გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050310018002587594 (N3/123-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ი
წარმომადგენელი - ეკ----------------–-–---–ი
მოპასუხე - ან--------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაეკისროს მოპასუხე ან--------------–---–ს გარდაცვლილი უშ------------–---–-ს საპენსიო თანხის - 360 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ან--------------–---–ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უშ------------–---–- გარდაიცვალა 2017 წლის 21 ნოემბერს.
სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------მა 2019 წლის 28 მაისს N---------- წერილით მიმართა ან--------------–---–ს და განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ბენეფიციარის უშ------------–---–-ს პ/ნ3----------) გარდაცვალების ფაქტზე. სახელმწიფო გასაცემლებთან დაკავშირებული კანონმდებლობით, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი შეწყდება ბენეფიციარის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და გარდაცვალების შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას. ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო, ადგილი აქვს სახელმწიფო პენსიის არასწორად გაცემას, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 360 ლარს. ან--------------–---–ს დამატებით განემარტა, რომ ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ან ერთი თვის ვადაში გამოცხადების გარეშე აღედგინა თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ან--------------–---–მა 2017 წლის 21 დეკემბერს და 2018 წლის 23 იანვარს მიიღო უშ------------–---–-ს სახელმწიფო პენსია ჯამში 360 ლარის ოდენობით. ჩარიცხული საპენსიო პაკეტის ან--------------–---–ის მიერ გატანის ფაქტი გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტირსათვის ცნობილი გახდა 2018 წლის 28 მარტს.
ბენეფიციარის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციითა და ანგარიშებიდან ამონაწერების თანახმად, 2017 წლის 21 ნოემბერს გარდაცვლილი უშ------------–---–-ს სახელზე სს ,,ლი------------–ი“ ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემლის თანხა სულ 360 ლარი, მასზე უფლების შეწყვეტის შემდეგ, გაცემულია საბანკო ანგარიშებიდან მოქალაქე ან--------------–---–ზე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნას. აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა არ მოხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელწიფო სერვისების განვითარების სამინისტროს 2018 წლის 28 მაისის N---------- წერილი (იხ.ს.ფ.18-19);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელწიფო სერვისების განვითარების სამინისტროს 20---–-–-------------------------- წერილი (იხ.ს.ფ.20-21);
- სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის 2018 წლის 18 ივლისის N---------- წერილი (იხ.ს.ფ. 23);
- ლიბერთი ბანკის ამონაწერები ანგარიშიდან (იხ.ს.ფ. 15-17);
- ინფორმაცია ბენეფიციარის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ (იხ.ს.ფ.14);
- ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ (ს.ფ. 22);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ან--------------–---–ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული სახელმწიფო პენსიის თანხის - 360 ლარის (სამას სამოცი ლარი) ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განმარტებულია პენსიის ცნება. კერძოდ, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი.
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ქვეპუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს ერთ-ერთი უფლება-მოვალეობაა პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
დადგენილია, რომ სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------მა 2019 წლის 28 მაისს N---------- წერილებით მიმართა ან--------------–---–ს და განემარტა, რომ დაბრუნებას ექვემდებარებოდა გარდაცვლილი ბენეფიციარის უშ------------–---–-ს სახელზე არასწორად გაცემული პენსიის თანხა - 360 ლარის ოდენობით, რომლის გატანა მოხდა ბენეფიციარის გარდაცვალების შემდეგ. დამატებით განემარტა, რომ ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ან ერთი თვის ვადაში გამოცხადების გარეშე აღედგინა თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
6.2. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერი არის პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია; ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვალება არის პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დადგენილია რომ, სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი, პენსიონერი უშ------------–---–- გარდაიცვალა 2017 წლის 21 ნოემბერს.
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პენსიონერის გარდაცვალება. ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (დანართი №1) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი.
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (დანართი №1) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს გარდაცვლილი უშ------------–---–-ს სახელზე სს ,,ლი------------–ი“ ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემლის თანხა, 2017 წლის 21 დეკემბერს და 2018 წლის 23 იანვარს, ჯამში - 360 ლარი, მასზე უფლების შეწყვეტის შემდეგ, გაცემულია საბანკო ანგარიშებიდან მოქალაქე ან--------------–---–ზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ ან--------------–---–მა ზედმეტად მიიღო გარდაცვლილი უშ------------–---–-ს ორი თვის სახელმწიფო პენსია, რომლის ოდენობაც შეადგენს 360 ლარს. აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია წარმოდგენილი ანდა მოძიებული ვერ იქნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზედმეტად მიღებული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ან--------------–---–ს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 360 (სამას სამოცი) ლარის ოდენობით;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუ პორტის ქ.N32 ) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ.N14) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ციცინო როხვაძე