64 ლარის გადახდა, ხოლო 33.33 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,მ----–---ის“ სარჩელი ო----- გ------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ო----- გ-----ს, შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის პროცენტის 71.25 ლარის გადახდა.

 

3. შპს „მ----–---ს“ დაუბრუნდეს შპს ,,მ----–---ის“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 13.02.2018 წ. საგადასახადო დავალება N1518521585) 16.67 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 2.64 ლარის გადახდა, ხოლო 33.33 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე