განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
010100119003229109
დავის ტიპი
276 7
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003229109

1-1008/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ა--------ვა

 

ბრალდებული - დ----- ბ-----ე

ადვოკატი -თ----------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N0-----------

 

ბრალდებული: დ----- ბ-----ე

მამის სახელი: თ------

დაბადებული: 29.11.1---–--–---------–--------------------–----------–------------–------------–------------------------------------------------–-----------------------------------------------–---------------------------------------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 26 აგვისტოს დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე N-- საცხოვრებელი სახლის წინ, "ოპელი"-ს მარკის ავტომანქანამ, სახNS------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დ----- ბ-----ე, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2 მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე გ-------------–--ეს. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით გ-------------–--ე გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:

 

2019 წლის 26 აგვისტოს, ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დ----- ბ-----ე მართავდა "ოპელი"-ს მარკის ავტომანქანას სახNS------.

 

დ----- ბ-----ემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე გ-------------–--ეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

 

2019 წლის 29 აგვისტოს N----- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ დ----- ბ-----ეს ქვეითად მოსიარულეზე შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2 მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.

 

შეჯახების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა:

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №006698419 დასკვნის თანახმად, გ-------------–--ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა. ქალასარქველის და ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, დიფუზური სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა თავის ტვინის ნივთიერებაში და პარკუჭებში შეღწევით. გ-------------–--ის გარდაცვალების დრო არ ეწინააღმდეგება წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ თარიღს 26.08.2019წ 09:13 საათზე.

 

სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს/ტ-253 დასკვნის თანახმად წარმოდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მასზე შედარებით უფრო რბილი საფარის მქონე საგანზე, სხეულთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. ავტომობილზე არსებული დაზიანებები თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათის.

წარმოდგენილი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია.

 

დ----- ბ-----ის განმარტების თანახმად, იგი აღიარებს დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ანზორ გაბაიძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ჯანმრტელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ბ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ----- ბ-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

დ----- ბ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ----- ბ-----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ----- ბ-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მასვე, 02 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული დ----- ბ-----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

დ----- ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ დ----- ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 11 სექტემბრიდან .

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:ოპელის მარკის ავტომანქანა სახN S-------- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი