განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
120100119003279534
დავის ტიპი
126 1
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3279534-1/300-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

29 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გ--–-----------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - ნ-------------–--- (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 0----------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა-------ს რაიონი სოფელი ა-------)

 

ადვოკატი - ც-----------–---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ნ--------------–---, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მამაკაცს და შეასრულოს მისი სურვილები, თავისი შეხედულებით არ უნდა იმოქმედოს, ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს მშობლებთან, დედმამიშვილებთან და ნათესავბთან, უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ სახლში, 2014 წლიდან 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცემდა მეუღლეს მ--–----------–----, კერძოდ, თმიდან ითრევდა მას და ხელებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც მ--–----------–--- განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნ-------------–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული მოტივით.

 

ე.ი. ნ-------------–---მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ბრალდებულმა ნ-------------–---მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: დაზარალებულ მ--–----------–---- გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ნ-------------–---- გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეთა ზ--------------------–----, ფ--------------------–----, ბ-–----------------–----, ნ-----------–----- ნ--------------ს, ნ-----–-------–---- და მ-----------–---- გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ნ-------------–---- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ-------------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.

 

4.2. ნ-------------–---- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ გენდერული მოტივით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

 

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ძალადობრივი დანაშაული მეუღლის მიმართ ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ნ-------------–--- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ნ-------------–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადა სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ორი წლით, ამასთან დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ნ-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. გაუქმდეს ნ-------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ნ-------------–---- (პ/ნ0----------), მ-----------–---- (პ/ნ0----------), ნ-----–-------–---- (პ/ნ0----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ს.კ. 6----------- (განჩინების N12-------).

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა